ვაჭამოთ თუ არა ბავშვებს ფინიკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაჭამოთ თუ არა ბავშვებს ფინიკი

  • "შეიძლება თუ არა, ვაჭამოთ ბავშვს ფინიკი? ჩემს ბავშვობაში მას "ინდის ხურმას" ეძახდნენ და იშვიათად იყიდებოდა მაღაზიებში, ახლა კი მისი ფართო არჩევანია. რას გვირჩევთ?"

არაბეთის ბედუინებისთვის ფინიკი ძირითადი საკვებია და მას "უდაბნოს პურს" ეძახიან. ფინიკისგან ამზადებენ ჩირს, გარდა ამისა, ფქვავენ, ადუღებენ და არომატულ სასმელს იღებენ. შაქრის უხვი შემცველობის გამო ფინიკის ჩირი დიდხანს ინახება და კარგად უძლებს ტრანსპორტირებას. იგი სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

უამრავი ჯიშის ფინიკი არსებობს. ნაყოფი სხვადასხვა ფერისაა, შავი და თეთრიც კი. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჯიში, რომელსაც "deglet nuri" - "სამყაროს ნაყოფი" ჰქვია. მის ნაყოფს ყუთებში კუნწულებად აწყობენ. ამგვარად ის ერთი წელიც კი ინახება 25 გრადუს ტემპერატურაზე, 75%-იანი ტენიანობის პირობებში, ყოველგვარი კონსერვანტის გარეშე.

ჩვენში უფრო ცალობით დაფასოებული ფინიკი იყიდება - რბილი, წვნიანი, მიმზიდველი ნაყოფი, რომელსაც მეტი გამძლეობისთვის კონსერვანტ E202-ს - კალიუმის სორბატს ამატებენ. ასეთი ფინიკის ბავშვებისთვის მიცემა არ არის მიზანშეწონილი.

  • რას მივაქციოთ ყურადღება შეძენისას

    • თუ ყუთებში დაფასოებულ ფინიკს ყიდულობთ, ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონსერვანტები.
    • თუ ასაწონს ყიდულობთ, შეარჩიეთ რბილი, მაგრამ მშრალი, დაუზიანებელი ნაყოფი. მას მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა, ბუნებრივი ბზინვარება და სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს.
    • საკვებად უვარგისია დაზიანებული, უფორმოდ გათხაპნული ფინიკის ჩირი.
    • ფინიკზე ადვილად სახლდებიან ბაქტერიები, ამიტომ ჰაერზე მისი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.
    • გარდა ამისა, ჭამამდე ის კარგად უნდა გაირეცხოს, რაც გემოსა და სასარგებლო თვისებებს უკარგავს.

უფროსები ხშირად ასაჩუქრებენ ბავშვებს ტკბილეულით - კანფეტებით ან ნამცხვრებით, პედიატრებს კი მიაჩნიათ, რომ ეს ტკბილეული "ცარიელი კალორიებია". აი, ფინიკი გემრიელიც არის და სასარგებლოც. ის შეიძლება დავუმატოთ ხილის სალათს, სხვა დესერტს.

  • რას შეიცავს ფინიკი?

    • ფინიკი უხვად შეიცავს:
    • რკინას,
    • მაგნიუმს,
    • ფოსფორს,
    • მინერალურ მარილებს,
    • B ჯგუფის ვიტამინებს,
    • კაროტინს.
    • შეუცვლელ ამინომჟავებს.

ფინიკში ასევე მოიპოვება ცოტაოდენი ფთორი, რომელიც დაზიანებისგან იცავს კბილებს და სელენი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას, სანახევროდ - რკინისას და 25%-ით - კალციუმისას. ფინიკი აძლიერებს ორგანიზმს, მატებს ენერგიას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას. ფინიკის ტკბილი ნაყოფისგან იღებენ ფინიკის თაფლსა და შაქარს (იგი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლის შაქარი).

ყველაფერთან ერთად, ფინიკი მაღალკალორიული პროდუქტია - ერთი ცალის ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 25 კილოკალორიას უტოლდება (არც არის გასაკვირი - ჩირის 60-65% ხომ შაქარია, გლუკოზა და ფრუქტოზა), ეს კი ნიშნავს, რომ 10 ცალი ფინიკის პალმის ნაყოფი ერთ ულუფა მსუქანი ხორცის კატლეტს უდრის!

  • ეგზოტიკური ასორტი

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს სადღესასწაულო სუფრის გასახალისებლად და გასალამაზებლად.

დაგჭირდებათ:

    • 3 ცალი კივი
    • 1 ცალი ფორთოხალი
    • 2 სადილის კოვზი თეთრი ქიშმიში
    • 100 გ ანანასის რბილობი (კუბიკებად დაჭრილი)
    • 2 ჩაის კოვზი თაფლი
    • 10 ცალი ფინიკის ჩირი
    • 1/2 ლიმონის წვენი
    • 5 სადილის კოვზი ნაღები

ფინიკის ჩირი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკა და გავჭრათ შუაზე. კუბიკებად დავჭრათ კივი, ფორთოხალი, ანანასი, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ ქიშმიში. მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები, თაფლი და ლიმონის წვენი. თეფშის შუაგულში დავდოთ ხილი. ზემოდან მოვასხათ ათქვეფილი მასა. ეს ჩაროზი გემრიელია და სასარგებლო, განსაკუთრებით - ნაზამთრალი ორგანიზმისთვის, ვიდრე ზაფხულის ხილი შემოვა.