როცა პატარას მაღალი სიცხე აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა პატარას მაღალი სიცხე აქვს

ირგვლივ ბევრი ავადმყოფობს გრიპით. ტემპერატურის მომატება ბევრი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ოსტეომიელიტი. გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

– რა დაავადებაა ოსტეომიელიტი და რა ახასიათებს მას?

– ოსტეომიელიტის დროს ტემპერატურა 40 გრადუსი და უფრო მეტიცაა, მისი დაწევა გაძნელებულია. დაავადებას იწვევს ჩირქმბადი ბაქტერიები, რომლებიც ხვდებიან ძვალში სისხლის საშუალებით (ჰემატოგენური გზით) ბავშვის ორგანიზმში არსებული ინფექციის კერებიდან. ასეთი კერებია – კარიესი, ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი, ჰაიმორიტი. ასეთი ქრონიკული კერების არსებობა სახიფათოა და დროულად საჭიროებს მკურნალობას.

– რომელი ძვლები ზიანდება უფრო ხშირად?

– ბავშვთა ადრეულ ასაკში ოსტეომიელიტი უფრო ხშირად გვხვდება. ზიანდება ძირითადად გრძელი ლულოვანი ძვლები – ბარძაყისა და წვივის დიდი ძვლები. ჩირქოვანი კერა წარმოიქმნება ძვლის დაბოლოებისკენ სახსართან ახლოს.

– როგორ იწყება დაავადება?

– ჰემატოგენური ოსტეომიელიტი იწყება უეცრად მზარდი ტკივილით დაზიანებული ძვლის ადგილიდან. ტემპერატურა აღწევს 39-40 გრადუსს შემცივნებით, როდესაც ჩირქი ძირითადი კერიდან შეაღწევს ძვლისსაზრდელაში, იწყება კანქვეშა ქსოვილის გამკვრივება და შეშუპება, კანის გაწითლება. დროის დაკარგვა ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება!

– ვის უნდა მიმართონ ამ დროს?

– ოსტეომიელიტზე ეჭვის მიტანისთანავე უნდა მიმართოთ ქირურგს. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია. ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგის მიღების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის შეცვლა მგრძნობელობის გათვალისწინებით.

– გავრცელებულია აზრი, რომ ვირუსული ინფექციები უფრო ხშირად წელიწადის ცივ პერიოდში გვხვდება. რაზეა ეს დამოკიდებული?

– რეალობა ისაა, რომ ავად ვხდებით არა სიცივისგან, არამედ დახურულ, უჰაერო, ცხელ გარემოში. სიცივეში ქვეითდება ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა, თბილ გარემოში – დახურულ სივრცეში მოხვედრისთანავე, ორგანიზმზე იწყება ვირუსების შეტევა და წინააღმდეგობის გაწევა მას არ ძალუძს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თავშეყრის ადგილები, სამსახური, სახლი – ყოველივე ეს ინფექციისთვის ხელსაყრელი ადგილებია. დაინფიცირებისთვის სულაც არ არის საჭირო ავადმყოფთან პირდაპირი კონტაქტი. გრიპისა და სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციების გადაცემა ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე დაუბანელი ხელებით – ტრანსპორტში სახელურის შეხებისას დაბინძურებული ხელით.

აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა საპნით! უმჯობესია გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი. თუ საშუალება არ არის ამისი, თან იქონიეთ ერთჯერადი ანტიბაქტერიული ხელსახოცები.

ხშირად გაანიავეთ ოთახი, შექმენით ჯანსაღი გარემო თქვენ გარშემო – სუფთა, დატენიანებული და ზომიერად თბილი ჰაერი.

დაიცავით პირადი ჰიგიენური რეჟიმი.

იკვებეთ სრულფასოვნად, ბალანსირებული საკვებით.