ბოსტნეული ჭარბწონიანი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოსტნეული ჭარბწონიანი ბავშვის მენიუში

.

  • "ჩემი 5 წლის გოგონა საბავშვო ბაღში ყველაზე მსუქანია, მეტსახელად "ფუშფუშა ვერიკოს" ეძახიან და ამის გამო ბაღში სიარული აღარ უნდა. როგორ დავეხმაროთ წონის დაკლებაში? საერთოდ, შეიძლება ამ ასაკის ბავშვისთვის დიეტა?"

-კომბოსტო - აი ის ბოსტნეული, რომელიც თქვენს პატარას ზედმეტ წონასთან გამოთხოვებაში დაეხმარება. გარდა კომბოსტოსი, შეგიძლიათ მის რაციონში ჩართოთ ყაბაყი, პატისონი, ბადრიჯანი - ეს ბოსტნეული ორგანიზმს მინიმალური კალორიების ხარჯზე უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებებით. შეგიძლიათ, ისინი მოამზადოთ ხორცის ფარშთან ერთად, ჩაშუშოთ ცოტაოდენ ზეთში. ყველაზე სასარგებლო კი მათ შორის კომბოსტოა.

  • კომბოსტო

კომბოსტო ძალზე დაბალკალორიულია - 100 გრამი თეთრთავა კომბოსტოს ენერგეტიკული ღირებულება მხოლოდ 28 კილოკალორიას შეადგენს, ხოლო ბრიუსელის კომბოსტოსი - 46-ს. 5-6 წლის ბავშვი მოძრავი თამაშობების დროს ამ ოდენობას თავისუფლად გადაამუშავებს სულ რამდენიმე წუთში.

თეთრთავა კომბოსტო, სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, ტარტრონის მჟავასაც შეიცავს. მისი ნაერთები ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას და ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის გამოდევნას იმ ადგილებიდან, სადაც იგი, ჩვეულებისამებრ, ლაგდება (ასეთი ადგილებია, მაგალითად, მუცელი, ბარძაყები). სხეულის ამ ნაწილების გათავისუფლება ცხიმისგან გოგონას შემატებს გრაციოზულობას და, საზოგადოდ, დადებითად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე.

რაც შეეხება სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, 100 გ თეთრთავა კომბოსტოში C ვიტამინი 50 მილიგრამია, ხოლო ბრიუსელის კომბოსტოში - 120. C ვიტამინის დღიური ულუფის მისაღებად სკოლამდელი ასაკის ბავშვმა 40-50 გ კომბოსტო უნდა მიირთვას.

B1 ვიტამინი უფრო მეტია ყვავილოვან კობოსტოში, ბეტა-კაროტინი - ბრიუსელის კომბოსტოში. გარდა ჩამოთვლილი ვიტამინებისა, თეთრთავა კომბოსტოს წვენი შეიცავს ვიტამინ U-ს, რომელიც აუცილებელია კუჭის ლორწოვანი გარსის სიჯანსაღისთვის. თერმული დამუშავების დროს U ვიტამინი და ტარტრონის მჟავა იშლება, ამიტომ სასურველია, ბავშვის მენიუში უმი კომბოსტოს სალათაც ჩავრთოთ.

  • კარტოფილი

ძალიან სასარგებლოა კარტოფილიც. იგი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, შეიცავს ბალასტურ ნივთიერებებს. განსაკუთრებით სასარგებლო და თანაც გემრიელია კანიანად შემწვარი კარტოფილი, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ წინასწარ კარგად გარეცხავთ ჯაგრისით. ღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი დაჭერით სიგრძეზე და მიართვით პატარას სხვადასხვა ფერის სოუსთან ერთად. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ფერადი კერძები.

  • სოუსი

სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

  1. 400 გ ხაჭო
  2. 3 სუფრის კოვზი ლიმონისა და ფორთოხლის წვენი
  3. 1/3 კოვზი მდოგვი
  4. ნიორი
  5. მარილი

ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მიქსერით ათქვიფეთ, სხვადასხვა შეფერილობის მისაღებად კი ბუნებრივი საღებავები დაუმატეთ:

  1. მწვანე ფერისთვის - წვრილად გახეხილი 100 გ კიტრი და 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა.
  2. ყვითელი ფერისთვის - 1 ცალი ტკბილი ყვითელი ბულგარული წიწაკა, გახეხილი და მოხარშული კვერცხის გულში არეული.
  3. წითელი ფერისთვის - 1 ჩაის კოვზი პომიდვრის პასტა.

ლანგარზე დადგით ხაჭოს ფერადი სოუსით სავსე პატარა გამჭვირვალე ფიალები და გარშემო შემოუწყვეთ გრძლად დაჭრილი კანიანად შემწვარი კარტოფილი.

  • ბოსტნეულის დესერტი

ბოსტნეულისგან შეგიძლიათ მოამზადოთ დესერტიც და ამით მრავალფეროვნება შემატოთ ბავშვის მენიუს. თან შეგიძლიათ, ყოველივე ეს თამაშად აქციოთ. მაგალითად, შესთავაზეთ გამოიცნოს, რომელი ბოსტნეულისგან არის მომზადებული კერძი.

    • ყაბაყის კექსი

საჭიროა:

  1. 350 გ გახეხილი ყაბაყი
  2. 2 კვერცხი
  3. 120 მლ იოგურტი ან მაწონი
  4. 190 გ ფქვილი
  5. 100 გ კარაქი
  6. 200 გ შაქარი
  7. 4 სადილის კოვზი კაკაო
  8. 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  9. მწიკვი ვანილი
  10. გამაფხვიერებელი
  11. 1/2 ჩაის კოვზი სოდა
  12. მარილი

ჩამოთვლილ ინგრედიენტებს აურევთ ერთმანეთში, გადაიღებთ ცხიმწასმულ ფორმაში და 45 წუთით შედგამთ ღუმელში 180 გრადუსზე.

    • კარტოფილის ნუგბარი

საჭიროა:

  1. 300 გ მოხარშული კარტოფილი
  2. 300 გ ფქვილი
  3. 150 გ ხაჭო
  4. 400 გ მსხვილი მარწყვი
  5. 80 გ კარაქი
  6. 3 სუფრის კოვზი დაფქული თეთრი საფანელი
  7. შაქრის პუდრი
  8. მარილი

კარტოფილი, ხაჭო, კვერცხი და ფქვილი მიქსერით თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიღეთ საფანელმოყრილ დაფაზე, მიეცით ძეხვის ფორმა, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ნაჭრები ბურთივით დაამრგვალეთ და 5-7 წუთით ჩაუშვით ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, შემდეგ ამოიღეთ და ცხელ-ცხელი ამოავლეთ გამდნარი კარაქისა და საფანელის ნაზავში. დააწყვეთ ლანგარზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

    • ჭარხლის სალათა

საჭიროა:

  1. 1 ცალი ჭარხალი
  2. 1 ცალი სტაფილო
  3. 1 ცალი ვაშლი
  4. 1/2 ჩაის ჭიქა იოგურტი
  5. 1 ჩაის კოვზი შაქარი

ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და 20 წუთი შუშეთ. ჩაახეხეთ ვაშლი, დაახურეთ სახურავი და ცეცხლი ჩააქრეთ. ასე დატოვეთ 10 წუთი. რომ გაცივდება, მოასხით იოგურტი.

    • გოგრის კრემი

საჭიროა:

  1. 300 გ გოგრა
  2. 1 ცალი ვაშლი
  3. 3 სუფრის კოვზი თაფლი
  4. 2 ფორთოხლის წვენი და ცედრა
  5. 100 მლ ათქვეფილი ნაღები
  6. 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი

თეთრი გოგრა გათალეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, ვაშლს გამოაცალეთ კურკები და დაჭერით კუბიკებად. ეს ყველაფერი ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ თაფლი, ფორთოხლის წვენი და ცედრა, დარიჩინი, შედგით ნელ ცეცხლზე და 7 წუთი შუშეთ. რომ გაგრილდება, ბლენდერში ათქვიფეთ. კარგად გაცივებულს შეათქვიფეთ ნაღები და გადაიღეთ ფიალაში. შეგიძლიათ, მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გირჩევთ, შვილები პატარაობიდანვე მიაჩვიოთ ბოსტნეულის ჭამას - მომავალში აღარ დაგჭირდებათ იმაზე ფიქრი, როგორ მოაშოროთ ზედმეტი კილოგრამები.