/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობა

ადრეული ასაკის ბავშვების დაავადებები

ადრეული ასაკის ბავშვების დაავადებები
მცირე ასაკის ბავშვები, 0-დან 3 წლამდე, მეტად ექვემდებარებიან სხვადასხვა დაავადების განვითარებას, რადგან მათი იმუნიტეტი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.

ამ პერიოდში მშობლები ხშირად მიმართავენ პედიატრებს ბავშვთა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გასტროენტერიტის, ატოპიური დერმატიტისა და საკვებისმიერი ალერგიის სიმპტომების გამო.

ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც მშობლები განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას აწყდებიან, მოგზაურთა დიარეაა. ამ დაავა­დების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა (ხელების საპნით დაბანა), ხარისხიანი საკვები პროდუქტების მიღება, სუფთა წყლის დალევა, ცხოველებთან კონტაქტის მორიდება, კოღოების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, ტყეში სეირნობისას მწერებისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. ინფექციური დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე: ცხელება, გამონაყარი, დიარეა, მუცლის არეში, ყელისა და ყურის ტკივილი, ცხოველებისა და მწერების ნაკბენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

ყელის ტკივილი – მცირე ასაკის ბავშვთა შორის გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, რომელიც საშუალოდ 7-10 დღე გრძელდება და არ საჭიროებს ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებების და მით უფრო – ანტიბიოტიკების გამოყენებას. ანტიბიოტიკები საჭიროა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში ბავშვს სჭირდება მხოლოდ მოსვენებული მდგომარება და ბევრი სითხის მიღება. თუ 3-5 დღის შემდეგ სიმპტომები მძიმდება, ტემპერატურა მატულობს და ბავშვი უჩივის თავისა და მუცლის მიდამოს ტკივილს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელის ინფექციების უმრავლესობა გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ამგვარი ინფექციების პირველადი პროფილაქტიკური ღონისძიებებია დაავადებულთან კონტაქტის შეზღუდვა, სახლის სველი წესით დალაგება და განიავება. უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და უპირატესობა მივანიჭოთ ფეხით სიარულს.

გრიპი ან გაციება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მგონი მკერდის დიაფრაგმა მაქვს გაციებული სუთქვა მიჭირს ღრმად ჩასუნთქვაზე, მუდმივ ტკივილს განვიცდი გუშინ შუადღეს დამეწყო ნელ ნელა, დიოსაფლექსის ნემს ვიკეთებ ხოლმე ნერვის ანთებებზე და ამაზეც მიშველის? მქონდა სახლში და სხვარომ არ ვიყიდო მაინც ფული არ მაქვს და ....??</p>

საუკეთესო წამალია სითხეების მიღება, ძილი, ჰაერის დატენიანება და განიავება. დღეისათვის არ არსეობობს მტკიცებულებებით დადასტურებული ეფექტური ანტივირუსული და იმუნომოდულატორული საშუალებები, რომლებიც ბავშვს ვირუსული ინფექციებისგან განკურნავს.

რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული ინფექცია მცირე ასაკის ბავშვებს შორის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აზიანებს უპირატესად სასუნთქი გზების ქვედა ნაწილს. სიმპტომები მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსია. თუმცა რესპირატორულ-სინციტიური ინფექცია წლამდე ასაკის ბავშვებს შორის შეიძლება მძიმედ განვითარდეს. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მუდმივ მშრალ ხველას (დამახასიათებელი სიმპტომი) და მდგომარეობის გაუარესებისას (ცხელება, კრუნჩხვა, ღებინება, სუნთქვის უკმარისობა) სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.

ყურის ტკივილი

ბავშვების ყურის ტკივილის მრავალი მიზეზი არსებობს: ყურის ინფექციებით დაწყებული (შუა ყურის მწვავე ანთება, გარეთა ყურის მწვავე ანთება), შუა ყურში გაციების ან ცხვირის დანამატი ღრუების ინფექციის გამო წნევის ცვლილებით გამოწვეული ტკივილით დამთავრებული. მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. თვითმკურნალობამ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს. თუ დაავადება ვირუსული ინფექციითაა განპიროებებული, ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები. ბაქტერიული ინფექციისას – ადგილობრივი და სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.

კონიუნქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება – ადრეული ასაკის ბავშვთა შორის გავრცელებული დაავადებაა. კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ინფექციური (ვირუსებით, ბაქტერიებით და იშვიათად – სოკოთი ან ქლამიდიებით გამოწვეული) და ალერგიული (გარკვეულ ნივთიერებებთან – ალერგენებთან კონტაქტით გამოწვეული). სიმპტომები: თვალის ლორწოვანი გარსისა და ქუთუთოების სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, ქავილი, წვა, ცრემლდენა და თვალიდან გამონადენი (ლორწოვანი ან ჩირქოვანი).

ვირუსული კონიუნქტივიტი ხშირად განპირობებულია ლორწოვან გარსზე ადენოვირუსების ზემოქმედებით, ბაქტერიულ კონიუნქტივიტს ხშირად იწვევს სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკის ბაქტერია, ალერგიულს კი – ალერგენებთან (მტვერი, საკვები პროდუქტები, ცხოველების ბეწვი, ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები, წამლები) კონტაქტი.

კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის ოპტიმალური საშუალებაა ხელების ჰიგიენა.

ატოპიური დერმატიტი კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება სიწითლით, გამონაყარით, აქერცვლით და ქავილით. შესაძლებოა განუვითარდეთ ადრეული ასაკის ბავშვებს 3-6 თვიდან. ატოპიური დერმატიტის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ მის აღმოცენებას განაპირობებს ფაქტორთა კომპლექსი: გენეტიკური (ატოპიური დერმატიტი, ალერგია, ბრონქული ასთმა ახლო ნათესავებს შორის), ადრეულ ასაკთან დაკავშირებული იმუნური სისტემის ცალკეული ელემენტების განუვითარებლობა (მოქმედებს კანის დაცვის ხარისხზე), გარემო ფაქტორები (კლიმატი, ცხელ წყალში ბანაობა, დასაბანი საშუალებებისა და საპნის მოქმედება და ა.შ.), ალერგიის არსებობა (მტვერზე ალერგია, ალერგიული რინიტი), კანის სტრუქტურული ცილების არასაკმარისი გამომუშავება.

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე, ბავშვის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე. რეკომენდებულია გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შემცირება, ბავშვის რბილი საშუალებებით დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონების გამოყენება, დაუშვებელია კანის გამოშრობა. ბავშვს უნდა ეცვას ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი. სიმპტომების შესამცირებლად გამოიყენება დამარბილებელი, დამატენიანებელი მალამოები და კრემები, ანტიჰისტამინური საშუალებები, კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემები და მალამოები.

საშარდე გზების ინფექციები – საშარდე სისტემის ორგანოების (ურეთრა, შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი, თირკმელები) მიკრობულ-ანთებითი დაავადებაა. განსაკუთებით გავრცელებულია ბავშვთა ადრეულ ასაკში. 2 წლის ზევით გოგონებს შორის უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა ჩვილობისას დაავადება ბიჭებს შორისა მეტად არის გავრცელებული.

ლიდერობს ბაქტერიული გამომწვევები (ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, კლებსიელა, ენტეროკოკი, ლურჯ-მწვანე ჩხირი და სხვ.), შეიძლება მიზეზი იყოს უროგენიტალური ქლამიდიოზი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმაც.

მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ სიმპტომებზე: ბავშვი არის მოუსვენარი, ხშირად ტირის, ხშირად შარდავს მცირე ულუფებით, შარდვა მტკივნეულია, შეიძლება იყოს შარდვის გაძნელება, მაღალი ტემპერატურა, ღებინება და უმადობა, მოდუნება, კანის სიფერმკრთალე, მუცლის ტკივილი, დიარეა, ტკივილი წელის არეში, უსიამოვნო სუნის შარდი და სისხლიანი შარდი.

გასტროენტერიტი – ვირუსით, ბაქტერიებით ან პარაზიტებით გამოწვეული ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მეტად გავრცელებულია ვირუსული გასტროენტერიტი, რომლის გამომწვევი შეიძლება იყოს როტავირუსული ინფექცია, რომელიც ვრცელდება დაბინძურებული საკვებით, წყლით ან დასნებოვნებულ ადამიანთან კონტაქტისას. დაავადების პროფილაქტიკაა ხელების ხშირი დაბანა.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ტკივილი მუცლის არეში, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, დიარეა, ცხელება და შემცივნება.

ბავშვთა უსაფრთხოება

მცირე ასაკის ბავშვები ხშირად ზიანდებიან ცნობისმოყვარეობის გამო. სამწუხაროდ, ყველაზე ყურადღებიანი მშობლებიც კი ვერ იცილებენ თავიდან ბავშვთა საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმს.

ფანჯრებზე დამცავების დაყენება აუცილებელია (მწერებისაგან დამცავი ბადეები არ ითვლება, უფრო მეტიც, ისინი მხოლოდ საფრთხოების ილუზიას ქმნის).

ჩამრთველებს (შტეფსელებს) გაუკეთეთ დამცავები, დამალეთ დამაგრძელებლის სადენები. ავეჯის კუთხეები დაფარეთ სპეციალური დამფარავით, ჩაკეტეთ უჯრები.

არ მისცეთ ბავშვს ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე აქტიურად თამაშის უფლება, უზრუნველყავით საწოლის კიბის კარგი განათება. 6 წლამდე ასაკის ბავშვები ორსართულიანი საწოლის ქვედა იარუსზე დააწვინეთ.

საყოფაცხოვრებო ქიმია და წამლები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ცნობილია ფაკულტეტები, რომელთაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018/2019 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის პრიორიტეტულ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ადრეული ასაკის ბავშვების დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები