/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ენდრო და მისი გამოყენება მედიცინაში

ენდრო და მისი გამოყენება მედიცინაში
ცოტა რამ ისტორიიდან - ენდრო, რომლის ფესვებსაც დღეს უმეტესად სააღდგომო კვერცხების შესაღებავად ვიყენებთ, უძველესი კულტურაა.

ჯერ კიდევ ძველი რომაელები, ეგვიპტელები და ბერძნები ამზადებდნენ მისგან მდგრად წითელ საღებავს შალის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებისთვის. იყო დრო, როდესაც ამ მცენარის მოვლა-მოშენება მეტად შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა. მისი ექსტრაქტი, კრაპი, სარფიანად იყიდებოდა.

ენდროს ხანა მე-19 საუკუნის დამლევს, ხელოვნური საღებავების შექმნის შემდეგ დასრულდა. სინთეზურმა ალიზარინმა ჩაანაცვლა ნატურალური კრაპი და ენდროს მოყვანაც მიატოვეს.

ენდრო სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა.მას მიწაში ჰორიზონტალურად მდებარე მძლავრი ფესვი აქვს (ე.წ. მთავარი ფესვი), რომლისგანც მრავალი შედარებით წვრილი ფესვი და ფესურა იტოტება. ფესვებიც და ფესურებიც სქელი მრავალშრიანი ადვილად აშრევებადი მოწითალო-მორუხო ფერის ქერქითაა დაფარული. საღებავების მისაღებად გამოიყენება ორწლიანი მცენარის ფესვები. ენდროსაგან სხვადასხვა ფერის საღებავს იღებენ - წითელს, ვარდისფერს, ნარინჯისფერსა და ყავისფერს.

ენდრო მედიცინაში

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდროს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ავიცენა უწევდა რეკომენდაციას მისი ფესვებისაგან მომზადებულ სასმელს. ეს უკანასკნელი თაფლით დამტკბარ წყალზე მზადდებოდა და გამოიყენებოდა საჯდომი ნერვის ანთების, ქსოვილთა მგრძნობელობის დაკარგვის და პარეზების სამკურნალოდ. ენდროს ნაყოფისგან ასევე თაფლის დამატებით ამზადებდნენ გადიდებული ელენთის სამკურნალო წამალს.

ენდროს ფესვებისაგან მიღებული პრეპარატები (ნაყენები, ნახარშები, მშრალი ექსტრაქტი, იგივე გამონაწვლილი და სხვა) ტრადიციულია ფიტოთერაპიაში, თუმცა თანამედროვე მედიცინაშიც წარმატებით იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, რადგან წარმოადგენს საუკეთესო ნეფროლიზურ და სპაზმების მომხსნელ საშუალებას. გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას საშარდე გზებიდან. ცნობილია, რომ ენდროს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ფოსფატური და ოქსალატური ბუნების კენჭების დასაშლელად.

ენდროს ფარმაკოლოგიური მოქმედება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ენდროს ფესვების ექსტრაქტი, ასევე ფხვნილი და სხვა გალენური პრეპარატები შლიან შარდის ბუშტსა და თირკმელებში არსებულ კენჭებს, განსაკუთრებით - კალციუმისა და მაგნიუმის ფოსფატების, აგრეთვე ოქსალატების შემცველ კენჭებს.

მცენარის გალენურ ფორმებს აქვს სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი მოქმედება. გარდა ამისა, ენდროს პრეპარატები ამცირებს თირკმლის ფიალებისა და შარდსაწვეთების ტონუსს და აძლიერებს მათი კუნთოვანი ელემენტების პერისტალტიკურ შეკუმშვას, რითაც ხელს უწყობს კენჭებისა და ქვიშის გადაადგილებას საშარდე გზებში.

ფესვებისა და ფესურებისაგან მიღებული მშრალი ექსტრაქტი შედის პრეპარატ ცისტენალის შემადგენლობაში. ჰომეოპათიაში გამოიყენება მცენარის ფხვნილი, ელენთის ტკივილითა და გადიდებით მიმდინარე ანემიების დროს კი ნაყენი.

ტიბეტურ მედიცინაში ანგინისა და დიფტერიის სამკურნალოდ მოწოდებული რთული რეცეპტების შემადგენლობაში ენდრო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

ინდოეთის მედიცინა წარმატებით იყენებს ამ მცენარეს ამენორეისა (მენსტრუაციის უქონლობა) და ანურიის (თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა) სამკურნალოდ.

კორეული მედიცინა (მრავალკომპონენტიანი ნახარშების შემადგენლობაში) - გულის სარქვლოვანი უკმარისობის დროს.

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ენდროს ფხვნილი, ასევე ნაყენი, ნახარში და ექსტრაქტი თირკმელების, საშარდე გზების, ღვიძლის, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ამენორეის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიასისა და პოდაგრის თერაპიაში.

გარეგანი მოხმარებისათვის - წყლულების, დერმატომიკოზების, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ნახარში ეფექტურია გარეგანი გამოყენებისათვის კანის კიბოს დროს.

თურქმენეთში კი მას მეხსიერების დარღვევების დროს იყენებენ. მცენარის ღეროებისაგან თურქმენეთში მზადდება მალამო (კვერცხის გულთან და შაბთან ერთად) გარეგანი გამოყენებისთვის - ამოვარდნილობების, მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ.

სასარგებლო რეცეპტები

  • ენდროს ნახარში: აიღეთ 10 გრამი დაქუცმაცებული ენდროს ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე თავდახურული ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააჩერეთ 15 წუთი და გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.
  • ენდროს ექსტრაქტი: რეკომენდებულია შარდკენჭოვანი დაავადების დროს. 3-4 წვეთი დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით დღეში სამჯერ. კოლიკის ანუ შეტევისებური ტკივილის დროს ჭამის შემდეგ ერთჯერადად 20 წვეთის მიღებაც კი შეიძლება. მკურნალობის კურსი 20-30 დღეს მოიცავს. კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ.
  • ენდროს ნაყენი: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ენდროს ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 10 საათი, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. შარდკენჭოვანი დაავადების დროს, კერძოდ, თირკმელებში ფოსფატური კენჭების არსებობის შემთხვევაში მთელი ულუფა ცხელ-ცხელი მიიღეთ დილით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რისი ბრალია გულისრევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია გულისრევა

წყენისგან ბავშვი ისე ცუდად ხდება, რომ გულისრევა ეწყება.

პირველი დახმარება ასეთ დროს მარტივია: სთხოვეთ პატარას, ისუნთქოს ცხვირ-პირთან მიტანილ ქაღალდის პარკში - მასში დაგროვილი ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ამცირებს გულისრევას. გაამეორებინეთ ეს რამდენიმეჯერ, ხოლო თუ გსურთ, ნამდვილად დაეხმაროთ, გაარკვიეთ სტრესის მიზეზი და ეცადეთ, აღმოფხვრათ იგი.

  • შეჭამა ზედმეტი

გულისრევა და პირღებინება შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვის ბრალიც იყოს. ნუ აიძულებთ ბავშვს, ბოლომდე შეჭამოს ულუფა, თუ აღარ უნდა.

პირღებინების შემდეგ მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაუკეთეთ მოტკბო-მომჟავო კისელი (წრაწი) - ის გულისრევას მოუხსნის. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

  • ეს ალერგიაა

ბავშვს ჭამის დამთავრებისთანავე ერევა გული? გამორიცხეთ საკვების აუტანლობა. ის შეიძლება გამოიწვიოს ალერგენების შემცველმა პროდუქტებმა - შოკოლადმა, რძემ, ეგზოტიკურმა ხილმა, ციტრუსმა, კვერცხმა, კაკალმა...

აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს - იგი მას ანტიჰისტამინურ პრეპარატს შეურჩევს.

გულისრევის შეგრძნებას ხსნის სამკურნალო ბალახების ნაყენი. აიღეთ მრავალძარღვა, გვირილა, კამა თანაბარი რაოდენობით, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ. მიეცით ბავშვს თითო სადილის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ 2-3-კვირის განმავლობაში.

  • ბევრი ირბინა

ბავშვს შესაძლოა აქტიური თამაშების შემდეგაც დაეწყოს გულისრევა. ამ დროს ის გაძლიერებული ოფლიანობის გამო სითხისა და მარილების დაკარგვის ბრალია.

როდესაც ბავშვი დარბის და ოფლიანდება, დროდადრო ასვით რამდენიმე ყლუპი წყალი. უმჯობესია მინერალური, არა ცივი! მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ახალნაჭამი, სავსე კუჭით, ფიზიკურად მეტისმეტად არ დაიტვირთოს.

  • უბრალოდ თავბრუხვევა

პატარებს სუსტი ვესტიბულური აპარატი აქვთ, ამიტომ მგზავროისას თავბრუ ეხვევათ და გული ერევათ.

ურჩიეთ ბავშვს, მგზავრობის დროს იყუროს პირდაპირ, გვერდითა ფანჯრიდან ნუ გაიხედავს, თორემ გულისრევა გაუძლიერდება. მგზავრობის წინ ნურაფერს აჭმევთ - სავსე კუჭზე გულისრევა უფრო ადვილად განვითარდება.

  • გამოვრიცხოთ ჭიები

ჭიებით - ჰელმინთებით ინვაზიისას დილაობით, უზმოზე, ბავშვს გულისრევის შეგრძნება შეაწუხებს. ჭიებზე მიანიშნებს ასევე პირიდან უსიამოვნო სუნი, ძილში კბილების კრაჭუნი, ნერწყვით დასველებული ბალიში, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და ა.შ. შესაძლოა, ყველა ეს ნიშანი ერთბაშად არ გამოვლინდეს - რომელიმე მათგანმა იმძლავროს.

გირჩევთ, ბავშვი ექიმ პარაზიტოლოგთან მიიყვანოთ გამოკვლევისთვის. მკურნალობასთან ერთად საჭიროა პირადი ჰიგიენის წესების დაცვაც. ასწავლეთ ბავშვს ხელების საპნით ბანა, დაუშალეთ პირში თითებისა თუ სხვა საგნების ჩადება. მანამდე კი უმჯობესია, ბავშვი პირად პედიატრს აჩვენოთ. ის დაწვრილებით გამოიკითხავს დეტალებს, სათანადო გამოკვლევებსაც მოიშველიებს და თქვენთან ერთად დასვამს სწორ დიაგნოზს.