/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჩაბრუნებული ფრჩხილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩაბრუნებული ფრჩხილი

ყველაზე ხშირად ჩაზრდილი ფრჩხილი ფეხის დიდ თითზე აღინიშნება. ვითარდება ანთებითი პროცესი, შეშუპება, სიწითლე და მტკივნეულობა.

მიზეზები:

  • პედიკიურის წესების დაუცველობა. ონიქოკრიპტოზის ძირითადი მიზეზი სწორედ მანიკიურის მაკრატლის არასწორი ხმარებაა ფრჩხილის მოჭრისას. შეიძლება, შემთხვევით მოვჭრათ ფრჩხილის კუთხე, დავტოვოთ მახვილი კიდე, ფრჩხილი ზედმეტად მოვიჭრათ. ყველაფერი ეს საშიშია და უმეტეს შემთხვევაში ანთების პროვოცირებას ახდენს.
  • ფეხებზე ზედმატად დიდი დატვირთვა.
  • მოუხერხებელი და ვიწრო ფეხსაცმლის ტარება.
  • ვალგუსური ტერფი და ბრტყელტერფიანობა. ტერფი დეფორმირდება და მეორე თითის ზეწოლის შედეგად მრუდდება დიდი თითი.
  • ორსულობა და მშობიარობისშემდგომი პერიოდი.
  • დაავადებები, რომლებიც უკავშირდება ფრჩხილის ფირფიტის არასწორ კვებას, მათ შორის შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ენდოკრინულ დაავადებებსა და სიმსუქნეს.
  • ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარება.
  • სოკოვანი დაავადება. მის გამო ფრჩხილი სქელდება, კარგავს საწყის ფორმას და ჩაიზრდება ფრჩხილის ირგვლივ მორგვში.
  • ფრჩხილქვეშა ბალიშში რბილი ქსოვილის სიჭარბე, როგორც წესი, თანდაყოლილი პათოლოგია.
  • მოყინვა ან თითების მექანიკური დაზიანება.
  • კანის დაავადებები, რომლებიც განაპირობებენ ფრჩხილის დეფორმაციას – ფსორიაზი, ლიქენი და სხვა.

სიმპტომები:

  • ფრჩხილის მიდამოში მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ჩაცმისა და სიარულისას.
  • შეწითლება, შესივება, მტკივნეული პულსაცია და ჩირქოვანი გამონადენი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შიგნით შეაღწია ინფექციამ.
  • ფრჩხილის ირგვლივ ქსოვილის ზედმეტი ზრდა.
  • ფრჩხილის ფირფიტის სიმკვრივის გაზრდა, დეფორმირება, ჩირქის გაჩენა, რბილი ქსოვილის გაუხეშება.

პროფილაქტიკისათვის საჭიროა:

  • თავისუფალი ფეხსაცმლის ტარება.
  • ჰიგიენური წესების დაცვა.
  • ფრჩხილის სწორად მოჭრა.

სადეზინფექციო აბაზანები:

კარგ ეფექტს იძლევა დღეში 2-4-ჯერ რეგულარულად სოდიანი ან ზღვის მარილის აბაზანები. აბაზანა არბილებს ქსოვილს და გვეხმარება ფრჩხილის მოშორებაში, თუ ეს მოხდა, აუცილებლია დამუშავებული ადგილების ბეტადინით გასუფთავება.

ქლორჰექსიდინის ხსნარი

დაასველეთ სტერილური ბინტი და მოათავსეთ კანის მორგვსა და ფრჩხილს შორის, როგორც კი გაშრება, ისევ დაისველეთ ანტისეპტიკით.

ქირურგიული მეთოდები

ლაზერით მოწვა – ამ პროცედურას მიმართავენ, როდესაც ფრჩხილი ნუნის დონეზეა ჩაზრდილი. ლაზერის კონის საშუალებით ხდება პრობლემური ფრჩხილის ნაწილისა და წამოზრდილი უჯრედების მოწვა, აშორებენ გრანულაციასა და ანთებით ქსოვილს.

ფრჩხილის ფირფიტის ჩაზრდილი კიდის რეზექცია. დაჩირქებისას, უმეტეს შემთხვევაში, ფრჩხილის მთელი ფირფიტის მოხსნა ხდება საჭირო. ახალი ჩნდება დაახლოებით 3 თვეში.

როგორ მოვიქცეთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ

რეზექცია საკმაოდ სერიოზული ოპერაციაა, რომელიც ხანგრძლივ აღდგენას მოითხოვს. დასაწყისში დამუშავებული უბანი მტკივნეულია. სრულად ხორცდება ერთი თვის განმავლობაში. მაქსიმალურად მოარიდეთ ფრჩხილის ლოჟა ინფექციის მოხვედრას.

  • პირველ დღეებში საერთოდ ნუ დააბიჯებთ იმ ფეხს. შემდგომშიც დაზოგეთ და მოერიდეთ დატვირთვას.
  • უსიამოვნო შეგრძნების შემთხვევაში მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი.
  • ჩაიცვით ფართო ფეხსაცმელი, რომ არ ეხებოდეს მტკივნეულ თითს.

როგორ ავირიდოთ ფრჩხილის ჩაბრუნება

  • გაიკეთეთ ფეხებზე თბილი აბაზანა, რათა ფრჩხილი დარბილდეს.
  • მოიჭერით ფრჩხილი სწორად.
  • ფრჩხილის ბოლოებისა და კიდეების დასამუშავებლად გამოიყენეთ რბილი ქლიბი.
  • ნუ მოიჭრით ფრჩხილს ღრმად: თავისუფალი კიდის სიგრძე უნდა იყოს 2-3 მმ.
  • ატარეთ თქვენი ზომის ფეხსაცმელი და მოერიდეთ მაღალ ქუსლს (მაქსიმუმ 4 სმ). პათოლოგიებისას აუცილებლად გამოიყენეთ ორთოპედიული პროდუქცია.
  • რეგულარულად გამოიცვალეთ წინდები, დაიბანეთ ფეხები.
  • დროულად და სწორად იმკურნალეთ სოკოვანი ინფექცია.