ბავშვის სტრესული მდგომარეობის 9 ნიშანი
1. რეგრესი
ეს ნიშნავს ადრეული ბავშვობის ქცევის ნორმების დაბრუნებას: ბავშვი იწყებს თითის წოვას, ტირის დედის წასვლისას, მუდმივად ყურადღებას მოითხოვს, ისველებს საწოლში.
ბავშვს რეგრესირებაში ხელი არ უნდა შევუშალით. მას სჭირდება ამ მომენტში ალერსი და დამშვიდება. რეგრესი გადაივლის.
2. შიშები
თუ ბავშვი მშიშარა გახდა, ის სტრესის ქვეშ იმყოფება. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ ბავშვი ყველგან კარებს კეტავს, ანთებს შუქს. მას ეშინია სიბნელის, კიბეზე ხმაურის და სიჩუმისაც კი.
აქტიურად ჩართეთ ბავშვი თამაშში, დაახატინეთ - ეს დაეხმარება განმუხტვაში. ამის საშუალებით შესაძლებელია შიშის წყაროს გაგებაც, ან შეუმჩნევლად მოუსმინეთ ბავშვის სათამაშოებთან საუბარს.
3. აგრესიულობა
თუ ბავშვი უხეშობს, ჩხუბობს, ისვრის სათამაშოებს - ეს შეიძლება იყოს სტრესის ნიშნები.
აგრსიის აკრძალვა არ შეიძლება, სჯობს მისი სხვა ფორმაში გადატანა: ასწავლეთ საკუთარი სიმართლის დაცვა, ერთად გაანალიზეთ სიტუაცია. მოძებნეთ ბავშვის დაგროვებული ენერგიისთვის გამოსავალი: აქტიური სპორტი, თამაში.
4. ხასიათის ცვალებადობა
ბავშვი თუ იბუტება, ხშირად ტირის უმნიშვნელო მიზეზზე ან ძალიან აგრესიული გახდა, მოზრდილი ასაკის ბავშვებში ხშირი ისტერიკა, დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც გრძელდება დღეები და კვირეები - მოითხოვს მშობლის მხრიდან ყურადღებას.
დაელაპარაკეთ ბავშვს, გამოარკვიეთ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. ისწავლეთ მისი გაგება და კოსნტრუქციულად გამოხატვა საკუთარი ემოციების. ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მცირე მიღწევებზე. აკონტროლეთ ბავშვის დღის რეჟიმი, კვება და ძილი.
5. ჯანმრთელობის პრობლემები
მშობლებს ხშირად აბნევს აუხსნელი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ნაწლავების მოშლილობა, გამონაყარი, ტემპერატურა, მუცლის ტკივილი და სხვა - ეს ყველაფერი შეიძლება გაავითარდეს ნერვულ ნიადაგზე.
პირველ რიგში, ოჯახში უნდა იყოს ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი. მოთხოვნები ბავშვის მიმართ უნდა იყოს მკაფიო და თანმიმდევრული. საჭიროა ვიზრუნოთ ბავშვის თვითშეფასებაზე და შევამოწმოთ რამდენად აქვს ბავშვს პირადი დრო და სივრცე.
6. მოუსვენარი ძილი
სტრესის დროს ჩაძინება გადაიქცევა ყოველდღიურ ტანჯვად. ბავშვს ცუდად სძინავს და დროთა განმავლობაში უვითარდება ქრონიკული დაღლილობა.
ძილის ხარისხს აუმჯობესებს დამაშვიდებელი მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები, წარმოსახვის ვარჯიშები. სასარგებლოა არომათეპია.
7. აკადემიური მოსწრების დაქვეითება.
ბავშვის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს მეხსიერების ფუნქციის დაქვეითება, წარმოსახვის სირთულეები, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ყველაფრისადმი ინტერესის დაკარგვა, რაც ადრე ცნობისმოყვერეობის საფუძველი იყო.
ყოველდღიურად დაინტერესდით ბავშვის სკოლის საქმეებით. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ნიშნების ინტერესით, გამოიკითხეთ მისი გრძნობები, ხასიათი, აგრძნობინეთ მხარდაჭერა. არ დაიზოგოთ შექება, შეამჩნიეთ ბავშვის უმნიშვნელო მიღწევებიც კი. შეძლებისდაგვარად მოეხმარეთ ბავშვს ძნელი დავალებების შესრულებაში.
8. იზოლაცია
ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობაში ბავშვს შეიძლება ჰქონდეს კონტაქტების შიში და მარტოობისკენ იყოს მიდრეკილი, არ მონაწილეობდეს თანატოლებთან თამაშში.
დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა გავერკვეთ სტრესულ სიტუაციაში. თუ ბავშვს არ აქვს ურთიერთობის რესურსი, არ უნდა დავაძალოთ. თუ მისი სურვილიცაა დაეხმარეთ ერთ ტანაოლთან დამეგობრებაში: ერთად წაიყვანეთ კინოში ან თეატრში.
9. კომპულსიური ნიშნები
სტრესული მდგომარეობის მანიშნებელია თითებზე თმის დახვევის, ჩახველების ჩვევა, ხელების კანკალი, თავის ქნევა, მხრების აჩეჩვა, სასქესო ორგანოებით თამაში, ღამით და დღისითაც შარდის შეუკავებლობა, ენაბლუობა.
სტრესის გადატანაში დაეხმარება ბავშვს ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა: ყოველდღიური სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში. ბავშვს მძიმე დღის შემდეგ უნდა ჰქონდეს ემოციის გამოხატვის და სრულფასოვანი დასვენების შესაძლებლობა. თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, უნდა ჩაერთოს ბავშვთა ფსიქოლოგი და ნევროლოგი.