/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რას გრძნობს პატარა?

რას გრძნობს პატარა?
როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე - დედას ხელში თავისი პაწია უჭირავს. პირველი ნაბიჯები მშობლის როლის მოსარგებად უკვე გადაიდგა ორსულობისას, როცა ეს ორი ადამიანი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა, და თითქოს დედას უსიტყვოდ უნდა ესმოდეს შვილისა, მაგრამ ჩვილი მაინც ნამცეცა უცნობად ეჩვენება - ვერ ხვდება, რატომ ტირის, რას ხედავს, რას გრძნობს...

შთაბეჭდილება, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში ბავშვი საერთოდ არ რეაგირებს გარეგან სტიმულებზე, სწორი არ არის. პატარას უკვე ესმის, ხედავს, გრძნობს სუნს, შეხებას... მისი გრძნობის ორგანოები მზად არიან ახალი ინფორმაციის აღსაქმელად და შეუძლიათ, პატარას გარესამყაროს შეცნობაში დაეხმარონ.

საკუთარი მზერა

ახალშობილი სიცოცხლის პირველი საათებიდანვე ცდილობს მზერის კონცენტრირებას. სამყაროს ის თავისებურად, ჩვენგან განსხვავებულად ხედავს. მისი მხედველობის სიმახვილე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა - მხოლოდ ფერად ლაქებს ხედავს, ფიგურები მის თვალში პატარა, ბრტყელი და გადღაბნილია.

მხედველობის სიმახვილესთან მჭიდრო კავშირი აქვს ფერის აღქმას. ჯერ კიდევ არ არის განვითარებული თვალის ფსკერის ყველა უჯრედი, არასრულყოფილია მხედველობის ველის განვითარებაც, ამიტომ პატარა ვერ აღიქვამს საგანს, რომელიც ოდნავ გვერდით დევს.

თვალის ნერვები და კუნთები, რომლებიც თვალის კაკლისმოძრაობას უზრუნველყოფენ, ბოლომდე არ არის ფორმირებული. კუნთების უმწიფრობა ფიზიოლოგიურ სიელმეს განაპირობებს, რაც ახალშობილისთვის ნორმაა. კიდევ ერთი თავისებურებაა ხამხამის რეფლექსი. მისი არსია რეაქცია უეცარ მკვეთრ სინათლეზე. თვალწინ საგნის გაელვებისას კი ჩვილი თვალებს არ ახამხამებს.

სიცოცხლის პირველ კვირას პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია თვალების მოძრაობის კოორდინირება, მზერის ფოკუსირება, რის გამოც ჩვილის მხედველობას გუგის სინათლეზე რეაქციით ამოწმებენ. 7-10 დღის შემდეგ უკვე ჩნდება მზერის ხანმოკლე ფიქსაცია თვალიდან 20 სმ-ით დაშორებულ ნელა მოძრავ საგნებზე. გუგების მოძრაობა ამ დროს ნახტომისებურია.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

პირველი თვის ნახევრიდან მანძილი იზრდება. ბავშვი მზერით იჭერს უძრავ საგანს, რომელიც მხედველობის ველში მდებარეობს - კაშკაშა სათამაშოს, სინათლეს და, რაღა თქმა უნდა, დედის სახეს, ამიტომ კვების, ნანაობისა თუ ნებისმიერი სხვა ურთიერთობის დროს დედა შვილის მზრის დაჭერას უნდა ეცადოს. ეს იქნება პირველი დიდი ნაბიჯი მათი დიალოგისკენ.

ახალშობილობის პერიოდის ბოლოს პატარას უკვე შეუძლია გააყოლოს თვალი მოძრავ საგანს, დაინახოს კონტური. ამ პერიოდში ჩვილის ყურადღებას იპყრობს კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულებები, ამიტომ ხშირად უნდა ვაჩვენოთ ასეთი სტილის სურათები. თვალიერება სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი მეთოდია. დაეხმარეთ პატარას, 5-10 წამით დააფიქსიროს მზერა, გაურთულეთ დავალება საგნის თვალთაგან დაცილებისა და მიახლოების გზით, შემდგომ საგანი ამოძრავეთ მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ. პარალელურად მოხდება სხვა ჩვევების განვითარებაც, ვინაიდან საგანს აქვს ფორმა, ფერი, გამოსცემს ბგერებს... ოღონდ გახსოვდეთ: ასეთი "ვარჯიში" მხოლოდ 2-3 წუთი უნდა გაგრძელდეს.

ნურც საწოლის თავზე მობილური სათამაშოების ჩამოკიდებას იჩქარებთ - მეტისმეტად პატარა ბავშვს მათი ცქერა დაღლის. მბრუნავი საგნების თვალიერება ჩვილისთვის ძალიან შრომატევადი "საქმიანობაა", ვინაიდან ამ დროს საჭიროა მზერის ფოკუსირება. მზერის ფოკუსირების უნარის გამომუშავებაში სავარჯიშოდ შეიძლება ნებისმიერი საგანი გამოვიყენოთ - სურათები, ფარდები, ხალიჩები, საფენები, ახლობლების ემოციური სახეები, მათი ცვალებადი მიმიკა.

თვალებით კონტაქტი, მშობლიური ხმა და სურნელი პატარასთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ასევე აინტერესებს ჩვილს სათამაშოები ლამაზი, კეთილი სახეებით, მკვეთრი ნაკვთებით. პირველი სათამაშო აუცილებლად სუფთა, შეურეველი ტონებისა უნდა იყოს. შესაძლებელია მისი ჩამოკიდება საწოლზე, კედელზე. დიდი, 50 სმ-ზე მეტი ზომის სათამაშო შეიძლება დავდოთ თაროზე, რომ პატარა კარგად ხედავდეს. კედლებზე შეიძლება ლამაზი ნახატები დავკიდოთ და ოთახში სეირნობისას ერთად ვათვალიეროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას გრძნობს პატარა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გრძნობს პატარა?

შთაბეჭდილება, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში ბავშვი საერთოდ არ რეაგირებს გარეგან სტიმულებზე, სწორი არ არის. პატარას უკვე ესმის, ხედავს, გრძნობს სუნს, შეხებას... მისი გრძნობის ორგანოები მზად არიან ახალი ინფორმაციის აღსაქმელად და შეუძლიათ, პატარას გარესამყაროს შეცნობაში დაეხმარონ.

საკუთარი მზერა

ახალშობილი სიცოცხლის პირველი საათებიდანვე ცდილობს მზერის კონცენტრირებას. სამყაროს ის თავისებურად, ჩვენგან განსხვავებულად ხედავს. მისი მხედველობის სიმახვილე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა - მხოლოდ ფერად ლაქებს ხედავს, ფიგურები მის თვალში პატარა, ბრტყელი და გადღაბნილია.

მხედველობის სიმახვილესთან მჭიდრო კავშირი აქვს ფერის აღქმას. ჯერ კიდევ არ არის განვითარებული თვალის ფსკერის ყველა უჯრედი, არასრულყოფილია მხედველობის ველის განვითარებაც, ამიტომ პატარა ვერ აღიქვამს საგანს, რომელიც ოდნავ გვერდით დევს.

თვალის ნერვები და კუნთები, რომლებიც თვალის კაკლის მოძრაობას უზრუნველყოფენ, ბოლომდე არ არის ფორმირებული. კუნთების უმწიფრობა ფიზიოლოგიურ სიელმეს განაპირობებს, რაც ახალშობილისთვის ნორმაა. კიდევ ერთი თავისებურებაა ხამხამის რეფლექსი. მისი არსია რეაქცია უეცარ მკვეთრ სინათლეზე. თვალწინ საგნის გაელვებისას კი ჩვილი თვალებს არ ახამხამებს.

სიცოცხლის პირველ კვირას პატარას ჯერ კიდევ არ შეუძლია თვალების მოძრაობის კოორდინირება, მზერის ფოკუსირება, რის გამოც ჩვილის მხედველობას გუგის სინათლეზე რეაქციით ამოწმებენ. 7-10 დღის შემდეგ უკვე ჩნდება მზერის ხანმოკლე ფიქსაცია თვალიდან 20 სმ-ით დაშორებულ ნელა მოძრავ საგნებზე. გუგების მოძრაობა ამ დროს ნახტომისებურია.

პირველი თვის ნახევრიდან მანძილი იზრდება. ბავშვი მზერით იჭერს უძრავ საგანს, რომელიც მხედველობის ველში მდებარეობს - კაშკაშა სათამაშოს, სინათლეს და, რაღა თქმა უნდა, დედის სახეს, ამიტომ კვების, ნანაობისა თუ ნებისმიერი სხვა ურთიერთობის დროს დედა შვილის მზრის დაჭერას უნდა ეცადოს. ეს იქნება პირველი დიდი ნაბიჯი მათი დიალოგისკენ.

ახალშობილობის პერიოდის ბოლოს პატარას უკვე შეუძლია გააყოლოს თვალი მოძრავ საგანს, დაინახოს კონტური. ამ პერიოდში ჩვილის ყურადღებას იპყრობს კონტრასტული შავ-თეთრი გამოსახულებები, ამიტომ ხშირად უნდა ვაჩვენოთ ასეთი სტილის სურათები. თვალიერება სამყაროს შესწავლის უმნიშვნელოვანესი მეთოდია. დაეხმარეთ პატარას, 5-10 წამით დააფიქსიროს მზერა, გაურთულეთ დავალება საგნის თვალთაგან დაცილებისა და მიახლოების გზით, შემდგომ საგანი ამოძრავეთ მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ. პარალელურად მოხდება სხვა ჩვევების განვითარებაც, ვინაიდან საგანს აქვს ფორმა, ფერი, გამოსცემს ბგერებს... ოღონდ გახსოვდეთ: ასეთი "ვარჯიში" მხოლოდ 2-3 წუთი უნდა გაგრძელდეს.

ნურც საწოლის თავზე მობილური სათამაშოების ჩამოკიდებას იჩქარებთ - მეტისმეტად პატარა ბავშვს მათი ცქერა დაღლის. მბრუნავი საგნების თვალიერება ჩვილისთვის ძალიან შრომატევადი "საქმიანობაა", ვინაიდან ამ დროს საჭიროა მზერის ფოკუსირება. მზერის ფოკუსირების უნარის გამომუშავებაში სავარჯიშოდ შეიძლება ნებისმიერი საგანი გამოვიყენოთ - სურათები, ფარდები, ხალიჩები, საფენები, ახლობლების ემოციური სახეები, მათი ცვალებადი მიმიკა.

თვალებით კონტაქტი, მშობლიური ხმა და სურნელი პატარასთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ასევე აინტერესებს ჩვილს სათამაშოები ლამაზი, კეთილი სახეებით, მკვეთრი ნაკვთებით. პირველი სათამაშო აუცილებლად სუფთა, შეურეველი ტონებისა უნდა იყოს. შესაძლებელია მისი ჩამოკიდება საწოლზე, კედელზე. დიდი, 50 სმ-ზე მეტი ზომის სათამაშო შეიძლება დავდოთ თაროზე, რომ პატარა კარგად ხედავდეს. კედლებზე შეიძლება ლამაზი ნახატები დავკიდოთ და ოთახში სეირნობისას ერთად ვათვალიეროთ.


პატარა ყური

სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილს ოდნავ ნაკლული სმენა აქვს. შემდგომ ყურში დაგროვილი სითხე თანდათან გაიწოვება და ღრუ ჰაერით ივსება. რამდენიმე დღეში ახალშობილის სმენა მოზრდილი ადამიანისას ემსგავსება. ეს პერიოდი სწორედ სამშობიარო სახლიდან შინ გადაბარგების დღეებს ემთხვევა. ვინაიდან პატარა გაგონილი ხმებიდან ვერაფერს ხვდება, მათზე არც რეაგირებს, მაგრამ თუ ხმა მეტისმეტად ძლიერია, პატარა კრთება, იზრდება მისი სუნთქვის სიღრმე და სიხშირე, რეაგირებენ მიმიკური კუნთებიც. ასეთ სიტუაციაში პატარას დედის ხმის გაგონება ამშვიდებს.

სხვათა შორის, ბავშვი მშობლების ხმას კარგად იმიტომაც ცნობს, რომ დაბადებამდე ესმოდა. ბავშვს პრაქტიკულად დაბადებისთანავე შეუძლია გაარჩიოს ბგერების ტონი და ტემბრი, ამასთანავე, უპირატესობას მაღალ ტონებს ანიჭებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ უფროსები პატარებს ხშირად ესაუბრებიან წვრილი და მაღალი ხმით - ისინი ინტუიციით ხვდებიან, რა ესიამოვნება ჩვილს. ახალშობილს შეუძლია, ყური მიაპყროს საათის წიკწიკს და სხვა რიტმულ ბგერებს, რომლებიც მას დედის გულის ძგერას მოაგონებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაბადებამდე ბავშვი სრულიადაც არ იმყოფებოდა სრულ სიჩუმეში, სამარისებური სიჩუმე არც ამქვეყნად მოვლინების შემდეგ უნდა სჭირდებოდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ზედმეტი ხმაურიც მიუღებელია - ასეთ პირობებში ჩვილი ვერ გამოარჩევს ცალკეულ ბგერებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვილებს სიამოვნებთ ზარების, ეჟვნების წკრიალი. ეთამაშეთ მათი მეშვეობით. ზანზალაკი ჯერ ოთახის კუთხეში ააწკრიალეთ, შემდეგ თანდათან მიუახლოვდით საწოლს, ოღონდ ისე, რომ ბავშვი ვერ გხედავდეთ. პატარას აუცილებლად მოეწონება ასეთი გართობა. წკრიალის გაგონებისას თავდაპირველად გაირინდება, მოგვიანებით მას ყურს მიაპყრობს, სიცოცხლის მეორე კვირას კი შესაძლოა ბგერის წყაროს ძიებაც დაიწყოს.

სიცოცხლის მესამე კვირამდე გარემოში არსებული ბგერები ახალშობილის ტვინს პირველი გადაწყვეტილებების მიღებას "ასწავლიან", რის გამოც აუდიოსენსორულ გარემოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

თუ პატარა წრიალებს, ტირის, ეცადეთ, ის ჩხაკუნათი ან სიმღერით დაამშვიდოთ. დიდია ალბათობა, რომ პატარას ყურადღება ახალ ობიექტზე გადაერთვება. თუ ჩვილის უკმაყოფილებას მართლაც მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს, მაგალითად, შია, - აუცილებლად გაგრძნობინებთ, რომ სულაც არ არის კმაყოფილი გაგონილი ხმებით.

ერთი თვის პატარას შეუძლია, გაგონილ ხმებს 10-15 წუთით მიაპყროს ყურადღება, ხოლო ორი თვისა მათკენ თავს ატრიალებს. მეცნიერულად არის დამტკიცებული ჩვილებზე კლასიკური მუსიკის დადებითი გავლენა. ცნობილია, რომ მუსიკის გავლენით უჯრედების ფერმენტული ფუნქციაც კი იცვლება. ჯობს, ადვილად აგზნებად ბავშვებს ნელი მუსიკა მოვასმენინოთ, ხოლო დინჯებსა და მშვიდებს - ჩქარი.

საყვარელი არომატი

ყნოსვა პატარებს სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე აქვთ განვითარებული, სხვაგვარად დედას სხვა ადამიანებისგან ვერ გაარჩევდნენ. ახალშობილთათვის დედის რძის სურნელი განსაკუთრებით სასიამოვნოა - ის, ყველაფერთან ერთად, სიგნალია იმისა, რომ გარშემო ყველაფერი რიგზეა. მკვეთრ სუნზე პატარა, როგორც წესი, წრიალს იწყებს, ამიტომ დედას ურჩევენ თავი შეიკავოს სუნამოებისა და მძაფრსუნიანი საცხების გამოყენებისგან.

თუ ჩვილის საწოლში დედის ტანსაცმელს ჩავუდებთ, ის თავს მშვიდად იგრძნობს და ღამით გამოღვიძების შემთხვევაში მალევე დამშვიდდება, რადგანაც დედის სურნელს შეიგრძნობს.

მსუბუქი შეხება

ნერვული დაბოლოებების არათანაბარი განაწილების გამო ჩვილი შეხებას სხვადასხვაგვარად შეიგრძნობს, თუმცა კი საკმაოდ კარგად და მკვეთრად. მაგალითად, პატარა ცოცხლად რეაგირებს სახეზე, ხელებზე, ფეხებზე შეხებისას, ზურგზე ხელის დასმისას... რეაქცია სავსებით ბუნებრივი აქვს - თბილი და რბილი ამშვიდებს, ცივი და მაგარი საგნის შეხება კი აწუხებს.

დედის ხელების წყალობით ბავშვს შეხების შეგრძნება უფრო და უფრო უკეთ უყალიბდება. დედა უნდა ეცადოს, მისი ხელების შეხებასთან დაკავშირებული განცდა მხოლოდ სასიამოვნო იყოს - ვიდრე შვილს შეეხება, ხელები გაითბოს. ბუნებრივია, ჩვილის მომვლელს არ უნდა ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელების მეშვეობით დედას შეუძლია, შვილს საკუთარი სიმშვიდე გადასცეს, ვინაიდან ემოციური და ტაქტილური კონტაქტი მჭიდრო ურთიერთკავშირშია. დედის ხელების ნაზი შეხება ჩვილს მისთვის გასაგებ ენაზე ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა, დედა მის გვერდით არის და შიშის საფუძველი არ არსებობს.

ტკბილი ცხოვრება

საქმე აქაც მშვენივრადაა - ჩვილი მწარის ან მარილიანის შეგრძნებისას იჭყანება, ტირის, ტკბილის შეგრძნება კი მოსწონს - აქტიურად წოვს, ტუჩებს ილოკავს, მშვიდდება.

იცით თუ არა, რომ...

ბრიტანელი ფსიქოლოგების მონაცემებით, პატარას სილამაზის შეგრძნება დაბადებისთანავე აქვს. მას მხოლოდ სახეების გარჩევის თანდაყოლილი უნარი კი არ აქვს, არამედ მათი მომხიბლაობის შეფასებაც შეუძლია. იტალიელ მეცნიერთა მტკიცებით, ბავშვს სიცოცხლის პირველ დღეებშივე შეუძლია, მზერა ახლოს მყოფ ადამიანთა სახეებზე დააფიქსიროს. ის თვალებით ამყარებს ურთიერთობას უფროსებთან. ასეთი სულისშემძვრელი უნარი ფუნდამენტია, რომელზეც შემდგომ ინდივიდების ურთიერთკავშირი იგება.

გარდა ამისა, გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები "სოციალური ტვინით" იბადებიან, მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება, გამოცდილების აღქმა. ფსიქოლოგების მტკიცებით, სიცოცხლის პირველი 25 საათი ბავშვისთვის საკმარისია, რომ დედის სახე დაიმახსოვროს.