/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

პატარა ფსიქოთერაპევტები

პატარა ფსიქოთერაპევტები
შვილები ყველაფერს მშობლებისგან სწავლობენ, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ბრძენ მშობელსაც შეუძლია, ბავშვისგან ბევრი რამ ისწავლოს.

ნუ დავიბოღმებით ბავშვი ადვილად ბრაზდება, მაგრამ უგუნებობა დიდხანს არ გაჰყვება, ზოგჯერ 2-3 წუთში ივიწყებს წყენას და ისე აგრძელებს თამაშს, ვითომც არაფერი. ბავშვებისგან განსხვავებით, დიდები წყენას თვეობით, ზოგჯერ წლობითაც კი იხვევენ გულში. თუ ჩვენც ბავშვებივით იოლად დავივიწყებთ წყენას, ცხოვრება გაგვიადვილდება.

ვძლიოთ რუტინას

ბავშვს ძალდაუტანებლად შეუძლია რუტინული ქმედების დღეში ასჯერ გამეორება, მაგალითად, ერთი და იმავე ზღაპრის მოსმენა, თოჯინის ჩაცმა-გახდა, კუბებისგან კოშკის აშენება... უფროსები ვერ ხვდებიან, რატომ არ ბეზრდებათ პატარებს ერთფეროვანი საქმიანობა. არადა, სამუშაოსადმი ჩვენც რომ ასეთი მიდგომა გვქონდეს, მოწყენილობა თვალის დახამხამებაში გაქრებოდა.

დასვენება

ბავშვს შეუძლია, მაგიდაზე, ფაფიანი მათლაფის გვერდით ჩამოდოს თავი და დაიძინოს ან გასეირნების შემდეგ ფეხსაცმლის გახდისას სკამზე ჩათვლიმოს. თუ დაიღალა, შუა თამაშშიც კი გაწვება იატაკზე და ძილს მისცემს თავს. ბავშვი ხვდება, როდის ელევა ძალა და მაშინვე ისვენებს, ჩვენ კი, უფროსებმა, დავკარგეთ დაღლილობის შეგრძნების უნარი. თუ გვსურს, ჯანმრთელობა დიდხანს შევინარჩუნოთ, დასვენება ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ.

ორგანიზმისთვის ყურის გდება

ბავშვს რომ ვაჭამოთ ის, რაც არ უყვარს, უნდა ვიქცეთ მსახიობად, ჯამბაზად და ჯალათადაც კი. უფროსებიც, დიეტის მოდას აყოლილები, ხშირად ვჭამთ კერძს, რომელიც არ გვიყვარს, მაგრამ ასეთი რეჟიმი დიდხანს არ გრძელდება: საძულველი საკვების ჭამა ადრე თუ გვიან წამებად გვექცევა და დიეტაც სრულდება. იქნებ სჯობს, ბავშვებს მივბაძოთ და ვჭამოთ ის, რაც მოგვწონს?

ნუ ვიჩქარებთ

ბავშვი გამუდმებით ეწინააღმდეგება ყოველგვარ ”დღის წესრიგს”, მშობლები კი მის შესრულებას აიძულებენ. ეს უთანხმოება გარდაუვალია: ჩვენ ხომ ბავშვებს რეჟიმის დაცვას და დროის ფასს ვასწავლით! მაგრამ ხშირად მშობლები მაშინაც კი აჩქარებენ ბავშვს, როცა საჩქარო არაფერია. არადა პატარას სულაც არ ენანება დრო იმისთვის, რაც აინტერესებს. ზოგჯერ ჩვენც არ გვაწყენდა დღის რეჟიმის დარღვევა და შუადღემდე ძილი ან საყვარელი საქმიანობით დაკავება. ათასში ერთხელ გამონაკლისის დაშვება და დროის ”უსარგებლოდ” ხარჯვა დაღლილობასა და სტრესს ხსნის.

თამაშ-თამაშით ცხოვრება

ბავშვს შეუძლია, მოსაწყენი საქმიანობა ან თამაში სხვა რელსებზე გადაიყვანოს. ის თამაშობს, გზადაგზა იგონებს ახალ წესებს, ამყარებს რეკორდს ან თავს სხვა პიროვნებად წარმოიდგენს. შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ბავშვს ყურადღების კონცენტრაცია აკლია, მაგრამ მთლიანობაში ასეთი ქცევა პატარას საქმიანობისადმი ინტერესის შენარჩუნებაში ეხმარება. ჩვენც რომ ბავშვებივით შეგვეძლოს რუტინული სამუშაოს შესრულება, მისგან დიდ სიამოვნებას მივიღებდით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პატარა ფსიქოთერაპევტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები