/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

აღზრდის ოქროს წესები

აღზრდის ოქროს წესები
”რასაც დათესავ, იმას მოიმკი” - ეს ანდაზა ბავშვის აღზრდაზეც ვრცელდება. როგორ აღვზარდოთ ბავშვი, რომ ის არა მარტო განვითარებული, ჭკვიანი, ყოველგვარი ნიჭით

შემკული, არამედ მოწესრიგებული, თავაზიანი და კულტურული ადამიანიც იყოს?

მართალია, დღეს მრავალგვარი სკოლა ფუნქციონირებს, მაგრამ ცხოვრების მორალურ საფუძველს ბავშვი მაინც ოჯახში იღებს. როგორ მოვახერხოთ, რომ სადავეები არც მეტისმეტად მივუშვათ და არც ტირანად გამოვიყურებოდეთ საკუთარი შვილის თვალში?

  • მთავარი კანონი

პატარა გარესამყაროს ახალშობილობის პერიოდიდანვე ეცნობა. დამოკიდებულებაც ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ ძალიან ადრე უყალიბდება. ამ ასაკში მიღებული გამოცდილება დროთა განმავლობაში ბავშვის ქცევაზე, მანერებზე, ჩვევებზე აისახება. ამიტომ ოჯახური აღზრდის ერთ-ერთი პრინციპი ასეთია: როგორი ადამიანიც გინდათ იყოს თქვენი შვილი, ისეთივე უნდა ბრძანდებოდეთ თქვენ. დაიმახსოვრეთ: ბავშვი თქვენსავით იქცევა.

  • საექსპერიმენტო ტესტი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ ტესტის მეშვეობით შეგიძლიათ გამოავლინოთ აღზრდის დეფექტები და განსაზღვროთ პრიორიტეტები. ქაღალდი სამ ნაწილად გაყავით. პირველ ნაწილში ის თვისებები ჩამოწერეთ, რომლებიც გსურთ გამოუმუშაოთ შვილს. მეორე ნაწილში აღნიშნეთ, თავად გაქვთ თუ არა ეს თვისებები. მესამე ნაწილში ყოველი თვისების გასწვრივ მიუთითეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მათი გამომუშავებისთვის.

მაგალითისთვის განვიხილოთ მიზანსწრაფულობის გამომუშავების მარტივი მეთოდი. პატარას სათამაშოს შეძენა სურს (ე.ი. მას აქვს მიზანი), მაგრამ თქვენს გეგმებში ეს სულაც არ შედის. შესთავაზეთ ბავშვს, ფული ყულაბაში შეაგროვოს, კვირის ბოლოს კი გახსენით ყულაბა და დანაზოგით მაღაზიაში წაბრძანდით. ბავშვის მიზანი მიღწეულია, რითაც თქვენ კიდევ ერთი აგური დადეთ მისი მიზანსწრაფულობის ჩამოყალიბების გზაზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

არ დაგავიწყდეთ, რომ პატარას სიკეთე და ზრდილობაც უნდა ასწავლოთ. სწორედ მათ დეფიციტს განიცდის თანამედროვე მსოფლიო. ვიდრე ბავშვი პატარაა, მშობლები მისთვის ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებები არიან. ის ჯერ აკვირდება დედ-მამას, შემდეგ მათ მიბაძვას იწყებს. ყოველივე ახალს ბავშვი მშობლებისა და ამა თუ იმ მოვლენის მიმართ მათი რეაქციის მეშვეობით შეიცნობს.

  • ჩვენ და ბავშვები

  1. იყავით ბავშვის მეგობარი, მისი მეგზური ამ უკიდეგანო სამყაროში. თავიდანვე ისე მოექეცით, როგორც თანატოლს. დიდ, უცნობ სამყაროში პატარა ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციების, სურვილებისა და გრძნობების მართვა. ამ უნარის გამომუშავებაში შვილს თანამშრომლობით უნდა შეუწყოთ ხელი და არა ძალადობით. ზოგჯერ მისი ყურადღება სხვა საგანზე უნდა გადაიტანოთ, ზოგჯერ კარნახი დაგეხმარებათ, ზოგჯერ კი მისი ჭირვეულობის უარყოფა. შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტოთ ყველა სიტუაცია, რომელშიც შეიძლება თქვენ და თქვენი შვილი აღმოჩნდეთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ძალას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ. ცემა პატარას არაფერს მოუტანს, გარდა ფიზიკური და მორალური ზიანისა.
  2. პატივი ეცით ბავშვის შინასამყაროს, მის ინტერესებსა და სურვილებს. შვილს მოექეცით როგორც პატარას, მაგრამ პიროვნებას. ბავშვები ზოგჯერ თავიანთი უგვანო საქციელით მშობლების მოთმინებას ცდიან. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს სწორ რეაქციას. ემოციებმა არ უნდა სძლიონ გონებას.
  3. ამის გამო შემდეგი წესია მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. მაგალითად, სამსახურიდან დაღლილი მობრძანდით და არავითარი სურვილი არ გაქვთ, ბავშვს ეთამაშოთ. პროტესტის ნიშნად პატარა მაგიდიდან ყველაფერს იატაკზე გადმოუძახებს, თან გამომცდელად გიყურებთ. მოიკრიბეთ მოთმინება, არ იყვიროთ, პატარას მშვიდად აუხსენით, რომ დედა სამსახურიდან დაღლილი და მშიერი მოვიდა და შესთავაზეთ, ითამაშოთ... ვახშმობანა. ოღონდ ერთი პირობით - ყველა საგანი თავის ადგილს უნდა დაუბრუნოს.
  4. იყავით ბავშვთან გულწრფელი, თუნდაც ის მეტისმეტად პატარა იყოს და ყველა სიტყვის მნიშვნელობას ვერ ხვდებოდეს - მას თქვენი საუბრის კილო, ინტონაცია და მიმიკა არ გამოეპარება.
  5. ეთამაშეთ ბავშვს. დაიმახსოვრეთ: თუ შვილს ბავშვობაში ხელს ჰკრავთ, ზრდასრულ ასაკში ის ასევე მოგექცევათ. ხატეთ, ძერწეთ, ითამაშეთ, იკითხეთ, ისეირნეთ, იეშმაკეთ - ყველაფერი ერთად აკეთეთ.
  6. არასოდეს ჰკრათ ბავშვს ხელი, როცა საოჯახო საქმეებით ხართ დაკავებული. ეცადეთ, ის თანამონაწილედ აქციოთ, მარტივი დავალებები მისცეთ.
  7. საჭიროა მეტი კონტაქტი ბავშვთან. თქვენი დიალოგი მეგობრულ საუბარს უნდა ჰგავდეს. არასოდეს გატეხოთ სიტყვა, შვილს დანაპირები აუცილებლად შეუსრულეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ჩათვლის, რომ შეიძლება, ერთი თქვა და მეორე აკეთო.
  8. ხშირად შეაქეთ შვილი. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ ბავშვს გამუდმებით უყვირით, როცა გაიზრდება, თვითონაც ასევე მოგექცევათ.
  9. ენდეთ პატარას. პასუხი გაეცით საკუთარ თავს ერთ შეკითხვაზე: გჯერათ თუ არა შვილის? თუ პასუხია ”დიახ”, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ ”არა”, კიდევ დაფიქრდით: ბავშვის რომელი თვისება იწვევს ეჭვს? განსაზღვრეთ, რისი ათვისება სჭირდება მას და დაეხმარეთ.
  10. ყური უგდეთ საკუთარ თავს. ზოგჯერ მშობლის ინტუიცია უკეთ გიკარნახებთ, როგორი საქციელია უფრო მისაღები.

იცოდეთ, აღზრდა ხელოვნებაა, მისი შედეგი კი მხოლოდ წლების შემდეგ გამოვლინდება.

კომენტარები (1)
მადო
მადლობა კარგი რჩევებისთვის
თარიღი : 15-07-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

აღზრდის ოქროს წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები