დედა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა

შემთხვევითი არ არის, ქალთა დღე რომ სწორედ გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება. გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ჰაერში სიცოცხლის სურნელი ტრიალებს. ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი, თბილი და მომხიბვლელი. ქალთა და დედის დღეს კი ქალებს განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას უნდა უძღვნიდნენ.

დედა, როგორც სამშობლო და ენა, ერთია. დედის იავნანა ტკბილია, დაუვიწყარი. დედა – შვილებზე ზრუნვით დაღლილი, მათ საწოლთან ღამენათევი, დედა - თმადათოვლილი, სახედანაოჭებული, ხელებდაკოჟრილი... ვინ დათვალოს, ვინ შეაფასოს დედის ღვაწლი, ამაგი. ნებისმიერი მწერლის კალამი თუ მხატვრის ფუნჯი უძლურია გამოხატოს დედაშვილური სიყვარული. ეს გრძნობა მძლეთამძლეა. რა პატარაა დედის გული და რაოდენ დიდ სითბოსა და სიყვარულს იტევს! დედა - სიცოცხლის საწყისი, სიცოცხლის მომნიჭებელი, სიკეთის მთესველი, სამშობლოსა და მშვიდობაზე მლოცველი, რათა მისმა შვილებმა ბედნიერად იცხოვრონ ქვეყნად. დედა მზადაა, ყველაფერი შესწიროს შვილს, მისი თვალით იყუროს, მისთვის იცოცხლოს...

რამდენი დედაც არსებობს, იმდენივე ხასიათი, მიზანსწრაფვა, რწმენაა ქვეყნად; მაგრამ მილიონობით დედას მაინც ერთი საერთო საზრუნავი, საფიქრალი, საერთო გრძნობა აერთიანებს: შვილის უსაზღვრო სიყვარული, მისთვის თავდადება, თავგანწირვა. ყველასა და ყველაფერს ამარცხებს დედის სიყვარული. ის ყველაზე წრფელია, წმინდა და სათუთია.

ქალის ოჯახური ცხოვრება, ცოლქმრული ურთიერთობა რომ შედგეს, საჭიროა დიდი მონდომება. ყველაფერი სწორედ ქალზეა დამოკიდებული. ქალი უნდა ეცადოს, მისი გრძნობა და გონება ჰარმონიული იყოს. ცხოვრების კანონზომიერებას ვერავინ შეცვლის, მაგრამ ყველა ქალმა უნდა იზრუნოს ბედნიერების საპოვნელად. სხვა საქმეა, ვინ რას არქმევს ბედნიერებას.

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახური კერის დაცვაა; რომ ქალი უნდა იყოს, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი. ასე სწამდა ჩვენი დედებისა და ბებიების თაობას და ისინიც თავს მთლიანად ოჯახს უძღვნიდნენ. მთელი ძალ-ღონის სამუშაოსკენ მიმართვა მამაკაცთა პრეროგატივად ითვლებოდა. დღეს კი ბევრი ქალის ოცნებაა წარმატებული კარიერის შექმნა, ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, ბანკის ან რომელიმე ფირმის ხელმძღვანელობა მაინც. ქალი რადიკალურად შეიცვალა. ის უფრო აქტიურ პოზიციებს იკავებს საზოგადოებაში და წარმატებით მონაწილეობს საზოგადოებრივ საქმიანობაში. დღეს ყველა საზოგადოებრივი პროცესი იქით არის მიმართული, რომ ქალი გახდეს მთავარი ოჯახშიც და მის გარეთაც. რა თქმა უნდა, მამაკაცი ძლიერია ფიზიკურადაც და ეკონომიურადაც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მაინც ქალი ლიდერობს. ირკვევა ისიც, რომ მამაკაცთა უმრავლესობა წინააღმდეგი არ არის, გაუყოს ისტორიული ლიდერის როლი ქალს. უფრო მეტიც - მათი ნაწილი მზად არის, სრულიად დათმოს პოზიცია.

“მოწოდებით” დიასახლისი

თანამედროვე გოგონები ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარია კარიერა, დედების თაობას კი არასოდეს ჰქონია მსგავსი მისწრაფება. ისინი უმეტესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც ქალები არ მუშაობდნენ. მათ მამებს მიაჩნდათ, რომ ქალს უნდა მიეღო სათანადო განათლება, აღეზარდა ღირსეული შვილები და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისათვის მოეხმარებინა. სწორედ ასეთ მომავალზე ოცნებობდნენ ქალები.

ამიტომ, როცა ბედი შეახვედრებდა ისეთ მეუღლეს, რომელსაც შეეძლო, მატერიალურად უზრუნველეყო ოჯახი, ქალები სიამოვნებით ამბობდნენ უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს უერთდებოდნენ. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დედების ცხოვრება მხოლოდ სადილების კეთებას, დალაგებას, სერიალების ყურებასა და ნათესავებსა თუ მეგობრებთან გაუთავებელ სატელეფონო საუბრებს მოიცავდა. უმრავლესობა საკმაოდ განათლებული, ერუდირებული და გემოვნებიანი იყო. ისინი ესწრებოდნენ კონცერტებს, თეატრალურ პრემიერებს, მოგზაურობდნენ და ისვენებდნენ. მათ მიაჩნდათ (დღესაც მიაჩნიათ), რომ ეს ცხოვრების ერთადერთი მართებული წესი იყო და უკვირთ, როცა მათი ქალიშვილები მზად არიან, თავით გადაეშვან საქმიანი ცხოვრების ორომტრიალში და სიამოვნებითა და აზარტით ეუფლებიან ბიზნესის წარმოების რთულ ხელოვნებას.

მოუსვენარი ცხოვრება და წინააღმდეგობები

იმ ქალების ცხოვრება, რომლებმაც პროფესიული კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის ადვილი. მათთვის აუცილებელია, არა მარტო კარგი სპეციალისტები იყვნენ, არამედ სრულყოფილად დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, შეეძლოთ თავიანთი აზრის დასაბუთება, საჭიროების შემთხვევაში, მოახერხონ ოპონენტების დარწმუნება. დღეს ქალების დიდი ნაწილი ასეთ ცხოვრებას ცდილობს.

გოგონები ჯერ კიდევ უნივერსიტეტებში სწავლისას ეძებენ დასაქმების შესაძლებლობას პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, საბაზრო ეკონომიკისთვის ფეხის აწყობას. თუმცაღა ასეთი ცხოვრება ერთგვარ რბოლას ჰგავს.

მართალია, გულმოდგინებასა და შრომისმოყვარეობას სასურველ მიზანთან მიჰყავს მონდომებული გოგონები, ისინი ადვილად პოულობენ პრესტიჟულ სამუშაოს და სტაბილურ შემოსავალს. მაგრამ ბევრს მათი ცხოვრება ერთფეროვნად და მოსაწყენად მიაჩნია. თვლიან, რომ ისინი პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან.

რეალურად კი საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, შვილებზე, მყუდრო სახლზე, თუმცა ეს მათი ერთადერთი მიზანი არ არის. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, პროფესიულ საქმიანობას შეუთავსოს სახლის მოვლა, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა. ეს არც ისე მარტივია. წარმატებული კარიერა ქალისგან უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ოჯახს კი მისი ყურადღება და მზრუნველობა აკლდება. როცა ქალს საკმაო შემოსავალი აქვს, ის ახერხებს დამხმარის აყვანას და მეტ-ნაკლებად თავისუფლდება საოჯახო საქმიანობისგან, თუმცა ბავშვებსა თუ მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს. შესაძლოა, ცოლქმრულ ურთიერთობაში სირთულეებიც წარმოიშვას.

ასე რომ, ქალს სჭირდება ძლიერი ნებისყოფა, მობილიზება და ულევი ენერგია, რომ სათანადოდ გაუძღვეს ოჯახსაც და პროფესიულ საქმიანობასაც.