ახალი წელი და პატარები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი და პატარები

ფერადი, ციმციმა ნათურებით მორთული ნაძვის ხე, რომლის ქვეშაც სათამაშო თოვლის ბაბუა ზის, პატარა ბავშვის ოცნების ზღვარია. ცოცხალი, როხროხა, წვერიანი თოვლის ბაბუა ალბათ უფრო შეაშინებს პატარას, ვიდრე გაართობს. სამაგიეროდ, თუ ბავშვმა გადააბიჯა ორი წლის ასაკს, ახალი წლის დღეებში მოწყენა არ შეიძლება - სწორედ ის დროა, პატარა სტუმრად წაიყვანოთ, შეახვედროთ თავისი ასაკის მეგობრებს, მასთან ერთად დაესწროთ ნაძვის ხის ზეიმსა და საახალწლო თეატრალიზებულ წარმოდგენას.

მხიარულება და სიცილ-ხარხარი

მხიარულება მეცნიერებაა. როდესაც ოჯახში ყველა დღესასწაულს მხიარულად აღნიშნავენ, ცხოვრებაც უფრო სასიამოვნო გვეჩვენება, ამიტომ აუცილებლად უნდა ჩართოთ პატარა საახალწლო სამზადისში, საჩუქრების მომზადება იქნება ეს თუ ბინის მორთვა. სწორედ ეს სამზადისი ქმნის საზეიმო განწყობილებას და ბადებს რაღაც ზღაპრულის მოლოდინს. პატარებისთვის ეს პერიოდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით ახალი წლის ღამე, რომელსაც ისინი თავიანთ საწოლებში მშვიდ ძილში გაატარებენ.

სახეცვლილებები

ახალი წელი მეჯლისის, კარნავალის გარეშე წარმოუდგენელია. წინათ საკარნავალო კოსტიუმებს ბავშვები და მათი მშობლები საკუთარი ხელით კერავდნენ, ამზადებდნენ, დღეს კი მათი შეძენა ყველგან შეიძლება. სპეციალურ მაღაზიებში და საახალწლო სავაჭრო დახლებზე, ბაჭიას ყურებით დაწყებული, ბეტმენის საფირმო ტრიკოთი დამთავრებული, უამრავი საკარნავალო აქსესუარია გამოფენილი, მაგრამ ნამდვილად არ არსებობს გარანტია, რომ საბავშვო ზეიმზე ორი ერთნაირი ზღაპრის გმირი არ აღმოჩნდება! ამასთანავე, კონკურსში, როგორც წესი, იმარჯვებს არა ყველაზე ძვირფასი, არამედ ყველაზე ორიგინალური მორთულობა, ასეთი, როგორც იტყვიან, ექსკლუზივი კი უმეტესად დედის ან ბებიის ფანტაზიისა და მარჯვე ხელების ნაყოფია. ასე რომ, თუ მოინოდმებთ, შეგიძლიათ თქვენი პატარა კარნავალის ნამდვილ ვარსკვლავად აქციოთ, ეს კი უდიდესი სიამოვნებაა როგორც უფროსებისთვს, ასევე ბავშვისთვისაც, რომელსაც ამ დროს მიღებული შთაბეჭდილება და დადებითი ემოცია ძალიან დიდხანს, შესაძლოა სიცოცლის ბოლომდეც კი გაჰყვეს. თქვენს გოგონას ძალიან მოსწონს ბრჭყვიალა სამკაულები და აქსესუარები? ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ, ის ნაძვის ხედ აქციოთ. აიღეთ სადა კაბა, მიაკერეთ მწვანე, წიწვების მსგავსი მაქმანები და ტყის მზეთუნახავიც მზად არის. ისღა დაგრჩენიათ, კაბაზე მინიატურული სათამაშოები და ფერად-ფერადი წვიმები მიამაგროთ, თავი დიადემით შეუმკოთ (აიღეთ დამყოლი მავთული, მიეცით საჭირო ფორმა და ბრჭყვიალა ქაღალდი ან ქსოვილი გადააკარით). თქვენი გოგონას გარშემო სიხარულით ჩააბამენ ფერხულს პატარები, ბავშვის ბედნიერებას კი საზღვარი არ ექნება. თუ თქვენი ბიჭუნა საყვარელი ბუთხუზაა, მას ძალიან მოუხდება კარლსონის როლი. მოკლე შარვალს, რომელიც ალბათ მოიძებნება ბავშვის კარადაში, მიამაგრეთ აჭიმები, მკერდზე დიდი ღილი მიაკერეთ (ის შეგიძლიათ თვითონვე გააკეთოთ მუყაოსა და შესაფერისი ქსოვილისგან), მიაწებეთ პლასტმასის ბოთლის თავსახური (ის ღილაკის როლს შეასრულებს), ზურგზე კი ძველი ვენტილატორის ან მუყაოს თვითნაკეთი პროპელერი მიამაგრეთ.

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო, აინთე!

ნუ წაიყვანთ ბავშვს ისეთ საახალწლო ზეიმსა თუ სპექტაკლზე, რომელიც უფროსებისთვის არის განკუთვნილი. ბავშვი მოიწყენს, არც თქვენ დაგაცდით წარმოდგენის ყურებას და სამომავლოდაც გაუქრება თეატრის მიმართ ინტერესი. მის ასაკს უფრო ზღაპარი ან კლოუნადა შეეფერება. წითელცხვირა და ვებეერთელა ფეხსაცმელებში გამოწყობილი თმაგაჩეჩილი, ხითხითა კლოუნი უთუოდ მიიპყრობს პატარას ყურადღებას. მასხარები ბავშვების გამხიარულებას ყოველთვის ახერხებენ: ისინი ჩართავენ ხოლმე ბავშვებს თამაშებში, შეჯიბრებებში და შემდეგ წამახალისებელი პრიზებითა და საჩუქრებით აჯილდოებენ, რაც პატარებს ძალიან ახალისებთ. კარგი იქნება, თუ პატარას უფროსი და-ძმის ან ნათესავის ზეიმზე წაიყვანთ - თვითონვე დარწმუნდებით, რომ ორივე ბავშვი კმაყოფილი დარჩება.

საჩუქრები

ჩვილ ბავშვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარი უნდა შეურჩიოთ, უმჯობესია, ეს იყოს სათამაშო, რომელიც პატარას განვითარებას შეუწყობს ხელს. წლამდე ასაკის ბავშვისთვის სავსებით შესაფერისია ჩხრიალა, რბილი სათამაშო, საწოლზე დასამაგრებელი თოჯინა ან რბილი მხეცუნა მძივებითა და ფერადი თასმებით. 7-8 თვის პატარას ხიბლავს ფერადი პირამიდები და მუსიკალური სათამაშოები. რა თქმა უნდა, წლამდე ასაკის ბავშვი შესაძლოა ვერც ახალი წლის ზეიმის არსს მიხვდეს და ვერც ის გააცნობიეროს, რატომ მიუტანეს საჩუქარი, მაგრამ საახალწლო საჩუქრის ტრადიციას ამ ასაკშივე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.