/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

შევიყვაროთ წიგნები

შევიყვაროთ  წიგნები
რა არის საჭირო, რომ ბავშვმა მცირე ასაკიდანვე შეიყვაროს ლიტერატურა? ცხადია, ბევრი რამ არის დამოკიდებული მშობლებზე.

რაც უფრო ემატება ასაკი ბავშვს, მით უფრო ხშირად წუწუნებენ მშობლები, რომ მათი შვილი ბევრ დროს ატარებს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, წიგნს კი ხელში ვერ ააღებინებ. ამ პრობლემით შეწუხებულ მშობელთა რიცხვში რომ არ აღმოჩნდეთ, ეცადეთ, შვილი ადრევე მიაჩვიოთ წიგნთან ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად შეიყვარებს კითხვას. სკოლამდელი ასაკის ბავშვი განსაკუთრებული მკითხველია. ალბათ უფრო მართებული იქნება, მსმენელი ვუწოდოთ - მას ხომ უფროსები უკითხავენ და ლიტერატურის არჩევანიც მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული.

როგორ შევარჩიოთ წიგნი

პირველ წიგნებზეა დამოკიდებული, თუ როგორ მკითხველად ჩამოყალიბდება ბავშვი. დღეს წიგნების მაღაზიებსა თუ ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე საბავშვო ლიტერატურის საოცარი მრავალფეროვნებაა. ერთი შეხედვით, ლიტერატურის დეფიციტზე საუბარი უადგილოა, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კარგ ქაღალდზე დაბეჭდილი და ლამაზად ილუსტრირებული წიგნის შინაარსი სულაც არ არის სახარბიელო. ამიტომ კარგი იქნება, თუ შეძენამდე წიგნს გადაფურცლავთ და თვალს გადაავლებთ.

თუ წიგნს ყველაზე პატარებისთვის ვყიდულობთ, ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მთავარ მოთხოვნას - გვერდის ნახევარზე მეტი სურათს უნდა ეჭიროს. რა საინტერესო ზღაპარსაც არ უნდა ვუკითხავდეთ, 1,5-2 წლის ბავშვისთვის ძნელია ერთ ადგილზე ჯდომა, ლამაზი ნახატი კი მას აუცილებლად მოხიბლავს. პატარებს კაშკაშა, კონტრასტული ფერები უყვართ. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას მკვეთრ წითელსა და ფორთოხლისფერს აქცევენ (შერეულ ფერებსა და ნახევარტონებზე ადამიანი 7 წლის შემდეგ რეაგირებს).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

3 წლამდე ასაკის პატარებისთვის განკუთვნილ წიგნებში ადვილად ამოსაცნობი სურათები უნდა იყოს. მაგალითად, თუ მოთხრობა ან ზღაპარი ძაღლზეა, სურათზე ძაღლი უნდა ეხატოს და არა მხატვრის ფანტაზიის გაურკვეველი ნაყოფი. პერსონაჟების სახეებზე კარგად უნდა ჩანდეს ემოცია - პატარა ბავშვი ჯოკონდას ღიმილის აღსაქმელად ჯერ კიდევ არ არის მზად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება, პატარებს მარადიული ქმნილებები ვუჩვენოთ. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა მათგანმა ბავშვის გონებაზე წარუშლელი კვალიც კი დატოვოს. სურათებზე გამოსახული უნდა იყოს მარტივი კომპოზიცია, მთავარი პერსონაჟი ცენტრში უნდა იდგეს, დანარჩენები - მის ირგვლივ. სხვაგვარად პატარას მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების გარჩევა გაუჭირდება.

წიგნის შინაარსი

სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები შინაარსითაც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. 1,5 წლამდე სჯობს პატარას რიტმული ლექსები ვუკითხოთ. ძალიან კარგია კლასიკად ქცეული მოკლე, მარტივი ზღაპრები.

წაკითხულის განხილვა

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

3 წლისთვის პატარებს უჩნდებათ გარკვეული სიუჟეტის მქონე თამაშების მოთხოვნილება, თამაშის პროცესში ინაწილებენ როლებს. ამ ასაკიდან ზღაპარი ბავშვის აღზრდის განუყოფელ ელემენტად იქცევა.

ზღაპარი ხელს უწყობს ქცევისა და ურთიერთობის საფუძვლების ჩამოყალიბებას, ასწავლის ბავშვს მიზანსწრაფულობას, მოთმინებას, უვითარებს შემოქმედებით პოტენციალს, ფანტაზიას, წარმოსახვას, თანაგრძნობის უნარს. კითხვის შემდეგ აუცილებელია ბავშვთან საუბარი, წაკითხულის განხილვა.

ჰკითხეთ ბავშვს, ვის თანაუგრძნობს ზღაპრის პერსონაჟთაგან, ვის სურს მიბაძოს, სთხოვეთ, გაიხსენოს მსგავსი სიტუაციები რეალური ცხოვრებიდან.

შესაძლებელია, ზღაპარი თოჯინების მეშვეობით სპექტაკლად ვაქციოთ. 4-5 წლის ბავშვს შეუძლია, თავადვე ჩაიცვას კოსტიუმი და ზღაპრის პერსონაჟად მოგვევლინოს. ასეთი სპექტაკლი, რომელსაც ოჯახის წევრები დაესწრებიან, ბავშვს არა მარტო დაამახსოვრდება, არამედ საშუალებას მისცემს, თავი ზღაპრის გმირად წარმოიდგინოს, ყოველივე ეს კი შესანიშნავი ფსიქოთერაპიაა, რომელიც მრავალი ბავშვური კომპლექსის კორექციის საშუალებას იძლევა. ბავშვთა ფსიქოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, პატარებს შევურჩიოთ წიგნები, რომლებიც ზრდიან ინტერესს ცხოვრების მიმართ, მატებენ ბავშვს მხნეობას და სიცოცხლის ხალისს. პატარებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაში არ უნდა იყოს სასტიკი და უხეში სცენები. სამწუხაროდ, მსგავს რეალობას მოწიფულ ასაკში გვერდს ვერავინ აუვლის...

კითხვის წესები

სახლში უამრავი საინტერესო საგანია - თოჯინები, მანქანები, კონსტრუქტორები, თავსატეხები, პირამიდები... ამას დაუმატეთ ტელევიზორი, კომპიუტერი, DVD, იქვეა დისკები მულტფილმებითა და თამაშებით. რამოდენა ცდუნებაა! თანაც სულაც არ არის საჭირო გონების დაძაბვა და ფანტაზიის მოშველიება, - საკმარისია ღილაკს თითი დავაჭიროთ და დაიწყება ფილმი, რომლის პერსონაჟიც ეკრანზე ჩანს და შეგვიძლია, აღვიქვათ ისეთი, როგორიც არის. გარდა ამისა, როცა პატარა ხედავს, რომ მისი მშობლები დროის უმეტეს ნაწილს ტელეეკრანთან ან კომპიუტერთან ატარებენ, ძალიან იშვიათად კითხულობენ და ისიც მხოლოდ გაზეთს, ბუნებრივია, თავადაც გულგრილი იქნება წიგნების მიმართ.

თუ მართლაც გინდათ, თქვენს შვილს წიგნი უყვარდეს, მაგალითი თვითონვე მიეცით. ისიც გაითვა-ლისწინეთ, რომ ზედმეტმა მცდელობამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს. ბავშვის ასაკის კვალობაზე, წიგნის კითხვა 15-დან 30 წუთამდე უნდა გრძელდებოდეს. უკითხეთ ყოველდღე. უმჯობესია, წიგნთან შესახვედრად ერთი და იგივე დრო აირჩიოთ და მიაღწიოთ, რომ პატარა მოუთმენლად ელოდეს საყვარელი ისტორიის გაგრძელებას. უკითხეთ ბავშვს ძილის წინ, ვიდრე კითხვას თავად არ ისწავლის.

განიხილეთ წაკითხული ამბავი

ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ზღაპრის მორალის, მისი სათქმელის გაგება - ამისათვის ხომ აუცილებელია, პატარამ ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს, ესმოდეს პირდაპირ თუ ირიბად ნათქვამის აზრი. თუ ხედავთ, რომ ბავშვი წაკითხულის აზრს ვერ აღიქვამს, დაეხმარეთ მის გაგებაში. როცა ბავშვი კითხვას ისწავლის, მიაჩვიეთ, თავად ეძებოს ლექსიკონში გაუგებარი სიტყვები. ასე ის წიგნთან მუშაობას ისწავლის. პირველივე წიგნიდან გამოუმუშავეთ ბავშვს კითხვის კულტურა. მისი ყურადღება მიაპყარით წიგნის ყდას, სათაურს, ავტორს. თუ პატარას ილუსტრაციები მოსწონს, ერთად მოძებნეთ მხატვრის გვარი.

ერთობლივი კითხვისას ბავშვმა წიგნისადმი სათუთი დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს.

მიაჩვიეთ ბავშვი კითხვისთვის ელემენტარული პირობების შექმნას: დაჯდეს ისე, რომ შუქი კარგად ანათებდეს წიგნს, წიგნი მეტისმეტად ახლოს ან მეტისმეტად შორს არ ეჭიროს.

როცა ბავშვი დამოუკიდებლად კითხვას მიეჩვევა, აკონტროლეთ, რას კითხულობს ის და ხელი შეუწყვეთ პატარა მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შევიყვაროთ წიგნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები