/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როგორ აღვზარდოთ მომავალი ქალი

როგორ აღვზარდოთ მომავალი ქალი
ჰკითხეთ ნებისმიერ დედას, როგორი სურს იხილოს წამოზრდილი ქალიშვილი. რა თქმა უნდა, ბედნიერი, მოსიყვარულე და სიყვარულით გარემოცული, კარგი დედა და ცოლი, ნამდვილი ქალი.

.

მაგრამ რა არის ქალურობა? საჭიროა თუ არა ის ჩვენს სამყაროში, სადაც ქალები მამაკაცებს ტოლს არაფერში უდებენ? და თუ საჭიროა, როგორ აღვზარდოთ თვისებები, რომლებიც გოგონას ნამდვილ მეფის ასულად აქცევს?

  • ვისწავლოთ ურთიერთობა

მოდი, გავიხსენოთ, როგორი ურთიერთობაა მიღებული თქვენს ოჯახში: უხდიან თუ არა მადლობას ოჯახის წევრები დიასახლისს გემრიელი ვახშმისა თუ დალაგებული სახლისთვის. პირველი წესი, რომელიც "პრინცესას: უნდა ახსოვდეს, ზრდილობაა. საუკეთესო გზა, შვილს მადლობის გადახდა ასწავლოთ, ის არის, რომ თავადვე გადაუხადოთ მადლობა, როდესაც თქვენთვის რამეს გააკეთებს.

მომავალი პრინცესას ოჯახში არ უნდა ისმოდეს არანორმატიული ლექსიკა და დანაგვიანებული მეტყველება. თუ ასეთი გამოთქმები გოგონამ გარეთ გაიგონა, უნდა ავუხსნათ, რომ მსგავსი მეტყველება ქალს არ უხდება. ძალაინ კარგი იქნება, თუ გოგონას წაუკითხავთ საინტერესო წიგნებს, რომლებიც გამართული ქართულით არის დაწერილი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნამდვილი ქალბატონი კეთილი და მზრუნველი უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ ბავშვობიდანვე მიაჩვევთ უმცროს და-ძმაზე, ძაღლზე ან ავადმყოფ ბებიაზე ზრუნვას და, ამასთანავე, სიკეთისთვის შეაქებთ - გახსოვდეთ: მხოლოდ საყვედურებით და შენიშვნებით ნამდვილ ქალბატონს ვერ აღზრდით. გოგონას უნდა სჯეროდეს, რომ ის ყველაზე უკეთესია.

  • მეჯლისზე

ძველად კარგად აღზრდილ ქალიშვილს უნდა სცოდნოდა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, უცხო ენები, ხატვა, ჰქონოდა კარგი მანერები. რა შეუძლია თქვენს გოგონას? იქნებ პოეზია უყვარს, კარგად ხატავს ან მუსიკალური ნიჭით გამოირჩევა?

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

იპოვეთ მასში ნიჭი და ყოველი ღონე იხმარეთ მისი განვითარებისთვის. არ დაივიწყოთ კარგი მანერები. ფაქიზად ჭამა და ხელსაწმენდის ხმარება ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა იცოდეს, ხოლო უმცროს სასკოლო ასაკში უკვე დანა-ჩანგლის ხმარებაც შეეძლოს. შეძლებისამებრ, ხშირად მოაწყვეთ წვეულება (თუნდაც ოჯახური ვახშამი), რათა გოგონამ სუფრის ეტიკეტი უფრო იოლად შეითვისოს. დროდადრო რესტორანშიც წაიყვანეთ, რათა ნასწავლის დემონსტრირება მოახდინოს.

სავალდებულო არ არის, გოგონას მუდამ მაქმანებით გაწყობილი კაბა ან კლასიკური კოსტიუმი ეცვას, მაგრამ გაცრეცილი, დაჭმუჭნილი შარვლისა და ზედატანის ტარებაც დაუშვებელია - არ შეიძლება, პრინცესა ფეთხუმი იყოს. მას მოხერხებული, გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი უნდა ეცვას, რომელიც მისი ცხოვრების სტილსა და შინაგან სამყაროს შეესატყვისება. ადრეული ბავშვობიდანვე ასწავლეთ ქსოვილის შერჩევა, გამოუმუშავეთ გემოვნება. ნამდვილი ქალი სამეჯლისო კაბაშიც და ჯინსშიც ერთნაირად თავდაჯერებულად უნდა გრძნობდეს თავს, ამიტომ ასწავლეთ გოგონას ტანსაცმლის ტარება. მაგალითად, თუ ხეზე აცოცება სურს, უმჯობესია, მაშინ აცოცდეს, როცა ტანთ შარვალი ეცმება და არა გახამებული ქვედაკაბა.

  • სილამაზის ანბანი

ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭებისა და გოგონების ტვინის კავშირების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აღმოაჩინეს
მეტყველების განვითარების შეფერხება - პირველ სიტყვებს გოგონები 9-10 თვის ასაკში წარმოთქვამენ, ვაჟები - 11-12 თვის ასაკში

რაღა თქმა უნდა, მომავალმა ქალმა კანის მოვლაც უნდა იცოდეს, თუმცა კოსმეტიკის ხმარების ნებას მოზარდ ასაკამდე ნუ მისცემთ - შეღებილი ბავშვი (რა თქმა უნდა, თუ თეატრში არ თამაშობს) სასაცილოა. თანაც გრიმი ბავშვის კანისთვის ერთიორად მავნეა. პატარა გოგონას შეიძლება ჰქონდეს საბავშვო კრემი, შამპუნი და საბავშვო ჰიგიენური პომადა, ხოლო როდესაც წამოიზრდება, ჩაცმისა და ვარცხნილობის საკუთარი სტილის პოვნაში უნდა დაეხმაროთ. რაც მთავარია, მიაქციეთ ყურადღება პატარა ქალბატონის აღნაგობას, დგომისა და სიარულის მანერას. გამართული ზურგი და გრაციოზული სიარული "პრინცესების" მთავარი მშვენებაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ აღვზარდოთ მომავალი ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები