/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

დისა და ძმის ფაქტორი

დისა და ძმის ფაქტორი
ცოლ-ქმარს მეორე შვილის გაჩენა სურს. როდის ჯობს ამის გაკეთება ფსიქოლოგიური, სამედიცინო თუ ყოფითი თვალსაზრისით?

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, არის დისა და ძმის ფაქტორიც. როდესაც ოჯახში მშობელთა ყურადღების მეორე ობიექტი ჩნდება, ბავშვი ეჭვიანობს, ნერვიულობს, განიცდის. როგორ გაუმკლავდება პატარა ნეგატიურ განცდებს, დამოკიდებულია ოჯახში არსებულ ზოგად ატმოსფეროზე, იმაზე, როგორ "აღმზრდელობით ხაზს" ატარებენ მშობლები, რამდენად მოახერხებენ, თანაბრად გაუნაწილონ ყურადღება ორივე შვილს.

მაინც როდის ჯობს მეორე ბავშვის გაჩენა? ეს, უპირველეს ყოვლისა, მშობლების სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. შეძლებთ, ერთ ბავშვს მაშინვე მიაყოლოთ მეორე? ამას ერთი დადებითი მხარე აქვს: ბავშვები ერთად გაიზრდებიან, ექნებათ საერთო ინტერესები, ერთნაირი მოთხოვნილებები. მშობლებსაც გაუადვილდებათ მათთან ურთიერთობა, შეუმსუბუქდებათ ამოცანა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად - ძნელია, ატარო ბავშვები დამატებით მეცადინეობაზე, როცა უფროსს ფეხბურთი აქვს, უმცროსს კი მუსიკა... მაგრამ ყოველივე ამას აქვს უარყოფითი მხარეც: პირველი შვილი ჯერ არ არის მზად, იკისროს უფროსის როლი, შურს უმცროსის, რომელსაც ოჯახში "პაწაწინას" უწოდებენ და გულის სიღრმეში გრძნობს, რომ მას რაღაც დააკლეს. საუკეთესოა, როცა ბავშვებს შორის ასაკობრივი განსხვავება 3-5 წელია. მშობლებს ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ ჩვილის მოვლა, უფროსი კი დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს... გავა რამდენიმე წელი და ბავშვები უკვე ერთად ითამაშებენ, თუმცა ყველგან წყვილად ვეღარ ივლიან, თითოეულს თავისი ცხრილი, თავისი ცხოვრება ექნება, მშობლებს კი მოუწევთ, მათ განსხვავებულ მოთხოვნილებებს აუწყონ ფეხი.

გარდა ამისა, რაც უფრო დიდია ბავშვებს შორის ასაკობრივი განსხვავება, მით უფრო მცირდება მათ შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შანსი. თუ უფროსი უკვე მოსწავლეა, მისთვის უფრო ადვილი იქნება, დაიკავოს უმცროსის მიმართ მფარველის პოზიცია და თავი დააღწიოს მეტოქეობის გრძნობას. ბევრი რამ არის დამოკიდებული დედაზე. ერთია, როცა ის უფროს შვილს თავის იმედსა და დასაყრდენს უწოდებს და პატარას მოვლის მცდელობისთვისაც კი აქებს და სრულიად სხვაა, როცა ბავშვს გამუდმებით ესმის, რომ "დოყლაპია" და "არაფრის მაქნისია", რომ მოვალეა, უმცროსზე იზრუნოს. ასეთ დროს, გამორიცხული არ არის, მას გაუჩნდეს სავსებით სამართლიანი პროტესტის გრძნობა: "კი მაგრამ, რატომ?! მე ხომ თქვენთვის მისი გაჩენა არ მითხოვია?!" როცა ბავშვებს შორის ასაკობრივი განსხვავება 10 წელზე მეტია, უფროსს მართლაც შეუძლია, სრულფასოვან დამხმარედ იქცეს, - თავად მას ხომ უკვე ნაკლებად სჭირდება მშობლების მეურვეობა, - მაგრამ არც ის ივარგებს, უფროსი შვილი ძიძად ვაქციოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყოფითი პრობლემები

მრავალი დედა იმ დროისთვის გეგმავს მეორე შვილის გაჩენას, როცა პირველს სკოლაში მიიყვანს. არადა, პირველკლასელს დიდი სულიერი სითბო და ყურადღება სჭირდება: სკოლაში უნდა წავიყვანოთ, სკოლიდან მოვიყვანოთ, ვასადილოთ, გაკვეთილების მომზადებაში დავეხმაროთ... აი, სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში მოუწევს ბავშვს, "გაუყოს" დედა ახალშობილ დას ან ძმას. თვით დედაც, რომელიც ვერაფერს ასწრებს, იხლიჩება კვებას, გაკვეთილებს, მაღაზიას, სარეცხს, დალაგებასა და უფროსი და უმცროსი შვილის შეუთავსებელ რეჟიმებს შორის. თუ გსურთ, ამ გზას გაჰყვეთ, უმჯობესია, უმცროსი შვილი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოევლინოს ქვეყნიერებას, რათა სექტემბრამდე შეეჩვიოთ ორ ბავშვთან ერთად ცხოვრების სპეციფიკურ რიტმს. მეორე გავრცელებული ვარიანტია ბავშვების ერთიმეორისთვის მიყოლება. ქალს ხშირად უჩნდება სამსახურში დაბრუნების შიში, დეკრეტული შვებულება კი მთავრდება... გარდა ამისა, უფროს შვილს უამრავი ტანსაცმელი დაუპატარავდა, ხომ არ გადავყრით?! რაც მთავარია, ბავშვის აღზრდაში ამხელა გამოცდილება მივიღეთ, ხომ უნდა გამოვიყენოთ?! ამ პრინციპის მიმდევრებს ვაფრთხილებთ: პირველი ორი წელი ძალიან გაუჭირდებათ. ბავშვებს ექნებათ სხვადასხვა რეჟიმი, სხვადასხვა მოთხოვნილებები, ყურადღება კი ორივეს თანაბრად დასჭირდება. ერთადერთი გამოსავალია, ვინმე დაიხმაროთ.

რას ამბობენ ექიმები

არ არსებობს ოფიციალური რეკომენდაცია მშობიარობათა შორის ინტერვალის თაობაზე, მაგრამ ჩენტერ ფორ Dისეასე ჩონტროლ-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ორ ორსულობას შორის მინიმალური შესვენება 2-3 წელი უნდა იყოს. ბავშვს, რომელიც მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ ჩაისახა, დიდი შანსი აქვს, მცირეწონიანი და ჩამოუყალიბებელი დაიბადოს. გარდა ამისა, უფრო დიდია ალბათობა, დედას ანემია, მაღალი წნევა, სისხლდენა განუვითარდეს. მეანებისა და გინეკოლოგების უმრავლესობის აზრით, 2-3-წლიანი ინტერვალი აუცილებელია - ორგანიზმს უნდა მივცეთ საშუალება, დაისვენოს, რათა აღდგეს ყველა ორგანოს ნორმალური მუშაობა. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ორსულობა საკეისრო კვეთის შემდეგ. სპეციალისტები დაბეჯითებით მოითხოვენ, მეორე ორსულობის დაგეგმვამდე ჩატარდეს საშვილოსნოს ნაწიბურის ჰისტოლოგიური გამოკვლევა. თუ ნაწიბური კუნთოვანი ან შერეული ქსოვილისა აღმოჩნდა, ორსულობა უკუნაჩვენები არ არის, ხოლო თუ შემაერთებელი ქსოვილისა - საშიშია. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ორსულობა ძალიან დიდი ინტერვალის შემდეგ. ბავშვს, რომელიც ათწლიანი შესვენების შემდეგ ჩაისახა, 2-ჯერ მეტი აქვს ალბათობა, დღენაკლული დაიბადოს. მშობიარობაც ისე მიმდინარეობს, როგორც პირველმშობიარისა. დედა უმეტესად უკვე ასაკოვანია, აქვს ასაკობრივი პრობლემები... ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ფაქტორი, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გავითვალისწინოთ, უამრავია, ხშირად ურთიერთსაპირისპიროც კი, მაგრამ, საბედნიეროდ, ცხოვრება თავისი გზით მიედინება. ბავშვები იბადებიან როგორც დაგეგმვით, ისე დაუგეგმავად და არავინ იცის, ვის უფრო მეტი ბედნიერება ელის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დისა და ძმის ფაქტორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები