/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ყოველთვის აღნიშნეთ მისი წარმატებები, მიღწევები, ხშირად უთხარით, რომ ის გმირია - რჩევები მშობლებს

ყოველთვის აღნიშნეთ მისი წარმატებები, მიღწევები, ხშირად უთხარით, რომ ის გმირია - რჩევები მშობლებს
მშობლებისთვის, რომელთაც აქტიური, თამამი, მოურიდებელი ბავშვები ჰყავთ, ეს პრობლემა ძნელი გასაგებია. მათთვის მორცხვი, მორჩილი, მშვიდი ბავშვი ბავშვი კი არა, ღვთის წყალობაა!

მაგრამ მათ არ იციან, როგორ ართულებს ცხოვრებას პათოლოგიური მორიდებულობა და სიმორცხვე. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ გოგონები გაცილებით მორცხვები არიან, ვიდრე ბიჭუნები. მშობლებს ეს იშვიათად აშფოთებთ - ჩვენში ხომ მიღებულია, რომ გოგონა წყნარი და მორიდებული უნდა იყოს. არადა, მომავალში ეს შესაძლოა პრობლემად იქცეს და ბავშვს საკმაოდ გაურთულოს ცხოვრება. შებოჭილ, დაკომპლექსებულ ბავშვებთან საქმე შესაძლოა ენაბლუობამდე და სხვა სახის ნევროზულ აშლილობამდე მივიდეს. ამასთანავე, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს მოვლენა მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას მალავს, რომლებთანაც უხდება შეჯახება პატარა მშიშარას. რომ დავეხმაროთ, მისი შებოჭილობის მიზეზი უნდა გავიგოთ.

რატომ ვართ ჩუმად?

  • ლიდერის არარეალიზებული წანამძღვრები. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს მართვის, ხელმძღვანელობის დაუოკებელი წყურვილი, მაგრამ ერთხელ განცდილი მარცხის, წარუმატებლობის შემდეგ გაურბოდეს კონტაქტს, იკეტებოდეს საკუთარ თავში. აქ საჭიროა არა იმდენად სიმორცხვესთან ბრძოლა, რამდენადაც იმის განსაზღვრა, სად შეიძლება გამოავლინოს ბავშვმა საკუთარი თავი დამარცხების საფრთხის გარეშე.
  • მეტისმეტი მგრძნობიარობა. ფაქიზი სულიერი წყობის გამო ბავშვი მტკივნეულად განიცდის მისი მისამართით გაუფრთხილებლად წამოსროლილ სიტყვას. ასეთ ბავშვთან ურთიერთობისას ძალიან დელიკატური უნდა იყოთ.
  • შეზღუდული ფანტაზია. ბავშვმა არ იცის, რა თქვას, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, ამიტომაც შებოჭილია. გახსნაში რომ დაეხმაროთ, იზრუნეთ მის ინტელექტუალურ განვითარებაზე, შესთავაზეთ განმავითარებელი თამაშები, უბიძგეთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ და წაახალისეთ. მდიდარი ფანტაზიის მქონე ბავშვს გაცილებით უადვილდება გარშემო მყოფებთან კონტაქტი.

მკაცრი შერჩევა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობენ ბავშვები, რომლებიც საგანგებოდ ირჩევენ წრეს. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს ზოგიერთი ადამიანის გარემოცვაში, ხოლო ზოგიერთის გვერდით საკუთარ თავში იკეტებიან. შესაძლოა, გამოაცხადონ კიდეც: "არ მინდა ლაპარაკი და არ ვილაპარაკებ!" ისინი ამგვარად ცდილობენ საკუთარი "მეს" განმტკიცებას. მშობლებს დიდი ტაქტი მოეთხოვებათ, რათა მისი სიჯიუტე დაძლიონ.

დაეხმარეთ ბავშვს ჩრდილიდან გამოსვლაში!

  • ნუ გაკიცხავთ და ნუ გაუბრაზდებით ბავშვს ყოველგვარი დანაშაულისთვის. ყოველ სიტუაციაში ეძებეთ ისეთი მხარე, რისთვისაც შესაძლებელი იქნება მისი შექება. ბავშვისთვის ასეთი წახალისება აუცილებელია!
  • ნუ დაუჭერთ მხარს მის მისწრაფებას, რომ ყოველგვარი წარუმატებლობა საკუთარ თავს დააბრალოს.
  • ნურასოდეს შეადარებთ სხვა ბავშვებს. ალბათ არსებობს ისეთი სფეროც, რაშიც თქვენი შვილი სჯობნის თანატოლებს. იპოვეთ ის, რითაც ბავშვი საკუთარ თავს წარმოაჩენს და გამორჩეული იქნება.
  • ნუ მისცემთ დავალებას, რომელსაც ვერ დაძლევს. თავდაპირველად დაავალეთ ყველაზე მარტივი საქმე. როდესაც მას შეასრულებს და საკუთარი თავის რწმენა გაუმყარდება, შემდგომ უფრო რთულ დავალებებსაც გაართმევს თავს.
  • ნუ გაამახვილებთ ყურადღებას გარეგნობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. წაიყვანეთ სპეციალისტთან, რათა გამოასწოროთ არასწორი მეტყველება ან ენაბორძიკობა.
  • ნუ შეშფოთდებით ტყუილუბრალოდ, უსაფუძვლოდ. "ვაითუ არ გამოგვივიდეს?!" - ეს ფრაზა სამუდამოდ ამოიღეთ ლექსიკონიდან! ნურასოდეს შეგეპარებათ ეჭვი, რომ ბავშვი წარმატებას მიაღწევს და მასაც აგრძნობინეთ, რომ მისი გჯერათ.
  • ნუ გექნებათ იმის შიში, რომ შვილი ზედმეტად შეაქეთ. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის ზედმეტი ქება არ არსებობს! ყოველთვის აღნიშნეთ მისი წარმატებები, მიღწევები, ხშირად უთხარით, რომ ის გმირია.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყოველთვის აღნიშნეთ მისი წარმატებები, მიღწევები, ხშირად უთხარით, რომ ის გმირია - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები