/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

რას გვეუბნება ყიფლიბანდი

რას გვეუბნება ყიფლიბანდი
ახალშობილს თავზე, ქალას ძვლებს შორის, პატარა ღია უბანი აქვს, რომელიც ნელ-ნელა იხურება. სწორედ ეს არის ყიფლიბანდი. ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას სხვადასხვა ფუნქცია აკისრია.

.

გვესაუბრება პედიატრიის ინსტიტუტის დირექტორი მამუკა მაისურაძე:

  • რა საჭიროა ყიფლიბანდი?

- თავდაპირველად ყიფლიბანდი ბავშვს ამქვეყნად მოვლინებაში ეხმარება: მისი წყალობით თავის ქალას ძვლები იოლად მოძრაობს, ქალა ფორმას იცვლის და დაბადებისას ნაყოფის თავს სამშობიარო გზებში გავლა უადვილდება.

ახალშობილს ორი ყიფლიბანდი აქვს. დიდი რომბისებური ფორმისაა და შუბლისა და თხემის ძვლების შესაყარზე მდებარეობს. მცირე ყიფლიბანდს სამკუთხედის ფორმა აქვს და მდებარეობს კეფაზე, კეფისა და თხემის ძვლების შესაყარზე.

  • როდემდე უნდა იყოს ღია ყიფლიბანდი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

mkurnali.ge- მცირე ყიფლიბანდი 8-10 თვის ასაკისთვის იხურება, დიდი - თორმეტი-თხუთმეტი თვის ასაკისთვის. ეს დრო საჭიროა, რათა ბავშვის ტვინი ჯეროვნად განვითარდეს და გაიზარდოს.

ნორმაში ყიფლიბანდი თავის ქალას ზედაპირს არ სცილდება. შეხებისას ქალას ძვლებს შორის შეიგრძნობა რბილი უბანი, რომლის ზომები 1,7X1,7-დან 2,5X2,5 სმ-მდე მერყეობს. დიდი ყიფლიბანდი თვეში 2,5მმ-ით მცირდება. ასე რომ, სამი თვის პატარას იგი 1,5-1X1,5-1 სმ ზომისა უნდა ჰქონდეს. თუ ოთხი თვის ბავშვის ყიფლიბანდის ზომები 1X1სმ-ზე ნაკლებია, ესე იგი, ის დახურვას ჩქარობს.

  • რა შეიძლება იყოს ნაადრევი დახურვის მიზეზი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 21 წლის, 1,65სმ, შემხვდა 1 გვერდი სადაც სიმაღლეში ზრდა იყო აღწერილი 25 წლამდე სპეციალურო ვიტამინებით და ვარჯიშებით, და მაინტერესებს რამდენად შეიძლება ამ ასაკში სიმაღლეში გაზრდა? რეალურია?</p>

- ყიფლიბანდის დახურვას რამდენიმე შინაგანი ფაქტორი აჩქარებს, მაგალითად - როცა დედა ორსულობისას დიდი ოდენობით იღებს პოლივიტამინების კომპლექსს, კალციუმის პრეპარატებსა და ხაჭოს. აქვე გეტყვით, რომ კალციუმის სიჭარბე ნაყოფის ძვლებს ამაგრებს და სამშობიარო გზებში გავლისას პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ამ მიზეზით არის განპირობებული ჰემატომები - სისხლჩაქცევები თავის ტვინში, თვალში, ძვალსაზრდელში (კეფალოჰემატომა). ასე რომ, გირჩევთ ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატები, თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი პოლივიტამინები, და საკვები მხოლოდ გინეკოლოგთან შეთანხმების შემდეგ მიიღოთ.

  • აფერხებს თუ არა ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა ბავშვის გონებრივ განვითარებას?

- ბოლო დროს ყიფლიბანდის ნაადრევ (10 თვის ასაკისთვის) დახურვას აქსელერაციის პროცესებითაც ხსნიან, მაგრამ თუ ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგია, რა თქმა უნდა, პროცესი ტვინზეც იმოქმედებს და ბავშვის გონებრივ განვითარებას შეაფერხებს.

  • საშიშია თუ არა საპირისპირო პროცესი - ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა?

ასევე დაგაინტერესებთ
რაქიტი და ბავშვები
რა ტიპის ვარჯიშებია აუცილებელი ბავშვებში სკოლიოზის დროს?

- ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი კალციუმის დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, ვიტამინ D3-ის ნაკლებობას უკავშირდება. D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვას კი არ აფერხებს, არამედ რაქიტსაც იწვევს. ამ დროს პატარები მოუსვენრობენ, ჭირვეულობენ, ცუდად სძინავთ, ეწყებათ ჭარბი ოფლიანობა, კეფის გამელოტება (ალოპეცია), კიდურები დეფორმირებული აქვთ, კბილები დაგვიანებით ამოსდით და სიარულის სპეციფიკური მანერა უყალიბდებათ.

  • შესაძლებელია თუ არა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის თავიდან აცილება?

- დაავადება რომ არ გამოგეპაროთ, ჩამოთვლილი ნიშნების შემნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. პატარას უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური სამედიცინო შემოწმება, სისხლისა და შარდის გამოკვლევა კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის გამოსავლენად. კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევით გამოწვეულ დაავადებას - რაქიტს ხშირად თან სდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, კუნთთა ტონუსის სისუსტე და ძვლოვანი დეფორმაციები. ასეთი ბავშვები კუნთოვანი სისუსტის გამო კუჭ-ნაწლავის შეკრულობისკენ არიან მიდრეკილნი. საჭიროებისას, ოსტეოპოროზის გამოსარიცხად, აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. ასეთ სიტუაციაში პატარას პედიატრის, ნევროპათოლოგისა და ორთოპედის მეთვალყურეობა სჭირდება. ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა არცთუ იშვიათად ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებას, ქალასშიდა წნევის მომატებას იწვევს.

  • რას ურჩევთ მშობლებს, როცა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად ჩვილის ყიფლიბანდი დახურვას აგვიანებს?

- კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა თავიდან რომ ავიცილოთ, ბავშვის ორგანიზმი ვიტამინ D3-ით უნდა მოვამარაგოთ. განსაკუთრებული ყურადღება შემოდგომაზე და ზამთარში დაბადებულ ბავშვებს სჭირდებათ. გარდა ამისა, ოთხი თვიდან პატარების რაციონში უნდა შეიტანოთ ბოსტნეულის პიურე, ხოლო ექვსი თვიდან - ხაჭო. რაც შეიძლება მეტხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერსა და მზეზე - მზე ხომ ვიტამინ D3-ის წყაროა. თუ პროფილაქტიკა უკვე გვიანია, საჭიროა მკურნალობა კალციუმის პრეპარატებით, მასაჟით.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩვილის გაკაჟებას, რაც მას თანმხლებ, პირველ რიგში - ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლისთვის მოამზადებს.

  • ჩვილის გაკაჟებისთვის როგორი პროცედურებია უმჯობესი?

mkurnali.ge- ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდაა საჭირო. ამაში ჰაერის, წყლისა და მზის აბაზანები დაგეხმარებათ. გამოიყენეთ ზაფხულის სითბო და გაკაჟების პროცე-დურები წელიწადის ამ პერიოდიდან დაიწყეთ. გამაკაჟებელი პროცედურები ორგვარია - ზოგადი და ადგილობრივი. ჰაერით გაკაჟება. ჰაერის აბაზანა ყველაზე ნაზი და უსაფრთხო პროცედურაა. მისი ჩატარება არც ჭამამდე შეიძლება და არც ჭამის დამთავრებისთანავე. შუალედი 1-1,5 საათი მაინც უნდა იყოს. ჰაერის აბაზანის დოზირება ორგვარად შეიძლება: ჰაერის ტემპერატურის თანდათანობით შემცირებით ან პროცედურის გახანგრძლივებით ერთნაირი ტემპერატურის პირობებში. მზით გამოწრთობა. მზის სასარგებლო ზემოქმედება საყოველთაოდ არის ცნობილი. ულტრაიისფერი სხივები ასტიმულირებს ორგანიზმს, მატებს მხნეობას, სპობს დაავადებათა გამომწვევ მიკრობებსა და ვირუსებს. ასე რომ, მზე აუცილებელია, მაგრამ თუ გავუთამამდით, შესაძლოა, პატარამ მზის დაკვრა ან კანის დამწვრობა მიიღოს. წყლით გაკაჟება. წყლით გაკაჟება დაზელით იწყება. სველ დაზელას წინ უძღვის მშრალი დაზელის ორკვირიანი კურსი. შხაპი უფრო ენერგიული პროცედურაა, ვიდრე წყლის გადავლება. ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის ის მიზანშეწონილი არ არის.

გირჩევთ, აუზზე სიარულის დროს დაიცვათ რამდენიმე წესი:

  1. ბანაობა ნებადართულია ჭამიდან არანაკლებ 1-2 საათის შემდეგ.
  2. არ შეიძლება წყალში ოფლიანი ჩასვლა.
  3. არ შეიძლება წყალში ჩასვლა, თუ ბავშვს სცივა და კანზე ხორკლი აყრია. პატარა ჯერ უნდა გაათბოთ, მაგალითად, მსუბუქი ვარჯიშით.
  4. ბანაობის შემდეგ აუცილებელია ტანის სწრაფი და ენერგიული დაზელა კანის გაწითლებამდე.
  5. თავდაპირველად წყალში 10-15 წუთზე მეტს ნუ დატოვებთ. წყალში საჭიროა აქტიური მოძრაობა. რაც უფრო გრილია წყალი, მით უფრო ენერგიული უნდა იყოს ბავშვი.
  6. ადგილობრივი გაკაჟების ერთ-ერთი მარტივი გზაა ძილის წინ ფეხებზე ცივი წყლის გადავლება. წყლის ტემპერატურა ამ შემთხვევაშიც თანდათან შეამცირეთ.
  • დაბოლოს, რა ინფორმაციას გვაწვდის ყიფლიბანდი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

- სიცოცხლის პირველ თვეებში დიდი ყიფლიბანდი ბავშვის ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნებას აადვილებს. ვიდრე იგი დაიხურება, შესაძლებელია ტვინის ყოველმხრივი გამოკვლევა ულტრასონო-გრაფიული მეთოდით (თავის ტვინის სონოსკოპია). ეს გამოკვლევა ექიმს მრავალი დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაში ეხმარება, გარდა ამისა, საშუალებას აძლევს, მკურნალობის პროცესში ანუ დინამიკაში აწარმოოს დაკვირვება-მონიტორინგი და მკურნალობის დასასრულს თვალნათლივ დაინახოს შედეგი.

თუ ყიფლიბანდი ამობერილი და დაჭიმულია ან პულსირებს, ნევროპათოლოგის კონსულტაციაა აუცილებელი - ეს ნიშნები ქალასშიდა წნევის მომატებაზე მიუთითებს.

თუ ყიფლიბანდი საგრძნობლად არის ჩავარდნილი, ეს ორგანიზმის გამოშრობაზე (ექსიკოზზე) მეტყველებს. ასეთი რამ, როგორც წესი, პირღებინების ან ნაწლავთა აშლილობის (დიარეის), გახანგრძლივებული ტემპერატურული რეაქციის დროს გაძლიერებული ოფლიანობის შედეგია. მდგომარეობის სწრაფი ნორმალიზებისთვის აუცილებელია პედიატრის, ინფექციონისტის ჩარევა.

ვიდრე ყიფლიბანდი სულ მთლად დაიხურება, მშობლებს ეშინიათ, შეეხონ მას ან პატარას ამ ადგილას სავარცხელი გადაუსვან. დამშვიდდით, მემბრანა, რომელიც ყიფლიბანდს ფარავს, იმდენად მყარია, რომ ბავშვს არაფერი ემუქრება. პირიქით, სავარცხელ-მასაჟორით მსუბუქი მასაჟი სასარგებლოც კია - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ხშირი თმის ამოსვლას. თუ პატარა ნორმალურად ვითარდება, 4 თვისას თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა გაუთანაბრდება, ხოლო 6 თვისას გულმკერდისა უფრო მეტი ექნება, ვიდრე თავისა. გახსოვდეთ: თავის გარშემოწერილობის ზრდა მხოლოდ მის გეომეტრიულ ცვლილებას კი არ ნიშნავს, არამედ ტვინის ზრდა-განვითარებაზეც მიუთითებს.

კომენტარები (7)
მედეა
შემეძინა 8 თვიანი ბავშვი,როცა მშობიარობა დამთავრდა ჩვილს თავში გაუკეთეს რაღაც ნემსი .არავინ არ მიპასუხა , რატომ ან რისთვის იყო ეს საჭირო.გთხოვთ მიპასუხოთ თქვენ მაინც.
თარიღი : 01-09-2023
სოფო
გამარჯობათ ჩემი ბიჭი არის 1.9 თვის და აქვს დიდი ყიფლიბანდი გადაუღეთ სონოსკოპია არაფერი პრობლემა არ არის თავის გარშემოწერილობა აქვს 50 სმ ჭირვეული არ არის ერთადერთი არ ლაპარაკობს მარტო ხელებით მაგრბინებს რაც უნდა მივყავარ და მაგებინებს ისე და რავწნა ამ სემთხვევში იქნებ დამეხმაროთ
თარიღი : 18-01-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განვითარების ეტაპები მე-2 კვირა: ნაწლავის კოლიკა

ორი კვირის ბავშვი უკვე საკმაოდ განსხვავდება იმ პატარასგან, რომელიც სამშობიაროდან გამოიყვანეთ. ეს ერთი შეხედვით შესამჩნევი არ არის, მაგრამ არის განსხვავება.
სრულად
„ოქროს წუთები" - რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბადებიდან პირველი 60 წუთი

კვლევები აჩვენებს, რომ ყველაფერს, რაც დაბადებიდან პირველ საათში ხდება, დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
როგორი უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარება სხვადასხვა ასაკში

ბავშვთა უნარების განვითარების ხუთი ძირითადი სფერო:
სრულად
ფიზიკური აქტივობის როლი ბავშვის განვითარებაში

ბავშვის ცხოვრებაში ფიზიკური განვითარების მნიშვნელობაზე გვესაუბრება ქცევის თერაპევტი ნინი მელაშვილი.
სრულად
ზამთარში დაბადებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური თავისებურებები

მიიჩნევა, რომ ბავშვის ხასიათის თავისებურებები, ჯანმრთელობა და ზოგი ჩვევა დამოკიდებულია მის დაბადების თარიღსა და დროზე. ამ მონაცემებს ასტროლოგები, ნუმეროლოგები და სხვა სპეციალისტები შეისწავლიან.
სრულად
როგორი უნდა იყოს ბავშვის კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა

კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა ასაკის მიხედვით:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას გვეუბნება ყიფლიბანდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები