/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

მაღალი სტანდარტების დაავადება

მაღალი სტანდარტების დაავადება
საჭიროა თუ არა, ბავშვში თავიდანვე აღვზარდოთ მაღალი სტანდარტებისაკენ სწრაფვა, მოვთხოვოთ კარგი ნიშნების მიღება და წარუმატებლობის შემთხვევაში დავსაჯოთ, რათა მომავალში მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს? ანა, 28 წლის

საჭიროა თუ არა, პატარა პერფექციონისტად აღვზარდოთ? მოდური სიტყვა პერფექციონიზმი (ინგლ. პერფეცტ - სრულყოფილი, უზადო) სრულყოფილებისაკენ სწრაფვას ნიშნავს. თითქოს შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მეცნიერები ამის თაობაზე ეჭვს გამოთქვამენ და პერფექციონიზმს "მაღალი სტანდარტების დაავადებას" ან "ფრიადოსნების სინდრომს" უწოდებენ.

ყველა რეკორდს ჩვენი სახელი დავარქვათ?

ვაღიაროთ - პერფექციონიზმი აღზრდის შედეგია. ყველა მშობელს სურს, მისი შვილი იდეალური იყოს და მუდმივად წარმატებისკენ მიისწრაფოდეს. მოიტანა ბავშვმა დაბალი შეფასება - მაშინვე ისმის კითხვა: რატომ მაღალი არა?! დაიკავა მესამე ადგილი სპორტულ შეჯიბრებაში - რატომ პირველი არა?! და ბავშვის ფსიქიკაში იდება პროგრამა: "დედასა და მამას ვეყვარები, თუ ვიქნები ყველაზე-ყველაზე უკეთესი". პერფექციონისტი, რომელიც წარმატებასა და გარშემომყოფთა შეფასებაზეა დამოკიდებული, მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ აქედან იღებს სათავეს ფსიქოსომატური დაავადებები, ნერვული დარღვევები. საბედნიეროდ, ყველა ბავშვს არ აწუხებს "ფრიადოსნის" სინდრომი. ბევრისთვის მთავარია შემეცნების პროცესი და არა მაღალი ნიშნებით გამოხატული შედეგი. წარუმატებლობას ის მშვიდად, იუმორითაც კი ხვდება. სიამოვნებით ეხმარება თანაკლასლებს, როცა საჭიროა, კარნახობს, აძლევს ნაშრომს გადასაწერად... თუ ბავშვს მხოლოდ მაღალი ნიშნების მიღებას სთხოვთ, დაფიქრდით: შეძლებს კი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას ისე, რომ მის ფსიქიკას ზიანი არ მიადგეს? მაღალი ნიშნები ცხოვრებაში მთავარი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ცოდნა, რომელიც მომავალში გამოადგება.

შემაქეთ!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაეცით პასუხი კითხვებს და გაიგებთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს ფრიადოსნის სინდრომი.

  • სწავლაში მისი ძირითადი მოტივი მაღალი ნიშნების მიღება, გარშემომყოფთა აღიარება და აღფრთოვანებაა?
  • ნიშნის გამო შეუძლია ტყუილი თქვას?
  • ქების გარეშე ვერ ძლებს, ისევე, როგორც მცენარე უმზეოდ?
  • ეჭვის თვალით უყურებს სხვის წარმატებას, შურს სხვისი?
  • მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უკიდურესად მტკივნეულად აღიქვამს?
  • მისი თვითშეფასება არასტაბილურია: როცა აქებენ, ცამდე მაღლდება, ხოლო როცა აკრიტიკებენ, ნულამდე ეცემა?
  • მზად არის, წარმატებისთვის ჯანმრთელობა მსხვერპლად გაიღოს, უარი თქვას მეგობრებთან ურთიერთობაზე, გართობაზე, გასეირნებაზე?
  • წარუმატებლობას დიდი ხნით გამოჰყავს წონასწორობიდან, აპათიაში, დეპრესიაში აგდებს?
  • აქვს ესა თუ ის ქრონიკული ან სომატური დაავადება?

თუ სამ და მეტ კითხვაზე უპასუხეთ "დიახ", სერიოზული საფუძველი გქონიათ, დაფიქრდეთ: მეტისმეტად ბევრს ხომ არ სთხოვთ შვილს?

დავსახოთ მხოლოდ რეალური მიზნები

  • ეცადეთ, ბავშვს ცნობიერებაში არ ჩაებეჭდოს საშიში ფორმულა: "წარმატება=ქებას=სიყვარულს", თორემ მოწიფულ ასაკშიც ეცდება, "გამოიმუშაოს" სიყვარული და პატივისცემა;
  • ნუ წაუყენებთ ბავშვს არარეალურ მოთხოვნებს, ნუ დასჯით და ნუ უსაყვედურებთ ცუდი ნიშნების გამო. ფრიადოსნის კომპლექსს შესაძლოა საფუძვლად დაედოს არა მარტო შექების სურვილი, არამედ დასჯისა და გაკიცხვის შიშიც.
  • შთაუნერგეთ ბავშვს რწმენა, რომ თქვენ ის ყველანაირი გეყვარებათ.
  • ნუ დაგამწუხრებთ, რომ სხვა ბავშვებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს. უმჯობესია, უთხრათ შვილს: "ყოჩაღ, შენ წარმატებისთვის ბევრი რამ გააკეთე".
  • შეაფასეთ არა ზოგადად შედეგი, არამედ დეტალები: "ნაწერი მთლიანობაში კარგია, მაგრამ ასოებზე კიდევ მოგიწევს მუშაობა".
  • გამოუმუშავეთ ბავშვს ჯანსაღი დამოკიდებულება წარუმატებლობის, მარცხის მიმართ.

მომავლის პერსპექტივა

როგორი იქნება პატარა პერფექციონისტის მომავალი?

  • ასეთი თანამშრომელი კომპანიის საყრდენია. მან ყველაზე უკეთ იცის საქმე, უღრმავდება წვრილმანებს, მუდამ სწავლობს და არასოდეს ავადმყოფობს.
  • პერფექციონისტის ქმარი უბედნიერესი ადამიანია: სახლში ყოველთვის იდეალური წესრიგია, სუფრაზე გემრიელი სადილი ელის... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქალი პერფექციონისტები პირად ცხოვრებას ხშირად მსხვერპლად სწირავენ კარიერას.
  • პერფექციონისტები ირგვლივ მყოფების გულწრფელ აღფრთოვანებას იმსახურებენ: მხოლოდ მათ შეუძლიათ, სკრუპულოზურად ააწყონ დეტალები, აკეთონ ყველაზე უინტერესო სამუშაო.
  • პერფექციონისტი გამოწვლილვით იკვლევს ყველაფერს, რითაც ზოგჯერ ხელმძღვანელობის უკმაყოფილებასაც კი იწვევს. თუ თავად გახდა უფროსი, მისი ხელქვეითები ცუდ დღეში ჩაცვივდებიან.
  • პერფექციონისტები ყოველთვის ირგვლივ მყოფთა შეფასებაზე არიან დამოკიდებულნი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მაღალი სტანდარტების დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები