/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როცა ბავშვი მალე იღლება

როცა ბავშვი მალე იღლება
ჩემი შვილი მეშვიდე კლასშია. მეცადინეობის დროს მალე იღლება, რაც მის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. შესაძლოა თუ არა, ეს არასრულფასოვანი კვების შედეგი იყოს?

რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ? თუ არსებობს რაიმე საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად?

12-13 წელი როგორც გოგონასთვის, ასევე ვაჟისთვის გარდატეხის პერიოდია. ამ დროს ზრდის დაჩქარებული ტემპის უზრუნველსაყოფად ორგანიზმს უხვად სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ცილები, ნახშირწყლები და ა. შ. თუ ბავშვი კარგად არ იკვებება, საკმარისად არ ჭამს ხილს, ბოსტნეულს, ხორცის, რძის ნაწარმს, ეს მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე აისახება. კვებასთან ერთად მეხსიერებაზე მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც. მათი დონის მცირედმა დაქვეითებამაც კი შესაძლოა მეხსიერების გაუარესება გამოიწვიოს. ორგანიზმს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად სჭირდება იოდი, თუთია, B2 ვიტამინი.

საკვები მეხსიერების გასაუმჯობესებლად

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თავის ტვინის უჯრედებში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს განსაზღვრული ნივთიერებები აჩქარებს და ასტიმულირებს. ერთ-ერთი მათგანია ლიპოლის მჟავა. ის მცირე რაოდენობით ორგანიზმშიც წარმოიქმნება, მაგრამ მისი ძირითადი წყარო მაინც საკვები - ისპანახი, ხორცი და ლუდის საფუარია. მიუხედავად ამისა, საკვებიდან ორგანიზმი მას ისე ცოტას ითვისებს, რომ პროფილაქტიკური თუ სამკურნალო ეფექტისთვის არ კმარა, ამიტომ უმჯობესია, ამ მიზნით ბავშვს საკვები დანამატები მივცეთ. ლიპოლის მჟავას მოქმედება უფრო ეფექტურია A და E ვიტამინებთან ერთად. ბიოტინსა და პანტოთენის მჟავას საკვები ერთად შეიცავს. პანტოთენის მჟავა აუცილებელია თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დანარჩენი ნაწილების ურთიერთკავშირისთვის, მაგრამ ის ადვილად იშლება საკვების თერმული დამუშავებისა და დაკონსერვების დროს. ორგანიზმისთვის საჭირო დღიური ულუფის მისაღებად ადამიანმა 300 გ გაღივებული ხორბალი უნდა შეჭამოს. ასე რომ, გაცილებით იოლია, ეს კომპონენტებიც ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის სახით მივიღოთ. მეხსიერებას თიამინი - ვიტამინი B1-ც უხდება. მისი საუკეთესო წყაროა:

  • ღორის მჭლე ხორცი;
  • ბოსტნეული;
  • ლობიო;
  • კაკალი, თხილი.

თიამინის დღიურ ნორმას მიიღებთ, თუ მიირთმევთ ერთ მუჭა კაკალს ან თხილს (არა მოხალულს და არა მარილიანს), სამკურნალო დოზის მიღება კი მხოლოდ ვიტამინურ-მინერალური კომპლექსით არის შესაძლებელი. ტვინის უჯრედებს ენერგიით ამარაგებს და მეხსიერების გაუმჯობესებას ხელს უწყობს რიბოფლავინი - ვიტამინი B2. მას რძე შეიცავს. სამწუხაროდ, იგი სწრაფად იშლება მზისა და სინათლის სხივების ზემოქმედებით. მისი დღიური ნორმის მისაღებად საჭიროა ყოველდღე არანაკლებ სამი ჭიქა (600 მლ) რძის დალევა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შენახვისას ვიტამინი იშლება, მაშინ მისაღები რძის ოდენობა გაორმაგდება. გაცილებით იოლი და მოხერხებულია რიბოფლავინის, ასევე - რკინის, ვიტამინ B6-ის მიღება პოლივიტამინების კომპლექსის საშუალებით. სწრაფად და ადვილად დაღლას, მეხსიერების დაქვეითებას იწვევს ვიტამინ B3-ის (ნიაცინის) ნაკლებობა. მას დიდი ოდენობით შეიცავს ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი (საქონლის, ფრინველის), თევზი, კაკალი. მეხსიერების გაუარესებას, დეპრესიას იწვევს ვიტამინ B12-ის (კობალამინის) დეფიციტი. მისი ძირითადი წყაროა ცხოველური წარმოშობის საკვები. მის დღიურ ნორმას მიიღებთ, თუ დესერტად მიირთმევთ 150-200 გ შვეიცარიულ ყველს ან მოუხდელ ყველს, სულგუნს. დადგენილია, რომ C ვიტამინის კონცენტრაციის მატება ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდას იწვევს, ხოლო C და E ვიტამინების დეფიციტი მეხსიერების გაუარესებას განაპირობებს. თუმცა მუჭებით ჩ ვიტამინის სმა უსარგებლოა - ორგანიზმი მას საჭიროზე მეტი ოდენობით მაინც ვერ აითვისებს. ეს ვიტამინი ძალიან სწრაფად იშლება შენახვისა და გათბობის დროს. C ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავს:

  • ციტრუსები;
  • კომბოსტო (განსაკუთრებით - ბროკოლი);
  • წითელი ბულგარული და ცხარე წიწაკა;
  • მწვანილი, სალათის ფურცლები;
  • ასკილი.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

მიკროელემენტები

მეხსიერებას მიკროელემენტების ნაკლებობაც აუარესებს. მასზე რკინის უმნიშვნელო უკმარისობაც კი მოქმედებს. რკინის ძირითადი წყაროა ჩირი, ქიშმიში, ლობიო და მწვანე ბოსტნეული, თუმცა ბოლო ხანს ნიადაგი ისეა გაღარიბებული რკინით, რომ ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში მისი ოდენობა შემცირებულია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რკინას ორგანიზმი კარგად ითვისებს მხოლოდ C ვიტამინთან ერთად. იოდი მეხსიერებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ელემენტია. იოდის დეფიციტის მქონე ადამიანს ინტელექტის კოეფიციენტი 13%-ით დაბალი აქვს. მისი უკმარისობის შევსება შესაძლებელია იოდიანი მარილისა და სხვა იოდიზებული სურსათის საშუალებით. მას უხვად შეიცავს კივი და ფეიხოა. ამრიგად, მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭიროა სრულფასოვანი კვება და ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის მიღება, რომელსაც თქვენი პედიატრი შეგირჩევთ. ცხოვრების ჯანსაღი წესი, კვების მართებული რეჟიმი, ფიზიკური აქტიურობა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა - აი ყველაზე მარტივი გზა მეხსიერების შესანარჩუნებლად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როცა ბავშვი მალე იღლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები