/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ჭუპა-ჭუპა, წყალი მალე!

ჭუპა-ჭუპა, წყალი მალე!
ახალშობილი ჩვილი ყოველგვარ სიახლეზე შიშით რეაგირებს, რადგან ჯერაც არ არის ადაპტირებული ამ სამყაროსთან და არ იცის, რა ელის აქ.

როცა მშობლებს ეს გაცნობიერებული არა აქვთ, ნებისმიერი ბანაობა შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს. ეცადეთ, ექვს თვემდე ასაკის ბავშვი ისეთ დროს აბანაოთ, რომ მშიერი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ინერვიულებს და ჭირვეულობაც გარანტირებულია. არც ჭამის დასრულებისთანავე ბანაობაა რეკომენდებული. თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, შეიძლება, ბანაობა კვებიდან მცირე ხნის შემდეგ დავგეგმოთ - დედის რძე კარგად გადამუშავდება და კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ აჩენს, შესაბამისად, არც ბავშვს შეუქმნის ბანაობის დროს დისკომფორტს.

პატარა ბავშვს დიდ აბაზანაში ნუ ჩასვამთ. როცა ის დიდ უცნობ სივრცეში აღმოჩნდება, შიში და მოუსვენრობა დაეუფლება. ყველაზე კარგია საშუალო ზომის აბაზანა სპეციალური საბანაო შეზლონგით.

ბანაობის შიში რომ არ გაუჩნდეს, ეს პროცესი ბავშვისთვის ძალიან კომფორტული უნდა იყოს. წყლის რეკომენდებული ტემპერატურა 37 გრადუსია. უნდა გათბეს ის ოთახიც, სადაც პატარა იჭყუმპალავებს. გარდა ამისა, ბავშვს უნდა ესმოდეს ალერსიანი სიტყვები, წყნარი ღიღინი. წყალი სხეულს ნელა უნდა ესხმებოდეს - ჯერ კიდურებზე, შემდეგ ზემოთ. თბილი წყალი, სიმშვიდე და დედის სითბო პატარას მუცლადყოფნის უზრუნველ პერიოდს ახსენებს. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ ბავშვი ცდილობს, აბაზანაში ემბრიონის პოზა მიიღოს - ხელ-ფეხს ხრის და მუცელთან მიაქვს. ბანაობისას ყველა ნაოჭი ნაზად უნდა დაიბანოს, ნელა გაიშალოს მუჭები. არ არის აუცილებელი საპნის იმთავითვე გამოყენება, მით უმეტეს, ყოველდღიურად. ის მაშინ გახდება საჭირო, როცა ბავშვი წამოიზრდება და ცოცვას იწყებს. ჩვეულებრივ, ბანაობა 15-20 წუთი გრძელდება. ამის შემდეგ პატარა უცებ უნდა გავახვიოთ მომზადებულ რბილ პირსახოცში და ნელი, ფაქიზი მოძრაობებით შევამშრალოთ. ამის შემდეგ შეიძლება, ჭიპის დამუშავება და პროცედურები დავიწყოთ. თუ პატარა ბანაობისას ტირის, ეცადეთ, აბაზანაშივე დააწყნაროთ, მაგრამ თუ ვერაფერი გააწყვეთ, რა თქმა უნდა, ჯობს, წყლიდან ამოიყვანოთ. თუ ბავშვს წყალში დავტოვებთ და დისკომფორტის ატანას ვაიძულებთ, ამით მას განვუმტკიცებთ წყლის შიშს და უნდობლობას მშობლების მიმართ. პატარა ვერასოდეს მიხვდება, ასე რატომ აწვალებენ საყვარელი დედიკო, მამიკო, ბებო... თუ ჩვილს მშრალი კანი აქვს, ყოველდღე დაბანა არ არის აუცილებელი. საკმარისია ორ დღეში ერთხელ. როგორ შევარჩიოთ ბანაობის დრო? ამისთვის მცირე ხანს ბავშვს უნდა დავაკვირდეთ. თუ პატარა ბანაობის შემდეგ იძინებს, ეს პროცედურა საღამოს უნდა დავგეგმოთ, ხოლო თუ ბანაობის შემდეგ გამოცოცხლდება ხოლმე - დღისით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ერთი წლის შემდეგ

პატარა, რომელიც ადრე სიამოვნებით ბანაობდა, დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ჭირვეულობას იწყებს. თუმცა გამოსავალი მსგავს შემთხვევებშიც არსებობს. ბავშვი, რომელიც მყარად დგას ფეხზე, უკვე მზადაა, დიდი აბაზანა "აითვისოს". მისთვის უნდა იყიდოთ სპეციალური რეზინის ბილიკი, რომელიც აბაზანის ფსკერს ეკვრის (რათა ბავშვს ფეხი არ დაუსრიალდეს) და პატარა თანდათან შხაპის ქვეშ ბანაობას მიაჩვიოთ. პატარები მზად არიან, საათობით იდგნენ შხაპის ქვეშ და წყალს სხვადასხვა სათამაშო და ჭურჭელი შეუშვირონ. მშობლებმაც უნდა ისარგებლონ ამ მომენტით. ბავშვისთვის ყველაზე დიდი დისკომფორტია წყალი, რომელიც თავზე ესხმება და თვალებში ჩასდის. განსაკუთრებულ დისკომფორტს ყიფლიბანდზე წყლის ნაკადის შეხება იწვევს. ძალიან არასასიამოვნოა წყლის ყურებში ჩასვლაც. ზოგჯერ წყლის დასხმისას პატარები ცდილობენ ცხვირით ისუნთქონ და ამ დროს მოხრჩობის შეგრძნება ეუფლებათ. ამ უსიამოვნებათა თავიდან ასაცილებლად შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური საბანაო ქუდი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის თავის თმიან ნაწილს და სახეს წყლისგან იცავს. კარგი იქნება, თუ ბანაობისთვის მოიფიქრებთ მხიარულ რიტუალს, რომლის მოლოდინიც ექნება პატარას.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ორი წლის შემდეგ

ამ ასაკის ბავშვები დიდ აბაზანაში ბანაობას ამჯობინებენ, ოღონდ თავისებური, ბავშვური "იმპროვიზაციებით". მათ მოსწონთ დგომა ან ჯდომა დიდ აბაზანაში ჩადგმულ საბავშვო აბაზანაში ან დიდ სათლში, თან თამაში წყლის ქვეშ. არ დააძალოთ ბავშვს, "დიდივით" იბანაოს. ეს დრო თავისთავად დადგება, პატარა თავად ამოძვრება პატარა აბაზანიდან და დიდ აბაზანას "მოირგებს". თუმცა არის შემთხვევებიც, როცა ბავშვს დიდი აბაზანისა ეშინია. ამ შემთხვევაში თამაში უნდა დაიხმაროთ. წაიყოლეთ პატარა მაღაზიაში, რათა მისი გემოვნებით აარჩიოთ ღრუბელი, სათამაშო, რომელიც უნდა აბანაოთ ან აბაზანის კედელს მიამაგროთ. მოწონებას დაიმსახურებს დასაქოქი მოცურავე სათამაშოებიც. ბანაობისთვის საჭირო შამპუნი, ქაფი თუ საპონიც შვილის გემოვნებით უნდა შეიძინოთ. აარჩევინეთ ისინი პატარას სუნის, ფერის, ჭურჭლის მიხედვით. თუ ბავშვი ბანაობაზე მაინც უარს ამბობს, შესთავაზეთ, დაბანოს საყვარელი სათამაშო. ეს თხოვნა სათამაშოსაც "ათქმევინეთ", ხოლო ბანაობის შემდეგ მისი სახელით მადლობის სიტყვებიც არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ: მთავარია, თავად შეინარჩუნოთ კარგი განწყობა. პატარა ვერ უნდა გრძნობდეს, რომ დაძაბული ხართ და ბანაობის წინ ნერვიულობთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჭუპა-ჭუპა, წყალი მალე! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები