/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

მივემგზავრებით დასასვენებლად

მივემგზავრებით დასასვენებლად
ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, განურჩევლად იმისა, ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფელში.

სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, მით უმეტეს, როცა მას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვიპასუხებს.

- რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბავშვების უმრავლესობას აქვს რაქიტი - ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების პათოლოგია. იგი წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად ბავშვები, რომლებსაც რაქიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აქვთ?

- რაქიტის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მარილიან წყალს, მზეს და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი კი, მოგეხსენებათ, ურეკია. ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. იგი თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკურ, მასაჟისებურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.

- როგორ გამოვიყენოთ ბუნებისგან ბოძებული ეს სიმდიდრე, რათა მან ნამდვილად არგოს და არავითარი ზიანი არ მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს?

- უპირველეს ყოვლისა, ქვიშა უნდა იყოს სუფთა. ხშირად სანაპიროს თვით დამსვენებლები აბინძურებენ ხილის, ნაყინის და საკვების ნარჩენებით. მათ ეხვევა უამრავი მწერი, რომელთა ნაკბენიც პატარასთვის სახიფათოა. ქვიშა სასურველია გაიცრას საშუალო ზომის საცერში. დილით ადრე გაცრილ ქვიშაში გააკეთეთ ორმო, 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვი ორმოში ჩასვით და ზედ ცხელი ქვიშა დააყარეთ. ღია დაუტოვეთ თავი, კისერი, გულმკერდი. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, პროცედურა ქოლგის ჩრდილში ჩაატაროთ. პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და თანდათან 5-15 წუთამდე ადის. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა ჩამოუბერტყეთ, ზეწარი შემოახვიეთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინეთ, შემდეგ კი შეიძლება თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

- სად ურჩევთ დასვენებას ბავშვებს, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვთ?

- ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და, საზოგადოდ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით განასხვავებენ მაღალ, საშუალო და დაბალ მთის კურორტებს. მაღალი მთის კურორტებში ჰავა საუკეთესოა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ასეთია ბახმარო. იგი ზღვის ახლოს მდებარეობს, ამიტომ ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ ჩამოჰყავთ ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა, ანემია. ბახმაროს ჰავა კარგია ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების სტადიაში. საშუალო მთის კურორტებია წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან). მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ. საშუალო მთის კლიმატი უხდება: ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას), ალერგიულ დაავადებებს. განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. აქ ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. მშობლებს უჭირთ გადაწყვეტა, გაიყვანონ თუ არა ჩვილი ქალაქიდან. დაბალი მთის კურორტების უპირატესობა სწორედ ეს არის - იქ თამამად შეიძლება წლამდე ასაკის პატარების წაყვანაც. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად აქ არის მინერალური წყლებიც. მათ მიეკუთვნება ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე. რამდენიმე დაბალმთიანი კურორტი თბილისის ახლოსაც მდებარეობს: წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, მანგლისი. დაბალი მთის კურორტებზე დასვენებას ვურჩევთ პატარებს, რომლებსაც აქვთ: ბრონქოადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰოპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა.

- მგზავრობის თადარიგს დედა საოჯახო აფთიაქის ჩალაგებით იწყებს. თქვენ რას ურჩევთ მშობლებს, რომელი მედიკამენტები წაიღონ თან?

- ახალ გარემო პირობებთან შეგუების პროცესი თითქმის ყველა ბავშვისთვის ერთნაირია. ამას ჩვენ აკლიმატიზაციას ვუწოდებთ. ის სხვადასხვაგვარად ვლინდება, თუმცა ძირითადი ნიშნები ერთნაირია: სუბფებრილური სიცხე, ჭირვეულობა, მოუსვენრობა, უმადობა, უძილობა. მშობლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ, წინასწარ, გამგზავრებამდე უნდა შეხვდნენ ბავშვის პირად პედიატრს და მასთან ერთად გადაწყვიტონ, სად ჯობს მისი წაყვანა. ჩემი რჩევა ასეთია: აკლიმატიზაციის პროცესის გასაადვილებლად კურორტზე თვეზე ნაკლებ ხანს ნუ დაყოფთ. არცთუ იშვიათად მშობლები ცდილობენ, 10 დღეზე მეტხანს არ დარჩნენ ამა თუ იმ ადგილას. ეს იმიტომ, რომ სურთ, ბავშვი მთაშიც დაასვენონ, ზღვაზეც და ეს ყოველივე ერთ თვეში მოასწრონ. ასეთ მოკლე დროში ორი განსხვავებული კლიმატის გამოცვლა დიდად სასარგებლო არ არის, ბავშვის ორგანიზმი ერთ ადგილთან შეგუებას ვერ ასწრებს, რომ უკვე გამგზავრება უწევს და მეორე ადგილის შეგუება სჭირდება, ამგვარად, მთელი თვე შეგუების პროცესშია და მისი პატარა ორგანიზმი დასვენების ნაცვლად სტრესს განიცდის. რაც შეეხება სამედიცინო ჩანთას, მასში უნდა ჩაალაგოთ ბამბა, ბინტი, ბრილიანტის მწვანე, ფურაცილინის ხსნარი, სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლი, იბუპრენი), ფხვნილი ელექტროლიტური ხსნარის მოსამზადებლად (რეჰიდრონი), ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებები, ერთჯერადი ლეიკოპლასტირი.

- კურორტი შევარჩიეთ, ჩანთა ჩავალაგეთ, მედიკამენტებიც ადგილზეა, დაგვრჩა კიდევ ერთი პრობლემა: როგორ მოვამზადოთ ხანგრძლივი მგზავრობისთვის ჩვენი პატარა?

- ეს პრობლემა ნამდვილად იჩენს თავს მგზავრობის დროს. ბავშვს ეწყება ბოყინი, სლოკინი, გულისრევა, პირღებინება. თადარიგი მგზავრობამდე ერთი დღით ადრე უნდა დაიჭიროთ. ბავშვს დაალევინეთ პრეპარატი, რომელიც ამ სიმპტომებს ახშობს. დოზასა და პრეპარატს ექიმი შეგირჩევთ. კეთილ მგზავრობასა და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

კომენტარები (3)
Magdu
Gamarjobat,chemi shvili seqtembris dasawyisshi xdeba 3 tvis,sheidzleba tu ar zgvaze wayvana? Ra rchevebs momcemdit?
თარიღი : 10-08-2017
ვახო ზაქარეიშვილი
vaxo says: 20.06.2015 at 15:46 ჩემი შვილი 4 წლის არი (ბიჭი) გუშინ აუგეთ ანალიზები, ჩიყვი აღმოჩნდა დზაან პატარა ზომის,მაინტერესებს ეგ საშიშია თუ არა და რა ზომები მივიღო?მადლობთ წინასწარ
თარიღი : 20-06-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მივემგზავრებით დასასვენებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები