/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ
ცოტა ხნის წინ ბევრს სჯეროდა მითის, რომ ყველანი ჩვენი მშობლების ბედს ვიმეორებთ, მაგრამ მეცნიერებამაც და

თავად ცხოვრებამაც კარგა ხანია დაადასტურა, რომ ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და იქცევა არა ტრადიციების მიხედვით, არა მათ საპირისპიროდ, არამედ ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ამას მრავალი მაგალითი მოწმობს. რა თქმა უნდა, ოჯახი, სადაც ვიზრდებით, ჩვენზე ძლიერ გავლენას ახდენს, მაგრამ ჩვენი შეხედულებები დროთა განმავლობაში იცვლება. ადამიანი ახალ, უცხო კოლექტივში (სკოლა, ინსტიტუტი, სამსახური) თავისი შეხედულებებით მიდის, მაგრამ იქ ახალ აზრებსა და ჩვევებს იძენს.

მშობლები, რომლებთანაც სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე, მეტიც - დაბადებამდე გვაქვს ურთიერთობა, უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენზე. თუ ბავშვობაში მკაცრად გექცეოდნენ, მოწიფულ ასაკში შესაძლოა სხვების მიმართ ანალოგიური დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდეთ, რადგან ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ეცდებით, სამაგიერო გადაუხადოთ სხვას, გახდეთ მშობლების ასლი და ისევე მოექცეთ საკუთარ შვილებს, როგორც თქვენ გექცეოდნენ ერთ დროს.

ასეთი მანკიერი ჯაჭვის გაწყვეტა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ბავშვის ადგილზე, იმ ბავშვის ადგილზე, რომელსაც აკლდა ალერსი, სიყვარული, გაგება. ეცადეთ აპატიოთ მშობლებს, რადგან სანამ მათზე ნაწყენი იქნებით, გაუცნობიერებლად გექნებათ რისხვა შვილების ან სხვა უდანაშაულო ადამიანების მიმართ.

მარათონი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სწორედ კონფლიქტური და არაჯანსაღი სიტუაციაა მიზეზი იმისა, რომ ბავშვები ავადმყოფობენ და ისეთივე ნერვიულები, გაღიზიანებულები, აგრესიულები არიან, როგორებიც მშობლები. როცა ადამიანს სულიერი სიმშვიდე ეუფლება, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების დაავადებები ნაკლებად აწუხებს. ხშირად მსგავსი პრობლემები ჩვენი მუდმივი წყენისა და იმ მარათონული რბოლის შედეგია, რომლის მიზანიცაა ვიცხოვროთ "სხვებივით" ან "სხვებზე უკეთ". რაც უფრო ნაკლები უნდა ადამიანს, მით უფრო მეტს იღებს და უფრო დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს.

ბევრი მთელი სიცოცხლე იმას ცდილობს, სხვებს რაღაც დაუმტკიცოს. ინსტიტუტს ამთავრებენ და პროფესიაში სიამოვნებას ვერ პოვებენ, რადგან ის მშობლების სურვილით ან მოდის გამო აირჩიეს, ყიდულობენ მანქანას არა იმიტომ, რომ მართვა უყვართ, არამედ იმისთვის, რომ სხვებს არ ჩამორჩნენ... შეიძლება, ადამიანმა ცხოვრება სხვათა ინტერესების მიხედვით გაატაროს და შედეგად მუდამ გაღიზიანებული იყოს, ჰქონდეს ნერვული აშლილობა, ბრაზობდეს ოჯახის წევრებზე...

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

რა საჭიროა ასეთი ცხოვრება? კარგად დაფიქრდით, რა გსურთ, რა გსიამოვნებთ რეალურად?

მართალია, ჩვენი სინამდვილიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირად გვიწევს მოვალეობის გამო ამა თუ იმ საქმის კეთება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ყოველივე ჩვენი ფსიქიკის დამახინჯების ხარჯზე არ მოხდეს. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახში მთავარი ბავშვია და არა ტელეეკრანი და ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ სერიალების ყურებას აქტიური დასვენება - სპორტი, ფეხით სიარული სჯობს. როცა ბავშვი მშობლების ყურადღების დეფიციტს გრძნობს, ხშირად ავადმყოფობს. ხშირად ავადმყოფობს მაშინაც, როცა ცხოვრებით უკმაყოფილო მშობლების მუდმივ კინკლაობას ხედავს.

ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რა გჭირდებათ ცხოვრებაში? იქნებ ყველაფერს შვილის მხიარული სიცილი სჯობდეს? შეიმუშავეთ ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც განმუხტავთ დაძაბულ სიტუაციას. ყოველთვის დაიცავით ზრდილობის ელემენტარული წესები. შინ დაბრუნებისას ყველას მიესალმეთ, იკითხეთ, რა მოხდა დღის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ლამაზი თაიგულის ყიდვაც.

ტრადიციად აქციეთ ერთმანეთის დახმარება. დაიმახსოვრეთ: თუ ერთ დღეს გაბრაზებული გამოვარდებით სამზარეულოდან ტაფით ხელში და მეუღლესა და ბავშვებს, რომლებიც მულტფილმებს უყურებენ, ჩხუბს აუტეხთ იმის გამო, რომ მეტისმეტად გადაიღალეთ, მათგან პასუხად წყრომის მეტს ვერაფერს მიიღებთ. რა გსურდათ? თანაგრძნობა, თანაგანცდა, დახმარება. რა მიიღეთ? ვერაფერი, ისევ თქვენ აღმოჩნდით დამნაშავე.

აქედან დასკვნა: ამიერიდან არავინ დაადანაშაულოთ, უბრალოდ დახმარება სთხოვეთ, რადგან ძალიან დაიღალეთ.

დიახ, თქვენ დაიღალეთ და აღარ შეგწევთ ძალა, იყოთ კარგი დედა და მეუღლე, ვეღარც სამსხურში უმკლავდებით მოვალეობებს, რაც ძალიან განერვიულებთ და ოჯახის ბიუჯეტზეც აისახება. მიმართეთ ოჯახის წევრებს დახმარებისთვის, სთხოვეთ რჩევა. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს უყვართ, როცა მათ რაიმეს სთხოვენ. თუ გრძნობთ, რომ მეტისმეტად გადაიტვირთეთ, გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ დატვირთვას, სცადეთ მისი შემცირება, გადააფასეთ პრიორიტეტები და გაითვალისწინეთ, რომ პრიალა იატაკს მშვიდი ატმოსფერო სჯობს. გაითვალისწინეთ შვილების აზრი. ჰკითხეთ, რა არ მოსწონთ მშობლების საქციელში. შეგიძლიათ, წერილობითი პასუხებიც მოითხოვოთ. ეს დაგეხმარებათ, შვილის პოზიციიდან დაინახოთ საკუთარი თავი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები