/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ზღვარგადასული ემოციები

ზღვარგადასული ემოციები
ჩემი შვილი აუტანელი გახდა: როცა რაიმე არ მოსწონს ან გაბრაზებულია, ხმამაღლა ყვირის, ხოლო თუ უხარია, გაუჩერებლად მოძრაობს და ხტის.

როგორ დავეხმარო ემოციების მართვაში?

ემოციები უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენენ მოზრდილ ადამიანთა ცხოვრებაზეც, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე. ბევრმა დედამ იცის, რომ თუ ბავშვი რამით უკმაყოფილოა, უმართავი ხდება, ამიტომ მას დახმარება სჭირდება.

რას გამოხატავენ ემოციები

ემოციები ცარიელ ადგილზე, უმიზეზოდ არ ჩნდება. თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად, უარყოფითი ემოციები იძლევა სიგნალს, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით, არ მოგვწონს და საჭიროა, იქიდან გამოვიდეთ. დადებითი ემოციები იმის მაჩვენებელია, რომ ყველაფერი მოგვწონს, ხელს გვაძლევს, თავს კარგად ვგრძნობთ. ამ დროს გვაქვს სურვილი, დავუბრუნდეთ პოზიტიურ მდგომარეობას, ამისათვის კი უნდა გავაკეთოთ იგივე, რამაც ეს მდგომარეობა წარმოშვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაკვირვება შეტყობინებაა იმის შესახებ, რომ რეალობა ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება. ინტერესი მოვლენით წინასწარ აღტაცებაა. შიში გაფრთხილებაა საშიშროების შესახებ. საკუთარი ემოციების აღქმა-გაგება და გამოხატვა გარშემო მყოფთათვის მისაღები ფორმით მოზრდილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც საფუძველი ბავშვობაში ეყრება.

პატარა ბავშვს არ შეუძლია თავისი ემოციების გაკონტროლება: ისინი ტალღებივით ეხეთქებიან მის გონებას. მშობლების ამოცანაა, პატარას მათ მართვაში დაეხმარონ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

მოზრდილთათვის ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ბავშვის უარყოფითი ემოციები, რომლებსაც თან ახლავს ყვირილი, ტირილი, ცრემლები ან ფიზიკური აგრესია. ასეთ სიტუაციაში დედები და მამები ბავშვს სთხოვენ, არ გაბრაზდეს და არ იტიროს. სამწუხაროდ, ეს მეთოდი იშვიათად არის ეფექტური. ჯერ ერთი, მოზრდილი ადამიანიც კი ვერ "შეწყვეტს" რაიმე გრძნობის განცდას მხოლოდ იმიტომ, რომ სთხოვეს; მეორეც, აკრძალული ემოციები, როგორც ჯებირით შეკავებული წყალი, სხვა კალაპოტის ძებნას იწყებს. მაგალითად, შეკავებული რისხვა ბავშვმა შეიძლება უდანაშაულო შინაური ცხოველისკენ ან საკუთარი თავისკენ მიმართოს, რასაც უსიამოვნო შედეგებამდე - დეპრესიამდე, ფსიქოსომატურ დაავადებებამდე მივყავართ. ამიტომ კი არ უნდა ავუკრძალოთ უარყოფითი ემოციების გამოხატვა, არამედ ვასწავლოთ, საით მიმართოს ისინი.

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი განრისხებულია ან ტირის? აღიარეთ, რომ მას აქვს ამ ემოციის გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როცა თავად მიზეზი უმნიშვნელო გეჩვენებათ. საყვარელი სათამაშოს დაკარგვა, მეგობართან ჩხუბი, ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის წარუმატებელი ცდა - მოზრდილისთვის ეს ყველაფერი წვრილმანი და უმნიშვნელოა, მაგრამ არა ბავშვისთვის. თუ პატარას ეტყვით, რომ ის სისულელის გამო განაწყენდა, ამით მას აგრძნობინებთ, რომ მის გრძნობებს სერიოზულად არ ეკიდებით, და ამას აკეთებთ სწორედ მაშინ, როცა მას თქვენი თანაგრძნობა სჭირდება.

ნუ მისცემთ ბავშვის გრძნობებს ნეგატიურ შეფასებას ისეთი ფრაზებით, როგორიცაა "კარგი ბავშვები არ ბრაზობენ" ან "ბიჭები არ ტირიან" - ამით ბავშვს მიაჩვევთ, შერცხვეს საკუთარი გრძნობებისა და დაუმალოს ისინი უფროსებს.

გამოიჩინეთ თანაგრძნობა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის მარტო არ არის. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. მტირალა ბავშვს შეიძლება მოეხვიოთ და უთხრათ: "მე მესმის შენი". ამასთანავე, ემოციას დაარქვით სახელი, გამოხატეთ სიტყვებით. ამგვარად ბავშვი ისწავლის თავისი ემოციების იდენტიფიცირებას და კი არ იყვირებს ან იტირებს, არამედ იტყვის: "მე ნაწყენი ვარ" ან "მე გაბრაზებული ვარ".

შესთავაზეთ ბავშვს ემოციების გამოხატვის "უსაფრთხო" ხერხი. მრისხანების დროს 2-3 წლის ბავშვები ახლობლების ცემას ცდილობენ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ეს! დაუჭირეთ პატარა ხელები და ხმადაბლა, მშვიდად უთხარით: "დედის ცემა არ შეიძლება!" შემდეგ კი შესთავაზეთ, დაარტყას ბურთს ან ბალიშს, რათა უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეს. სანამ ბავშვი ემოციების ტყვეობაშია, ნურაფერს ჰკითხავთ, მიეცით საშუალება დაცხრეს, შემდეგ კი გაესაუბრეთ, გაარკვიეთ, რა მოხდა, რამ განარისხა.

ვისწავლოთ ბოდიშის მოხდა

ბავშვები ყველაზე უკეთ უფროსების მაგალითზე სწავლობენ. იმისათვის, რომ ვაჩვენოთ ბავშვს, როგორ მართოს ემოციები, ეს თვითონვე უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფროსებს შესწევთ საკუთარი ემოციების კონტროლის უნარი, ბავშვებთან ურთიერთობისას ეს უნარი ზოგჯერ ღალატობთ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი უარყოფითი ემოციები არ გამოიწვევენ მშობლების ნეგატიურ რეაქციას. ეს მას თავდაჯერებას, საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. თუმცა მშობლებიც ცოცხალი ადამიანები არიან... თუ ატყობთ, რომ სადაცაა იფეთქებთ, შეეცადეთ გაიხსენოთ: ბავშვები ასე იქცევიან არა იმიტომ, რომ მშობლების გაბრაზება სურთ, არამედ უბრალოდ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ გრძნობებს, სხვაგვარად როგორ გამოხატონ ემოციები. თუ თავის შეკავება ვერ შეძელით და ბავშვს დაუყვირეთ ან წამოარტყით, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და პატიება სთხოვეთ. ამით აჩვენებთ, როგორ უნდა მოიქცეს მოზრდილი ადამიანი, თუ ემოციას ვერ გაუმკლავდა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზღვარგადასული ემოციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები