/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორ შევარჩიოთ საკვები მუკოვისციდოზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ საკვები მუკოვისციდოზის დროს

გავრცელებული თანდაყოლილ სნეულებათაგანია, შთამომავლობას გადაეცემა აუტოსომურ-რეცესიული გზით და ვლინდება გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უნივერსალური დაზიანებით, რომლის შედეგადაც ვითარდება სასუნთქი სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ფერმენტების დეფიციტი, ოფლში აღინიშნება ელექტროლიტების მაღალი შემცველობა.

ევროპისა და ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მონაცემებით, ყოველი 1800 ახალშობილიდან ერთს თანდაყოლილი მუკოვისციდოზი აქვს, საქართველოში არსებული სტატისტიკის თანახმად კი ფილტვების ქრონიკული ანთების შემთხვევათა 18,5% მუკოვისციდოზით არის განპირობებული.

  • მუკოვისციდოზის სიმპტომები

მუკოვისციდოზი შეიძლება გამოვლინდეს:

  1. დაბადებისთანავე - ნაწლავური გაუვალობის სახით;
  2. ჩვილ ასაკში - ბრონქ-ფილტვის ფორმით;
  3. შედარებით მოზრდილებში - ნაწლავური ფორმით.
  • ნაწლავური გაუვალობა

დაავადებული ახალშობილის მეკონიუმი - პირველი განავლოვანი მასა - არ შეიცავს ფერმენტ ტრიფსინს, ამიტომ წებოვანი და მკვრივია, გროვდება ნაწლავებში და იწვევს გაუვალობას. ბავშვს ეწყება ღებინება ნაღველშემცველი მასებით, ებერება მუცელი, საერთო მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და თუ ქირურგიული ჩარევა დაგვიანდა, ახალშობილი შესაძლოა დაიღუპოს.

  • ბრონქ-ფილტვის ფორმა

მუკოვისციდოზის ბრონქ-ფილტვის ფორმა საერთო სისუსტით, მოდუნებით, სიფითრით ვლინდება. ნორმალური მადის მიუხედავად, პატარა წონას არ იმატებს. ეწყება ყივანახველის მსგავსი ხველა, რომელსაც ერთვის ქოშინი (აპნოეს გარეშე) და ციანოზი. ნახველი თავდაპირველად ბაცი და წებოვანია, თანდათან სქელდება და ლორწოვან-ჩირქოვანი ხდება. პროცესის პოგრესირებისას სწრაფად ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები. ფილტვებში წარმოიქმნება ბრონქოექტაზიები. განავალი წებოვანი და მბრწყინავია, მოცულობით კი - ჩვეულებრივზე 2-8-ჯერ მეტი. დაავადება მაშინ იწყებს პროგრესირებას, როცა ბავშვი ბუნებრივიდან დამატებით ან ხელოვნურ კვებაზე გადაჰყავთ. ამ დროს წყდება დედის რძის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტის - ლიპაზის - მოქმედება.

  • ნაწლავური ფორმა

ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებში დაავადება ნაწლავური ფორმით ვლინდება.

კლინიკური სიმპტომები ასეთია:

  1. პოლიფეკალია - დიდი ოდენობის განავლოვანი მასის გამოყოფა;
  2. დისტროფია - წონაში მკვეთრი ჩამორჩენა;
  3. ჰიპოვიტამინოზი.

  • დიაგნოსტირება

დიაგნოზი ეფუძნება ოთხ მთავარ ნიშანს:

  1. ოფლში ელექტროლიტების (ნატრიუმის, ქლორის) ნორმასთან შედარებით 2-5-ჯერ მომატებას;
  2. ბრონქებსა და ფილტვებში დამახასიათებელი ხველით მიმდინარე ქრონიკულ პროცესს;
  3. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების არარსებობას ან მათი შემცველობის დაქვეითებას თორმეტგოჯა ნაწლავის წვენში;
  4. ოჯახურ ანამნეზს (ნათესავებში მსგავსი დაავადების არსებობის ფაქტს).

მედიცინის განვითარების კვალდაკვალ, გაჩნდა ავადმყოფთა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება.

სამაგიეროდ, გახშირდა დაავადების ისეთი გამოვლინებანი, როგორიცაა:

  1. კბილების დაზიანება;
  2. მხედველობის დაქვეითება;
  3. შაქრიანი დიაბეტი;
  4. სიმაღლეში ჩამორჩენა;
  5. უნაყოფობა.

  • მკურნალობა

მუკოვისციდოზით დაავადებულთა მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება შედეგი.

მკურნალობას სამი უმთავრესი მიზანი აქვს:

  1. ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება;
  2. კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოწესრიგება;
  3. ოფლთან ერთად დაკარგული ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა.
  4. მკურნალობასთან ერთად აუცილებელია დიეტის სწორად შერჩევა. ის რაც შეიძლება მცირედ უნდა განსხვავდებოდეს ჯანმრთელი ადამიანის რაციონისგან, რათა ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელი არ შეეშალოს. კვების მართებული რეჟიმი გულისხმობს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების მქონე დიეტას, სადაც ცხიმები შეზღუდულია, ხოლო ცილებისა და ნახშირწყლების შემცველობა - მაღალი.
  5. მუკოვისციდოზის დროს დარღვეულია ცხიმის შეწოვა. ნაწლავები მიღებული ცხიმის მხოლოდ 60%-ს იწოვს, დანარჩენი კი განავალთან ერთად გამოიყოფა. ამიტომაც არის განავალი წებოვანი, სქელი და ბზინვარე. ბავშვს ფერმენტების დიდი დოზაც რომ მივცეთ, ორგანიზმი მაშინაც კი ვერ აითვისებს მიღებული ცხიმის 80%-ზე მეტს, ამიტომ პატარას ცხიმი ემულგირებული, უჯერი ცხიმოვანი მჟავების სახით უნდა მივაწოდოთ. ასეთ მჟავებს შეიცავს სიმინდის, მზესუმზირას, ზეითუნის ზეთი. ცხოველური ცხიმი რაციონიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ.
  6. ნახშირწყლები ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. საკვები დაუტკბეთ არა შაქრით, არამედ თაფლით.
  7. ცილა რაციონში ჩვეულებრივზე 25-50კკალ/კგ-ით მეტი უნდა იყოს, კერძოდ, 3-5 გრამი სხეულის თითოეულ კილოგრამზე.
  8. საკვების სადღეღამისო კალორაჟი სხეულის მასის შესატყვისად განისაზღვრება: ბავშვმა თითოეულ კილოგრამზე 150-200 კილოკალორია უნდა მიიღოს.
  9. რეკომენდებულია: ქათმისა და საქონლის ხორცი, თევზი (უცხიმო), კვერცხი, ახალი რძე, მაწონი, ხაჭო (ნაკლებცხიმიანი). ჩვილებს უნიშნავენ ცილით მდიდარ საკვებს ყოველ 3 საათში ერთხელ, უმადო ბავშვებს - კონცენტრირებულ და ადვილად ასათვისებელ პროდუქტებს. დისპეფსიური მოვლენების შემთხვევაში ცხიმების ოდენობა მკაცრად უნდა შეიზღუდოს. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დასაშვებია 30-40 გრამი დღე-ღამეში.
  10. პანკრეასის ფერმენტების სწორი დოზირების შემთხვევაში ცხიმში ხსნად ვიტამინებს (A, D, E) ავადმყოფს ორჯერ უფრო დიდი დოზით უნიშნავენ, ვიდრე მის ჯანმრთელ თანატოლებს.

მუკოვისციდოზით დაავადებული ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვის დიეტა დაახლეობით ასეთი უნდა იყოს:

მუკოვისციდოზის დროს ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვის დიეტა უნდა იყოს მაღალკალორიული და მდიდარი საკვები ნივთიერებებით, რათა სხეულის გაზრდილი მოთხოვნილებების კომპენსირება მოახდინოს და გააუმჯობესოს საკვების შეწოვის უნარი.

ქვემოთ მოგცემთ ძირითად რეკომენდაციებს:

  1. მუკოვიციდოზის დროს, წონისა და სიმაღლის შესანარჩუნებლად, ბავშვს უფრო მეტი კალორია სჭირდება, ვიდრე მის თანატოლებს.
  2. მნიშვნელოვანია, რომ კვების რაციონში შეიტანოთ საკმარისი პროტეინი კუნთების მასისა და საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცილოვან საკვებს მიეკუთვნება ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები და პარკოსნები.
  3. გახსოვდეთ, რომ ცხიმები ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. სასარგებლოა ბავშვის კვების რაციონში თხილის, ავოკადოს, ზეითუნის ზეთის და ცხიმოვანი თევზის შეტანა (არ უნდა იყოს ალერგიული ამ პროდუქტებზე).
  4. ნახშირწყლებიც აუცილებელია ენერგიისთვის. რეკომენდებულია მთელი მარცვლეულის, ბოსტნეულის და ხილის მოხმარება.
  5. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ვიტამინებს A, D, E, K (რადგან მუკოვისციდოზის მქონე ბავშვებში მათი შეწოვის უნარი შეიძლება დაქვეითებული იყოს), ასევე კალციუმსა და მარილს. ხშირად ასეთ შემთხვევაში ბავშვს ენიშნება ვიტამინის დანამატები.
  6. მუკოვისციდოზით დაავადებულ ბევრ ბავშვს სჭირდება ფერმენტები საჭმლის მონელებისა და საკვები ნივთიერებების შეწოვის გასაუმჯობესებლად.
  7. მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები ოფლის მეშვეობით კარგავენ ნორმაზე მეტ მარილს, ამიტომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ წყლისა და მარილის ადეკვატური მიღება, განსაკუთრებით ცხელ ამინდში ან ფიზიკური დატვირთვის დროს.

რა თქმა უნდა, ყველა დიეტური ცვლილება და დანამატი უნდა განიხილებოდეს ბავშვის პირად ექიმთან ან დიეტოლოგთან.