/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

კვების ქრონიკული დარღვევა ბავშვებში

კვების ქრონიკული დარღვევა ბავშვებში
პარატროფია - კვების ქრონიკული დარღვევაა, რომლის შედეგიც ბავშვის ზედმეტი წონაა.

ეს ტერმინი წლამდე ბავშვებთანგამოიყენება. მოზრდილობაში ჭარბ წონას კი სიმსუქნე ჰქვია. პარატროფიაზე სასაუბროდ ვეწვიეთ პედიატრ ქეთევან გავაშელს.

- პარატროფია წლამდე ბავშვის კვების დარღვევის შედეგია. მასზე ვსაუბრობთ, თუ ჩვილის წონა კუთვნილ ნორმასთან შედარებით 100%-ზე მეტია. რამდენი ხარისხის პარატროფია არსებობს?

- დაბადების შემდეგ ჩვილი ყოველთვიურად დაახლოებით 1000-1500გ-ს იმატებს, ეს ფიზიოლოგიურია. თვეების მატებასთან ერთად ეს ციფრი თანდათანობით კლებულობს. არსებობს პარატროფიის სამი ხარისხი:

I ხ. - სხეულის მასა ნორმასთან შედარებით მეტია 11-20%-ით;

II ხ. - 21-30%-ით;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

III ხ. - 31%-ით და მეტით.

აუცილებელია შევადაროთ ჩვილის ფაქტობრივი მასა და სხეულის სიგრძე. თუ სხეულის მასა და სიგრძე ნორმასთან შედარებით მეტია, მაშასადამე, არსებობს პროპორცია და პარატროფიაზე ვერ ვისაუბრებთ.

1 წელზე ზემოთ თუ სხეულის მასა მეტია ნორმაზე, ეს უკვე სიმსუქნეა. მასაც გააჩნია ხარისხები:

Iხ - მასა ნორმაზე მეტია 10-29%-ით;

IIხ - 30-49%-ით;

IIIხ - 50-99%-ით;

IVხ - 100%-ით და მეტით.

- რა არის პარატროფიის მიზეზები?

- პარატროფია შესაძლებელია გამოიწვიოს გარეგანმა და შინაგანმა ფაქტორებმა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია - არარაციონალური და უსიმპტომო კვება. ჩვილს შესაძლოა კვებავენ ღამით, შერეული კვებისას აძლევენ გაზრდილ ულუფებს, კვებავენ ხშირად, ნაკლები ინტერვალებით, რაც მის ასაკს არ შეესაბამება; ხელოვნური კვებისას არ ითვალისწინებენ ჩვილის ენერგეტიკულ დანახარჯს და აძლევენ მეტი ენერგეტიკული ღირებულების (მაღალკალორიულ) ნარევებს.

დაუბალანსებელი რაციონი

ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ნორმალური პროპორცია დარღვეულია. მაგალითად, 6 თვიდან ჩვილის რაციონში შედის 2-3 დამატებითი ფაფა, უფრო მოზრდილებს მშობლები სთავაზობენ საბავშვო ორცხობილასა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. ასევე მნიშვნელოვანია საკვებში არასაკმარისი ოდენობით ვიტამინების შემცველობა.

ცხიმოვანი უჯრედების მომატების კონსტიტუციური მიდრეკილება

ასეთ დროს ჩვილს დაბადებისთანავე აღენიშნება ცხიმოვანი მასის მომატებული პროცენტი. მასა/სიგრძის შეფარდების მაჩვენებელი აღწევს 78-90%-ს.

სოციალურ-კულტურული პირობები

მშობლების არასაკმარისი სანიტარული კულტურა, დაბალი სოციალური პირობები, სამედიცინო გაუნათლებლობა, აღზრდის დეფექტები, როდესაც არ აჩვევენ პატარას მოძრაობით აქტიურობას, არის ჰიპოდინამიკური მეტაბოლიზმის დარღვევა: ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავება, ინსულინისა და ჰიპოფიზის სომატოტროპული ჰორმონის მომატება, სუფთა ჰაერზე არასაკმარისად სეირნობა.

- რა ხდება პაროტროფიკი ბავშვის ორგანიზმში?

- დაუბალანსებელი დიეტა იწვევს ნაწლავების ფუნქციის დარღვევას, ფერმენტული სისტემის განლევას, დისბიოზს, ჰიპოვიტამინოზს, ანემიას. ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა გამოვლინდება ინსულინის მომატებით. ქვეითდება ბავშვის ორგანიზმის თავდაცვის სისტემა, ხშირად ხდება ინფექციებისადმი მიდრეკილი.

- რა ნიშნებით გამოვლინდება პარატროფია?

- პარატროფიკი ჩვილი არის პასტოზური, კანი მშრალი და ფერმკრთალი აქვს, დაქვეითებულია კანის ელასტიკურობა და ტურგორი. კარგადაა გამოხატული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, თუმცა ის გაფაშრებულია, მოდუნებული.

ანალიზში სისხლის შრატში დაქვეითებულია რკინისა და ფოსფოლიპიდების შემცველობა, მომატებულია ქოლესტერინი. დარღვეულია ცვლის პროცესები. დაავადების შემთხვევაში ჩვილი მყისიერად კარგავს სხეულის მასას.

თუ ბავშვი ჭარბ ნახშირწყლებს იღებს, განავალი არის თხიერი კონსისტენციის, მჟავე რეაქციის, მოყვითალო-მომწვანო ფერისა.

თუ ჩვილი საკვებით ცილების ჭარბ რაოდენობას იღებს, განავალი მშრალია, თიხისებური კონსისტენციის, მორუხო ელფერით, მყრალი სუნის. მიკროსკოპული გამოკვლევით შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმოვანი მჟავების მარილებს, დექტრიტს, არასაკმარის ნეიტრალურ ცხიმებს.

აღენიშნება ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - მოუსვენრადაა, ძილი ფხიზელი აქვს, მოტორული ჩვევები უვითარდება მოგვიანებით, ნაკლებად მოძრავია. ხშირია ექსუდაციური დიათეზი, ინფექციური დაავადებები, სასუნთქი სისტემის, საშარდე გზების დაავადებები.

- როგორ „გავახდუნოთ“ ჩვილი, რამდენად დასაშვებია დიეტა?

- სამკურნალო ღონისძიებები მოიცავს სპეციალურ ინდივიდუალურ დიეტას, მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას.

აუცილებელია ბავშვის კვების კორექცია. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა და იღებს კუთვნილზე მეტ ულუფა დედის რძეს, უნდა შეამციროთ ძუძუს კვების დრო 3-5 წუთამდე.

ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს სწორად უნდა მოუმზადოთ ნარევი. ფაფა მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარშზე და მიეცით დღეში ერთხელ, მაქსიმალური ულუფის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 130-150გ-ს. ბოსტნეულის პიურე უნდა მომზადდეს ცხიმის მინიმალური რაოდენობით, რაციონის ენერგეტიკული ღირებულება შეამცირეთ თანდათანობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სხეულის მასის 1 გ-ით მომატებაზე ორგანიზმი ხარჯავს 18,8-22,6კჯ ენერგიას, რაც ანალოგიურია 4,5-6,4 კალორიისა. თუ დედამ იცის 30 დღის განმავლობაში სხეულის მასის ნამატი, შეუძლია რაციონის ზედმეტი ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა. ამ სიდიდის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს მომდევნო 1-2 თვე რაციონის ენერგეტიკული ღირებულება. დიეტის კარგი შედეგია ერთ თვეში დაკლებული 200-300გ.

მედიკამენტური თერაპია გულისხმობს ვიტამინების დანიშვნას. ნახშირწყლოვანი დარღვევისას ინიშნება A, D, B1 ვიტამინები, ცილოვანი დარღვევისას - B2, B6, B12 ვიტამინები. ნებისმიერ შემთხვევაში ასევე ინიშნება PP, A, B15, E ვიტამინები, ტარდება რაქიტის, ალერგოზების, ანემიის პროფილაქტიკა ან მკურნალობა.

- რას ურჩევთ დედებს, როგორ დაიცვან პატარები ზედმეტი კილოგრამებისგან?

- პარატროფიის პროფილაქტიკა საკმაოდ რთულია. აუცილებელია ჩვილის რაციონის სწორად შედგენა, კორექცია პედიატრის კონსულტაციით. ხშირად და ხანგრძლივად ასეირნეთ პატარა სუფთა ჰაერზე, არ დაივიწყოთ წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურები.

მნიშვნელოვანია ორსული ქალის დღის რეჟიმი - სწორი, დაბალანსებული კვება, რათა მუცლადყოფნის პერიოდში არ დაირღვეს ნაყოფის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები.

დაიხსომეთ, შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობის პირველი თვეებიდან უნდა დაიწყოთ. ბავშვის ჯანსაღი და ხარისხიანი სიცოცხლე მშობლების ხელთაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კვების ქრონიკული დარღვევა ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები