/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ გავზარდოთ ნამდვილი მამაკაცი

როგორ გავზარდოთ ნამდვილი მამაკაცი
ზოგჯერ ძალზე გამაღიზიანებელია მამაკაცის უპრინციპობა, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, პრობლემებისგან გაქცევის მცდელობა.

ქცევის საფუძვლები ბავშვობაშივე ყალიბდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიჭუნას სიცოცხლის პირველივე წლიდან ვასწავლოთ, იყოს გულადი და გამბედავი, მტკიცე ნებისყოფისა, რათა დროთა განმავლობაში მამაკაცთა მოდგმის ღირსეულ წარმომადგენლად იქცეს. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

* დაე, ბიჭუნას მაგალითი მამაკაცმა მისცეს. იდეალურია, როდესაც ბიჭუნა გარშემორტყმულია რაც შეიძლება მეტი მამაკაცით. ესენი შეიძლება იყვნენ მამა, ბიძა, ბაბუა, მათი მეგობრები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს არ ჰყავს მამა. ამ შემთხვევაში იგი მაგალითს ირგვლივ მყოფი მამაკაცებისგან იღებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ექცევა მამა ვაჟს, რა საკითხებს აგვარებენ ერთობლივად, რაში ვერ თანხმდებიან. დედებისგან განსხვავებით, მამები შვილებს ბევრი რამის ნებას აძლევენ, არ უშლიან: "აქ არ აძვრე, იქ არ წახვიდეო". პირიქით, ზოგჯერ კიდეც ახალისებენ ბიჭუნების ცნობისმოყვარეობას და სირთულეთა გადალახვაში ეხმარებიან. რასაკვირველია, ეს მამაკაცური ქცევის მხოლოდ მაგალითია. ყველა მამა როდია ასეთი, ამიტომ მარტოხელა დედები და ძლიერი ქალები, რომლებიც ყველაფრის საკუთარი ხელით კეთებას არიან მიჩვეულნი, ბავშვების აღზრდასაც თავიანთ თავზე იღებენ, მაგრამ ყოველთვის ვერ ართმევენ თავს. ბიჭისგან ნამდვილი მამაკაცი რომ დადგეს, საჭიროა წიგნებისა და ფილმების გონივრულად გამოყენებაც: ხშირად უნდა ვაჩვენოთ და წავუკითხოთ ისეთი ნაწარმოებები, სადაც ღირსეული ადამიანების ამბავია მოთხრობილი. უმჯობესია, თქვენი შვილის კერპები რაინდები, მუშკეტერები და უსამართლობასთან მებრძოლი სხვა გმირები იყვნენ და არა თანამედროვე ბოევიკებისა თუ კომიქსების საეჭვო პერსონაჟები.

* დაე, ბიჭუნამ თავი მამაკაცად იგრძნოს. 3-4 წლიდან ბიჭუნას მხოლოდ ბიჭური სათამაშოები უყიდეთ. სასურველია, ისინი მშვიდი ფერისა იყოს - მკვეთრი, კვასკვასა ფერები გოგონების პრეროგატივაა. 5-6 წლიდან ბიჭუნას პატარ-პატარა დავალებები მიეცით. მაგალითად, დააჭერინეთ ჩაქუჩი და შესთავაზეთ, მამას ლურსმნის ჩაჭედებაში დაეხმაროს. რაც უფრო ადრე დაიწყებს ბიჭუნა უფროსი მამაკაცების დახმარებას, მით უკეთესი. ეს აამაღლებს მის თვითშეფასებას, ბიჭუნა იგრძნობს, რომ საჭიროა. სკოლამდელ და სკოლის ასაკში ბიჭს უნდა ჩავუნერგოთ პატივისცემა გოგონების მიმართ, ავუხსნათ, რომ გოგონები წინ უნდა გაუშვას, დაეხმაროს. მოზარდ ასაკში ვაჟიშვილს მეტი თავისუფლება მიანიჭეთ. ნება მიეცით, თავად აირჩიოს მეგობრები და მიიღოს გადაწყვეტილებები. ის უფრო მალე ისწავლის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხი თავად უნდა აგოს და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

* დროდადრო შეაქეთ. ყოველთვის, როცა ბავშვი რაიმე დაბრკოლებას გადალახავს, შეაქეთ, თანაც აქცენტი მის ვაჟკაცობაზე გააკეთეთ: "ყოჩაღ! აი, ასე იქცევიან ნამდვილი მამაკაცები!" საზოგადოდ, ხშირად აქეთ ბიჭუნა, უთხარით, რა ძლიერი, მამაცი, გულადი და გამბედავია. ერთი წლის ბიჭუნასაც კი ქვეცნობიერ დონეზე უკვე ესმის, რას ნიშნავს ვაჟკაცობა. როგორც არ უნდა უნდოდეს დედას, იყოს ძლიერი, ბავშვის აღზრდისას ნუ დაივიწყებს, რომ ის პირველ რიგში ქალია. საჭიროა, ვაჟმა მასში მოსიყვარულე, ნაზი, ალერსიანი, ზოგჯერ სუსტი არსება დაინახოს, რათა ისწავლოს თანაგრძნობა და თანადგომა, გულახდილობა, დედის დახმარება. ეს მას ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცის თვისებების შეძენაში დაეხმარება.

რა არ უნდა გააკეთოთ ბიჭუნას აღზრდისას

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

* არ ჩაახშოთ მისი ინიციატივა. ზოგჯერ ქუჩაში გაიგონებთ დედის უხეშ მიმართვას ბიჭუნასადმი: "საით მიძვრები?! ვის ვუთხარი, არ წახვიდე იქით! ნუ ღრიალებ, თავად ხარ დამნაშავე!" გასაგებია, რომ დედები ფრთხილობენ, ეშინიათ, შვილებმა რამე არ იტკინონ, უსიამოვნებაში არ გაეხვიონ, მაგრამ ეს სიფრთხილე ზოგჯერ ბავშვის ინიციატივას ახშობს, ართმევს მას ბავშვობით ტკბობის საშუალებას. იმისთვის, რომ ბიჭუნამ საკადრისი პასუხი გასცეს მოჩხუბარს, გადალახოს სირთულეები და გაიგოს, რატომ არის ესა თუ ის ქცევა სახიფათო, საჭიროა მასთან საუბარი, მასთან ერთად თამაში.

* მეტისმეტად ნუ გაათამამებთ. ცხადია, შეცდომაა ბავშვის ზედმეტად გათამამებაც. მცდარია ასეთი მიდგომა: "ჩემს ბიჭს უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაც მე მაკლდა". ასეთი მშობლები ისწრაფვიან, ბავშვების მაგივრად თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რითაც თრგუნავენ შვილის ინდივიდუალურობას და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს.

* ნუ აღზრდით შვილს დოგმებით. არ შეიძლება, ბავშვი აღიზარდოს მკაცრად განსაზღვრული დოგმებით, როგორც ამას ზოგიერთი დედა აკეთებს. ჭამა - მკაცრად განსაზღვრულ დროს, დასაძინებლად დაწოლა - ერთსა და იმავე საათზე, გართობა მხოლოდ იმ თამაშებით, რომლებიც დედას მოსწონს, ბავშვის ტირილის იგნორირება, ჭირვეულობის მკაცრად დასჯა... ასეთი ბიჭუნა გულჩათხრობილ, უპრინციპო მამაკაცად გაიზრდება და შესაძლოა, სამუდამოდ შეიძულოს ქალთა მოდგმა. დაიცავით ოქროს შუალედი, რათა თქვენი ბიჭუნა აღიზარდოს თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ და თავად შეძლოს კარგი შვილების აღზრდა.

კომენტარები (1)
ტატუსია
კარგი რჩევებია ...გასათვალისწინებელი არამარტო მარტოხელა დედებისთვის :))
თარიღი : 03-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გავზარდოთ ნამდვილი მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები