რა საჭიროა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საჭიროა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

როგორ მოვუაროთ ვაქცინაციის ადგილს

ვაქცინის კანქვეშ შეყვანის ადგილას 2-3 თვის შემდეგ ქსოვილი მკვრივდება ან სქელდება - წარმოიქმნება კოღოს ნაკბენის მსგავსი ინფილტრატი. მისი დიამეტრი 1 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ინფილტრატი ქერქით არის დაფარული. მისი მოცლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვილის ბანაობის დროს, დარბილებისას, ის შეიძლება თავისთავად მოძვრეს, შემდეგ კი ხელახლა წარმოქმნას. ბავშვის დაბანისას ერიდეთ ამ ადგილის ღრუბლით დამუშავებას. 6 თვიდან ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც საბოლოო სახეს 1 წლისთვის იღებს. აკრძალულია ვაქცინის შეყვანის ადგილის ანტისეპტიკური ხსნარით (სპირტით, იოდით და ა. შ.) დამუშავება - ამან შესაძლოა ადგილობრივი ინფექციური პროცესი გამოიწვიოს.

 

როდის არ შეიძლება ბავშვის აცრა

BCG ვაქცინაცია არ შეიძლება ჩაუტარდეს ბავშვს:

  • რომლის ოჯახშიც არის თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტის შემთხვევები;
  • რომლის და-ძმას ანტიტუბერკულოზური ვაქცინაციის შემდეგ გართულებები ჰქონდა;
  • რომელსაც აქვს თანდაყოლილი ფერმენტოპათია (რომელიმე ფერმენტის თანდაყოლილი უკმარისობა ან სრული უქონლობა), მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება (მაგალითად, დაუნის დაავადება), ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე პერინატალური დაზიანება (ბავშვთა ცერებრული დამბლა).

BCG ვაქცინაცია უნდა გადაიდოს და გამოჯანმრთელების შემდეგ ჩატარდეს:

  • ნებისმიერი ინფექციური პროცესის დროს;
  • ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების დროს (ამ პათოლოგიას იწვევს დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა რეზუსფაქტორის ან ჯგუფის მიხედვით);
  • ღრმა დღენაკლულობის დროს.

 

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციას?

აცრის შემდეგ წარმოშობილი გართულებები ორ კატეგორიად იყოფა:

1. მძიმე გართულებები, რომლებიც ინფექციის გენერალიზაციას (გავრცელებას) უკავშირდება. ასეთ გართულებებს აცრისთვის ბავშვის არასწორი მომზადება განაპირობებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათი განვითარების რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აუცრელი ბავშვის დაავადების საფრთხე.

2. შედარებით მსუბუქი გართულებები, რომლებსაც უხარისხო ვაქცინის გამოყენება ან მისი შეყვანის ტექნიკის დარღვევა იწვევს. ინფილტრატის დაწყლულება: ინფილტრატი - გამკვრივებული ან გასქელებული მიდამო ინფექციის ადგილას - იზრდება (დიამეტრი 1 მმ-ს აჭარბებს) და წყლულდება. წყლული უმტკივნეულოა, მცირე გამონაყარით. კანქვეშა ინფილტრატის წარმოქმნა: ამ დროს ინფილტრატი წარმოიქმნება არა კანზე, არამედ კანქვეშ, წააგავს ბურთულას, ისინჯება გლუვი, შეუცვლელი კანის ქვეშ. ეს გართულება ვაქცინის მეტისმეტად ღრმად შეყვანის შედეგია. ექიმის დროული ჩარევის გარეშე ინფილტრატი შესაძლოა გასკდეს და ინფექცია სისხლში მოხვდეს. კელოიდის წარმოქმნა: ეს იშვიათი გართულებაა, თანაც ახალშობილებში გაცილებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე შედარებით მოზრდილ ბავშვებში. მისი მიზეზია მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც კანის ნებისმიერ დაზიანებას ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭარბი წარმოქმნა მოსდევს. კელოიდის წარმოქმნისას ნაწიბური ხდება მკვეთრი, ნათელი, მის სიღრმეში ჩანს სისხლძარღვები. ზოგჯერ ამას თან სდევს ქავილი. ინფექციის გავრცელება ლიმფურ კვანძებში: ამ შემთხვევაში იღლიის ქვეშ ისინჯება გადიდებული, უმტკივნეულო ლიმფური კვანძები, რომლებსაც დედები უმეტესად ბავშვის დაბანისას ამჩნევენ. ლიმფური კვანძი თხილისოდენაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა კვერცხისოდენაც კი ხდება. ზოგჯერ ინფექცია კანის მთლიანობას არღვევს და წარმოიქმნება არხი, საიდანაც ანთებითი სითხე გამოიყოფა. ნებისმიერი ამ გართულების შემთხვევაში, ასევე - სხვა უჩვეულო ნიშნის შემჩნევისას აუცილებელია ფთიზიატრის სასწრაფო კონსულტაცია.

 

რა არის რევაქცინაცია

BCG-ს აცრის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი საშუალოდ 5 წელი ძლებს. შეძენილი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ტარდება ორი განმეორებითი ვაქცინაცია - რევაქცინაცია, ერთი - 7, მეორე - 14 წლის ასაკში, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარე და შეღწევადია ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ. უკანასკნელი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ორი განმეორებითი აცრა სავსებით საკმარისია და მეტი რევაქცინაცია მიზანშეწონილი არ არის.

 

მანტუს სინჯის შესახებ

ზოგჯერ ექიმი ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, ჩივილების გათვალისწინებით სინჯის ჩატარებას ითხოვს, მაშინაც კი, როცა ბავშვი გრაფიკის სრული დაცვით არის ვაქცინირებული. ეს აცრა არ არის, ეს თავისებური შემოწმებაა ორგანიზმის ინფიცირების დასადგენად, ვინაიდან, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი შესაძლოა ინფიცირებული იყოს. საბედნიეროდ, მანტუს დადებითი სინჯი ავადმყოფობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. დაავადების განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ინფიცირების დროული აღმოჩენა კი პროცესის დროულად შეჩერების საშუალებას გვაძლევს.