/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

ნაბიჯ-ნაბიჯ

ნაბიჯ-ნაბიჯ
"წინ, ოღონდ ნაბიჯ-ნაბიჯ!" - სწორედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ბავშვის ადრეული განვითარების დევიზი.

ნელ-ნელა, მაგრამ განუწყვეტლივ! პატარა უკვე დაიბადა. დედამ სწრაფად აითვისა მისი მოვლისთვის აუცილებელი რჩევები - ჩაცმა, ბანაობა, კვება. უკვე დროა, მშობელმა ბავშვის განვი-თარებაზე იზრუნოს. როგორ დავიწყოთ? - მყისვე იბადება კითხვა. სინამდვილეში კი არავითარი პრობლემა არ არსებობს, ვინაიდან პატარას განვითარების აუცილებელი ფაქტორები - სიყვარული, გადაწყვეტილების ურყევობა და განვითარების სურვილი - მშობელს უკვე აქვს.

განვითარების ეტაპები

1. ბავშვი თანდათანობით უნდა განვითარდეს. ეს პროცესი მარტივი ქმედებით - ბავშვთან საუბრით უნდა დაიწყოს. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში პაწაწინას თითქმის სულ სძინავს, მხოლოდ ჭამის დროს იღვიძებს. სამყაროს შეცნობის პირველი ეტაპი კი მშობლების ხმის გაგონებაა. ასეთ პატარა ბავშვთანაც კი აუცილებელია საუბარი, თანაც რაც შეიძლება მეტი, ყველაფერზე. საუბრის დროს ითამაშეთ ხმით - ცვალეთ ინტონაცია, მოყევით რაღაც არაჩვეულებრივი, საინტერესო. დროდადრო იჩურჩულეთ, ვითომ რაღაც იდუმალ ამბავს ჰყვებით. ყოველთვის გაუკეთეთ კომენტარი საკუთარ ქმედებებს, საგნებს უწოდეთ თავიანთი სახელები, ისაუბრეთ არა მარტო იმაზე, რასაც ხედავთ, არამედ გაახმოვანეთ საკუთარი გრძნობებიც. მოიგონეთ ბავშვის საალერსო სახელები და მეტსახელები. პაწაწინაც კი ხვდება, როცა მას ალერსიანად მიმართავენ. ადრეული ასაკის ბავშვის განვითარებისთვის ემოციურ სფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო მხედველობა და სმენაა. იზრუნეთ იმაზე, რომ სიფხიზლის პერიოდში ბევრი რამ ჰქონდეს დასათვალიერებელი. უჩვენეთ კაშკაშა ფერის სათამაშოები, ჭრელი კონტრასტული სურათები, ხშირად დაანახვეთ სარკეში თავისი გამოსახულება. გაითვალისწინეთ: დასათვალიერებელი საგანი ბავშვის თვალისგან 20-30 სანტიმეტრით უნდა იყოს მოშორებული. ყურადღებისა და კონცენტრირების უნარის განსავითარებლად სათამაშო რამდენჯერმე გაატარ-გამოატარეთ პატარას თვალწინ, შემდეგ კი რამდენიმე წამით დააფიქსირეთ ერთ მდგომარეობაში, რათა ბავშვმა კარგად შეავლოს თვალი. შემდეგ სათამაშო დამალეთ და ბავშვს მოგვიანებით აჩვენეთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

2. ცვალეთ სათამაშოს მოძრაობის სიჩქარე და ამპლიტუდა, მიუახლოვეთ და დააცილეთ ბავშვის თვალებს. თუ ამჩნევთ, რომ პატარას ასეთი თამაშის მიმართ ინტერესი გაუნელდა, სხვა გასართობზე გადადით.

გარდა სათამაშოებისა, მხედველობის განვითარებას ხელს უწყობს მარტივი სურათები - ერთი მკვეთრი გამოსახულება ფურცელზე. განვითარების თვალსაზრისით ძალზე სასარგებლოა "ექსკურსია ბინაში". ჯერ ყველა საინტერესო საგანი დაასახელეთ, დაახასიათეთ ფერის, ზომის მიხედვით, აღწერეთ, რა მდგომარეობაშია თითოეული მათგანი (ნათურა ანთია, ტელეფონი რეკავს, კარი ღიაა...). დროთა განმავლობაში შეიძლება დაიწყოთ საუბარი ამ საგნების დანიშნულების შესახებ (კარადაში ყველაფერს ვინახავთ, თეფშიდან ვჭამთ...).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

3. სმენის განსავითარებლად გამოიყენეთ ჩხრიალები. სხვათა შორის, მუსიკალური "სათამაშოები" შეგიძლიათ თავადაც შექმნათ - პატარა ქილებში განსხვავებული საგნები ჩაყარეთ და სრულიად სხვადასხვა ბგერას მიიღებთ. ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ ბგერათა განსხვავებას. მუსიკა ძალიან კარგად ავითარებს სმენასა და მუსიკალობას. ახალშობილობის ასაკიდანვე მოასმენინეთ ბავშვს ნაზი მუსიკა, სხვადასხვა რიტმი. ეცადეთ, აჰყვეთ მუსიკის რიტმს - იცეკვეთ პატარასთან ერთად ან ტაში დააკვრევინეთ. დააკვირდით ამ დროს ბავშვის რეაქციას - თუ ის ჭირვეულობს, ესე იგი მელოდია სულაც არ არის სასიამოვნო.

4. როცა პატარა მიზანმიმართულად გაიწვდის ხელს ნივთისკენ, შეგვიძლია, საწოლის თავზე მოძრავი სათამაშო ჩამოვკიდოთ. ნუ დაღონდებით, თუ ასეთი სათამაშოების ფასი თქვენთვის მეტისმეტად დიდია - შეგიძლიათ, თავად დაამზადოთ. ამისთვის რგოლი, ჩხირები, ძაფები და ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურები დაგჭირდებათ.

5. ეცადეთ, განუვითაროთ ბავშვს ტაქტილური შეგრძნებები. ამისათვის უნდა მისცეთ სხვადასხვა ფორმისა და ფაქტურის ნივთები, მაგალითად, პატარა პარკები, რომლებიც შეკერილია ხავერდის, ატლასის, ჩითის ნაჭრებისგან და სავსეა ბურღულით, ბამბით, ღრუბლით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნაბიჯ-ნაბიჯ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები