/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი
ბავშვს აუცილებლად უნდა შესწევდეს სირთულეთა გადალახვის უნარი, ის კი პატარას მშობლებმა უნდა გამოუმუშაონ. ბოლო ხანს ჩვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ სულისშემძვრელ სიუჟეტს გვაჩვენებს უბედურ შემთხვევაზე, სტიქიაზე, აფეთქებაზე, მანიაკის თავდასხმაზე, მკვლელობაზე...

მგრძნობიარე ადამიანებს კი ყოველივე ამის ცქერისას თმა ყალყზე უდგებათ. აქტიური ტელემაყურებლებისა და რადიომსმენელების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მსგავსი სიუჟეტების მრავალგზის გადაცემა მხოლოდ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის გზაა. რაც უფრო დიდ ინტერესს იწვევს ამა თუ იმ საინფორმაციო გადაცემის რეპორტაჟი, მეორე დღეს მით უფრო მეტი ხალხი უყურებს მას სენსაციის მოლოდინში. ეს მომგებიანია არხისთვის, მაგრამ არა ხალხისთვის...

  • პანიკის გარეშე

რა თქმა უნდა, შიშის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. შიში ნორმალური მოვლენაა. ის ჩვენი დარაჯია, რომელიც გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ რეალური საფრთხე. მის გარეშე ადამიანთა მოდგმა კარგა ხანია გადაშენდებოდა. თუმცა მეტისმეტად ძლიერი შიში, რომელიც თავდაცვის მიზანს აჭარბებს, ბავშვისთვისაც და მისი მშობლებისთვისაც დამღუპველია. საზოგადოდ, ემოცია გადამდებია, შიში კი - განსაკუთრებით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დააკვირდით, ვისი შვილები არიან მეტისმეტად მშიშრები. ჩვეულებრივ, იმ მშობლებისა, რომელთაც თვითონ ეშინიათ ყველაფრის. პატარა, რომელსაც წამდაუწუმ ესმის: ”ნუ მიდიხარ!”, ”ნუ მიძვრები!”, ”ჩამოვარდები!”, ”იტკენ!”, ”დაიმტვრევი!” - თანდათან იჯერებს, რომ მას ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელის და რათა უფროსებს ასიამოვნოს, სპორტულ თამაშობებზეც კი უარს ამბობს. ფსიქოლოგებმა კარგა ხანია შეამჩნიეს, რომ შიში სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. როცა მშობლები ბავშვთა ენურეზის, უძილობის, ლოგონევროზისა თუ სხვა ამგვარი პრობლემების გამო სპეციალისტებს მიმართავენ, პატარას ცხოვრების ანალიზის საფუძველზე ყოველთვის ვლინდება ესა თუ ის ფარული შიში.

  • დამჯერია თუ არა დაშინებული ბავშვი

ზოგერთს ჰგონია, რომ დაშინებული ბავშვი უფრო ადვილი სამართავია. ეს მართალია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ადამიანის მართვა შეუძლიათ არა მარტო მშობლებს, არამედ სხვებსაც, რომელთაგან ზოგიერთს შესაძლოა ბოროტი ზრახვებიც ამოძრავებდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ხშირად მშობლებს უჭირთ გააცნობიერონ, რომ ბავშვის დაშინება და მისი ფრთხილ, წინდახედულ ადამიანად ჩამოყალიბება სხვადასხვა რამ არის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი პირმშო ადრე თუ გვიან მაინც შეეჯახება სირთულეს, რომელსაც თავად უნდა გაუმკლავდეს. როცა მორიგი ინფორმაციით შეშინებული დედა პატარას აფრთხილებს: ”არ გახვიდე მარტო ქუჩაში, თორემ მანიაკი დაგიჭერს!” - ის ბავშვს შიშს ასწავლის და არა წინდახედულებას. მოდით, დავფიქრდეთ, არის ამ ფრაზაში ისეთი რამ, რაც პატარას საფრთხის დროს რეალურად დაეხმარება? რა თქმა უნდა, არაფერი, ქუჩაში მარტო გასვლა კი ბავშვს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს.

  • ფრთხილად, თვითშეფასება!

მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ფრაზები: ”არ გაბედო ქუჩაზე მარტო გადასვლა, თორემ ისეთი დაბნეული ხარ, მანქანა დაგეჯახება!” ან ”უჩემოდ ვერსად წახვალ, შენ ხომ მუდამ რაღაც გემართება!” - ბავშვის თვითშეფასების თვალსაზრისით უმძიმესი დარტყმაა. გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ მსგავსი შეძახილი პატარას გაუღვივებს სურვილს, უკეთესი გახდეს. უფრო პირიქით. იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებულ, ძლიერ და საიმედო პიროვნებად იქცეს, მისთვის აუცილებელია, ხშირად ესმოდეს: ”რა მამაცი ხარ!”, ”როგორი მოხერხებული ხარ!”, ”ჩემი ჭკვიანი!”, ”დამოუკიდებელია!”, ”კეთილია!”, წარუმატებლობისას ტაქტიანად უნდა აღვნიშნოთ: ”არაფერია, ისწავლი...”, ”თანდათან ყველაფერი გამოგივა!”

  • ესაუბრეთ ბავშვს

ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ფობიები - რატომ გვეშინია ნივრის, სკოლაში სიარულის, წვერის, ცოლის მშობლების...
გაიგეთ, გაქვთ თუ არა სოციოფობია

ამ მარტივ რჩევას ფსიქოლოგები თითქმის ყველა შემთხვევაში გვაძლევენ და არასოდეს ცდებიან. ცხოვრებაში მოსალოდნელი ყველა საშიში და რთული სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და გამარჯვებული ის რჩება, ვინც სწორად ეძებს გამოსავალს.

ბავშვმა უნდა იცოდეს ერთი აუცილებელი წესი: არასოდეს დაელაპარაკოს უცნობებს, არავითარი მაცდუნებელი დაპირების სანაცვლოდ არ ჩაუჯდეს მანქანაში, არსად გაჰყვეს მათ. თუ უცნობი ძალის გამოყენებას შეეცდება, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამ დროს ყვირილი, დახმარების თხოვნა და წინააღმდეგობის გაწევა სულაც არ არის უზრდელობა. სხვათა შორის, მსგავს სიტუაციებში თავის დაცვა სწორედ იმ პატარებს უჭირთ, ვისაც ხმაურს უკრძალავენ.

  • შიშის საწინააღმდეგო ”აცრა”

ფსიქოლოგების აზრით, რაც უფრო მეტი ესმით ბავშვებს საშიში სიტუაციის შესახებ, მით უფრო ნაკლებად აღმოჩნდებიან მსგავს მდგომარეობაში თვითონ. ამიტომ თავი არ უნდა არიდოთ ბავშვის შეკითხვებს სხვადასხვაგვარი საფრთხის შესახებ.

თუ პატარას ცეცხლის ან წყლის ეშინია, უმჯობესია, მშობლებმა მას ამ ”საშიშროებასთან” ურთიერთობა ასწავლონ, მაგალითად, ერთად აანთონ ასანთი, სანთებელა, სანთელი, მერე კი ერთადვე ჩააქრონ.

ხშირად პატარებს წყალსაცავების სიდიდე აშინებთ. არ უნდა ვაიძულოთ ბავშვი, უცებ დაძლიოს ეს შიში.

ბავშვები, რომლებიც ხშირად დადიან მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ, ეჩვევიან არასტანდარტულ სიტუაციებს და მათგან გამოსავლის პოვნასაც სწავლობენ.

  • თუკი მაინც გვეშინია

ბევრი მოზრდილი ადამიანი აღიარებს, რომ შიშს ვერაფერი მოუხერხა. ფსიქოლოგების მტკიცებით, მოზრდილ ადამიანს, თუ მოინდომებს, შეუძლია, ”თვალებში ჩახედოს” საკუთარ შიშს ანუ გააცნობიეროს, რისი ეშინია და გადაწყვიტოს, მართლაც ემუქრება თუ არა საფრთხე.

შიშისგან თავის დაღწევაში გვეხმარება მარტივი მეთოდი - ღრმა ჩასუნთქვა და ნელი ამოსუნთქვა. სხვათა შორის, განტვირთვის ამ ხერხს პატარები დიდებზე სწრაფად ითვისებენ. თუ ეს ყველაფერი ეფექტური არ აღმოჩნდა, ჯობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მივმართოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები