რა ხდება ორგანიზმში სქესობრივი მომწიფებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ორგანიზმში სქესობრივი მომწიფებისას

ამ პერიოდის დასასრულს ყალიბდება გოგონა ზრდასრულ ქალად, ხოლო ვაჟი - ზრდასრულ მამაკაცად.

რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი ამ პერიოდში? გვესაუბრება გინეკოლოგი ციცო მესხი.

- მოზარდობის ასაკს გარდატეხის პერიოდს და სქესობრივი მომწიფების პერიოდსაც უწოდებენ. რა ცვლილებები ხდება ამ დროს ორგანიზმში?

- მოზარდის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც მხოლოდ სხეულის ზრდასა და ფორმის შეცვლას როდი გულისხმობს. იცვლება მოზარდის მსოფლმხედველობა, რასაც მოჰყვება გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის მოულოდნელი ცვლილებები, გარემოს განსხვავებულად აღქმა. მაგრამ ეს ყოველივე გარდამავალი მოვლენაა და გარდატეხის პერიოდის დასრულებისთანავე გაივლის. სასქესო ორგანოები ანატომიურად ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება.

3-5 წლის ასაკისთვის სრულდება სქესობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება. მაგალითად, ბიჭუნებმა იციან, რომ ბიჭურად უნდა ჩაიცვან, გოგონებივით არ ითამაშონ. ამის შემდეგ ხდება სქესობრივი თვითიდენტიფიკაცია და საპირისპირო სქესისგან გამიჯვნა. ამაში ბავშვს სოციალური გარემო, ოჯახი უწყობს ხელს. სწორედ მათზეა დამოკიდებული ბავშვის სწორი ორიენტაციის ჩამოყალიბება.

მესამე ეტაპზე, როცა იწყება სქესობრივი მომწიფება, თავს იჩენს ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, რასაც სქესისთვის დამახასიათებელი ჰორმონები განაპირობებს. ეს ჰორმონები, მასტიმულირებელი ნივთიერებები, თავის ტვინში მდებარე ცენტრებში წარმოიქმნება. სწორედ ისინი განაპირობებენ გოგონას ორგანიზმში - საკვერცხეების, ხოლო ვაჟებისაში სათესლე ჯირკვლების "ამუშავებას".

საკვერცხეები იწყებენ ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენებისა და პროგესტერონის გამომუშავებას და სისხლში გადასროლას, რის შემდეგაც ისინი მთელ ორგანიზმს მიეწოდება. ამ ჰორმონების ზემოქმედებით გოგონებს უვითარდებათ მეორეული სასქესო ნიშნები - ეზრდებათ მკერდი, ბოქვენზე და იღლიებში თმიანობა უჩნდებათ და ასე შემდეგ.

სათესლე ჯირკვლებში იწყება მამაკაცის მთავარი ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავება, რომელიც ვაჟის სქესობრივ მომწიფებას გოგონებისაგან განსხვავებული, მამაკაცური ტიპით წარმართავს.

- რა თავისებურებებით განსხვავდება ერთმანეთისგან გოგონებისა და ვაჟების სქესობრივი მომწიფება?

- გოგონებისთვის სქესობრივი მომწიფების საწყის პერიოდად 8-დან 13 წლამდე ასაკი მიიჩნევა. მომწიფება იწყება სარძევე ჯირკვლებისა და მათი დვრილების ზრდით, ფერის შეცვლით. შესაძლოა, ზრდა თავიდანვე თანაბრად არ მიმდინარეობდეს, მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა მკერდი სხვადასხვა ზომისა იყოს, მაგრამ თანდათანობით თანაბრდება; ბოქვენზე და იღლიებში ჩნდება თმიანობა, რომლის ინტენსივობა თანდათან მატულობს; იცვლება სხეულის ფორმები; გამოიკვეთება თეძოები; საცვლებზე ჩნდება საშოდან გამოყოფილი მოთეთრო ლაქა, რაც ნორმალურია. შემდეგ კი იწყება მენსტრუაცია.

ამ პერიოდიდან გოგონას შეუძლია ბავშვის გაჩენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი უკვე მზად არის შვილოსნობის ფუნქციის სრულყოფილი განხორციელებისთვის. სქესობრივი მომწიფება მენსტრუაციის დაწყების შემდეგაც გრძედლება და სრულდება მენარქედან (პირველი მენსტრუაციიდან) 3-4 წლის შემდეგ.

ვაჟების სქესობრივი მომწიფება გოგონებთან შედარებით მოგვიანებით იწყება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მომწიფების პერიოდის დასაწყისი, ინტენსივობა და დასასრული ინდივიდუალურია.

მკაცრი ასაკობრივი ჩარჩოები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ზედა და ქვედა საზღვრები, რომელთა ფარგლებში ცვალებადობა ნორმალურად მიიჩნევა, ამ საზღვრების გადაცდენა კი ყურადღებასა და სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს. სქესობრივი მომწიფების ძირითად ნიშნად გოგონებში მენსტრუაცია მიიჩნევა, ხოლო ვაჟებში - სპერმის უნებლიე გამოყოფა.

- გარდატეხის ასაკში ხასიათისა და გუნება-განწყობის ცვალებადობასთან ერთად თავს იჩენს ხოლმე ისეთი პრობლემებიც, როგორიც არის გაძლიერებული ოფლიანობა მძაფრსუნიანი ოფლით, სახეზე გამონაყარი. რას ურჩევთ ასეთ შემთხვევაში მოზარდებს?

- ჰიპერჰიდროზი, გაძლიერებული ოფლიანობა, მოზარდ ასაკში ორგანიზმის ცხოველმყოფელობის მატებით აიხსნება. ასეთ დროს სასურველია, მოზარდი ხშირად იღებდეს შხაპს, იტარებდეს სხვადასხვა ჰიგიენურ პროცედურას, შხაპის შემდეგ იყენებდეს ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს.

გამონაყარი უმთავრესად კანის მომატებულ ცხიმიანობას უკავშირდება, ცხიმიანობა კი ჰორმონების გააქტიურებას, რაც ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. ინფექციის შეჭრას რომ გადავურჩეთ, საჭიროა კანის ჰიგიენის დაცვა - დაბანა, სახის გაწმენდა, სპეციალური ლოსიონებისა და სხვა საშუალებების გამოყენება. როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს ვურჩევ, მიმართონ ექიმ-კოსმეტოლოგს.

- ყველაზე გავრცელებული პრობლემაა არარეგულარული მენსტრუაცია...

- მენსტრუაცია ეწოდება სისხლიან გამონადენს, რომელიც საშვილოსნოს შიდა, ლორწოვანი გარსის ციკლური ჩამოფცქვნის შედეგად ვითარდება. ამ ციკლს სასქესო ჰორმონები არეგულირებს. ისევე როგორც სქესობრივი მომწიფებისა, მენსტრუაციის დაწყების ასაკიც ინდივიდუალურია. საშუალოდ ის 12-14 წლის ასაკში იწყება. პათოლოგიურად მიიჩნევა მისი დაწყება 8 წლამდე ან 15 წლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მიზეზის დასადგენად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

მენსტრუაციული ციკლი არის პერიოდი ერთი მენსტრუაციის დაწყებიდან მომდევნოს დაწყებამდე. ეს ციკლი უმეტესად 28-დღიანია. საზოგადოდ კი ესეც ინდივიდუალურია და 21-დან 35 დღემდე მერყეობს. შესაძლებელია მცირე - ორ-სამდღიანი - გადახრებიც და 10-14-დღიანი შეკავებაც, რაც კლიმატის ცვლილებებით, სტრესით აიხსნება. ერთჯერადი ცვლილება ექიმის ჩარევას არ მოითხოვს, მაგრამ თუ ის გამეორდა, თანაც მიზეზი უცნობია, პათოლოგია უნდა ვიეჭვოთ და ექიმს მივმართოთ. მენსტრუაციის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია - საშუალოდ 2-7 დღე.

ციკლის ჩამოყალიბებას 1-2 წელი სჭირდება. თუ არარეგულარული ციკლი ამ ხნის შემდეგაც გაგრძელდა, საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

- გარდა არარეგულარული, გახანგრძლივებული ციკლისა, როდის უნდა მიმართოს გოგონამ გინეკოლოგს?

- გინეკოლოგს ნებისმიერ ასაკში უნდა მივმართოთ, თუ:

  • მენსტრუალური გამონადენი შეიცავს კოლტებს;
  • ციკლი მიმდინარეობს ჭარბი გამონადენით, იწვევს სისუსტეს, თავბრუხვევას, სიფითრეს;
  • სისხლდენა გრძელდება 7 დღეზე მეტხანს ან მეტისმეტად ხანმოკლეა მცირე გამონადენით;
  • ციკლი ძლიერ მტკივნეულია, თან სდევს ღებინება.

ბევრს მიაჩნია, რომ მტკივნეული მენსტრუაცია ნორმაა, განსაკუთრებით - პირველ დღეებში. მენსტრუაციის დაწყების წინ და პირველ დღეებში წელის არესა და მუხლის ქვედა ნაწილში ხანმოკლე, სუსტი ტკივილი ექიმის ჩარევას არ მოითხოვს, მაგრამ თუ ტკივილი ძლიერია, თან ღებინებაც ახლავს და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი ხსნის, სასურველია, ექიმს მიმართოთ.

ასეთი ტკივილის მიზეზი ჰორმონული თანაფარდობის დარღვევაა. სწორი და დროული მკურნალობა პრობლემას ხსნის. სასურველია, დედამ წინასწარ აუხსნას გოგონას, რა არის მენსტრუაციული ციკლი, მოამზადოს იგი ამ პროცესისთვის, ასწავლოს მენსტრუაციული კალენდრის წარმოება. ასეთი კალენდარი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ციკლისა და მენსტრუაციის ხანგრძლივობა, ხასიათი.

გოგონას უნდა ვასწავლოთ ისიც, რომ ციკლის დროს ჰიგიენური პროცედურების ჩატარება უფრო ხშირად არის საჭირო. ციკლის დროს ერიდეთ ძლიერ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, გაციებას, გადახურებას. დაიმახსოვრეთ, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის (ციკლის არარსებობის ან დაგვიანების, მცირე ან ჭარბი გამონადენის) მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასქესო, არამედ ფარისებრი თუ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციათა და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, თვით ცენტრალური მარეგულირებელი მექანიზმების მოშლა, ამიტომ ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად მიმართეთ სპეციალისტს.