რკინადეფიციტის პრევენცია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში

რკინადეფიციტის აღმოფხვრა აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისათვის.
რა უნდა იცოდნენ ოჯახის წევრებმა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში რკინადეფიციტის პრევენციისთვის:
- უმნიშვნელოვანესია 4-6 თვის განმავლობაში ძუძუთი კვება;
- კომბინირებულ კვებაზე გადასვლისას სასურველია ბავშვისთვის რკინით გამდიდრებული ფაფის მიწოდება;
- თუ ბავშვი მხოლოდ ხელოვნურ კვებაზეა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად რძე (ძროხის, თხის და სოიოს) რკინის შემცველობით ღარიბია. ამიტომ, საჭიროა რკინის მიწოდება დანამატების სახით;
- რკინით მდიდარი პროდუქტია ხორცი, ამიტომ 6 თვიდან სასურველია კვების რაციონში მისი შეტანა;
- რკინის სრულფასოვანი შეწოვისთვის აუცილებელია C ვიტამინი, აქედან გამომდინარე 6 თვის ასაკიდან საჭიროა ამ ვიტამინით მდიდარი(ხილი,ბოსტნეული, წვენი) პროდუქტების მიღება, რათა გაძლიერდეს რკინის შეწოვა