პატარა ოპტიმისტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა ოპტიმისტი

.

მართლაც რამდენი სირთულეა ცხოვრებაში, რომელთაც, ბავშვი, სამწუხაროდ, მცირე ასაკშივე აცნობიერებს. როგორ მოვიქცეთ, რომ პაწაწინამ არ მოიწყინოს?

რთულ სიტუაციებში მხნეობის შენარჩუნება მოზრდილ ადამიანებსაც უჭირთ, მაგრამ მაინც პოულობენ ძალას, ისე მოაგვარონ თავიანთი პროლემები, რომ წვრილმან სირთულეებს ბავშვი ბედისწერის უმძიმეს დარტყმებად არ აღიქვამდეს. ასეთ შემთხვევაში უფროსები თვითონაც სხვა თვალით უყურებენ ყოველდღიურ ყოფას და ცხოვრებისადმი პოზიტიური განწყობა უჩნდებათ.

  • გთავაზობთ ათ მეთოდს, რათა თქვენს მოწყენილ შვილს შეახსენოთ: "ცხოვრება მშვენიერია". მით უმეტეს, ეს მართლაც ასეა...

  1. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ჰორიზონტზე საინტერესო მოვლენები მოჩანს. მაგალითად, მალე დღესასწაულია ან ბებიასთან წავა სოფელში... მოსალოდნელი სასიამოვნო ამბავი ნაირფეროვნებას შესძენს მის "მოსაწყენ" ცხოვრებას. ერთად იოცნებეთ, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება უახლოესი მოვლენა, დაიწყეთ მზადება, ერთად განსაჯეთ სხვადასხვა წვრილმანი.
  2. გადაჭედილი ავტობუსი ძლივს მიიკვლევს გზას უცხოური მანქანებით სავსე ქუჩაში. ბავშვი ავტობუსიდან ძვირფას მანქანაში მოკალათებულ თანატოლებს ხედავს. სკოლაშიც, პრესტიჟული გიმნაზიისგან განსხვავებით, ცივა... ეცადეთ, ამ სიტუაციაშიც იპოვოთ საინტერესო გასართობი. მაგალითად, შეეჯიბროთ ერთმანეთს უცხო ენაზე სიტყვების გახსენებაში ან ხვალისთვის მოცემული ლექსის სტროფები გაიხსენოთ. შეგიძლიათ, გუშინ ნანახი მულტფილმი გაარჩიოთ. თუ ბავშვი მოზრდილია, მცირე მათემატიკური კონკურსიც არ იქნება ურიგო.
  3. პატარა ბავშვისთვის ყოველივე ახალი დადებითი ემოციების წყაროა. მაგალითად, ახალი ფეხსაცმელი საკმარისია, რომ პაწაწინა სიხარულით გაემართოს მობეზრებული საბავშვო ბაღისკენ. არაფერი შეედრება იმ სიხარულს, რომელიც დაპირებული სათამაშოს შეძენას მოაქვს. თუ ზემოხსენებული ორი სიახლე მატერიალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული და ხელი არ მიგიწვდებათ, მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ: ბავშვის ოთახში ჟურნალიდან ამოჭრილი მხიარული, ფერადი სურათი ჩამოკიდეთ.
  4. ყველაზე უღიმღამო დღეც კი დაუვიწყარი გახდება, თუ ბავშვს თოჯინების თეატრში, მუზეუმში ან პარკში წაიყვანთ. მზე, შადრევანი, ატრაქციონი და იქვე მოთამაშე თანატოლები - ყოველივე ამის ფონზე ცხოვრება მართლაც მშვენიერია!
  5. ცნობილია, რომ ფერები ადამიანის გუნება-განწყობასა და თვითშეგრძნებაზე მოქმედებს. ეცადეთ, თქვენი შვილი ხასხასა, ნაირ-ნაირი ფერებით იყოს გარემოცული. შესაძლოა, ბინის ინტერიერი ვერ განაახლოთ, მაგრამ რამდენიმე მხიარული სურათი ან აპლიკაცია მას იერსაც და განწყობასაც სრულიად შეუცვლის.
  6. როცა საინტერესო და სასიამოვნო ამბებს ვიხსენებთ, მათ თითქოს თავიდან განვიცდით. დაეხმარეთ ბავშვს, გაიხსენოს წარსული ზაფხული და კვლავ იგრძნოს სიამოვნება, რომელსაც მაშინ განიცდიდა. ერთად გადაფურცლეთ ფოტოალბომი, რომელშიც ზღვაზე გადაღებული სურათები გაქვთ. ეს პატარას მომავალი არდადეგების სასიამოვნო მოლოდინით აღავსებს.
  7. შუა კვირაში მოაწყვეთ დაუგეგმავი დღესასწაული - წაიყვანეთ ბავშვი პარკში ან კაფეში, ოღონდ ისე, რომ წინასწარ არაფერი იცოდეს. ნუ ინაღვლებთ, თუნდაც ამ გასეირნებას მუსიკის ან ინგლისურის გაკვეთილი შეეწიროს. იშვიათად რეჟიმის დარღვევაც სასარგებლოა.
  8. ცხოვრებისეულ პრობლემებს თქვენც მოსწყდებით და თქვენი შვილიც, თუ მზრუნველობას გამოიჩენთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მართლაც სჭირდება თქვენი დახმარება. მოინახულეთ მარტოხელა მოხუცი ახლობელი, გადაეცით უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს ბავშვის დაპატარავებული, მაგრამ კარგად მოვლილი ტანსაცმელი. მსგავს აქციებში მონაწილეობისას პატარა თავის სოციალურ მნიშვნელობას გრძნობს.
  9. იქნებ თქვენს შვილს ძველი ჰობი მობეზრდა? რაო? არავითარი გატაცება არ ჰქონიაო?! მაშ, დროა, საინტერესო გასართობი მოძებნოთ. დაიწყეთ კოლექციის შეგროვება, ჭადრაკის შესწავლა, მოუარეთ ოთახის მცენარეს, შეუკერეთ თოჯინებს ახალი ტანსაცმელი, ფერადი მძივებისგან სამკაულები დაამზადეთ, ბოლოს და ბოლოს, საპნის ბუშტები მაინც გაუშვით. ერთი სიტყვით, თუ ფანტაზიას მოიშველიებთ, უამრავი რამ შეგიძლიათ მოიფიქროთ. აქვე გასწავლით საპნის ბუშტების გასაშვებად საჭირო სითხის მომზადებას: აიღეთ ანადუღარი თბილი წყალი და მასში გახეხილი საპონი გახსენით. საპონი უმჯობესია ჩვეულებრივი, საოჯახო, ან გლიცერინისა იყოს. ოპტიმალურია თანაფარდობაა 10 გრამი (2 ჩაის კოვზი) 100 მლ წყალზე. უკეთესი წელვადობისთვის ხსნარს ლიცერინი ან შაქრისა და ჟელატინის წყალხსნარი დაამატეთ.
  10. ბავშვს განწყობა საგრძნობლად გამოუკეთდება, თუ სპორტით დავტვირთავთ. რეგულარული ვარჯიში სისხლში ადრენალინის გადმოსროლისა და განწყობის გაუმჯობესების საწინდარია. თუ პროფესიონალი მწვრთნელის დაქირავება ან სპორტულ სექციაში სიარული თქვენთვის ძვირი სიამოვნებაა, ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშს რა უდგას წინ? ასე რომ, მარდად, ძლიერად, უფრო მაღლა!