/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

დედა, არ გამომდის!

დედა, არ გამომდის!
ჩემი ბიჭუნა სამი წლისაა. მინდა, თანდათან დამოუკიდებლობას მივაჩვიო, მაგრამ ვერ ვახერხებ - არ სურს, თვითონ ჩაიცვას, მოითხოვს, ხელით ვაჭამო. როგორ მოვიქცე? თამარი, თბილისი

დღეს ცხოვრების ტემპი მეტისმეტად აჩქარდა. ქალების უმრავლესობა ცდილობს, ერთმანეთს შეუთავსოს საოჯახო საზრუნავი და სამსახური, ყურადღება არ მოაკლოს ბავშვებს, მაგრამ როცა დრო არ ითმენს და ყოველი წუთი გათვლილია, ბავშვი კი ზოზინებს, არ სურს ჩაცმა, პირში უსასრულოდ ატრიალებს ლუკმას და კოვზით ხელში ჩაფიქრებული ერთ წერტილს მიშტერებია, დედა იძულებულია, დაივიწყოს აღმზრდელობითი მეთოდები და ბავშვის მაგივრად ყველაფერი თვითონ გააკეთოს. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია, თვითონ ჩააცვას შვილს ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი, თვითონ აჭამოს ფაფა, ვიდრე შემდეგ დიდხანს წმინდოს მოსვრილი სამზარეულო, თვითონ ამოუხსნას ამოცანა, ვიდრე მოთმინებით აუხსნას მისი ამოხსნის პრინციპი.

სწორედ ეს არის დედების მთავარი შეცდომა! ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ არ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში სიბერემდე მოგვიწევს ზრუნვა უსუსურ შვილზე, რომელსაც დედის გარეშე შესაძლოა პაემანზე წასვლაც კი გაუჭირდეს. დაე, იზოზინოს, იჭირვეულოს, შეცდომები დაუშვას - უნდა მოვითმინოთ, რადგან სხვაგვარად ვერაფერს ისწავლის. მაინც რა უშლის ხელს ბავშვს დამოუკიდებლობაში?

1. არ მსურს

ბავშვი მიეჩვია, რომ მის ნაცვლად ყველაფერს სხვები აკეთებენ. ზოგიერთი დედა თავის დანიშნულებას იმაში ხედავს, რომ თავის პირმშოს ნებისმიერი გზით თავიდან ააცილოს სირთულეები, კედელივით აეფაროს მას, დაიცვას. განსაკუთრებით სცოდავენ საქმიანი ქალები, რომლებიც ამგვარად ცდილობენ, აუნაზღაურონ შვილებს მათთან ურთიერთობის დეფიციტი, შვილები კი ამით არაჩვეულებრივად სარგებლობენ და თანდათანობით აბსოლუტურად ინფანტილურ არსებებად გარდაიქმნებიან. გამოსავალი: აკეთეთ ყველაფერი ერთად! ჩაიცვით შარვალი, შეკარით ფეხსაცმლის თასმები და პალტოს ღილები ასეთი პრინციპით: შენ - მარჯვენა, მე - მარცხენა, შენ - ერთი ღილი, მე - მეორე. ასეთივე წესით შეგიძლიათ დაალაგოთ ოთახი. სადილობისას შესთავაზეთ, ცოტაოდენი თვითონ მიირთვას, შემდეგ კი თქვენ დაასრულებინეთ ჭამა. ყოველ ჯერზე გაზარდეთ დამოუკიდებლად მოქმედების პერიოდი. ბავშვი ყველაფერს "თითქმის თვითონ" გააკეთებს და მასთან ურთიერთობის საშუალებაც გექნებათ.

2. მუხრუჭებზე

ტემპერამენტით ფლეგმატიკოსია. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. პატარა შესაძლოა იყოს ნელი, ზოზინა, მაგრამ რაც უნდა დაავალოთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქმეს ბოლომდე მიიყვანს. სხვა საკითხია, გეყოფათ თუ არა ნებისყოფა, დაელოდოთ. უფრო იოლია ყველაფერი თვითონ გააკეთოთ, მაგრამ თუ ასე მოიქცევით, პატარა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს შეიტანს და შემდგომ უარს იტყვის დამოუკიდებელ მოქმედებაზე, იმის სურვილიც კი აღარ ექნება, სცადოს. გამოსავალი: შენიშვნებსა და საყვედურებს აზრი არ აქვს - პატარა კიდევ უფრო დამუხრუჭდება. მშვიდად და აუჩქარებლად გამოუმუშავეთ მარტივი მოქმედებები, ავარჯიშეთ სხვადასხვა სახის საქმიანობაში, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დაგვიანება, მომზადება უფრო ადრე დაიწყეთ.

3. არეულ-დარეული

ის ძნელად იმახსოვრებს მოქმედებათა თანამიდევრობას, მაგალითად, რა რის შემდეგ უნდა ჩაიცვას. ეს გასაკვირი არ არის - თქვენთვის ჩაცმის პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია, სამი-ოთხი წლის ბავშვის ყურადღებას კი სულ სხვა საქმიანობა იპყრობს. დედის რჩევას, სწრაფად ჩაიცვას, ბავშვი უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას, რადგან არასოდეს დაფიქრებულა, რა რის შემდეგ უნდა ჩაიცვას. სავსებით შესაძლებელია, შარვალი პიჟამას ზემოდან ამოიცვას. გამოსავალი: ბავშვი რომ არ დაიბნეს და ყველაფერი არ აურ-დაურიოს, დაუხატეთ სურათები ტრუსების, მაისურის, პერანგის, შარვლის გამოსახულებით და თვალსაჩინო ადგილას ჩამოუკიდეთ.

4. ყველეფერი ხელიდან უცვივა

ბავშვს ცუდად აქვს განვითარებული მოტორული ფუნქცია - ღილები ხელიდან უსრიალდება, თასმები არ ემორჩილებიან, ელვაშესაკრავი არ იკვრება... ნუ შეშფოთდებით, საშიში არაფერია. მარტივი მოტორული ფუნქციისა და მოძრაობის კოორდინაციის განვითარება ინდივიდუალურად ხდება, ზოგიერთ სავსებით ნორმალურ ბავშვსაც კი ის რამდენადმე უგვიანდება. გამოსავალი: არსებობს მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც ბავშვს მარტივი მოტორული ფუნქციების განვითარებაში დაეხმარება: ძერწვა, აპლიკაციები, კონსტრუქტორების აწყობა, მოზაიკა, ხატვა, ქარგვა...

5. ბზრიალა

უბრალოდ, კონცენტრირება არ შეუძლია - სულ სადღაც მიეჩქარება. ასეთ ბავშვებზე ამბობენ, ჰიპერაქტიურები არიანო. მათ წუთითაც არ შეუძლიათ ერთ ადგილას გაჩერება, ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ცდილობენ და საქმე იშვიათად მიჰყავთ ბოლომდე. გამოსავალი: თქვენს მოუსვენარ შვილს ერთდროულად რამდენიმე დავალებას ნუ მისცემთ. დღეს, მოდი, მაისურის ჩაცმა დაავალეთ, ხვალ შარვალს გაართვას თავი, ზეგ საწოლი გაასწოროს... დავალების შესრულების შემდეგ აუცილებლად შეაქეთ.

კომენტარები (2)
შორენა
მომწონს და ვეთანხმები, რადგან მუდამ გვაგვიანდება და გვეჩქარება, ამიტომ ვერ ველოდებით ხოლმე, თავად როდის ჩაიცმევს ბავშვი. ხშირად მიფიქრია ამაზე. მადლობა რჩევებისთვის
თარიღი : 12-12-2015
ლიზი
გამარჯობა. ჩემი შვილი არის მეხუთე კლასში აქვს სწრაფი აზროვნება,თუნდაც არასწორი იყოს პასუხი მაშინვე იმას ამბობს რასაც იმ წამშივე გაიფიქრებს, მაშინვე ხვდება თავის დაუფიქრებლიბას.ეს რამდენად კარგი და ცუდია?
თარიღი : 12-12-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დედა, არ გამომდის! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები