ფოტო დღიური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფოტო დღიური

და ახლობლებს, შეიძლება ეს კადრები უკვე გამოიყენოთ როგორც განმავითარებელი საშუალება.

  • ვინ არის კადრში?

თუ თქვენ აჩვენებთ ბავშვს ოჯახის ერთი და იმავე წევრის ფოტოსურათებს, რომლებშიც სხვადასხვა განწყობილებაა გადმოცემული, ეს გააცნობს მას ადამიანის სხვადასხვაგვარი ემოციის გამოვლინებას, ხოლო თვით პატარას ფოტოსურათი დაეხმარება უფრო სრულად წარმოიდგინოს საკუთარი გარეგნული მხარე და სხეულის თავისებურებები.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ჩვეულებრივ, აინტერესებთ საკუთარი ფოტოსურათები მათ ისტორიებთან ერთად იმის შესახებ, თუ "როგორი ვიყავი პატარაობისას". ეს აძლევს ბავშვს შესაძლებლობას გააცნობიეროს დროის არსი (ერთი წლის წინ, ორი წლის წინ და ა.შ.) და ააგოს თავისი ცხოვრების პერსპექტივა (როგორი ვიყავი და როგორი გავხდი).

ფოტოსურათი ეხმარება ბავშვს გაიაზროს ცვლილებები, რომლებიც თან სდევს ადამიანთა ცხოვრებას. ოჯახური ფოტოსურათების დათვალიერებით, ოჯახის წევრების, მათ შორის დიდი ბებიებისა და ბაბუების, გამოსახულების გაცნობით ბავშვი გებულობს არა მხოლოდ თავისი წინაპრების ისტორიას, არამედ უჩნდება განცდა, რომ ის ამ საერთო ოჯახური ხის პატარა "ტოტია". ეს კი მას მატებს "ფესვების" სიმტკიცის განცდას, რაც ზოგჯერ ასე აკლია ხოლმე ბევრ ადამიანს ცხოვრებაში!

  • ვაწარმოებ დღიურს

კიდევ რით არის სასარგებლო ფოტოაპარატთან "ურთიერთობა"?

ფოტოგრაფირება ავითარებს მხედველობით მეხსიერებას. კადრის მოფიქრების დროს ბავშვი სწავლობს ობიექტების ფიზიკური თვისებების (ზომის, მოცულობის, სიმაღლის, სიგრძის) შეთავსებას გარემომცველ სივრცესთან (ობიექტებს შორის მანძილს, მათ მდგომაროებას - "ქვეშ", "შიგნით", "ზემოთ", "კუთხით" და ა.შ.), გადაღებისთვის საჭირო ობიექტების შერჩევა ავითარებს საინტერესო ადგილებისა და მოვლენების დანახვის უნარს.

შესთავაზეთ ბავშვს შეადგინოს რაიმე ისტორია და დაურთოს ფოტოსურათები ან პირიქით, ჯერ გადაიღოს ფოტოები და შემდგომ შეადგინოს ისტორია ფოტოსურათების დახმარებით - "ისტორია ფოტოსურათებით". გარდა სიამოვნებისა, ეს პროცესი სასარგებლო იქნება ბავშვის მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისთვის.

თუ ბავშვი ცნობისმოყვარეა, შესთავაზეთ შეაგროვოს ინფორმაცია და შეადგინოს დღიური ოჯახის შესახებ. ბავშვს შეუძლია კვირის განმავლობაში მოამზადოს "რეპორტაჟი" სახლის ცხოვრებაზე. მეორე ვარიანტია: შინაური ცხოველის (ძაღლის) ფოტოდღიური, ცხოველების, ბუნების, მცენარეების, ავტომობილების და ა.შ. ფოტოკოლექცია.

ფოტოგრაფიით გატაცებამ შესაძლოა მომავალში გავლენა იქონიოს მის მიერ პროფესიის არჩევაზე.