უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ჯიბის ფული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ჯიბის ფული

- უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ამ ასაკში ჯიბის ფული?

ბავშვი ფულადი ურთიერთობების სამყაროს პირველად მაშინ ეჯახება, როცა სკოლაში მიდის: ეს - წიგნებისა და რვეულების შეძენაო, ეს - საკვებიო, ეს - ტრანსპორტით მგზავრობის საფასურიო... მშობლებიც უმთავრესად სწორედ ამ ასაკში იწყებენ შვილისთვის ჯიბის ფულის მიცემას და ეს გონივრულია - ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ თუ ბავშვს პირადი დანაზოგი არ ექნა, მომავალში ფულთან ურთიერთობა გაუჭირდება.

რამდენს მისცემთ და რა სიხშირით, ეს ერთი მხრივ თქვენს მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი ბავშვის ასაკსა და შეგნებაზე. მას უნდა აუხსნათ, რომ ფული ციდან არ ცვივა, მას შრომით გამოიმუშავებენ. როდესაც ამას გაიგებს, პატარა უფრო მომჭირნე გახდება და მეტი სიფრთხილით მოეკიდება ფულს.

უკვე  დიდი  ხარ!

ჯიბის ფული დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. თანდათანობით ბავშვი ისწავლის პირადი თანხის განაწილებას, მსხვილი და წვრილი ხარჯების დაგეგმვას, აკურატულობასა და მომჭირნეობას. მიეცით ბავშვს საშუალება, თავისი ქონება თვითონ განაგოს. იმის მიხედვით, როგორ აკეთებს ამას, მიხვდებით, რამდენად სერიოზული და შეგნებულია ის, როგორ აზროვნებს და რა აინტერესებს. ესაუბრეთ თქვენს შვილს იმის შესახებ, რომ ფული ყურადღებიან და აკურატულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ხშირად ეს უშუალოდ უკავშირდება პირად უსაფრთხოებას. ზოგჯერ რაღაცების გასაიდუმლოებაც აუცილებელია. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება:

* კუპიურების დემონსტრირება უცხო ადამიანებთან, მათ შორის თანაკლასელებთანაც კი;

* ფულის დატოვება გასახდელში, პალტოს ან ქურთუკის ჯიბეში;

* მთელი იმ თანხის ჯიბით ტარება, რომელიც მთელი კვირა ან მთელი თვე უნდა იმყოფინოს;

* ფულის სესხება და გაცემა;

* ფულზე თამაში და სანაძლეოს დადება.

პირველი ჯიბის ფული ნორჩმა როკფელერმა შესაძლოა უახლოეს ჯიხურში ან სუპერმარკეტში დახარჯოს. ნუ გაკიცხავთ მას. ერთად განიხილეთ, რატომ მოხდა ასე და როგორ ჯობდა მიცემული თანხის დახარჯვა. აუცილებლად ჰკითხეთ, რა შეიძინა, მიეცით რჩევები, მაგრამ ნუ მოსთხოვთ დანახარჯის შესახებ ანგარიშის ჩაბარებას. ნდობის გარეშე თქვენს სწავლებას ეფექტი არ ექნება. ბავშვი თქვენგან მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს. თუ მაინც გეშინიათ მთელი კვირის სამყოფი თანხის ერთბაშად მიცემა, გაანაწილეთ და ორ-სამ ჯერზე მიეცით. ასწავლეთ ბავშვს, დაისახოს მიზანი. თუ ის ველოსიპედზე ან გორგოლაჭებზე ოცნებობს, მაშინ ნაკლები უნდა ხარჯოს, თავი შეიკავოს ჩიპსებისა და ნაყინისგან. შეჰპირდით, რომ თუ, ვთქვათ, ზაფხულისთვის ის თანხის ნახევარს შეაგროვებს, დანარჩენს თქვენ დაუმატებთ. ფულის თემა ძალიან დელიკატურია. არსებობს ექვსი მნიშვნელოვანი წესი, რომლებიც დაგეხმარებათ, შეიმუშაოთ სწორი ფულადი პოლიტიკა შვილთან ურთიერთობისას:

1. მიეცით ბავშვს ჯიბის ფული რეგულარულად (მაგალითად, კვირაში ერთხელ).

2. ჯიბის ფული არც ძალიან ცოტა უნდა იყოს, არც ძალიან ბევრი. ნუ გაანებივრებთ ბავშვს.

3. სასურველია, მუდმივად მისცეთ ერთი და იგივე თანხა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად გაიზრდება.

4. გააფართოვეთ ბავშვის მოვალეობათა სია. ჯიბის ფულის მიცემით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ ის "უკვე დიდია", მოზრდილ ადამიანს კი შეუძლია, პასუხისმგებლობა ბევრ რამეზე იკისროს.

5. ნუ გამოიყენებთ ჯიბის ფულს მანიპულაციის საშუალებად. მისი მიცემა ნიშნებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ნუ დასჯით თანხის დაკლებით.

6. ჯიბის ფული არ უნდა იქცეს კარგი ნიშნებისთვის, კარგი საქციელისთვის ან საოჯახო საქმეში დახმარებისთვის მიღებულ გასამრჯელოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზრიან მემკვიდრეს შეუძლია, თქვენი ურთიერთობა მოგების წყაროდ აქციოს და უსასყიდლოდ რამის გაკეთებაზე უარი განაცხადოს.

იცოდით?

* აშშ-ში ჯიბის ფულის ოდენობა ბავშვის ასაკს შეესატყვისება: 6 წლის ბავშვს კვირაში 6 დოლარს აძლევენ, 10 წლისას - 10 დოლარს და ა. შ.

* გერმანიაში კანონით არის დადგენილი, რომ ბავშვს ყოველ კვირა უნდა მისცენ ჯიბის ფული: 6 წლამდე - 50 ცენტი, 10 წლიდან - 12 ევრო, 13 წლიდან - 20 ევრო, 15 წლიდან - 30 ევრო. გადაუხდელობის შემთხვევაში მშობლებს აჯარიმებენ.