/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

მეორე დედა

მეორე დედა
ეს-ეს არის დედა გახდით, მაგრამ უკვე დროა, დაუბრუნდეთ უნივერსიტეტს ან სამსახურს. რა თქმა უნდა, ძალიან გინდათ, მთელი დრო პატარასთან გაატაროთ,

მაგრამ თქვენ, ახალგაზრდასა და ამბიციურს, სწორედ ახლა გჭირდებათ სწავლა და კარიერაზე ზრუნვა. ბავშვთან დაკავშირებულ მთელ საზრუნავს ბებიებს ვერ დააკისრებთ - მათაც ხომ აქვთ თავიანთი პირადი ცხოვრება. მაშ, ვინ მიხედავს პატარას, ვიდრე თქვენ დაკავებული იქნებით? ალბათ მოგიწევთ, სასწრაფოდ მოძებნოთ ძიძა. კანდიდატურის შერჩევას მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ, ზედმიწევნით უნდა შეამოწმოთ ცნობები და რეკომენდაციები - თქვენ ხომ უცხო ადამიანს ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ უნდა ანდოთ. თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული თქვენი შვილის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ძებნა დაიწყეთ მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების გამოკითხვით. სავსებით შესაძლებელია, ვინმე გირჩიონ და საქმიანი რჩევებიც მოგცენ. თუ აქედან არაფერი გამოვიდა, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ სააგენტოს. იქ მოისმენენ თქვენს მოთხოვნებს და შემოგთავაზებენ რამდენიმე ვარიანტს. მაგრამ მანამდე თავად უნდა გაარკვიოთ, როგორ ძიძას ეძებთ, რა უნდა შეეძლოს და რა თანხას შესთავაზებთ მას. ძიძის ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაატარებს ის თქვენს პატარასთან. ამის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დედა ჯერ სწავლობს და ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და საამისოდ დღეში რამდენიმე საათი სჭირდება, მაშინ გამოგადგებათ ძიძა საათობრივად ანუ არასრული დატვირთვით. ის ბავშვთან გაატარებს დღეში 4-6 საათს. არიან ძიძები, რომლებიც სრულ სამუშაო დღეს - 12 საათს რჩებიან და კვირაში 5 დღეს მუშაობენ. მათი ანაზღაურება, ცხადია, უფრო მაღალია. თუ თქვენს შვილს ცუდად სძინავს და ღამღამობით ხშირად ტირის, თქვენ კი დღის განმავლობაში ისე იღლებით, რომ ძალა არ გყოფნით, წამოდგეთ და მიხედოთ, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ღამის ძიძა. ის მოვა საღამოს, რათა პატარა ძილის წინ აბანაოს და დააძინოს, და წავა დილით, მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიღვიძებს და ისაუზმებს. ღამით ძიძა ყურადღებას მიაქცევს ბავშვს, აჭმევს, თუ ატირდა, დაამშვიდებს, თუ დასჭირდა, საფენს გამოუცვლის. ასეთ ძიძებს, როგორც წესი, საათობრივი ანაზღაურება აქვთ. თუ მუდმივად გჭირდებათ მცოდნე და გამოცდილი ადამიანის დახმარება, დაიქირავეთ ძიძა, რომელიც თქვენთან იცხოვრებს, ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ, თუმცა ასეთი მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. გარდა ამისა, მოგიწევთ ძიძისთვის ცალკე ოთახის გამოყოფა ან საწოლის დადგმა ბავშვის ოთახში. კიდევ ერთი: უცხო ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ადვილი არ არის, ოჯახში ახალი წევრის მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას აქვს თავისი ჩვევები და მათთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამოცდილებას + სიყვარული

კარგი ძიძა უნდა ფლობდეს განსაზღვრულ ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვთან მუშაობისას, შესანიშნავია, თუ აქვს უმაღლესი პედაგოგიური, ფსიქოლოგიური ან სამედიცინო განათლება, მაგრამ თავიდათავი მაინც ბავშვების სიყვარულია. გაითვალისწინეთ: წლამდე ასაკის ბავშვების მოსავლელად სხვაგვარი გამოცდილებაა საჭირო, ვიდრე წელს გადაცილებული ბავშვების მოსავლელად. შესაბამისად, განსხვავებულია ფასებიც. ჩვილი ბავშვის მოვლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. თუ გსურთ, თქვენი შვილი პატარაობიდანვე ორ ენაზე ლაპარაკობდეს, საამისოდ ძიძა საგანგებოდ უნდა მოიძიოთ და, ცხადია, მეტის გადახდაც მოგიწევთ. დიდად ფასეულია ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო მეთოდების ცოდნაც. უმჯობესია, ძიძის ყველა მოვალეობა წინასწარ ჩამოაყალიბოთ და ხელშეკრულებაში ჩაწეროთ, რათა შემდგომ არ გაჩნდეს პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ. კვება, გასეირნება, მასაჟი, ბავშვისა და მისი ნივთების მოვლა - ყველა წვრილმანი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. ძიძის შერჩევა ძალიან ფაქიზი თემაა. თქვენ მას ანდობთ ყველაზე ძვირფასს, რაც გაგაჩნიათ - თქვენს შვილს, თანაც იმ ასაკში, როდესაც იყრება ბავშვის პიროვნების საძირკველი, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში აღმოჩნდება პატარა. მის ბუნებაზე, ადამიანურ თვისებებზე, განათლებაზე, ინტელექტზე, მისწრაფებებსა და ჩვევებზე იქნება დამოკიდებული თქვენი შვილის აღზრდა და გავითარება. ამიტომ დიდი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ. რეკომენდაციები აუცილებლად გადაამოწმეთ, დასვით კითხვები, ნუ მოგერიდებათ, გამოჩნდეთ ზედმეტად ცნობისმოყვარე - ძიძის არჩევისას დაშვებული შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეორე დედა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები