საშიში საკვები დანამატები - ნახეთ სრული ჩამონათვალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიში საკვები დანამატები - ნახეთ სრული ჩამონათვალი

მომენტიც გაჩნდა. პროდუქტების სამომხმარებლო თვისებების (გემო, შენახვის ვადა, იერსახე) გასაუმჯობესებლად მწარმოებლები მათ სპეციალურ ნივთიერებებს უმატებენ, მათ შორის, ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველსაც. მომხმარებელი კი ხშირად არც უკვირდება საკვების საიმედოობას და სახიფათო პროდუქტს რეგულარულად მოიხმარს.

ამჯერად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ ყველაზე საშიში საკვები დანამატების ტოპათეულზე, რომლებიც ფართოდ გავრცელებული საკვებისა და კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში შედის.

1) სინთეზური დამატკბობლები

ლიმონათისა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება შაქრის ხელოვნური შემცვლელები, რომლებიც არა მხოლოდ აუმჯობესებს პროდუქტის გემოს, ამცირებს მათ თვითღირებულებასაც. დამატკბობლებიდან განსაკუთრებით სახიფათოა ასპარტამი და კალიუმის აცესულფამი. პირველს კანცეროგენული მოქმედება აქვს, რომელიც არაერთი კვლევითაა დადასტურებული (ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს კანის პრობლემებს და აზიანებს კბილის მინანქარს). გარდა ამისა, ასპარტამის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ფენილალანინი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ამ უკანასკნელის დაგროვება ორგანიზმში პანიკურ შეტევებსა და დეპრესიულ მდგომარეობათა განვითარებას უწყობს ხელს. კალიუმის აცესულფამი კი თირკმელების პათოლოგიებს იწვევს, მათ შორის - ავთვისებიან დაავადებასაც.

საკვები პროდუქტების რეცეპტურაში ასპარტამი - “E 951”, აცესულფამი კი “E 950” ან “Sunett” აღნიშვნით ფიგურირებს. ეს ორი ნივთიერება ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ლიმონათისა და საზოგადოდ, ტკბილი სასმელების, არამედ საკონდიტრო წარმოებაშიც. მეტიც, ზოგიერთი ფარმაცევტული ფირმა დამატკბობელ “E 950”-ს ამატებს აბების მფარავ მინანქარში.

2) სიმინდის სიროფი

სიმინდის სიროფი თავისთავად არც სინთეზური და არც მაინც და მაინც მავნე პროდუქტია, თუმცა წარმოების პროცესში ფერმენტებითა და დამატებითი ფრუქტოზით გამდიდრების სტადიას გადის. შედეგად მიიღება დანამატი, რომელიც შაქართან შედარებით მავნე კომპონენტებითაა გაჯერებული. სამწუხაროა ის, რომ პრაქტიკულად ყველა ტკბილი გაზიანი სასმელი და საბავშვო “სასუსნავი” (საღეჭი რეზინი, საწუწნი კანფეტები და ა. შ.) ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტად შეიცავს სიმინდის სიროფს. აღნიშნული პროდუქციის სისტემატურად მოხმარების შემთხვევაში კი ორგანიზმი იღებს ისეთ დატვირთვას, რომელსაც ვეღარ უმკლავდება, სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად იმატებს. სიმინდის სიროფისა და მისი შემცველი პროდუქციის ჭარბად მოხმარება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, გაცხიმოვნებისა და კვებითი დამოკიდებულების განვითარებას იწვევს.

3) ნატრიუმის გლუტამატი

ნატრიუმის გლუტამატი გემოს გამაძლიერებელია. პროდუქტთა შეფუთვაზე აღნიშნულია როგორც “E 621” ან “MSG”. ორგანიზმში დაგროვებისას შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ეროზიული დაზიანება გამოიწვიოს. თუმცა მთავარი საფრთხე, რომელიც ნატრიუმის გლუტამატის გამოყენებას უკავშირდება, ის არის, რომ ამ დანამატის შემცველი პროდუქტები მიჩვევას იწვევს. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ნატრიუმის გლუტამატის შემცველ პროდუქტებს, სხვა საკვები უმარილო და უგემური ეჩვენებათ. ფაქტობრივად, ისინი ეჩვევიან ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებს. რისკჯგუფში არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც არ შეუძლიათ კვებითი ქცევის კონტროლი და პრაქტიკულად დამოკიდებულნი ხდებიან ჯანრთელობისათვის სახიფათო საკვებზე. “E 621” დანამატს აქტიურად რთავენ სწრაფი კვების პროდუქტებში (ე.წ. “ფასტ-ფუდში”), ჩიფსების, ორცხობილების, კონსერვების, შებოლილი თევზეულისა და ხორცეულის შემადგენლობაში. ჩამოთვლილ პროდუქტებს მაქსიმალურად უნდა ერიდოთ, იშვიათად და მცირე რაოდენობით მიირთვათ.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებლები შეგნებულად ასტიმულირებენ ამ ტიპის პროდუქციის ჭარბ მოხმარებას, რომ თავიანთი პროდუქცია ინტენსიურად გაასაღონ, განგებ რთავენ პროდუქტების შემადგენლობაში ასეთ დანამატს, რომ ადამიანი მათზე დამოკიდებული გახდეს, მხოლოდ ისინი შეიძინოს და სხვა საკვებზე უარი თქვას. ასე რომ, იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, მწარმოებლები ხომ მხოლოდ გამდიდრებაზე ფიქრობენ!

4) ტრანსცხიმები

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას. ტრანსცხიმები ცვლიან ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნატურალურ ცხიმებს, რაც კარგად ხელეწიფებათ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს. საკვებში ტრანსცხიმების გამოყენება იწვევს “ცუდი” ქოლესტერინის დაგროვებას და ნეგატიურ ცვლილებებს სისხლში. ყოველივე ეს კი ზრდის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკს, იწვევს გაცხიმოვნებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას (კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებას), რეპროდუქციული სფეროს დარღვევებს, განსაკუთრებით მამაკაცებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში კანონი ავალდებულებს მწარმოებელს, გააფრთხილოს მომხმარებელი საკვებ პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობაზე, ვალდებულებას ყოველთვის არც იქ იცავენ. საქართველოში კი ამ კუთხით სრულიად დაუცველები ვართ.

5) ხელოვნური საღებავები

ნატურალურ საღებავებს, ჩვეულებრივ, მცენარეული ნედლეულიდან გამოყოფენ. ისინი უსაფრთხოა, თუმცა თერმული დამუშავებისას ყოველთვის ვერ ავლენს მდგრადობას. თანაც ბუნებრივი, ნატურალური საღებავები მკვეთრ შეფერილობას ვერ ანიჭებს პროდუქციას. ამიტომაც მწარმოებლები უხშირესად ხელოვნურ საღებავებს იყენებენ. რაც უფრო კაშკაშა, მკვეთრი შეფერილობისაა საკვები პროდუქტი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ის ხელოვნური საღებავებითაა გაჯერებული. სამწუხაროდ, ამ მავნე ნივთიერებებს ამატებენ საკონდიტრო ნაწარმს, ძეხვეულს, ყველს, თევზეულის დელიკატესებს, სასმელებს და უამრავ მზა პროდუქტს, ფართოდ იყენებენ მათ აგრეთვე პარფიუმერულ-კოსმეტიკურ წარმოებაშიც. ყველა ხელოვნური საღებავი სერიოზული ალერგენია. ალერგიული რეაქციების გარდა იწვევს საჭმლის მონელების დარღვევასაც. ზოგიერთი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, რაც განსაკუთრებით საშიშია პატარებისათვის, ისინი ხომ კაშკაშა, თვალისმომჭრელი შეფერილობის პროდუქტთა - მარმელადების, კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის მოყვარულნი არიან. ხელოვნური საღებავები ბავშვებში მომატებულ აგზნებადობას, ყურადღების დაქვეითებასა და ინტელექტუალური განვითარების პრობლემებს წარმოშობს.

6) გოგირდმჟავა ნატრიუმი

ეს არის შამპუნების, ბალზამებისა და თმის მოვლის სხვა საშუალებების (სავლებების) წარმოებაში ფართოდ დანერგილი კონსერვანტი და ემულგატორი (E 514). იწვევს ალერგიული რეაქციების (განსაკუთრებით კანის გამონაყარის), სუნთქვის გაძნელებისა და ძლიერი თავის ტკივილის პროვოცირებას.

7) ნატრიუმის ნიტრიტი

ერთ-ერთი კონსერვანტია (E 250), რომელსაც ამატებენ საკვებ პროდუქტებს (ძეხვეულს, ხორცეულისა და თევზეულის გასტრონომიას) საღებავების ფიქსაციისათვის და ამჟავებისაგან (გაფუჭებისაგან) დასაცავად. ნატრიუმის ნიტრიტი მეტად ტოქსიკურია. მისი 2-6 გრამი იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ მოწამვლას. ორგანიზმში მოხვედრისას ერთვება ქიმიურ რეაქციებში, რომელთა შედეგადაც ძლიერი კანცეროგენები მიიღება. თავად ნატრიუმის ნიტრიტი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ღვიძლისა და ნაწლავის პათოლოგიებს.

8) გოგირდის დიოქსიდი

აირისმაგვარი კონსერვანტია (E 220). გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის ე.წ. შებოლვა-შემოგარსვისათვის (რათა მათი შენახვის ვადა გაიზარდოს), წვენების, ჩირის და ღვინის წარმოებაში (ღვინის მომწიფების შეჩერებისათვის). გოგირდის დიოქსიდი ძლიერ ტოქსიკურია. ამ ნივთიერებით მოწამვლისას ვლინდება ხმის ჩახლეჩა, ხველა, ყლაპვის გაძნელება, ღებინება და სულხუთვა. შესაძლოა განვითარდეს ფილტვების შეშუპება. ასთმით დაავადებულებში ამ დანამატმა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში შეტევის პროვოცირება მოახდინოს. გოგირდის დიოქსიდით დამუშავებული ღვინის დალევის შემდეგ ზოგიერთებს ძლიერი თავის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა ეწყებათ ამ კონსერვანტით შებოლვა-შემოგარსვის შემდეგ ხილი კარგავს B ჯგუფის ვიტამინებს.

9) კალიუმის ბრომატი

ფქვილისა და პურ-ფუნთუშეულის ნაწარმის ერთ-ერთი ცნობილი გამაფხვიერებელია. მას პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად იყენებენ. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ეს დანამატი (E 924a) ავთვისებიანი სიმსივნის პროვოცირებას იწვევს. გარდა ამისა, კალიუმის ბრომატი ტოქსიკურია, მისი ორგანიზმში მოხვედრა თირკმელების მწყობრიდან გამოყვანას ახდენს.

დასახელებული დანამატი ოფიციალურადაა აკრძალული კანადაში, ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზოგიერ ქვეყანაში, აზიასა და აფრიკაში. აშშ-ში კი ის ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც საკვები პროდუქტების, ასევე კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

10) სინთეზური ანტიოქსიდანტები (BHA და BHT)

ისინი ძირითადად ტუჩის საცხის (პომადის) წარმოებაში გამოიყენება როგორც ანტიდამჟანგველები და კონსერვანტები. ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. არსებობს მონაცემები იმის თაობაზეც, რომ ისინი კანცეროგენებია (სიმსივნის პროვოცირებას ახდენს).

* * *

კანონი, საზოგადოდ, მწარმოებლებს ავალდებულებს პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენტების ნუსხის გამოტანას (მითითებას) შეფუთვაზე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებლის უსაფრთხოება და კეთილყოფიერება დამოკიდებულია მის ყურადღებასა და დაკვირვებულობაზე. ნებისმიერი პროდუქტის საკვებად გამოყენებამდე თუ მოხმარებამდე, ასევე შეძენამდეც, აუცილებელია საგულდაგულოდ გავეცნოთ მის შემადგენლობას, ასევე აუცილებელია ვფლობდეთ ინფორმაციას ჩვენი ორგანიზმისათვის მავნე დანამატებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჯანმრთელობის შენარჩუნება და მძიმე გართულებათა თავიდან აცილება! ამიტომაც ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას ამ მავნე და სახიფათო ნივთიერებებზე!

აქვე გთავაზობთ საკვები დანამატების ნუსხას, რომელიც მომზადებულია www.yell.ge-ს მიხედვით.

საკვები დანამატის ტექნოლოგიური ფუნქცია:

  • საღებავი – გამოიყენება საკვები პროდუქტებისთვის ფერის მისაცემად
  • კონსერვანტი – ზრდის პროდუქტის ვარგისიანობის ვადას
  • ანტიოქსიდანტი – არეგულირებს მჟავიანობას, იცავს პროდუქტს გაფუჭებისგან
  • სტაბილიზატორი – ინარჩუნებს პროდუქტის არსებულ შემადგენლობას
  • ემულგატორი – ინარჩუნებს პროდუქტის განსაზღვრულ სტრუქტურას
  • არომატიზატორი – აძლიერებს პროდუქტის გემოს და არომატს
საკვები დანამატის მოქმედება:

მწვანე - უსაფრთხო დანამატი - დანამატი არ მოქმედებს უარყოფითად ადამიანის ორგანიზმზე

ნარინჯისფერი საეჭვო დანამატი – დანამატის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე არ არის გარკვეული, უარყოფითად

წითელი - მოქმედებს ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე ან დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად აისახება ორგანიზმზე

აკრძალული დანამატი – დანამატის გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში

ინდექსი დასახელება ტექნოლოგიური ფუნქცია დანამატის მოქმედება
E100 კურკუმინი ყვითელი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E101 რიბოფლავინი ყვითელი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E102 ტარტრაზინი ყვითელი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, სიმსივნე)
E103 ალკანეტი ყვითელი საღებავი აკრძალული დანამატი
E104 ყვითელი ქინოლინი ყვითელი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, სიმსივნე)
E105 ყვითელი მჟავა ყვითელი საღებავი აკრძალული დანამატი
E106 რიბოფლავინი–5 ნატრიუმის ფოსფატი ყვითელი საღებავი საეჭვო დანამატი
E107 ყვითელი 2G ყვითელი საღებავი აკრძალული დანამატი
E110 ყვითელი "მზის ჩასვლა" FCF ფორთოხლისფერი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E111 ნარინჯისფერი GGN ფორთოხლისფერი საღებავი აკრძალული დანამატი
E112 კარმუაზინი (აზორუბინი) ფორთოხლისფერი საღებავი აკრძალული დანამატი
E120 კარმინი წითელი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E121 ციტრუსის წითელი 2 წითელი საღებავი აკრძალული დანამატი (აკრძალულია საქართველოშიც)
E122 კარმუაზინი (აზორუბინი) წითელი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E123 ამარანტი წითელი საღებავი აკრძალული დანამატი (აკრძალულია საქართველოშიც)
E124 პონსო 4R წითელი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E125 პონსო SX წითელი საღებავი აკრძალული დანამატი
E126 პონსო 6R წითელი საღებავი საეჭვო დანამატი
E127 ერითროზინი წითელი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E128 წითელი 2G წითელი საღებავი აკრძალული დანამატი
E129 წითელი მომხიბვლელი АС წითელი საღებავი საეჭვო დანამატი
E130 ლურჯი ინდანტრენი RS ლურჯი საღებავი აკრძალული დანამატი
E131 დაპატენტებული ლურჯი V ლურჯი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E132 ინდიგოკარმინი ლურჯი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E133 ბრილიანტის ლურჯი FCF ლურჯი საღებავი უსაფრთხო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E140 ქლოროფილი მწვანე საღებავი უსაფრთხო დანამატი
E141 ქლოროფილის სპილენძის კომპლექსები მწვანე საღებავი უსაფრთხო დანამატი
E142 მწვანე S მწვანე საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E143 მწვანე მტკიცე FCF მწვანე საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E150a, b, c, d შაქრის კოლერი (კარამელი) ყავისფერი საღებავი საეჭვო დანამატი
E151 ბრილიანტის შავი BN შავი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E152 შავი 7984 შავი საღებავი აკრძალული დანამატი
E153 მცენარეული ნახშირი შავი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E154 ყავისფერი FK ყავისფერი საღებავი აკრძალული დანამატი
E155 ყავისფერი HT ყავისფერი საღებავი აკრძალული დანამატი
E160a ალფა, ბეტა, გამა კაროტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E160b ანატო საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E160c პაპრიკას(ბულგარული წიწაკის) ექსტრაქტი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E160d ლიკოპინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E160e აპოკაროტენალი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E160f კაროტინის მჟავას ეთილის ეთერი (საკვები ფორთოხალი 7) საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161a ფლავოქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161b ლუტეინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161c კრიპტოქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161d რუბიქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161e ვიოლაქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161f როდოქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161g კანტაქსანტინი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემა)
E161h ზეაქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161i ციტრანაქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E161j ასტაქსანტინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E162 ბეტანინი (ჭარხლის წითელი) საღებავი უსაფრთხო დანამატი
E163a, b, c, d, e, f ანტოციანინი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E164 ზაფრანა საღებავი უსაფრთხო დანამატი
E165 ლურჯი გარდენია საღებავი საეჭვო დანამატი
E166 სანდალოზი საღებავი აკრძალული დანამატი
E170 კალციუმის კარბონატი (ცარცი, ნახშირმჟავა კალციუმი) საღებავი უსაფრთხო დანამატი
E171 ტიტანის დიოქსიდი საღებავი საეჭვო დანამატი
E172 რკინის ოქსიდი საღებავი უსაფრთხო დანამატი
E173 ალუმინი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E174 ვერცხლი საღებავი საეჭვო დანამატი
E175 ოქრო საღებავი უსაფრთხო დანამატი
E180 ლალის ლითოლი BK (ლითოლრუბინი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E181 ტანინი საღებავი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები)
E182 ორსინი საღებავი აკრძალული დანამატი
E200 სორბინის მჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E201 ნატრიუმის სორბატი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ფსევდო–ალერგიული რეაქცია)
E202 კალიუმის სორბატი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ფსევდო–ალერგიული რეაქცია)
E203 კალციუმის სორბატი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ფსევდო–ალერგიული რეაქცია)
E209 ჰეპტილპარაბენი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E210 ბენზოინის მჟავა კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E211 ნატრიუმის ბენზოატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E212 კალიუმის ბენზოატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E213 კალციუმის ბენზოატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E214 ეთილპარაბენი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E215 ეთილპარაბენ ნატრიუმი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E216 პროპილპარაბენი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E217 პროპილპარაბენ ნატრიუმი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E218 მეთილპარაბენი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E219 მეთილპარაბენ ნატრიუმი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E220 გოგირდის დიოქსიდი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E221 ნატრიუმის სულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E222 ნატრიუმის ჰიდროსულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E223 ნატრიუმის პიროსულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E224 კალიუმის პიროსულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E225 კალიუმის სულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E226 კალციუმის სულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E227 კალციუმის ჰიდროსულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E228 კალიუმის ჰიდროსულფიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E230 ბიფენილი (დიფენილი) კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E231 ორთოფენილფენოლი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E232 ორთოფენილფენოლის ნატრიუმის მარილი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E233 თიაბენდაზოლი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E234 ნიზინი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E235 ნატამიცინი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაჭლავის პრობლემები)
E236 ჭიანჭველმჟავა კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E237 ნატრიუმის ფორმიატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E238 კალციუმის ფორმიატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E239 ჰექსამინი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, სიმსივნე)
E240 ფორმალდეჰიდი კონსერვანტი აკრძალული დანამატი (აკრძალულია საქართველოშიც)
E241 გვაიაკის ფისი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E242 დიმეთილ დიკარბონატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი
E243 დიეთილპიროკარბონატი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E249 კალიუმის ნიტრიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E250 ნატრიუმის ნიტრიტი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E251 ნატრიუმის ნიტრატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E252 კალიუმის ნიტრატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E260 ძმარმჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E261 კალიუმის აცეტატები კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E262 ნატრიუმის აცეტატები კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E263 კალციუმის აცეტატი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E264 ამონიუმის აცეტატი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E265 დეჰიდროაცეტმჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E266 ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E270 რძემჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E280 პროპიონის მჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E281 ნატრიუმის პროპიონატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი
E282 კალციუმის პროპიონატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, წნევის აწევა)
E283 კალიუმის პროპიონატი კონსერვანტი საეჭვო დანამატი
E284 ბორის მჟავა კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E285 ნატრიუმის ტეტრაბორატი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E290 ნახშირბადის დიოქსიდი კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E295 ამონიუმის ფორმიატი კონსერვანტი აკრძალული დანამატი
E296 ვაშლმჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E297 ფუმარმჟავა კონსერვანტი უსაფრთხო დანამატი
E300 ასკორბინის მჟავა ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E301 ნატრიუმის ასკორბატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E302 კალციუმის ასკორბატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E303 კალიუმის ასკორბატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E304 ასკორბილპალმიტატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E305 ასკორბილსტეარატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E306 ტოკოფეროლების ნარევის კონცენტრატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E307 ალფა-ტოკოფეროლი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E308 გამა-ტოკოფეროლი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E309 დელტა-ტოკოფეროლი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E310 პროპილგალატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E311 ოქტილგალატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E312 დოდეცილგალატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E313 ეთილგალატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E314 გვაიაკის ფისი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E315 ერითორბის მჟავა ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E316 ნატრიუმის ერითორბატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E317 კალიუმის ერითორბატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E318 კალციუმის ერითორბატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E319 ტრეტ-ბუთილჰიდროქინონი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E320 ბუთილჰიდროქსიანიზოლი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E321 ბუთილჰიდროქსიტოლუოლი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე)
E322 ლეციტინი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E323 ანოქსომერი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E324 ეტოქსიქინი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E325 ნატრიუმის ლაქტატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E326 კალიუმის ლაქტატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E327 კალციუმის ლაქტატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E328 ამონიუმის ლაქტატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E329 მაგნიუმის ლაქტატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E330 ლიმონმჟავა ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E331 ნატრიუმის ციტრატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E332 კალიუმის ციტრატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E333 კალციუმის ციტრატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E334 ღვინომჟავა ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E335 ნატრიუმის ტარტრატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E336 კალიუმის ტარტრატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E337 კალიუმ-ნატრიუმის ტარტრატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E338 ორთო-ფოსფორმჟავა ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაჭლავის პრობლემები)
E339 ნატრიუმის ფოსფატები ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაჭლავის პრობლემები)
E340 კალიუმის ფოსფატები ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაჭლავის პრობლემები)
E341 კალციუმის ფოსფატები ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაჭლავის პრობლემები)
E342 ამონიუმის ფოსფატები ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები)
E343 მაგნიუმის ფოსფატები ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაჭლავის პრობლემები)
E344 ლეციტინის ციტრატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E345 მაგნიუმის ციტრატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E349 ამონიუმის მალატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E350 ნატრიუმის მალატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E351 კალიუმის მალატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E352 კალციუმის მალატები ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E353 მეტა-ღვინის მჟავა ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E354 კალციუმის ტარტრატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E355 ადიპინის მჟავა ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E356 ნატრიუმის ადიპატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E357 კალიუმის ადიპატი ანტიოქსიდანტი უსაფრთხო დანამატი
E359 ამონიუმის ადიპატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E363 ქარვამჟავა ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E365 ნატრიუმის ფუმარატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E366 კალიუმის ფუმარატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E367 კალციუმის ფუმარატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E368 ამონიუმის ფუმარატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E370 ჰეპტონოლაქტონი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E375 ნიკოტინმჟავა ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E380 ამონიუმის ციტრატი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E381 რკინა-ამონიუმის ციტრატები ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E383 კალციუმის გლიცეროფოსფატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E384 იზოპროპილციტრატული ნარევი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E385 ეთილენდიამინტეტრააცეტატის მჟავა ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E386 დინატრიუმ ეთილენდიამინტეტრააცეტატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E387 ოქსისტეარინი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E388 თიოდიპროპიონის მჟავა ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E389 დილაურილ თიოდიპროპიონატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E390 დისტეარილ თიოდიპროპიონატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E391 ფიტინმჟავა ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E392 როზმარინის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტი საეჭვო დანამატი
E399 კალციუმის ლაქტობიონატი ანტიოქსიდანტი აკრძალული დანამატი
E400 ალგინმჟავა სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E401 ნატრიუმის ალგინატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E402 კალიუმის ალგინატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E403 ამონიუმის ალგინატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E404 კალციუმის ალგინატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E405 პროპილენგლიკოლის ალგინატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E406 აგარი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E407 კარაგინანი და მისი ნატრიუმის, კალიუმის, ამონიუმის მარილები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E407a კარაგინანი წყალმცენარე ეუქემასგან სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E408 საცხობი საფუარის გლიკანი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E409 არაბინოგალაქტანი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E410 პარკოსანი ხის გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E411 შვრიის გუმფისი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E412 გუარის გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E413 ტრაგაკანტის გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E414 გუმიარაბიკი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E415 ქსანტანის გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E416 კარაიას გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E417 ტარას გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E418 გელანის გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E419 გჰატის გუმფისი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E420 სორბიტი და სორბიტის ვაჟინი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E421 მანიტი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E422 გლიცერინი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, წნევის აწევა)
E424 კურდლანი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E425 ამორფოფალუს კონიაკის გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E426 სოიოს ჰემიცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E427 სენას გუმფისი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E429 პეპტონები სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E430 პოლიოქსიეთილენ (8) სტეარატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E431 პოლიოქსიეთილენ (40) სტეარატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E432 პოლიოქსიეთილენ (20) სორბიტან მონოლაურატი (პოლისორბატი 20) სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E433 პოლიოქსიეთილენ (20)სორბიტან მონოოლეატი (პოლისორბატი 80), ტვინ 80 სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E434 პოლიოქსიეთილენ (20) სორბიტან (პოლისორბატი 40) სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E435 პოლიოქსიეთილენ (20) სორბიტან მონოსტეარატი (პოლისორბატი 60) სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E436 პოლიოქსიეთილენ (20) სორბიტან ტრისტეარატი (პოლისორბატი 65) სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E440 პექტინები სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E441 ჟელატინი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია)
E442 ფოსფატიდილმჟავას ამონიუმის მარილი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E443 ბრომირებული მცენარეული ცხიმი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E444 საქაროზას აცეტატ-იზობუტირატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E445 გლიცერინისა და ფისის მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, თავის ტკივილი)
E446 სუქცისტეარინი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E450 პიროფოსფატები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E451 ტრიფოსფატები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E452 პოლიფოსფატები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E457 ალფა-ციკლოდექსტრინი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E458 გამა-ციკლოდექსტრინი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E459 ბეტა-ციკლოდექსტრინი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E460 ცელულოზა სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E461 მეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E462 ეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E463 ჰიდროქსიპროპილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E464 ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E465 მეთილეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E466 ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E467 ეთილჰიდროქსიეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E468 კროსკარამელოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E469 ფერმენტების ზემოქმედების ქვეშ ჰიდროლიზებული კარბოქსიმეთილცელულოზა სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E470a ცხიმოვანი მჟავების მარილები (კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის) სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E470b ცხიმოვანი მჟავების მარილები (მაგნიუმის) სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E471 ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472a გლიცერინის, ძმრისა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472b გლიცერინის, რძისა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472c გლიცერინის, ლიმონისა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472d ღვინისა და ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472e გლიცერინის, დიაცეტილღვინისა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472f გლიცერინის, ღვინის, ძმრისა და ცხიმოვანი მჟავების შერეული ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E472g ქარვამჟავასა და მონოგლიცერიდების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E473 საქაროზასა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E474 საქაროგლიცერიდები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E475 პოლიგლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E476 პოლიგლიცერინისა და ურთიერთ-ეთერიფიცირებული რიცინოლმჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E477 პროპილენგლიკოლისა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E478 გლიცერინისა და პროპილენგლიკოლის ლაქტილირებული ცხიმოვანი მჟავების ეთერები სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E479b თერმულად დაჟანგული სოიოს ზეთი ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდებით სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E480 ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E481 ნატრიუმის ლაქტილატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E482 კალციუმის ლაქტილატი სტაბილიზატორი უსაფრთხო დანამატი
E483 სტეარილტარტრატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E484 სტეარილციტრატი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E485 ნატრიუმის სტეაროილფუმარატი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E486 კალციუმის სტეაროილფუმარატი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E487 ნატრიუმის ლაურილსულფატი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E488 ეტოქსილირებული მონო და დიგლიცერიდები სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E489 ქოქოსის ცხიმისა და მეთილგლიკოზიდის ეთერი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E491 სორბიტან მონოსტეარატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E492 სორბიტან ტრისტეარატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E493 სორბიტან მონოლაურატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E494 სორბიტან მონოოლეატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E495 სორბიტან მონოპალმიტატი სტაბილიზატორი საეჭვო დანამატი
E496 სორბიტან ტრიოლეატი სტაბილიზატორი აკრძალული დანამატი
E500 ნატრიუმის კარბონატები (მ.შ. საჭმელი სოდა, სარეცხი სოდა, კალცინირებული სოდა) ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E501 კალიუმის კარბონატები ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E503 ამონიუმის კარბონატები ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E504 მაგნიუმის კარბონატები ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E505 რკინის კარბონატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E507 მარილმჟავა ემულგატორი საეჭვო დანამატი
E508 კალიუმის ქლორიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E509 კალციუმის ქლორიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E510 ამონიუმის ქლორიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E511 მაგნიუმის ქლორიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E512 კალის ქლორიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E513 გოგირდმჟავა ემულგატორი საეჭვო დანამატი
E514 ნატრიუმის სულფატები ემულგატორი საეჭვო დანამატი
E515 კალიუმის სულფატები ემულგატორი საეჭვო დანამატი
E516 კალციუმის სულფატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E517 ამონიუმის სულფატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E518 მაგნიუმის სულფატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E519 სპილენძის სულფატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E520 ალუმინის სულფატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E521 ალუმინ-ნატრიუმის სულფატი (ალუმინ-კალიუმის შაბი) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E522 ალუმინ-კალიუმის სულფატი (ალუმინ-კალიუმის შაბი) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E523 ალუმინ-ამონიუმის სულფატი (ალუმინ-ამიაკური შაბი) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E524 ნატრიუმის ჰიდროქსიდი (კაუსტიკური სოდა, ტუტე ნატრიუმი) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E525 კალიუმის ჰიდროქსიდი (კალიუმის ტუტე) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E526 კალციუმის ჰიდროქსიდი (ჩამქრალი კირი) ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E527 ამონიუმის ჰიდროქსიდი (ამიაკის წყალხსნარი, ამიაკის ჰიდრატი, ნიშადურის სპირტი) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E528 მაგნიუმის ჰიდროქსიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E529 კალციუმის ოქსიდი (კირი) ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E530 მაგნიუმის ოქსიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E535 ნატრიუმის ფეროციანიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E536 კალიუმის ფეროციანიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E537 რკინის ჰექსაციანომანგანატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E538 კალციუმის ფეროციანიდი ემულგატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E539 ნატრიუმის თიოსულფატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E540 დიკალცია დიფოსფატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E541 ნატრიუმის ალუმინფოსფატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E542 ძვლის ფოსფატი (კალციუმის ფოსფატი) ემულგატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E543 ნატრიუმ კალციუმის პოლიფოსფატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E544 კალციუმის პოლიფოსფატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E545 ამონიუმის პოლიფოსფატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E550 ნატრიუმის სილიკატები ემულგატორი აკრძალული დანამატი
E551 სილიციუმის დიოქსიდი ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E552 კალციუმის სილიკატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E553a მაგნიუმის სილიკატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E553b ტალკი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E554 ნატრიუმის ალუმინსილიკატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E555 კალიუმის ალუმინსილიკატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E556 კალციუმის ალუმინსილიკატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E557 თუთიის სილიკატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E558 ბენტონიტი ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E559 ალუმინსილიკატი (კაოლინი) ემულგატორი საეჭვო დანამატი
E560 კალიუმის სილიკატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E570 ცხიმოვანი მჟავები ემულგატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E574 გლუკონმჟავა ემულგატორი საეჭვო დანამატი
E575 გლუკონო-დელტა ლაქტონი ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E576 ნატრიუმის გლუკონატი ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E577 კალიუმის გლუკონატი ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E578 კალციუმის გლუკონატი ემულგატორი უსაფრთხო დანამატი
E579 რკინის გლუკონატი ემულგატორი საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E580 მაგნიუმის გლუკონატი ემულგატორი აკრძალული დანამატი
E585 რკინის ლაქტატი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E586 4–ჰექსილრეზორცინი ემულგატორი საეჭვო დანამატი
E620 გლუტამინმჟავა არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E621 ნატრიუმის გლუტამატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E622 კალიუმის გლუტამატი 1-ჩანაცვლებული არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E623 კალციუმის გლუტამატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E624 ამონიუმის გლუტამატი 1-ჩანაცვლებული არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E625 მაგნიუმის გლუტამატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, თავის ტკივილი)
E626 გუანილმჟავა არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E627 ნატრიუმის 5'- გუანილატი 2-ჩანაცვლებული არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E628 კალიუმის 5'- გუანილატი 2-ჩანაცვლებული არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E629 კალციუმის 5'-გუანილატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E630 ინოზინმჟავა არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E631 ნატრიუმის 5'-ინოზინატი 2-ჩანაცვლებული არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E632 კალიუმის ინოზინატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E633 კალციუმის 5'-ინოზინატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E634 კალციუმის 5'-რიბონუკლეოტიდები არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E635 ნატრიუმის 5'-რიბონუკლეოტიდები 2-ჩანაცვლებული არომატიზატორი საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E636 მალტოლი არომატიზატორი საეჭვო დანამატი
E637 ეთილმალტოლი არომატიზატორი საეჭვო დანამატი
E640 გლიცინი არომატიზატორი უსაფრთხო დანამატი
E641 L-ლეიცინი არომატიზატორი საეჭვო დანამატი
E642 ლიზინი ჰიდროქლორიდი არომატიზატორი აკრძალული დანამატი
E650 თუთიის აცეტატი არომატიზატორი საეჭვო დანამატი
E900a პოლიდიმეთილსილოქსანი სხვა საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E900b მეთილფენილპოლისილოქსანი სხვა აკრძალული დანამატი
E901 თაფლის ცვილი, თეთრი და ყვითელი სხვა საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E902 სასანთლე ცვილი სხვა საეჭვო დანამატი
E903 კარნაუბას ცვილი სხვა საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E904 შელაქი სხვა საეჭვო დანამატი(შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E905 პარაფინები სხვა აკრძალული დანამატი
E906 ბენზოის ფისი სხვა აკრძალული დანამატი
E907 ჰიდროგენიზირებული პოლი–1–დეცენი სხვა აკრძალული დანამატი
E908 ბრინჯის ქატოს ცვილი სხვა აკრძალული დანამატი
E909 სპერმაცეტის ცვილი სხვა აკრძალული დანამატი
E910 ცვილის ეთერები სხვა აკრძალული დანამატი
E911 ცხიმოვანი მჟავების მეთილის ეთერები სხვა აკრძალული დანამატი
E912 მონტანის მჟავების ეთერები სხვა საეჭვო დანამატი
E913 ლანოლინი სხვა საეჭვო დანამატი
E914 დაჟანგული პოლიეთილენის ცვილი სხვა საეჭვო დანამატი
E915 კოლოფონის(ფისის) ეთერები სხვა აკრძალული დანამატი
E916 კალციუმ იოდატი სხვა აკრძალული დანამატი
E917 კალიუმ იოდატი სხვა აკრძალული დანამატი
E918 აზოტის ოქსიდები სხვა აკრძალული დანამატი
E919 ნიტროზილ ქლორიდი სხვა აკრძალული დანამატი
E920 L-ცისტეინი სხვა უსაფრთხო დანამატი
E921 L-ცისტინისა და მისი ჰიდროქლორიდების ნატრიუმისა და კალიუმის მარილები სხვა აკრძალული დანამატი
E922 კალიუმის პერსულფატი სხვა აკრძალული დანამატი
E923 ამონიუმის პერსულფატი სხვა აკრძალული დანამატი
E924a კალიუმის ბრომატი სხვა აკრძალული დანამატი (აკრძალულია საქართველოშიც)
E924b კალციუმის ბრომატი სხვა აკრძალული დანამატი (აკრძალულია საქართველოშიც)
E925 ქლორი სხვა აკრძალული დანამატი
E926 ქლორის დიოქსიდი სხვა აკრძალული დანამატი
E927a აზოდიკარბონამიდი სხვა აკრძალული დანამატი
E927b კარბამიდი სხვა საეჭვო დანამატი
E928 ბენზოილის ზეჟანგი სხვა აკრძალული დანამატი
E929 აცეტონის ზეჟანგი სხვა აკრძალული დანამატი
E930 კალციუმის ზეჟანგი სხვა აკრძალული დანამატი
E938 არგონი სხვა უსაფრთხო დანამატი
E939 ჰელიუმი სხვა უსაფრთხო დანამატი
E940 დიქლორდიფტორმეთანი (ფრეონი - 12) სხვა აკრძალული დანამატი
E941 აზოტი სხვა უსაფრთხო დანამატი
E942 აზოტის ოქსიდი სხვა საეჭვო დანამატი
E943 ბუთანი სხვა საეჭვო დანამატი
E944 პროპანი სხვა საეჭვო დანამატი
E945 ქლორპენტაფტორეთანი სხვა აკრძალული დანამატი
E946 ოქტაფტორციკლობუთანი სხვა აკრძალული დანამატი
E948 ჟანგბადი სხვა უსაფრთხო დანამატი
E949 წყალბადი სხვა უსაფრთხო დანამატი
E950 კალიუმის აცესულფამი სხვა საეჭვო დანამატი
E951 ასპარტამი სხვა საეჭვო დანამატი
E952 ციკლამმჟავა და მისი ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის მარილები სხვა საეჭვო დანამატი
E953 იზომალტიტი სხვა საეჭვო დანამატი
E954 საქარინი (ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის მარილები) სხვა საეჭვო დანამატი
E955 სუკრალოზა (ტრიქლორგალაქტოსაქაროზა) სხვა საეჭვო დანამატი
E956 ალიტამი სხვა აკრძალული დანამატი
E957 ტაუმატინი სხვა საეჭვო დანამატი
E958 გლიცირიზინი სხვა აკრძალული დანამატი
E959 ნეოჰესპერიდინ დიჰიდროჰალკონი სხვა საეჭვო დანამატი
E960 სტევიოზიდი სხვა უსაფრთხო დანამატი
E961 ნეოტამი სხვა საეჭვო დანამატი
E962 ასპარტამ–აცესულფამას მარილი სხვა საეჭვო დანამატი
E965 მალტიტი და მალტიტის ვაჟინა სხვა უსაფრთხო დანამატი
E966 ლაქტიტი სხვა უსაფრთხო დანამატი
E967 ქსილიტი სხვა უსაფრთხო დანამატი
E968 ერითრიტი სხვა უსაფრთხო დანამატი
E999 ქვილაიას ექსტრაქტი სხვა საეჭვო დანამატი
E1000 ქოლის მჟავა სხვა აკრძალული დანამატი
E1001 ქოლინის მარილები და ეთერები სხვა აკრძალული დანამატი
E1100 ამილაზები სხვა საეჭვო დანამატი
E1101 პროტეაზა, პაპაინი, ბრომელაინი, ფიცინი სხვა საეჭვო დანამატი
E1102 გლუკოზოოქსიდაზა სხვა საეჭვო დანამატი
E1103 ინვერტაზა სხვა საეჭვო დანამატი
E1104 ლიპაზები სხვა საეჭვო დანამატი
E1105 ლიზოციმი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E1200 პოლიდექსტროზა სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1201 პოლივინილპიროლიდონი სხვა საეჭვო დანამატი
E1202 პოლივინილპოლიპიროლიდონი სხვა საეჭვო დანამატი
E1203 პოლივინილ სპირტი სხვა საეჭვო დანამატი
E1204 პულულანი სხვა საეჭვო დანამატი
E1205 მეთაკრილატის კოპოლიმერი სხვა საეჭვო დანამატი
E1400 დექსტრინები, სახამებელი, თერმულად დამუშავებული თეთრი და ყვითელი სხვა აკრძალული დანამატი
E1401 სახამებელი მჟავათი დამუშავებული სხვა აკრძალული დანამატი
E1402 სახამებელი ტუტით დამუშავებული სხვა აკრძალული დანამატი
E1403 გათეთრებული სახამებელი სხვა აკრძალული დანამატი
E1404 დაჟანგული სახამებელი სხვა საეჭვო დანამატი
E1405 სახამებელი, ფერმენტული პრეპარატებით დამუშავებული სხვა აკრძალული დანამატი
E1410 მონოსახამებელფოსფატი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1411 დისახამებელგლიცერინი “შეკერილი” სხვა აკრძალული დანამატი
E1412 დისახამებელფოსფატი, ტრინატრიუმ მეტაფოსფატი ეთერიფიცირებული; ფოსფორის ქლორჟანგით ეთერიფიცირებული სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1413 დისახამებელფოსფატი ფოსფატირებული “შეკერილი” სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1414 დისახამებელფოსფატი აცეტილირებული “შეკერილი” სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1420 აცეტატური სახამებელი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1421 აცეტატური სახამებელი, ვინილაცეტატით ეთერიფიცირებული სხვა აკრძალული დანამატი
E1422 აცეტილირებული დისახამებელადიპატი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია)
E1430 დისახამებელგლიცერინი სხვა აკრძალული დანამატი
E1440 ოქსიპროპილირებული სახამებელი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1441 ჰიდროქსიპროპილსახამებელი გლიცერინი სხვა აკრძალული დანამატი
E1442 ოქსიპროპილირებული დისახამებელფოსფატი "შეკერილი" სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1443 ოქსიპროპილირებული დისახამებელგლიცერინი სხვა აკრძალული დანამატი
E1450 სახამებლისა და ოქტენილქარვამჟავას ნატრიუმის მარილის ეთერი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1451 აცეტილირებული დაჟანგული სახამებელი სხვა საეჭვო დანამატი (შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები)
E1452 სახამებლისა და ოქტენილქარვამჟავას ალუმინის მარილის ეთერი სხვა საეჭვო დანამატი
E1501 ბენზილირებული ჰიდროკარბონი სხვა აკრძალული დანამატი
E1502 ბუთანი–1, 3–დიოლი სხვა აკრძალული დანამატი
E1503 კასტორის ზეთი სხვა საეჭვო დანამატი
E1504 ეთილაცეტატი სხვა აკრძალული დანამატი
E1505 ტრიეთილენციტრატი სხვა უსაფრთხო დანამატი
E1510 ეთანოლი სხვა აკრძალული დანამატი
E1516 გლიცერინის მონოაცეტატი სხვა აკრძალული დანამატი
E1517 დიაცეტინი სხვა საეჭვო დანამატი
E1518 ტრიაცეტინი სხვა საეჭვო დანამატი
E1519 ბენზილის სპირტი სხვა საეჭვო დანამატი
E1520 პროპილენგლიკოლი სხვა საეჭვო დანამატი
E1521 პოლიეთილენგლიკოლი სხვა საეჭვო დანამატი
E1525 ჰიდროქსიეთილცელულოზა სხვა აკრძალული დანამატი