/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

დაუპატიჟებელი სტუმრები

დაუპატიჟებელი სტუმრები
ჭიებზე საუბარი არასასიამოვნოა, მაგრამ აქტუალური. 6-7 თვიდან ჩვილი აქტიურად იწყებს გარე სამყაროს შემეცნებას ხელის შეხებით.

ამ დროს ჰელმინთებთან შეხვედრის რისკი ყველაზე უზრუნველყოფილი ბავშვებისთვისაც კი მაღალია. გვესაუბრება პედიატრი მაია მუზაშვილი.

  • ბავშვები უფრო ადვილად ინვაზირდებიან ჭიებით, ვიდრე უფროსები. რატომ არის ასე?

- არსებობს მოარული აზრი, თითქოს ბავშვის ჭიებით ინვაზიის მთავარი მიზეზი სახლში ჰიგიენის დაუცველობა იყოს, მაგრამ ამისგან ზედმიწევნით დალაგებულ სახლში მცხოვრები პატარაც კი არ არის დაზღვეული - ის ხომ გადის ქუჩაში, მგზავრობს ტრანსპორტით, თამაშობს ეზოში... ბავშვებს უყვართ სათამაშოების პირში ჩადება, დაუბანელი ხელებით საჭმლის ჭამა... ყოველგვარი ახსნა-განმარტება ფუჭია, ვიდრე პატარა თვითონ არ მიხვდება, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

  • ზრდის თუ არა სახლში ცხოველების ყოლა ჭიებით ინვაზიის რისკს?

- საწოლისა თუ მანეჟის მიღმა აღმოჩენისთანავე ბავშვი არასასურველ გარემოში ხვდება, ხოლო თუ სახლში კატა ან ძაღლიც არიან, ჭიებით ინვაზიის ალბათობა პრაქტიკულად 100%-ით იზრდება. შინ ცხოველი რომც არ გყავდეთ, ჭიებთან შეხვედრა მაინც გარდაუვალია - ეს მოხდება ეზოში, საბავშვო მოედანზე... რაც უფრო დიდია ბავშვი, ჭიებთან შეხვედრის მით მეტი შანსი აქვს მას.

1,5-3 წლის ასაკში პრაქტიკულად ყველა ბავშვი ჭიებით არის ინვაზირებული.

  • რას წარმოადგენენ ჭიები?

- ჭიები, მედიცინის ენაზე - ჰელმინთები, პარაზიტები არიან. მათ სიცოცხლისთვის სჭირდებათ პატრონი, მასპინძელი - უცხო ორგანიზმი, რომელიც მათი საცხოვრებელი ადგილიც არის და საკვების წყაროც. არსებობს ჰელმინთების 300-მდე სახეობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი ტიპი - მსხვილი (ასკარიდა, მახვილა) და ბრტყელი (სოლიტერი, ექინოკოკი). ისინი ნაწლავის სანათურში პარაზიტობენ. უფრო იშვიათად გვხვდება ჰელმინთები, რომლებიც უშუალოდ ნაწლავის კედელში ან სხვა ორგანოებში პარაზიტობენ. ასეთები არიან მწოველი ჭიები - ტრემატოდები. ბავშვებში ჭიებით ინვაზიის 90% ასკარიდასა და მახვილას წილად მოდის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

ასკარიდა10-15 სმ სიგრძის მრგვალი, ბოლოწამახვილებული ჭიაა. ვინაიდან ის წვრილ ნაწლავში პარაზიტობს, განავალში მისი კვერცხების აღმოჩენა საკმაოდ ძნელია. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ასკარიდა ადამიანის ნაწლავებში რამდენიმე წელი ცოცხლობს.

მახვილა1 სმ სიგრძის წვრილი, მოხრილი, თეთრი პარაზიტია. ბინადრობს წვრილი ნაწლავის ბოლოს და მსხვილ ნაწლავში, ამიტომ მისი აღმოჩენა შესაძლებელია განავალშიც. ღამით ის ნაწლავებიდან გამოდის და ანუსის გარშემო, კანის ნაოჭებში, დებს კვერცხებს. მახვილა 1,5 თვე ცოცხლობს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში უამრავი კვერცხის დადებას ასწრებს, ამიტომ ჭიების რაოდენობა გამუდმებით იზრდება და მკურნალობის გარეშე დაავადება წლობით მიმდინარეობს.

  • როგორ აღწევენ ჭიები ბავშვის ორგანიზმში?

- წესისამებრ, ორალურ-ფეკალური გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭიის კვერცხები ბავშვის დაბინძურებული ხელებიდან ხვდება პირში, იქიდან კი ნაწლავებში, სადაც მათი ცხოვრებისთვის იდეალური პირობებია.

გარკვეული ხნის შემდეგ ჰელმინთის კვერცხები განავალთან ერთად გამოდის გარეთ და სხვა ადამიანების ინვაზიის წყაროდ იქცევა.

პარაზიტები ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს კულინარიულად არასათანადოდ დამუშავებული ხორცისა თუ მდინარის თევზის, გაურეცხავი ხილისა და ბოსტნულის მეშვეობითაც. სათანადო თერმული დამუშავებისას ჰელმინთები იხოცებიან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დაუპატიჟებელი სტუმრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაუპატიჟებელი სტუმრები

ამ დროს ჰელმინთებთან შეხვედრის რისკი ყველაზე უზრუნველყოფილი ბავშვებისთვისაც კი მაღალია. გვესაუბრება პედიატრი მაია მუზაშვილი.

  • ბავშვები უფრო ადვილად ინვაზირდებიან ჭიებით, ვიდრე უფროსები. რატომ არის ასე?

- არსებობს მოარული აზრი, თითქოს ბავშვის ჭიებით ინვაზიის მთავარი მიზეზი სახლში ჰიგიენის დაუცველობა იყოს, მაგრამ ამისგან ზედმიწევნით დალაგებულ სახლში მცხოვრები პატარაც კი არ არის დაზღვეული - ის ხომ გადის ქუჩაში, მგზავრობს ტრანსპორტით, თამაშობს ეზოში... ბავშვებს უყვართ სათამაშოების პირში ჩადება, დაუბანელი ხელებით საჭმლის ჭამა... ყოველგვარი ახსნა-განმარტება ფუჭია, ვიდრე პატარა თვითონ არ მიხვდება, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

  • ზრდის თუ არა სახლში ცხოველების ყოლა ჭიებით ინვაზიის რისკს?

- საწოლისა თუ მანეჟის მიღმა აღმოჩენისთანავე ბავშვი არასასურველ გარემოში ხვდება, ხოლო თუ სახლში კატა ან ძაღლიც არიან, ჭიებით ინვაზიის ალბათობა პრაქტიკულად 100%-ით იზრდება. შინ ცხოველი რომც არ გყავდეთ, ჭიებთან შეხვედრა მაინც გარდაუვალია - ეს მოხდება ეზოში, საბავშვო მოედანზე... რაც უფრო დიდია ბავშვი, ჭიებთან შეხვედრის მით მეტი შანსი აქვს მას.

1,5-3 წლის ასაკში პრაქტიკულად ყველა ბავშვი ჭიებით არის ინვაზირებული.

  • რას წარმოადგენენ ჭიები?

- ჭიები, მედიცინის ენაზე - ჰელმინთები, პარაზიტები არიან. მათ სიცოცხლისთვის სჭირდებათ პატრონი, მასპინძელი - უცხო ორგანიზმი, რომელიც მათი საცხოვრებელი ადგილიც არის და საკვების წყაროც. არსებობს ჰელმინთების 300-მდე სახეობა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ორი ტიპი - მსხვილი (ასკარიდა, მახვილა) და ბრტყელი (სოლიტერი, ექინოკოკი). ისინი ნაწლავის სანათურში პარაზიტობენ. უფრო იშვიათად გვხვდება ჰელმინთები, რომლებიც უშუალოდ ნაწლავის კედელში ან სხვა ორგანოებში პარაზიტობენ. ასეთები არიან მწოველი ჭიები - ტრემატოდები. ბავშვებში ჭიებით ინვაზიის 90% ასკარიდასა და მახვილას წილად მოდის.

ასკარიდა 10-15 სმ სიგრძის მრგვალი, ბოლოწამახვილებული ჭიაა. ვინაიდან ის წვრილ ნაწლავში პარაზიტობს, განავალში მისი კვერცხების აღმოჩენა საკმაოდ ძნელია. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ასკარიდა ადამიანის ნაწლავებში რამდენიმე წელი ცოცხლობს.

მახვილა 1 სმ სიგრძის წვრილი, მოხრილი, თეთრი პარაზიტია. ბინადრობს წვრილი ნაწლავის ბოლოს და მსხვილ ნაწლავში, ამიტომ მისი აღმოჩენა შესაძლებელია განავალშიც. ღამით ის ნაწლავებიდან გამოდის და ანუსის გარშემო, კანის ნაოჭებში, დებს კვერცხებს. მახვილა 1,5 თვე ცოცხლობს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში უამრავი კვერცხის დადებას ასწრებს, ამიტომ ჭიების რაოდენობა გამუდმებით იზრდება და მკურნალობის გარეშე დაავადება წლობით მიმდინარეობს.

  • როგორ აღწევენ ჭიები ბავშვის ორგანიზმში?

- წესისამებრ, ორალურ-ფეკალური გზით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭიის კვერცხები ბავშვის დაბინძურებული ხელებიდან ხვდება პირში, იქიდან კი ნაწლავებში, სადაც მათი ცხოვრებისთვის იდეალური პირობებია.

გარკვეული ხნის შემდეგ ჰელმინთის კვერცხები განავალთან ერთად გამოდის გარეთ და სხვა ადამიანების ინვაზიის წყაროდ იქცევა.

პარაზიტები ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს კულინარიულად არასათანადოდ დამუშავებული ხორცისა თუ მდინარის თევზის, გაურეცხავი ხილისა და ბოსტნულის მეშვეობითაც. სათანადო თერმული დამუშავებისას ჰელმინთები იხოცებიან.


  • არსებობს თუ არა ჭიების საწინააღმდეგო იმუნიტეტი?

- ჩვენს ორგანიზმს პარაზიტული და სხვა დაავადებებისგან თავდაცვის უნარი რომ არ ჰქონდეს, 30 წლამდეც ვერ ვიცოცხლებდით. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგო რამდენიმე ბარიერი. პირველი ნერწყვი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტებს, რომლებიც შლის პირის ღრუში მოხვედრილ პარაზიტის კვერცხებს. თუ ეს ბარიერი მწყობრიდან გამოვიდა, ამოქმედდება მეორე - კუჭის მჟავა არე. რაც უფრო მაღალია მჟავიანობა, მით უფრო ნაკლებია ჭიებით ინვაზიის შანსი. ნაწლავებში კი გამომუშავდება განსაკუთრებული ანტისხეულები ანტიგენის მიმართ, რომელიც ჰელმინთებს ანადგურებს ან ართმევს აქტიური გამრავლების უნარს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ბავშვის ორგანიზმის ფერმენტული აქტივობა არასრულია, ამიტომ ჭიებისგან თავდაცვის უნარი მხოლოდ მოზრდილებს შესწევთ.

  • მაშ, როგორ დავიცვათ ბავშვი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან?

- თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა, ვასწავლოთ პატარებს ხელების საპნით ბანა და ჰიგიენის ელემენტარული წესები. ვიდრე ბავშვი ფეხს აიდგამს, მისი საწოლი და მანეჟი უნდა იყოს იდეალურად სუფთა; ბავშვთან ან მის ნივთებთან ყოველი კონტაქტის - თამაშის, მოფერების, კვების წინ უფროსებმა ხელები საპნით უნდა დაიბანონ.

არ უნდა დავუშვათ ბავშვისა და მისი ნივთების კონტაქტი შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან. როცა ბავშვი ხოხვას და სიარულს დაიწყებს, არ მივცეთ შემოსასვლელსა და ტუალეტში შესვლის, უფროსებისა თუ თავისი ფეხსაცმელების შეხების უფლება.

დროდადრო სახლი დავალაგოთ სველი წესით, გავაცალკეოთ შინ და ეზოში სათამაშო ნივთები.

ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ და ჭამის წინ ხელების საპნით დაბანა ბავშვს მტკიცე ჩვევად უნდა ექცეს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ საკვები თერმულად სრულყოფილად უნდა იყოს დამუშავებული, ხილი და ბოსტნეული გაირეცხოს გამდინარე, სუფთა წყლით.

  • როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?

- გავრცელებული მოსაზრებით, ალერგიული რეაქციების ნახევარზე მეტი მიმდინარე ან ოდესმე გადატანილი ჰელმინთოზის შედეგია.

ხშირად ჭიების არსებობაზე მეტყველებს ისეთი ნიშნები, როგორებიცაა ბავშვის გარეგნობისა და ხასიათის ცვლილება: უწინდელი ხალისი და აქტიურობა სისუსტითა და უგუნებობით იცვლება, ბავშვი უმიზეზოდ ჭირვეულობს და ტირის, უჩივის თავის ტკივილს, უმადობას, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარება ნელდება, ქვეითდება, კანი ფერმკრთალი აქვს, თვალების ქვეშ უჩნდება შავი წრეები.

სისხლის საერთო ანალიზი აჩვენებს ანემიას, ეოზინოფილებისა და ედსის მომატებას. არცთუ იშვიათად აღინიშნება მყარი სუბფებრილური (37,2-37,50C) ტემპერატურა. საღამოობით ბავშვი ჭირვეულობს, აღგზნებულია, უჭირს დაძინება, ღამით ცუდად და მოუსვენრად სძინავს, ძილში აკრაჭუნებს კბილებს, სდის ნერწყვი (უსველდება ბალიში), აწუხებს უკანა ტანის (ანუსის) ქავილი. ნაწლავთა მუშაობა დარღვეულია, შეკრულობას ენაცვლება გახშირებული მოქმედება, ირღვევა ნაწლავთა მიკროფლორა, ფერმენტების წარმოქმნა, ვითარდება მეტეორიზმი - მუცლის შებერილობა. ხშირია გულისრევის შეტევები და გაძლიერებული ნერწყვდენა. პატარებში შეინიშნება ყლაპვის გაძნელება.

ორგანიზმში მოხვედრილი ჭიები იწვევენ ინტოქსიკაციას, რომელიც ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითებითა და ალერგიული რეაქციებით კანის (ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ეგზემა), ლორწოვანი გარსების, საშოს (ვულვიტი), ბრონქებისა და ფილტვების (მშრალი ხველა), თვალის (კონიუნქტივიტი) მხრივ. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ნერვული დარღვევები, ხშირია თავის ტკივილი, თავბრუხვევა.

  • როგორ ვებრძოლოთ ჭიებს?

- მიუხედავად ინვაზიისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა, განავლის კლასიკური გამოკვლევით შესაძლოა უარყოფითი პასუხი მივიღოთ, ამიტომ საჭიროა სამჯერადი ანალიზი რამდენიმედღიანი ინტერვალებით, თუმცა შესაძლოა, ჰელმინთი ან მისი კვერცხი ვერც ამან გამოავლინოს. უტყუარი ნიშანია სისხლში E კლასის იმუნოგლობულინის არსებობა.

ანალიზის შედეგების გათვალისწინებით ექიმი პაციენტს უნიშნავს ჰელმინთების ცხოველმყოფელობის დამბლოკავ ტაბლეტებს. მკვდარი ჭიები განავალთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. სანამ გარეთ გამოვლენ, ჰელმინთები იწყებენ სისხლში ტოქსინების გამოყოფას. მათი შებოჭვისა და გამოძევებისთვის ბავშვმა ერთი კვირის განმავლობაში დამატებით უნდა მიიღოს ნაწლავური სორბენტი (ნახშირი) და მცენარეული ზეთი.

მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ოჯახის ყველა წევრს. პროფილაქტიკის მიზნით კურსი მეორდება 3 კვირის შემდეგ (ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ უკვე დადებული კვერცხებიდან ახალი ჭიები გამოიჩეკონ).

საწოლისა და პირადი თეთრეული უნდა გამოიცვალოს ყოველდღე, ნახმარი უნდა გამოიხარშოს და დაუთოვდეს ორივე მხრიდან, სახლი დალაგდეს სველი წესით. თუ შინაური ცხოველები გყავთ და მათთან განშორება გიჭირთ, სრული ანტიჰელმინთური მკურნალობა მათაც ჩაუტარეთ.