ბავშვის ურთიერთობათა წრე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ურთიერთობათა წრე

აღსაზრდელად. ასეთი მოზარდები ხშირად ქმნიან ხულიგნურ კომპანიებს, რომლებიც იზიდავენ უმცროსებს. თუ თქვენი შვილი დიდ დროს ატარებს ქუჩაში, დიდია ალბათობა, ასეთი "ბანდის" გავლენის ქვეშ მოხვდეს. როგორ მოვიქცეთ? ნუ მიანიჭებთ ბავშვს სრულ თავისუფლებას, ნუ დაიმშვიდებთ თავს აზრით: "უმჯობესია, სუფთა ჰაერზე იყოს, ვიდრე კომპიუტერთან ან ტელევიზორთან იჯდესო". აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვისთან აქვს ურთიერთობა თქვენს შვილს ეზოსა თუ ქუჩაში. ეცადეთ, გაიცნოთ მისი მეგობრების მშობლებიც. თუ დარწმუნდებით, რომ ეს კომპანია თქვენს შვილს არ შეეფერება, ეცადეთ, მისი რეჟიმი იმგვარად შეადგინოთ, რომ ეზოში უმიზნო სეირნობისთვის რაც შეიძლება ნაკლები დრო დარჩეს.

გადაჭარბებული მზრუნველობა მავნებელია

გადაჭარბებულმა მზრუნველობამაც შეიძლება უბიძგოს ბავშვს ცუდი წრისაკენ. გარდატეხის ასაკში მოზარდი თვითდამკვიდრებას ცდილობს. მას უფრო მეტად ისეთი ბავშვების წრე იზიდავს, რომლებიც ნაკლებად ჰგვანან მშობლების მიერ რეკომენდებულ "კარგ" ბიჭებსა და გოგონებს. და რაც უფრო ნაკლებად მოსწონთ დედას და მამას უკულტურო ბავშვების ქცევა, მით უფრო მეტად იპყრობს კარგად აღზრდილი ბავშვის ყურადღებას სწორედ ის, აკრძალული სფერო. როგორ მოვიქცეთ? ასეთ წინააღმდეგობრივ გამოვლინებათა აღკვეთას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ბავშვს მეტ თავისუფლებას მიანიჭებთ. თავდაპირველად შეშინდებით, შემდეგ კი მიხვდებით, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ადამიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება.

მამაცები

ხშირად "ცუდი მეგობრები" უჩნდებათ მოკრძალებულ და შებოჭილ ბავშვებს. მათ მოსწონთ თავიანთი მეგობრების თვითდაჯერება, რომელიც თავად ასე აკლიათ. როგორ მოვიქცეთ? განუვითარეთ ბავშვს დამოუკიდებლობა. დაეხმარეთ, იპოვოს გატაცება, სფერო, რომელშიც წარმატებას მიაღწევს - ეს განამტკიცებს მის თვითშეფასებას. მიიყვანეთ ისეთ სექციაში, სადაც თავდაცვას ასწავლიან - ეს მას საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს ურთიერთობის დამყარება, დაეხმარეთ, თქვენი სახლი ისეთ ადგილად აქციეთ, სადაც ბავშვებს სტუმრობა უყვართ.

ცნობისმოყვარე ონავრები

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: "საეჭვო კომპანიაში" ბავშვი შესაძლოა ცნობისმოყვარეობამ მიიყვანოს. ამ შემთხვევაში, დაიკმაყოფილებს თუ არა ინტერესს, ის თავადვე იტყვის უარს ამ წრეზე. რა თქმა უნდა, თქვენ ამ შემთხვევაშიც ტაქტი მოგეთხოვებათ. გულღიაობა და მიმნდობლობა უდავოდ შესანიშნავი თვისებებია, მაგრამ ყველა როდი იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ძალზე მნიშვნელოვანია, ხშირად ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, ვის დაუმეგობრდა, რას თამაშობს და საერთოდ, რით არის დაკავებული. იყავით ყურადღებით, მეტი დრო გაატარეთ ბავშვთან და ყველაფერი იღონეთ, რათა მისი ნდობა დაიმსახუროთ. მას არ უნდა ეშინოდეს თქვენთან თავისი აზრის გამოთქმის. ამგვარად ყოველთვის გეცოდინებათ, რა ხდება თქვენი შვილის თავს.

როგორ უნდა მოიქცეთ მის მეგობრებთან? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი შვილი, ეცადეთ, თქვენი კარი მუდამ ღია იყოს მისი მეგობრებისთვის. თავი არიდეთ კატეგორიულ შეფასებებს და ასეთი ტიპის გამოთქმებს: "მაგასთან გავლილი აღარ დაგინახო!" გულღიად შეხვდით თქვენი შვილის მეგობრებს, თუ ნამდვილად გინდათ იცოდეთ, როგორები არიან ისინი და რატომ მოსწონს მათთან ურთიერთობა თქვენს შვილს. თანაც უკეთესი იქნება, თუ ისინი მუდამ თვალწინ გეყოლებათ. ნუ გააკრიტიკებთ თქვენი შვილის მეგობრებს. საკუთარი ახალგაზრდობა გაიხსენეთ: ხომ გაღიზიანებდათ მშობლების შენიშვნები თქვენი მეგობრების შესახებ?

ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენი ავტორიტეტი მეგობრობაზე ძლიერი აღმოჩნდება. ბავშვმა თვითონ უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნა. თქვენ შეგიძლიათ, ამაში დელიკატურად დაეხმაროთ. დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, რომელსაც თქვენს შვილს მეგობრებზე ეტყვით. იქნებ თქვენი უკმაყოფილების მიზეზი ჩვეულებრივი დედობრივი ეჭვიანობაა? გაარკვიეთ, რას გრძნობთ და შეეგუეთ იმ აზრს, რომ მის ცხოვრებაში ყოველთვის თქვენ არ იქნებით მთავარი. თუ თქვენმა შვილმა ისეთი ვინმე აირჩია მეგობრად, რომელიც არ მოგწონთ, ის უფრო ხშირად მიიწვიეთ შინ და იმედი იქონიეთ, რომ თქვენი კარგი დამოკიდებულება მას გამოსწორებაში დაეხმარება. იქეცით თქვენი შვილის წრის წევრად და გახსოვდეთ მთავარი: თავს ნუ მოახვევთ თქვენს შვილს ისეთ ადამიანთან მეგობრობას, რომელიც მას საინტერესოდ არ მიაჩნია.