რატომ არიან სხვადასხვანაირები დედა და მამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არიან სხვადასხვანაირები დედა და მამა

მას ღრმა ბიოლოგიური საფუძველი აქვს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ დედის ქცევა არის სოციალური მოვლენა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორის გავლენას განიცდის. ესენია ოჯახური ტრადიციები, საზოგადოებრივი მდგომარეობა, განათლება. ამ მოსაზრებებიდან შეიძლება ერთიც გავიზიაროთ და მეორეც. მოდი, ნუ ვეცდებით დედობრივი სიყვარულის ბუნების გარკვევას და კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ. დედისა და შვილის ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია დრო ორიდან ექვს თვემდე. დედა და პატარა ბავშვი კარგად უგებენ ერთმანეთს, მათ ურთიერთობაში ჩნდება ჰარმონია, თანხმობა. დედა-შვილის პირველი დიალოგი სწორედ ამ პერიოდში შედგება ისე, რომ დედამ შესაძლოა ეს არც კი იეჭვოს. ძუძუს წოვის დროსაც კი პატარა ბავშვი აკეთებს პაუზებს, რომლებიც ფიზიოლოგიურად არ სჭირდება. ამ დროს ის დედასთან ურთიერთობისთვის იყენებს. დედა ხომ ნაზად უცქერის შვილს, თავზე ხელს უსვამს, ტკბილ სიტყვებს ეუბნება. ბავშვი ყოველივე ამაზე რეაგირებს. დედის სიყვარული ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. სწორედ დედობრივი სიყვარულის წყალობით ისახება ადამიანის სულში სიყვარული ადამიანებისა და, საზოგადოდ, სამყაროს მიმართ. მამის სიყვარული სხვაგვარია. მამაკაცებს ხშირად უჭირთ გრძნობების გამოხატვა. მათთვის უფრო ადვილია ბავშვისთვის სამაგიდო ჰოკეის ყიდვა, ვიდრე მისთვის საალერსო სიტყვების თქმა, მის წარმატებებსა და პრობლემებზე საუბარი. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მამის სიყვარული მომთხოვნელობით გამოირჩევა. მამებს ხშირად მიაჩნიათ, რომ საჩუქრები, კარგი დამოკიდებულება და ალერსიანი სიტყვები პატარამ უნდა დაიმსახუროს. ამისთვის ის მამის მოთხოვნებს და “სტანდარტებს” უნდა აკმაყოფილებდეს. მოთხოვნები კი ყოველ მამას თავისებური აქვს წარმატების, ნიჭის, მიღწევების შესახებ პირადი წარმოდგენების შესაბამისად. რასაკვირველია, ამ ყველაფრის გამო პატარა ბავშვი დედას და მამას სხვადასხვანაირად აღიქვამს. ხშირად მამა ბავშვისათვის მოთხოვნების წამომყენებელი და ქცევის წესების დამდგენია. მამის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა უფრო საშიშია, ვიდრე დედის თვალწინ ოინბაზობა. ეს განსაკუთრებით ეხება ბიჭებს, რომელთათვისაც მამა მისაბაძი პიროვნებაა. ისინი მამის სიარულისა და საუბრის მანერასაც კი ბაძავენ. აბა, დააკვირდით, როგორ უყვართ ბიჭებს მამასთან ერთად დროის გატარება. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ ერთად - საყიდლებზე მიდიან, თამაშობენ თუ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულნი. შესაძლოა, ამის მიზეზი თანამედროვე მამების შრომის რეჟიმიც იყოს, რომლის გამოც პატარებს მათთან ყოფნა მხოლოდ უქმე დღეებში შეუძლიათ. მიუხედავად დიდი დატვირთვისა, მამებმა არ უნდა დაივიწყონ, ვისთვის შრომობენ და მათ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ. შვილი ხომ მართლაც ნამდვილი ბედნიერებაა!