ვისწავლოთ თამაშით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვისწავლოთ თამაშით

ძალდაუტანებლად

საუკეთესო ვარიანტია, მეცადინეობა მაშინ დავიწყოთ, როდესაც ბავშვი უკვე საკმაოდ გამართულად ალაპარაკდება მშობლიურ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მის გონებაში ნამდვილი ქაოსი დატრიალდება.

უმთავრესი პირობა: არავითარ შემთხვევაში არ დაატანოთ ძალა, არ ეცადოთ მის მოსყიდვას, ათასგვარი დაპირებით არ აიძულოთ, აკეთოს ის, რაც არ სურს და არ აინტერესებს. თუ ბავშვი უარს ამბობს უცხო ენის შესწავლაზე, უცხო სიტყვების გამეორებაზე, ჯობს, რამდენიმე ხანს დავიცადოთ და მერე ხელახლა ვცადოთ ბავშვის დაინტერესება. უცხო ენის სწავლება უნდა დავიწყოთ სასაუბრო მეტყველებით. ბავშვი ადვილად აღიქვამს ასო-ბგერებს, როდესაც უკვე იცის სიტყვა. ბუნება თვითონვე გვიბიძგებს ასეთი მეთოდისკენ. მშობლიური ენის შესწავლასაც ხომ სასაუბრო მეტყველებით ვიწყებთ. თავდაპირველად ვისმენთ, ვიმეორებთ, წარმოვთქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვსწავლობთ წერა-კითხვას. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე.

თავდაპირველად რეკომენდებულია მეცადინეობა დღეში 15 წუთს. სწავლება უნდა მიმდინარეობდეს თამაშის, ხატვის, ძერწვის ფონზე. თუ ოჯახში არის უფროსი ბავშვი, რომელიც უცხო ენას სწავლობს, შესაძლოა, პატარაც უფრო ადვილად დავაინტერესოთ - უმცროსებს ყოველთვის აქვთ უფროსებისადმი მიბაძვის მოთხოვნილება. გამოიყენეთ როლური თამაშები: დედაშვილობანა, მაღაზიობანა, ექიმობანა, მანქანით გასეირნება... თამაშის დროს ბავშვი უფრო იოლად დაიმახსოვრებს ახალ სიტყვებს. საერთოდ, ბავშვები ადრეულ ასაკში თვალის დახამხამებაში იმახსოვრებენ, მაგრამ ასევე სწრაფად ივიწყებენ ნასწავლს, თუ ხშირად არ გაამეორებინეთ. ყოველდღიური გამოთქმები "დილა მშვიდობისა", "ღამე მშვიდობისა", "გმადლობთ", "ბოდიში", "მომეცი", "აიღე", ფერების აღმნიშვნელი სახელები უნდა გაიმეოროთ მშობლიური ენის სიტყვებთან მონაცვლეობით. თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს უცხო ენის შემსწავლელ სპეციალურ ცენტრში მიაბარებთ, კარგი იქნება, გაკვეთილებს თქვენც დაესწროთ. აწარმოეთ ჩანაწერები, რათა შინ შვილთან ერთად გაიმეოროთ განვლილი მასალა.

გამოიჩინეთ ინტერესი

დღეს ბავშვების უმრავლესობა დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობს რომელიმე უცხო ენას. მათ ამ პერიოდშიც სჭირდებათ მშობლების დახმარება. ასე რომ, უნდა დაინტერესდეთ, რას გადის თქვენი შვილი უცხო ენის გაკვეთილზე. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა შეძლოთ. თუ პატარასთან ერთად თავიდანვე მოჰკიდებთ ხელს უცხო ენის სწავლას, სირთულეები აღარ წარმოიშობა. პრობლემასთან შეჯახებისთანავე ბავშვებს ინტერესი უქრებათ. სამაგიეროდ, დიდ ინტერესს იჩენენ უცხო ენის მიმართ, როდესაც გრძნობენ, რომ გამოსდით. ამიტომ აუცილებელია, ბავშვი შევაქოთ და წავახალისოთ, ვაგრძნობინოთ, რომ სირთულეებისა არ უნდა ეშინოდეს, რომ ჩვენ მასთან ვართ. მეცადინეობის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის განწყობაზეც. არ ღირს გაკვეთილის ჩატარება, თუ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს ან ეძინება. რაც უფრო მეტ მოთმინებასა და სიყვარულს, მზრუნველობასა და ყურადღებას გამოვიჩენთ ჩვენი შვილების მიმართ, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ისინი ცხოვრებაში.