როცა ბავშვი კოჭლობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ბავშვი კოჭლობს

დისტროფიის, პოლიომიელიტის, თავის ტვინში მიმდინარე დარღვევების შედეგი იყოს. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება პედიატრი ნინო გასვიანი.

  • ქალბატონო ნინო, გვესაუბრეთ ბავშვთა ასკში კოჭლობის მიზეზებზე

-ბავშვთა ასაკში კოჭლობას სხვადასხვა მიზეზი იწვევს, მაგრამ შედეგი ერთნაირია: პატარას უყალიბდება სიარულის დამახასიათებელი მანერა, რადგან კიდურებზე არათანაბრად ანაწილებს სხეულის სიმძიმეს. შესაძლოა, კოჭლობას თან სდევდეს ტკივილი, კიდურების სისუსტე, შესამჩნევი იყოს დეფექტი, რომელიც ბავშვს აიძულებს, სხეულის სიმძიმე ცალ მხარეს გადაიტანოს, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს იგი ცალ ფეხს ტროტუარზე ადგამს, მეორეს კი ქვემოთ, სავალ გზაზე. ტკივილი შესაძლოა შეიგრძნობოდეს ბარძაყის, მუხლის ტერფის მიდამოში. განურჩევლად იმისა, სად არის ტკივილის წყარო და არის თუ არა იგი საერთოდ, კოჭლობა ნორმიდან გადახრაა.

  • კერძოდ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ის?

- მიზეზის დასადგენად ბავშვი გულისყურით უნდა გავსინჯოთ, განსაკუთრებით - მცირე ასაკის პატარები, რომელთაც ჯერ კიდევ უჭირთ თავიანთი შეგრძნებების გადმოცემა.

ყველაზე გავრცელებული მიზეზები, მაგალითად, ტრავმა, ყველაზე ნაკლებად სახიფათოა. კოჭლობის მიზეზი შეიძლება იყოს მოუხერხებელი ფეხსაცმელი, ფეხის ფრჩხილის ჩაბრუნება ან თითის დაზიანება ფრჩხილების მოჭრისას, ბებერა. ექიმმა აუცილებელად უნდა გაარკვიოს, რას აკეთებდა ბავშვი ბოლო დღეებში, დაადგინოს, უჩივის თუ არა ტკივილს და სად არის მისი წყარო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობისთვის. ტკივილი უმეტესად ტრავმაზე - კიდურის დაჟეჟილობაზე, ნაღრძობზე, მოტეხილობაზე მიუთითებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ის ინფექციით, ნერვკუნთოვანი დაავადებით ან ძველი, არანამკურნალევი ტრავმით იყოს გამოწვეული.

  • შეიძლება თუ არა კოჭლობის მიზეზების დაჯგუფება ასაკის მიხედვით?

- მოზრდილი ადამიანის ძვალი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, ბავშვისა კი შედგება ორი ან მეტი ძვლოვანი შრისგან, რომლებიც ეპიფიზში ერთდება. სწორედ ეს შრეები აძლევს ძვალს ზრდის საშუალებას. ამის კვალობაზე, კოჭლობის მიზეზის დროული გამოვლენა მეტად მნიშვნელოვანია, რათა ჩატარდეს სწორი და ადეკვატური მკურნალობა და ძვალს ნორმალური ზრდის საშუალება მიეცეს.

მცირე ასაკის ბავშვები შეიძლება კოჭლობდნენ შემდეგი მიზეზების გამო:

  1. სახსრის (მემბრანების) ანთებითი დაავადება, მაგალითად, ბარძაყის სახსარში მიმდინარე ტოქსიკური სინოვიტის;
  2. სეფსისის (ორგანიზმში მიმდინარე ბაქტერიული ანთებითი პროცესის);
  3. ბავშვთა რევმატოიდული ართრიტი;
  4. წვივის ძვლების მოტეხილობა.

შედარებით მოზრდილი (12 წლამდე ასაკის) ბავშვები კოჭლობა შეილება გამოიწვიოს:

  1. სახსრის ამომფენი ქსოვილის ანთება;
  2. მენჯ-ბარძაყის სახსრის არატუბერკულოზური დაავადები.

ეს უკანასკნელი უმთავრესად ორიდან თორმეტ წლამდე ასაკში გვხვდება. პროცესი მოიცავს ერთ ან ორივე ფეხს. დამახასიათებელია ტკივილი მენჯის, ბარძაყის, მუხლის ან საზარდულის მიდამოში. მოსალოდნელია ბარძაყის თავის მენჯ-ბარძაყის სახსარში წანაცვლებაც.

პერტესის დაავადება

ხუთიდან ათ წლამდე ასაკში ბავშვები ხშირად უჩივიან ტკივილს ბარძაყის მიდამოში, რომელიც კოჭლობას იწვევს. არსებობს ასეთი დაავადება - მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოქონდროპათია, იგივე პერტესის დაავადება. ამ დროს დარღვეულია ბარძაყის ძვლის თავის სისხლით მომარაგება, რის მიზეზიც უცნობია. ამასთან ერთად ბავშვი შესაძლოა უჩიოდეს მუხლის ტკივილს. დაავადება, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის, მაგრამ არსებობს მომავალში ართრიტის განვითარების ალბათობა, ამიტომ თუ თქვენი შვილი აღწერილ სიმპტომებს უჩივის და ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის, უმჯობესია, დროულად მიიყვანოთ სპეციალისტთან მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოსკოპიული გამოკვლევის ჩასატარებლად.

თუ პატარა მეტისმეტად ემოციურია, შესაძლოა, კოჭლობის მიზეზი სტრესი და ძლიერი ემოცია იყოს.

თუ კოჭლობის არც ერთი თვალსაჩინო მიზეზი არ აღინიშნება, ბავშვი ერთი დღით ლოგინში ჩააწვინეთ, შეუზღუდეთ ფიზიკური აქტიურობა. თუ კოჭლობა მეორე დღესაც გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

ტრავმები

ბავშვები ბევრს მოძრაობენ და ხშირად შავდებიან. ტრავმა ხალხში უმთავრესად მოტეხილობასთან ასოცირდება, მაგრამ ფეხის ტკივილი და კოჭლობა სახსარში ან კუნთში სისხლჩაქცევითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

განსაკუთრებით პრობლემურია ახალფეხადგმული ბავშვი - ის ხშირად ეცემა და შავდება, ჩივილების გადმოცემა კი არ შეუძლია. ამ ასაკში მყესებისა და კუნთების დაჭიმვა, ღრძობა იშვიათია, რადგან პატარებს მყესები ძლიერი აქვთ, სამაგიეროდ, სუსტია სახსრების ეპიფიზი (ძვლების დაბოლოება), ამიტომ ის, რაც ნაღრძობი გგონიათ, შესაძლოა ძვლის ან ეპიფიზის მოტეხილობა იყოს. მოზარდებს შორის ხშირია მუხლისა და ტერფის ტრავმა. გოგონები მიდრეკილნი არიან მუხლის ფიალების წანაცვლებისკენ, ხოლო ვაჟები - მუხლისა და ტერფის ტრავმებისკენ, ვინაიდან ისინი უფრო მეტად ეტანებიან სპორტის კონტაქტურ სახეობებს: ფეხბურთს, რაგბის. ტრავმის დროს შეიძლება დაზიანდეს ეპიფიზიც. ეპიფიზი ძვლის ზრდის პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მისი დაზიანება განსაკუთრებით სახიფათოა.

  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

-როცა კოჭლობის მიზეზი დაღლილობა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი ან ბებერაა, მისი აღმოფხვრის შემდეგ პრობლემა უნდა გაქრეს და ბავშვი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. თუ კოჭლობამ არ გაიარა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ექიმს უნდა მიმართოთ მაშინაც, როცა კოჭლობას თან სდევს თუნდაც უმნიშვნელო ტკივილი, რომლის მიზეზიც უცნობია, ხოლო ტკივილი არ ემორჩილება სახლის პირობებში მკურნალობას.

თუ ბავშვს ტკივილი ღამით არ აწუხებს და თავს მკურნალობის გარეშეც კარგად გრძნობს, შეუძლია, ჩვეული საქმიანობა განაგრძოს.

საშიშია, როცა კოჭლობას თან სდევს:

  1. მაღალი სიცხე;
  2. ძლიერი ტკივილი;
  3. კიდურის შეშუპება. ამ დროს ბავშვს არ ძალუძს ჩვეული საქმიანობის შესრულება და 3-4 საათში ერთხელ ითხოვს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.

ტრავმის შემდეგ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ გადაუდებელი დახმარებისთვის, თუ:

  1. ძლიერი ტკივილის გამო ბავშვს სიარული უჭირს;
  2. მოტეხილობის ნიშნები თვალსაჩინოა, ძვალი დეფორმირებულია ან ამოწეულია კანის ზედაპირიდან.

ვიდრე ექიმთან მიხვალთ, ჰკითხეთ ბავშვს:

  1. სტკივა თუ არა;
  2. თუ სტკივა, სად (ანუ განსაზღვრეთ ტკივილის ლოკალიზაცია).

ამის შემდეგ სცადეთ, აამოძრაოთ ტრავმირებული ფეხი: ჯერ - თითები, შემდეგ - ტერფი, ამის შემდეგ კიდური მუხლის სახსარში აამოძრავეთ, ბოლოს კი - მენჯ-ბარძაყის სახსარში. დააკვირდით, ხომ არ ჩანს კანზე რამე ისეთი, რამაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს, მაგალითად, კოჟრი, ნაკაწრი, ჭრილობა ან უცხო სხეული. უმეტესად მშობლებს თვითონ შეუძლიათ კოჭლობის მიზეზის ლიკვიდაცია, მაგრამ თუ მიზეზი უცნობია ან არ გაგაჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, გირჩევთ, ექსპერიმენტებს თავი ანებოთ და მიმართოთ ექიმს.

ექიმი ჩვენი მეგობარია

თითქმის ყველას ურჩევნია, თუ შესაძლებელია, ექიმის ჩაურევლად, შინაური საშუალებებით იმკურნალოს. აქ უმთავრესად მედპერსონალისადმი შიშის ფაქტორი მოქმედებს. რომ იცოდეთ, რა ხდება ექიმის კაბინეტში, შიშის დაძლევა საგრძნობლად გაგიადვილდებოდათ. მაშ ასე - როგორ იქცევა ექიმი, როცა მას კოჭლობით მოსიარულე ბავშვს მიუყვანენ:

  1. თავდაპირველად გამოიკითხავს, როგორ და როდის დაიწყო კოჭლობა, როგორია ტკივილის ხარისხი სიარულისა თუ მოსვენების დროს.
  2. ამის შემდეგ იწყებს ბავშვის ფიზიკურ გასინჯვას: სთხოვს, გაიაროს კაბინეტში, ავიდეს და ჩამოვიდეს კიბეზე, მონაცვლეობით დადგეს ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფეხზე. გაარკვევს, ხომ არ უკავშირდება კოჭლობა კუნთოვან სისუსტეს ან ნერვკუნთოვან დაავადებას.
  3. თუ კოჭლობასთან ერთად აღინიშნება ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ტემპერატურის მომატება, შეშუპება, გაცხელებული კანი, მტკივნეულობა შეხებისას - შეეცდება, გაარკვიოს მათი მიზეზი.
  4. ჩვენების მიხედვით აუცილებლად დანიშნავს რენტგენოგრაფიას, სისხლის საერთო ანალიზს და სხვა ლაბორატორიულ კვლევებს. შესაძლოა, დიაგოზის დასაზუსტებლად საჭირო გახდეს ორთოპედის ჩარევაც.

მძიმე შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, მკურნალობა სტაციონარში ჩატარდეს.

განურჩევლად მიზეზისა, დროული მკურნალობა აუცილებელია, რათა ძვალს მიეცეს ზრდის საშუალება და ბავშვის ზრდა-განვითარება არ შეფერხდეს.