იდეალური მეხსიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იდეალური მეხსიერება

თავისდაუნებურად იმახსოვრებს, განსაკუთრებით იმას, რაც საინტერესო ეჩვენება და მასში ძლიერ (დადებით თუ უარყოფით) ემოციას იწვევს, მაგრამ სკოლაში სწავლისთვის მნიშვნელოვანია, პატარას თავისი მეხსიერების მართვა შეეძლოს. მან უნდა დაისახოს გაცნობიერებული მიზანი, დაიმახსოვროს, და ამას ძალა და ნებისყოფა მოახმაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვს განვითარებული უნდა ჰქონდეს ნებელობითი დამახსოვრების უნარი.

ბავშვის მეხსიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზეც, რამდენად ესმის პატარას დამახსოვრებული ინფორმაციის მნიშვნელობა. გააზრებული დამახსოვრება ხელს უწყობს მასალის ღრმად ათვისებას, ცნობიერებაში წარმოქმნის მკვეთრ ხატებს, წარმოდგენებს, ასოციაციებს, რათა საჭირო ინფორმაცია უფრო საიმედოდ გამყარდეს ხანგრძლივ მეხსიერებაში. სწორედ ამიტომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი წარმოსახვის გამოყენება, ასოციაციების პოვნა, ისტორიების შეთხზვა.

სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად ვავარჯიშოთ პატარა ლიტერატურული ნაწარმოებების მოყოლასა და ზეპირად დასწავლაში. როცა ზღაპარს წაიკითხავთ, დაეხმარეთ ბავშვს, აითვისოს დამახსოვრების ძირითადი ხერხები - ტექსტი გაყოს ნაწილებად და გამოყოს თითოეული ნაწილის აზრი (მიმანიშნებელი შეკითხვების მეშვეობით), შემდეგ ყოველივე ეს გაიმეოროს.

სთხოვეთ, დახატოს ილუსტრაციები და შემდეგ მათ მიხედვით მოჰყვეს მოსმენილ ისტორიას. ლექსის სწავლის დროს ყოველ სტრიქონს მარტივი ნახატი-სიმბოლო მიუსადაგეთ. ასეთი "შპარგალკის" მეშვეობით ბავშვი უფრო იოლად დაიმახსოვრებს ლექსს. სხვადასხვა სახის ხანგრძლივი და ხანმოკლე მეხსიერების განვითარებისთვის შემუშავებულია სპეციალური სავარჯიშოები. რაც უფრო ხშირად შეასრულებს მათ ბავშვი, მით უფრო გაუადვილდება სწავლა.

მხედველობითი მეხსიერება

ათი ნახატი. შესთავაზეთ პატარას, დაათვალიეროს ათი ნახატი, რომლებზეც მისთვის ნაცნობი სურათი იქნება გამოსახული. 30 წამის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, დაასახელოს ყველა საგანი, რომელიც დაიმახსოვრა. ასე შევამოწმებთ ხანმოკლე მეხსიერებას. თუ 6-7 წლის ბავშვმა 6-7 საგანი დაასახელა, ეს კარგი შედეგია. 10 წუთისა და 1 საათის შემდეგ ბავშვს სთხოვეთ, კვლავ გაიხსენოს საგნები. ჩვეულებრივ, პატარა 10-დან 7-8 საგანს ასახელებს, რაც ხანგრძლივი მეხსიერების კარგი მაჩვენებელია.

დაიმახსოვრე და დახატე. შესთავაზეთ ბავშვს, ერთი წუთის განმავლობაში უყუროს სურათს, რომელზეც გამოსახულია მარტივი ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები, ციფრები ან ასოები და შემდეგ სთხოვეთ, დახატოს ყველაფერი, რაც დაიმახსოვრა.

"მე ფოტოაპარატი ვარ!" პატარას შესთავაზეთ წარმოიდგინოს, რომ ფოტოაპარტია და ნებისმიერი საგნის, სიუჟეტისა თუ ადამიანის დაფიქსირება შეუძლია. ამის შემდეგ სთხოვეთ, მაგიდაზე დაწყობილ საგნებს რამდენიმე წამის განმავლობაში ყურადღებით უყუროს, თვალები დახუჭოს და ჩამოთვალოს ყველაფერი, რაც მის მიერ "გადაღებულ სურათზე" აისახა.

დაიმახსოვრე ნახატები. ბავშვთან ერთად 40 წამის განმავლობაში ათვალიერეთ 10 სურათი. შემდეგ სურათები შეინახეთ და რიგრიგობით დაასახელეთ ის საგნები, რომლებიც დაიმახსოვრეთ. გამარჯვებული ის იქნება, ვინც საგანს ბოლო გაიხსენებს. რა შეიცვალა? მაგიდაზე დადეთ 5-8 ფიგურა. პატარა მათ ყურადღებით ათვალიერებს, შემდეგ შებრუნდება. ამ დროს ერთი ან ორი სათამაშო ახლით შეცვალეთ ან სათამაშოებს ადგილი შეუცვალეთ. ბავშვს სთხოვეთ, ცვლილება იპოვოს.

სურათების თვალიერება. ქუჩაში სეირნობისას ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ საგზაო ნიშნებისთვის, სარეკლამო ფარებისთვის, აბრებისთვის, შინ დაბრუნებისას კი სთხოვეთ დახატოს, რაც დაიმახსოვრა.

"მხატვარი". პატარა ვითომ მხატვარია, ყურადღებით უყურებს მას, ვისი სურათიც უნდა "დახატოს". შემდეგ შებრუნდება და მის სიტყვიერ პორტრეტს ქმნის.

სმენითი მეხსიერება

10 სიტყვა. ბავშვს ათი სიტყვა წაუკითხეთ, შემდეგ სთხოვეთ, დამახსოვრებული სიტყვები წარმოთქვას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი, ჩვეულებრივ, 5-6 სიტყვას იმახსოვრებს. ეს კარგი ხანმოკლე მეხსიერების მაჩვენებელია. ბავშვს შეახსენეთ ის სიტყვები, რომლებიც დაავიწყდა. ერთი საათის შემდეგ ამ თამაშს დაუბრუნდით და სთხოვეთ ბავშვს, სიტყვები ისევ დაასახელოს. თუ პატარამ 7-8 სიტყვა გაიხსენა, ესე იგი მას კარგი ხანგრძლივი მეხსიერება აქვს.

მისმინე და გაიმეორე. მაგიდაზე ფანქრით რამდენჯერმე დააკაკუნეთ და ბავშვს სთხოვეთ, იგივე რიტმი გაიმეოროს.

"მე ტომარაში ჩავდე..." ეს თამაში ხანგრძლივი მგზავრობისას გაგართობთ. თავდაპირველად თქვით: "მე ტომარაში ჩავდე ვაშლი", პატარას სთხოვეთ, იგივე გაიმეოროს და "თავისი ხილიც" დაამატოს. შემდეგ თქვენ იმეორებთ მთელ ფრაზას და კიდევ რაიმეს "ამატებთ" და ასე შემდეგ. ეს თამაში ზრდის მეხსიერების მოცულობას.


გაშუალებული დამახსოვრება. მაგიდაზე დააწყვეთ პატარა სურათები საგნების (მაიმუნი, წიგნი, ყველი, კაბა, მთვარე, ნაყინი, ხე) გამოსახულებით. პატარას უთხარით, რომ წაიკითხავთ სიტყვებს, რომლებიც მან უნდა დაიმახსოვროს და თან სთხოვეთ, თითოეულის შესაფერისი საგანი შეარჩიოს. დასამახსოვრებელი სიტყვებია ჭამა, სწავლა, ზოოპარკი, მუშაობა, ტანსაცმელი, ტყე, ტკბილი, ღამე. სიტყვა "ზოოპარკის" გაგონებისას პატარამ მაიმუნიანი სურათი უნდა აირჩიოს. ანალოგიური კავშირი უნდა მოიძებნოს სხვა საგნებსა და მოვლენებს შორისაც. თხუთმეტი წუთის შემდეგ ბავშვს აჩვენეთ სურათები და სთხოვეთ, დასახელებული სიტყვები გაიხსენოს. სწორად დასახელებული სიტყვების რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად აქვს პატარას განვითარებული ლოგიკური კავშირი დამახსოვრების პროცესში.

სიტყვათა წყვილები. ბავშვს დაუსახელეთ სიტყვათა წყვილები: მაგიდა - სადილი, ხიდი - მდინარე, ფანქარი - ალბომი და ასე შემდეგ. ახლა პირველი სიტყვა თქვენ თქვით, ხოლო მეორეს გახსენება ბავშვს სთხოვეთ. დავალების შესრულება ლოგიკური და აზრობრივი მეხსიერების კარგ დონეზე მეტყველებს.

ტაქტილური მეხსიერება

მეხსიერების ეს სახე ასახავს ამა თუ იმ საგანთან შეხებისას მიღებული შეგრძნების დამახსოვრების უნარს.

"რა არის ეს?" მოაგროვეთ საგნები, რომლებიც შეხებისას განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევენ - თბილი, ცივი, ხაოიანი, პრიალა, რბილი, მაგარი... ზოგი ზემოდან დაალაგეთ, ზოგი კი უჯრაში ჩააწყვეთ. ბავშვს საშუალება მიეცით, ყველა მათგანს შეეხოს, შემდეგ კი სთხოვეთ გაიხსენოს, რა იდო მაგიდაზე და რა - უჯრაში.

ფირფიტები. აიღეთ მუყაოს 10 ფირფიტა და მათზე დაამაგრეთ სხვადასხვა მასალა - ბეწვი, ფლანელი, ცვილი, ასანთი, ხავერდი და ა. შ. ბავშვს შესთავაზეთ, თვალები დახუჭოს და სათითაოდ მოსინჯოს ზედაპირები. ეს რამდენჯერმე გაიმეორეთ. შემდეგ ფირფიტებს ადგილი შეუცვალეთ და პატარას სთხოვეთ, ცვლილება აღმოაჩინოს.

მოტორულ-მხედველობითი მეხსიერება

დაიმახსოვრე მოძრაობა. უჩვენეთ ბავშვს 3-4 მოქმედებისგან შემდგარი მოძრაობა. პატარამ უნდა გაიმეოროს ეს მოძრაობა ჯერ ზუსტად, შემდეგ კი საპირისპირო თანამიმდევრობით.

შეთანხმებული მოქმედებები. ბავშვთან ერთად შეასრულეთ მოქმედებები, რომლებიც ორი ადამიანის მონაწილეობას მოითხოვს - ხის ხერხვა, ძაფის გადახვევა, თოკის გადაქაჩვა, წყვილად ცეკვა. შემდეგ პატარას სთხოვეთ, გაიხსენოთ მოქმედებათა თანამიმდევრობა.

შექმენი ორნამენტი. ბავშვმა პანტომიმით უნდა გამოსახოს სხვადასხვა სპორტული ვარჯიში და შემდეგ მათი სახელები ჩამოთვალოს.

სასარგებლო რჩევები

მეხსიერება იმ ჩამწერ მოწყობილობას ჰგავს, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია საჭირო ინფორმაციის "ამოღება". მოდი განვიხილოთ, როგორ არის მოწყობილი ეს იდეალური "მაგნიტოფონი".

ჩვენი შეგრძნებები - ტაქტილური, გემოვნებითი, ყნოსვითი, მხედველობითი, სმენითი - იმ ღილაკებს ჰგავს, რომლებზე დაჭერის დროსაც ხმა გაისმის. ჩვენი გონება "ჩანაწერია", ხოლო ჩვენი სურვილი, გავიხსენოთ ესა თუ ის ფაქტი - "სწრაფი გადახვევა".

ჩვენი სასიცოცხლო ენერგია "ჩამწერი მოწყობილობის" კვების წყაროა. თუ ამ მოწყობილობის რომელიმე ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, ჩვენი მეხსიერების ხასიათი იცვლება.

რა გვეხმარება დამახსოვრებაში? უპირველეს ყოვლისა, მოტივაცია ანუ ინტერესი. დამახსოვრება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ჩვენს ყურადღებას რაღაც იპყრობს. როცა საგანი გვაინტერესებს, ჩვენი ყურადღების კონცენტრირება ხდება, ამ საგანს სხვადასხვა კუთხით ვაანალიზებთ, ვაკვირდებით.

გამეორება ცოდნის დედაა. განვლილი მოვლენების ხშირი გამეორება მათ უკეთ დამახსოვრებაში გვეხმარება. გამეორება ერთგვარი ხელოვნებაა. როცა ამ ხელოვნებას ვფლობთ, მეხსიერებიდან მრავალი ინფორმაციის "ამოქაჩვა" შეგვიძლია.

მეხსიერების გაუმჯობესებას ხელს უწყობს სისტემატიზაცია. სისტემატიზებული ინფორმაციის მოხმარება რომ გაცილებით ადვილია, ეს ბიბლიოთეკის მაგალითიდანაც კარგად ვიცით.

ასოციაცია მეხსიერების ვარჯიშის საფუძველია. ახალი ინფორმაციის უკეთ დასამახსოვრებლად აუცილებელია მისი დაკავშირება უკვე არსებულ ცოდნასთან.

სასარგებლოა სპორტიც. სპორტის გუნდური სახეობები ავითარებს ყურადღებას და კონცენტრირების უნარს. ისევე როგორც ნებისმიერ ორგანოს, ტვინსაც სჭირდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. ბავშვი ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, უზრუნველყავით მისი სრულფასოვანი კვება. ეცადეთ, მის მენიუში ყოველთვის იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, ხილი.