/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

პირველი თეფში

პირველი თეფში
თუ პატარა უკვე თავისუფლად ზის სკამზე და ცდილობს, დამოუკიდებლად ჭამაც ისწავლოს, ესე იგი დროა, მისთვის პირველი თეფში და სხვა ჭურჭელი შევიძინოთ.

დღეს მაღაზიებში საბავშვო ჭურჭლის საკმაოდ ფართო არჩევანია. რას მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას? მთავარი მასალაა, რომლისგანაც არის დამზადებული ჭურჭელი. სწორედ მის შესახებ კამათობენ გამუდმებით მშობლები, ექიმები და საბავშვო საქონლით მოვაჭრენი. მოდი, მოკლედ აღვწეროთ თითოეული მათგანის ღირსება და ნაკლი. კერამიკა და ფაიფური ძველთაგან გამოიყენება ჭურჭლის დასამზადებლად. დღეს მათი წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ კარგად არის განვითარებული, გაიზარდა ასეთი ჭურჭლის გამძლეობაც, რის წყალობითაც თამამად შეიძლება, კერამიკული ნაკეთობები გაზის თუ მიკროტალღურ ღუმელში მოვათავსოთ. მაგრამ თუ თიხის ან ფაიფურის ჭურჭელს ბზარი გაუჩნდა, ის უნდა გადავაგდოთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვის საკვებისთვის ალუმინის ჭურჭელი. დამტკიცებულია, რომ დაძველების პროცესში ალუმინი ძლიერმოქმედ მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. მაღაზიებში ხშირად შევხვდებით ჭურჭელს, რომელიც ძალიან ჰგავს ფაიფურისას. ის პოლიმერული ნაერთისგან - მელამინისგან მზადდება. ასეთი ჭურჭლის შეძენისას დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ის ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით არის დამზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფორმალდეჰიდი გამოყოს, ეს ნივთიერება კი არასასურველ ზეგავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. პატარა გურმანისთვის ყველაზე შესაფერისი მასალა ჭურჭლისთვის განკუთვნილი სპეციალური პლასტმასაა. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ხე იდეალური მასალაა საბავშვო ჭურჭლისთვის, ვინაიდან ის ეკოლოგიურად სუფთაა. ეს აზრი არ არის მართებული - ხის ფორებში ადვილად შეიძლება ჩარჩეს მიკრობები და ჭუჭყი.

ერთი შეხედვით წვრილმანი

  • ბავშვის ჭურჭელი იდეალური უნდა იყოს. მას არც მიკროტალღური ღუმელი უნდა აშინებდეს და არც სარეცხი საშუალებები.
  • ნებისმიერი ჭურჭელი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტს, ამ შესაბამისობას კი სათანადო სერტიფიკატი უნდა ადასტურებდეს. ყურადღება უნდა მიექცეს შეფუთვის ხარისხსაც. ხარისხიანი ჭურჭელი, როგორც წესი, სათანადოდაც არის შეფუთული.
  • ბავშვის პირველი თეფში დიდი ზომისა არ უნდა იყოს. იმ პატარებისთვის, რომლებიც ნელა ჭამენ, სპეციალური ორმაგძირიანი თეფში უნდა შევიძინოთ. ორ ძირს შორის სივრცეა, რომელშიც ცხელი წყალი უნდა ჩავასხათ. შედეგად თეფში საკვებს სითბოს დიდხანს შეუნარჩუნებს.
  • თუ პატარა ცელქია, მოხერხებული იქნება თეფში, რომელსაც ძირზე რეზინის მისაწოვარი აქვს. ასეთი თეფში მჭიდროდ ეკვრის მაგიდას და ბავშვი მას ვერ ჩამოაცურებს.
  • თეფშით მოხერხებულად ისარგებლებენ ბავშვიც და მშობელიც, თუ მას ორი ხელის მოსაჭიდი ექნება.
  • პატარას ჭამის სურვილს გავუღვივებთ, თუ ლამაზნახატიან თეფშს შევურჩევთ.

დანა-ჩანგალი

პატარა ბავშვისთვის ყველაზე რთული კოვზის, დანა-ჩანგლის და კვებასთან დაკავშირებული სხვა ატრიბუტების გამოყენების ჩვევის შეძენაა. მათი შერჩევისას მშობელმა მრავალი ფაქტორი უნდა მიიღოს მხედველობაში. უწინარეს ყოვლისა, ბავშვის მტევნის აგებულების ანატომიური თავისებურებები - უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც სხვებისთვის შესაფერისია, ცაციებს არ გამოადგებათ. პატარა ბავშვს სპეციალური ჩანგალი და კოვზი სჭირდება - პატარა უნდა იყოს და ისეთი ტარი ჰქონდეს, რომ ზედ ხელმა არ ისრიალოს. თავად ჩანგალი და კოვზი შეიძლება იყოს როგორც პლასტმასის, ასევე ლითონის, ტარი კი აუცილებლად პლასტმასისგან უნდა იყოს დამზადებული. მთავარი კი ამ საგნების უსაფრთხოებაა - პატარამ მათი მეშვეობით ვერაფერი ვერ უნდა დაიზიანოს. საუკეთესო მასალა ვერცხლია, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ყველა დედამ იცის, რომ თავდაპირველად ყველა ლუკმა ვერ მიაღწევს პირამდე - პიურეს კვალი დაეტყობა ტანსაცმელს, მაგიდას, იატაკს... მაგრამ გაბრაზება არ შეიძლება. დედის ვალია, ყველაფერი მოაწესრიგოს და პატარას წყნარად სთხოვოს უფრო ფრთხილად ჭამა. რა თქმა უნდა, ეს თავდაპირველად ძალიან რთულია, მაგრამ თანდათან ყველაფერი მოგვარდება!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პირველი თეფში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები