/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

მე უკვე დიდი ვარ!

მე უკვე დიდი ვარ!
ჩემი შვილი ჯერ 6 წლისაც არ არის, მაგრამ უკვე პირველკლასელია. ყველა მეუბნება, რომ მისთვის სკოლაში მისვლა ადრეა. ნუთუ მართლა ასეა? როგორ დავეხმარო ბავშვს ადაპტაციაში? ნინო, 24 წლის

ოჯახურმა საბჭომ მტკიცედ გადაწყვიტა: დროა, ბავშვი სკოლაში წავიდეს. რატომ უნდა დაკარგოს დრო, როცა უკვე ყოჩაღად კითხულობს და ანგარიშობს, წერს ბეჭდური ასოებით, ზეპირად იცის უამრავი ლექსი? რატომ უნდა იჯდეს მომავალ წელს მცირეწლოვანებთან, როცა შეიძლება, წელს თითქმის თანატოლებთან ერთად ისწავლოს?

ცოდნისა და ჩვევების მარაგი, რომლის ათვისებაც პატარა ბავშვისთვის არც ისე ძნელია, არ გახლავთ სკოლისთვის მზადყოფნის მაჩვენებელი. მთავარი სხვა რამ არის: სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან გუშინდელ ბაღის აღსაზრდელს მოუწევს 4-5 გაკვეთილზე ჯდომა სულ ცოტა 35 წუთის განმავლობაში, ხანმოკლე შესვენებებით, თანაც 20-30 ბავშვთან ერთად. აქ საჭიროა არა ცოდნა და ინტელექტი, არამედ მტკიცე ნერვული სისტემა და ემოციებისა და მოთხოვნილებების კონცენტრაციის უნარი.

რამდენად მნიშვნელოვანია ნაადრევი განვითარება პირველკლასელი ბავშვისთვის?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სკოლისა და სასწავლო პროცესისთვის ბავშვის მზადყოფნა ერთგვარი "ნამცხვარია", რომელიც "ბისკვიტის", "კრემისა" და "მოსართავებისგან" შედგება. ზემოხსენებული ცოდნა და უნარ-ჩვევები: წერა, კითხვა, თვლა, გარესამყაროში ორიენტირების უნარი - სწორედ მოსართავებია. მაგრამ ხომ არ შეიძლება, მათი საშუალებით ნამცხვრის გემოზე ვიმსჯელოთ? საამისოდ სიღრმისკენ გადანაცვლება მოგვიწევს. "ბისკვიტი" ანუ ბაზა - ეს არის თვითკონტროლის, ყურადღების კონცენტრაციის, ჯდომის, მითითებისამებრ მოქცევის, წესებისა და ნიმუშების მიხედვით მოქმედების უნარი, კარგი მხედველობითი და სმენამეტყველებითი მეხსიერება. აი, ეს სჭირდება პირველკლასელს და არა ცისარტყელას ფერებისა და კვირის დღეების ცოდნა.

რისთვის უნდა ვიაროთ სკოლაში: სათამაშოდ თუ სწავლისთვის?

"კრემია" სწავლის სურვილი, სასკოლო ცხოვრების წესების მიღება. ხუთი-ექვსი წლის ბავშვი საამისოდ ჯერ კიდევ პატარაა. მისთვის თამაშია მთავარი. სამაგიეროდ, შვიდი წლისთვის თამაშის მოტივაცია აღარ არის წამყვანი - წინა პლანზე ცოდნის წყურვილი და მოთხოვნილება წამოიწევს.

უკვე დიდი ხარ?

იმ ბაზის სიმყარე, რომელსაც ჩვენ "ბისკვიტი" ვუწოდეთ, ცენტრალური ნერვული სისტემის მომწიფებაზეა დამოკიდებული. ეს პროცესი თითოეულ ბავშვში სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს და საჭირო კონდიციას დაახლოებით შვიდი წლისთვის აღწევს. ექვსი წლის ასაკის ბავშვს შეუძლია წარმატებით აითვისოს ცოდნა ინდივიდუალურ მეცადინეობებზე (მაგალითად, ლოგოპედთან) ერთი საათის განმავლობაში კვირაში 3-4-ჯერ და გვეჩვენება, რომ ის სკოლისთვის უკვე მზად არის, მაგრამ ინდივიდუალური მეცადინეობა სხვაა, სკოლა კი სხვა. ინდივიდუალური მეცადინეობის დროს შეიძლება სავარჯიშოების ტემპისა და ფორმის ცვლა, თამაში, განტვირთვა, დასვენება... სკოლაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. დიდია ალბათობა, რომ ჭკვიანი, გონიერი, მაგრამ არცთუ ისე ბეჯითი ბავშვი სწავლის პირველივე თვის ბოლოს ჩამორჩენილ მოსწავლეთა რიგებში მოხვდეს.

როგორ მოვიქცეთ, როცა 6 წლის ბავშვი სკოლაში მიგვყავს?

1. მთავარია, შევამციროთ ნერვული სისტემის დატვირთვა. საამისოდ აუცილებელია დღის რეჟიმის დაცვა: თქვენი პატარა ყოველდღე გაასეირნეთ, კვებეთ სრულფასოვნად, შეასრულეთ ჩვეული რიტუალები ძილის წინ. რაც შეეხება ტელევიზორსა და კომპიუტერს, უმჯობესია, ისინი მისი რეჟიმიდან გამოვრიცხოთ, პირველი ორი თვის განმავლობაში მაინც, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ. მულტფილმები პირველკლასელს დასვენებაში ვერ დაეხმარება.

2. ხელი შეუწყვეთ ნერვულ სისტემას მომწიფებასა და განმტკიცებაში. საამისოდ საუკეთესო საშუალებაა ცურვა და ცეკვა. სასწავლო წლის პირველ ნახევარში დამატებითი დატვირთვა სასურველი არ არის. აჯობებს, ბავშვი სპორტულ სექციაში ან ცეკვაზე სწავლის დაწყებამდე 1 წლით ადრე ან მეორე კლასიდან მიიყვანოთ.

3. ჩაუნერგეთ პატარა მოსწავლეს სწავლის მოტივაცია. საამისოდ მან უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ამაყობთ მისით, მხარში უდგახართ, დადებით შეფასებას აძლევთ მის ქცევას. ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, ერთ კეთილ ტრადიციას ჩაუყაროთ საფუძველი: აიღეთ ზარდახშა (თუნდაც უბრალო მუყაოს კოლოფი, ოღონდ აუცილებლად ლამაზი) და მასში ჩაალაგეთ მინის ბურთულები - თითო ბურთულა ყოველი ახალი "ცოდნისთვის", რომლითაც გაგახარებთ სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი. სასწავლო კვირის დასასრულს ერთად დაათვალიერეთ პატარა მოსწავლის "მონაპოვარი" და გამოხატეთ აღფრთოვანება იმის გამო, რომ თქვენმა შვილმა უკვე ამდენი რამ ისწავლა.

4. ნუ განაწყობთ ბავშვს საუკეთესო შედეგებისთვის. გააფრთხილეთ, რომ თავდაპირველად შესაძლოა ბევრი რამ არ გამოუვიდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეაშინოს.

5. რეგულარული ურთიერთობა იქონიეთ ბავშვის მასწავლებელთან, ჰკითხეთ, როგორ გრძნობს პატარა თავს გაკვეთილზე - ხომ არ ცმუკავს, ხომ არ წამოხტება ხოლმე გაკვეთილის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ და ტირილს ხომ არ იწყებს, ხომ არ აქვს გამოფიტვის ნიშნები. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს.

6. თუ ბავშვს თანაკლასელებთან ურთიერთობის დამყარება უჭირს, დაფიქრდით "წარმატების ალტერნატიულ ზონაზე". ეგებ ბავშვს ხატვა მოსწონს? - მიიყვანეთ სამხატვრო სკოლაში ან სტუდიაში. ცურვა იტაცებს? - საცურაო აუზისკენ გაეშურეთ. საინტერესო საქმიანობა აამაღლებს ბავშვის თვითშეფასებას და ურთიერთობებიც მოგვარდება.

7. ყოველ საღამოს ესაუბრეთ ბავშვს სკოლაზე. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ გაიტერესებთ ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მე უკვე დიდი ვარ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები