/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ძილი და ავადმყოფობა

ძილი და ავადმყოფობა
ცნობილია, რომ მოზრდილი ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, ბავშვი - უფრო მეტ ხანს,

ახალშობილები კი ფაქტობრივად მხოლოდ ჭამენ და სძინავთ.

ძილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ძილის რეჟიმის ყოველგვარი გადახრა მშობლისთვის მოსალოდნელი ავადმყოფობის სიგნალი უნდა იყოს. ასეთია, მაგალითად, ღრმა ძილის დროს უეცარი გამოღვიძება ან, პირიქით, ძილად მივარდნა ჩვეულებრივ აქტიურობის პერიოდში.

ნუ დაიბნევით!

მშობელი მუდამ მზად უნდა იყოს, შეაფასოს ყოველგვარი მდგომარეობა, რომელიც კი უჩვეულოდ მოეჩვენება. ძილად მივარდნისას ან ძილის დარღვევისას საჭიროა პატარას გავუზომოთ სხეულის ტემპერატურა, თუ შეუძლია კონტაქტში შემოსვლა, ვკითხოთ, რაიმე ხომ არ აწუხებს, ხომ არ სტკივა. თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებში აქვს და ჩაიძინა, დედამ ძილში ერთხელ კიდევ უნდა შეამოწმოს, ცხელი ხომ არ აქვს შუბლი, ხომ არ გაეყინა ხელები და ფეხები (ეს ტემპერატურის მომატების მანიშნებელია).

ძილად მივარდნა მაღალი ტემპერატურისა და ორგანიზმის გამოშრობის ტიპობრივი გამოვლინებაა. თუ ბავშვის ძილად მივარდნის გამო ექიმის დანიშნულებას ვერ ასრულებთ - ვერ ასმევთ სითხეს, წამალს, ტემპერატურა კი მაღალია, საჭიროა დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია. საავადმყოფოში ბავშვს ჩაუტარდება ინტენსიური მკურნალობა - ორგანიზმის შევსება სითხით, მინერალური მარილებით, დეზინტოქსიკაცია.

ბავშვის ოთახი

ნებისმიერი სნეულების, განსაკუთრებით კი სასუნთქი გზების მწვავე დაავადების დროს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ოთახს - გარემოს, სადაც მას სძინავს. ჯანმრთელი ბავშვის ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსი უნდა იყოს, ჰაერი - ოდნავ ნოტიო, არავითარ შემთხვევაში - მშრალი და თბილი. არ არის საჭირო ხალიჩები, რბილი ავეჯი და, საზოგადოდ, ისეთი ნივთები, რომლებზეც მტვერი გროვდება. ოთახი უნდა დალაგდეს სველი წესით. ყველა ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა იქნეს შესრულებული ბავშვის ავადმყოფობის დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

სასუნთქი სისტემის ყველა ვირუსული ინფექცია სასუნთქ გზებში ლორწოს გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარეობს. ლორწოს გამოშრობა ბაქტერიული გართულების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ძილის დროს ლორწო უფრო მეტად შრება და გუბდება, მით უმეტეს - როცა ჰაერი მშრალი და თბილია, პატარა ნაკლებად მოძრაობს, სითხეს არ იღებს. აქედან გამომდინარე, ავადმყოფი ბავშვისთვის ძილის დროს აუცილებელია:

  • თბილი ტანსაცმელი;
  • სუფთა, გრილი, ნოტიო ჰაერი;
  • ტანთან შედარებით თავის ოდნავ წამოწევა.

მთელი დღის განმავლობაში ოთახი რამდენიმეჯერ განიავდეს და დალაგდეს სველი წესით, ბავშვის პირადი ნივთები, ჭურჭელი, განსაკუთრებით კი სათამაშოები, გაირეცხოს საპნიანი წყლით.

ვიდრე გამოჯანმრთელდება

ვიდრე პატარა ავადაა და ძილი მოუწესრიგებელი აქვს, - შფოთავს, ხშირად იღვიძებს, - მეტ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით - ღამით.

  • თუ ბავშვს ცალკე ოთახში აძინებთ, გირჩევთ, კარი არ გამოუკეტოთ. და საერთოდ, ვიდრე გამოჯანმრთელდება, მის გვერდით იძინოთ.
  • ხშირად შეუმოწმეთ შუბლი, ხელ-ფეხი, რათა ტემპერატურის მომატება არ გამოგეპაროთ.
  • თუ გაოფლიანდა, აუცილებლად გამოუცვალეთ საღამური ტანსაცმელი, თუ საჭიროა, თეთრეულიც.
  • ყოველი გამოფხიზლების დროს შესთავაზეთ სითხე, უმჯობესია უგაზო მინერალური წყალი, ელექტროლიტების ხსნარი ან თბილი კომპოტი.
  • დაამშვიდეთ - დაარწმუნეთ, რომ მარტო არ არის, რომ დედიკო მის გვერდითაა და არაფრისა არ უნდა შეეშინდეს. ეს მნიშვნელოვანია!

ავადმყოფ ბავშვს ძილის რეჟიმი ეცვლება - ერევა ძილის საათები, ხანგრძლივობა, რაოდენობა. ეს ბუნებრივია და მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებასთან ერთად აღდგეს ბავშვის ჩვეული დღისა და ძილის რეჟიმიც.

რამდენი უნდა ეძინოს ჯანმრთელ ბავშვს?

ჯანმრთელი ბავშვის ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც არის დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე. მათგან მნიშვნელოვანია:

  • ორგანიზმის ბიორიტმი;
  • მეტეოროლოგიური პირობები;
  • ცხოვრების წესი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თუმცაღა მოწოდებულია ძილის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებლები ასაკის მიხედვით:

  • 1-1,5 წლამდე: დღისით - ორჯერ დაძინება: პირველად - 2-2,5 საათით, მეორედ - 1,5 საათით; ღამის ძილი - 10-11 საათი.
  • 1,5-დან 2 წლამდე: შუადღისას - ერთხელ დაძინება 2,5-3 საათით, ღამით - 10-11 საათით.
  • 2-დან 3 წლამდე: შუადღისას - 2-2,5-საათიანი ძილი, ღამით - 10-11-საათიანი.
  • 7 წლამდე რეკომენდებულია დღისით ერთხელ, დაახლოებით 2 საათი ძილი, ღამით - 10 საათი.
  • 7 წლიდან შუადღისას დაძინება აღარ არის რეკომენდებული, ღამით კი ბავშვს არანაკლებ 8-9 საათი უნდა ეძინოს.

ძილად მივარდნა, რომელიც ბავშვებს გაზაფხულობით სჩვევიათ, მეტეოროლოგიურ ფაქტორებსა და ორგანიზმის ბიორიტმის ცვლილებებს უკავშირდება, მაგრამ მაინც ფხიზლად იყავით, ძილის დროს პატარას დროდადრო შეუმოწმეთ შუბლი, რომ ტემპერატურის მომატება არ გამოგეპაროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ძილი და ავადმყოფობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები