/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობა

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ბავშვებსა და მოზარდებში COVID-19-ის გადატანის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს შორის, მოზრდილებთან შედარებით, კორონავურუსული ინფექცია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს,

COVID-19-მა შეიძლება მაინც გამოიწვიოს მეორეული მდგომარეობა, ე. წ. „პოსტკოვიდური სინდრომი“.

კორონავირუსული ინფექციის მძიმე მიმდინარეობა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით განვითარდება პოსტკოვიდური გართულებები. პედიატრიულ პაციენტში კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობისას ნაკლებია მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების რისკი (MIS).

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებს შორის იშვიათი გართულებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღმოცენდება SARS-CoV-2-ით დასნებოვნებიდან 2-4 კვირის შემდეგ. მუდმივი ტემპერატურა აშკარა კლინიკური წყაროს გარეშე, რომელსაც თან ახლავს ახალი სიმპტომები ან რომელიც ემთხვევა COVID-19-ით დაავადებულ ადამიანთან ახლო პერიოდში კონტაქტს, იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლებელია განვითარდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. მწვავე დაავადების ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი სწრაფად პროგრესირებს და ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება განვითარდეთ ჰემოდინამიკის დარღვევები. ასეთ პაციენტებს უნდა დააკვირდნენ და უმკურნალონ პედიატრიულ კლინიკაში, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

რა სიმპტომები აღენიშნებათ ბავშვებსა და მოზარდებს გახანგრძლივებული COVID-19-ის დროს?

სასუნთქი სისტემა: ფილტვები ის ორგანოა, რომელიც განსაკუთრებით ზიანდება SARS-CoV-2-ის ინფექციის გადატანის შემდეგ და შესაბამისად, COVID-19-ის მძიმე ფორმის შემდეგ, მდგრადი რესპირატორული სიმპტომები ხშირად იჩენს თავს. ხანგრძლივი კოვიდის დროს აღმოცენებული სიმპტომები მოიცავს: გულმკერდის მიდამოში ტკივილის შეგრძნებას, ხველას და ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას. აღდგენის პერიოდი დამოკიდებულია ჯანმრთელობის საწყის მდგომარეობასა და დაავადების სიმძიმეზე. გახანგრძლივებული კოვიდის ზოგიერთი სიმპტომი შესაძლებელია სამი თვის და მეტი ხნის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მგონი მკერდის დიაფრაგმა მაქვს გაციებული სუთქვა მიჭირს ღრმად ჩასუნთქვაზე, მუდმივ ტკივილს განვიცდი გუშინ შუადღეს დამეწყო ნელ ნელა, დიოსაფლექსის ნემს ვიკეთებ ხოლმე ნერვის ანთებებზე და ამაზეც მიშველის? მქონდა სახლში და სხვარომ არ ვიყიდო მაინც ფული არ მაქვს და ....??</p>

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: SARS-CoV-2-კორონავირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გულის დაზიანების რისკი, რომელიც შესაძლებელია იყოს დაავადების საწყისი გამოვლინების ნაწილი. სულ უფრო მეტი ცნობა ჩნდება, რომ მიოკარდიტი შესაძლებელია განვითარდეს COVID-19-ით დასნებოვნების შემდეგ. მიოკარდიტის ზოგადი სიმპტომებია: გულმკერდში ტკივილი, ქოშინი, არითმია და ადვილად დაღლა. უფრო მძიმე შემთხვევებში მიოკარდიტმა შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა, გულის შეტევა, ინსულტი ან გულის უეცარი გაჩერება.

ანოსმია და/ან აგევზია. COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს ყნოსვისა და გემოს ცვლილება, განსაკუთრებით მოზარდთა შორის. მაგალითად, ყოველ მეოთხე ადამიანს 10-19 წლის ასაკში უვითარდება ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა) ან აგევზია (გემოს დაკარგვა). ამან კი შეიძლება იმოქმედოს ბავშვისა და მოზარდის კვებით ქცევაზე, განწყობისა და ცხოვრების ხარისხზე. მოზრდილთა ანოსმია და აგევზია რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს, ბავშვების ეს სიმპტომები კი, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირაში გაივლის.

ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება: COVID-19-ის მძიმე ფორმისას შეიძლება განვითარდეს ნეიროანთებითი მოშლილობა (ენცეფალიტი, ინსულტი). ეს მძიმე დაავადებები იწვევს მოძრაობით, კოგნიტურ ან/და ენობრივ თვალსაჩინო დარღვევებს. ამას გარდა, პოსტკოვიდური სინდრომის დროს შეიძლება აღინიშნოს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა შედეგები, განსაკუთრებით – მცირე ასაკის ბავშვთა შორის. მძიმე სიმპტომებისას აუცილებელია ნევროლოგის, პედიატრის, ფსიქონევროლოგის, ნეიროფსიქოლოგის, ლოგოპედის, ფსიქოლოგისა და თერაპევტის ჩართვა.

კოგნიტური დისფუნქცია ან დაღლილობა: „ტვინის ბურუსი“ (ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს „აზროვნების ბუნდოვანებას“), შეურაცხადობა, ყურადღების კონცენტრაციის ან მეხსიერების სირთულეები – მოზრდილთა ხშირი ნევროლოგიური ჩივილებია კოვიდის შემდეგ. ბავშვები და მოზარდები შეიძლება უჩიოდნენ უყურადღებობას, კითხვის სიჩქარის ან ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფის შემცირებას, გამეორების აუცილებლობას სწავლისას და ა. შ. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქცევის მკურნალობა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს კოგნიტურ ფუნქციონირებაზე. მათ შორისაა საკმარისი ძილი, ძილის რეჟიმის დაცვა და სტრესის ფაქტორების მოშორება. თუ კოგნიტური პრობლემები ნარჩუნდება, რეკომენდებულია ნეიროფსიქოლოგის შეფასება, რომელიც განსაზღვრავს ამ სიმპტომების საფუძველს და შეიმუშავებს მკურნალობის შესაბამის მულტიპროფილურ გეგმას.

ფიზიკური დაღლილობა, სუსტი ამტანობა: კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების შემდეგ ბავშვები და მოზარდები შეიძლება უჩიოდნენ დაღლილობას, გულისა და რესპირატორული დაავადებების არარსებობის დროსაც კი. თუ ვივარაუდებთ, რომ გულისა და რესპირატორული ფუნქციები კლინიკურად ნორმაა, პოსტვირუსული დაღლილობა დროთა განმავლობაში გაივლის. მეტად ეფექტური ამ შემთხვევაში არის მუდმივად დღის განრიგის დაცვა და ფიზიკური აქტივობის თანდათანობით გაზრდა.

თავის ტკივილი: ხშირი სიმპტომია კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების შემდეგ. პოსტკოვიდური სინდრომისას თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს სიტუაციურ ფაქტორებს, როგორებიცაა დღის განრიგის შეცვლა, წამლების ზედმეტად მიღება, სოციალური იზოლაცია, არასაკმარისი ჰიდრატაცია ან კვება, აერობული ვარჯიშის არარსებობა და სტრესის სხვა ფაქტორები.

ფსიქიკური ჯანმრთელობა: კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგები ხშირად იჩენს თავს და როგორც ჩანს, გააჩნია მულტიფაქტორული ხასიათი. სპეციალისტთან კონსულტაცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ემოციური და ქცევითი ჯანმრთელობისთვის COVID-19-ის პანდემიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ბავშვებსა და მოზარდებში COVID-19-ის გადატანის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები