/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

დაუვიწყარი ზაფხული

დაუვიწყარი  ზაფხული
როგორ გავხადოთ ზაფხულის დღეები მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი, მაშინ, როცა შვებულებას შვილთან ერთად უბრალო, არაფრით გამორჩეულ, მოსაწყენ ადგილას ვატარებთ?

მოდი, გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობა. რა გვაინტერესებდა ყველაზე მეტად? რამდენჯერ გვიოცნებია "შტაბსა" თუ კარავში ღამისთევაზე, მინდორში სადილობაზე... არ იქნება ურიგო, თუ ვეცდებით, საკუთარი ოცნებები შვილებს ავუსრულოთ. ბავშვს სულ ცოტა რამ ჰყოფნის. ზოგჯერ საკმარისია, სადილი ან ვახშამი ღია ვერანდაზე ან ხეების ჩრდილში მიირთვათ ან სათამაშო კარავი, რომელიც მაღაზიაში შეიძინეთ, ცოტა ხნით ტყეში წაიღოთ. საკმარისია, რამდენიმე საათი ბუნების წიაღში გაატაროთ, რომ პატარა სულ სხვა თვალით შეხედავს საკუთარ ოთახს. მსგავსი გარემო კარგად მოქმედებს იმ პატარებზე, რომლებიც ჭამის დროს ჭირვეულობენ. საოცარია, მაგრამ ბუნებაში ბავშვები მადიანად ილუკმებიან.

წყნარი კუთხე

ბავშვი, რომლის ასაკიც 7-8 წელს აღემატება, უკვე დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის. ის ხშირად ეძებს ადგილს, სადაც განმარტოება შეიძლება. როგორც წესი, ასეთ ადგილს პატარები თავად პოულობენ. მშობლის ამოცანაა, შეამჩნიოს შვილის მისწრაფება და ხელი შეუწყოს მას საყვარელი ადგილის მოწყობაში. ამისთვის სულ ცოტა რამ დაგჭირდებათ. მაგალითად, გამოუსადეგარი სკივრი, ძველი სურათი ან პატარა მაგიდა. თუ ამ ყოველივეს სამზარეულოდან რამდენიმე ჭიქასაც მიამატებთ, ადგილი შვილთან გულახდილი საუბრებისთვის მალე მზად იქნება.

გენერალური შტაბი

თუ სახლის მახლობლად ან თქვენსავე ეზოში ოთხი ხე ერთმანეთთან ისე ახლოს იზრდება, რომ მათი "შემოღობვა" შეიძლება, სულ ადვილად მოვაწყობთ შტაბს - პატარა ბიჭებისთვის საოცნებო გარემოს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიხარებს ბავშვი. "შტაბის" გადასახურავად შეგვიძლია ძველი მუშამბა ან მტკიცე ქსოვილი გამოვიყენოთ. ბავშვი აუცილებლად დაპატიჟებს "შტაბში" თანატოლებს და თქვენ საშუალება მოგეცემათ თვალყური ადევნოთ, როგორ ამყარებს თქვენი პატარა ურთიერთობას თანატოლებთან, როგორ იქცევა კოლექტივში.

საქანელა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

თუ ბავშვი ზაფხულს სოფელში ატარებს, ეზო ისე უნდა მოაწყოთ, რომ პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს, საამისოდ კი სხვა ატრიბუტებთან ერთად საქანელა ან ჰამაკიც დაგჭირდებათ. მადლობა ღმერთს, დღეს არც ერთი არ არის დეფიციტი, მაგრამ თუ შეძენა ვერ მოახერხეთ, თავადაც შეგიძლიათ საქანელას მოწყობა. უნდა მოძებნოთ მაგარი ხის ნაჭერი, რომელსაც გლუვი ზედაპირი ექნება, ძალიან გამძლე თოკები ხის ძლიერ ტოტზე ჩამოაბათ, ხოლო ხის ნაჭერს კუთხეებზე ნაჭდევები გაუკეთოთ, რათა თოკები მჭიდროდ ჩაიჭედოს შიგ.

საბავშვო მოედანი

პატარებს უყვართ აქტიური დასვენება. უნდა გაითვალისწინოთ მათი მისწრაფება და ეზოს ნაწილი აქტიური თამაშებისთვის გაუთავისუფლოთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოაწყოთ ქვიშის მოედანიც. პატარებს ძალიან უყვართ ქვიშაში თამაში, გვირაბების გათხრა, ციხესიმაგრეების შენება და "პასკების ცხობა". საამისოდ თანაბარი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ქვიშაში "სამუშაო" სპეციალური კომპლექტი, ასევე იოგურტის კოლოფი, ხილფაფის ქილა და სხვა ასეთი საგნები. პატარა უნდა მივაჩვიოთ, რომ თამაშის შემდეგ ნიჩაბი და სათლი, ფორმები და ქილები შეკრიბოს და შეინახოს. ასე ეჩვევა ბავშვი წესრიგს. უფროსები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა ქვიშის მოედანი შინაურმა ცხოველებმა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენონ. უმჯობესია ქვიშის მოედნისთვის ისეთი ადგილი შევარჩიოთ, რომელიც დილით მზის სხივებით თბება, შემდეგ კი ძირითადად ჩრდილშია - ქვიშა დილით კარგად გათბება და ტემპერატურას დიდხანს შეინარჩუნებს.

ერთი შეხედვით უბრალო მორი

ბავშვის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. მას შეუძლია, უბრალო ხის მორი საკუთარი წარმოსახვის წყალობით ნამდვილ სათამაშოდ აქციოს. ბიჭისთვის ის ზოგჯერ ცხენია, ზოგჯერ თვითმფრინავი, ზოგჯერ მანქანა, გოგონებისთვის კი მორი შეიძლება პოდიუმად იქცეს. პატარა ქალბატონი მასზე ამაყად დააბიჯებს და ცდილობს, წონასწორობა დაიცვას. ასე რომ, თუ ეზოში მორი დევს, ნუ იჩქარებთ მის მოცილებას. მთავარია, მის გვერდით ქვა ან მეორე მორი არ ეგდოს, რათა პატარა უეცრად არ დაშავდეს.

ლაშქრობა

პატარა ბავშვი მანძილს სათანადოდ ვერ აფასებს. სახლიდან ოდნავ მოშორებით წასვლის შემთხვევაშიც შეგვიძლია შევუქმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს ვართ და ამ ყველაფერს "ლაშქრობაც" დავარქვათ. წინასწარ მოამზადეთ მზის ქუდი, წყალი, საგზალი, პატარა პლედი, რათა მიწაზე დაჯდომა შეძლოთ, ეს ყველაფერი ჩაალაგეთ მსუბუქ ჩანთაში (ბავშვიც დაიხმარეთ) და გზას გაუდექით. ისაუბრეთ ტყის მშვენიერებაზე, შეაგროვეთ ფოთლები, დაკრიფეთ ყვავილები, უსმინეთ ჩიტებს... ეს ყველაფერი ერთი შეხედვით უბრალო რამ არის, მაგრამ პატარა ბავშვებზე ხშირად წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დაუვიწყარი ზაფხული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები