რატომ უჭირს ბავშვს დაძინება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

რატომ უჭირს ბავშვს დაძინება

რატომ უჭირს ბავშვს დაძინება
მშვიდი ძილი აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. ძილის დარღვევა ხშირად ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის მაუწყებელია, მაგრამ თუ პატარა ჯანმრთელია და არავითარი გადახრა არ აღენიშნება, ძილის დარღვევის მიზეზი მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ შთაბეჭდილებებში უნდა ვეძებოთ. როგორ დავეხმაროთ პატარას პრობლემის დაძლევაში? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ქეთევან  გავაშელი

- ასაკის მატებასთან ერთად ხშირად იჩენს თავს ძილის დარღვევა - ბავშვს უჭირს ჩაძინება, ძილში შფოთავს, ხშირად იღვიძებს... რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

- ბავშვი იზრდება, შემეცნების წყურვილი უფრო და უფრო უმძაფრდება. მშობლებიც ცდილობენ, წაახალისონ მისი ცნობისმოყვარეობა, გაუფართოონ
თვალსაწიერი და ათასგვარ ინფორმაციას აწვდიან შვილს; უხარიათ, რომ მათი პატარა ყველაფერს ადვილად ითვისებს, ერკვევა ტექნიკაში... სინამდვილეში აქ არაფერია საამაყო; ასეთი ცოდნა შეუფერებელია ბავშვისთვის. სწორედ ამის შედეგია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღგზნებისა და შეკავების პროცესთა წონასწორობის დარღვევა. აღგზნება სჭარბობს შეკავებას, რასაც უძილობა, მერე კი ქცევისა და ხასიათის
ცვლილება მოსდევს.

- როგორ დავამშვიდოთ მო­ზღვავებული ინფორმაციის შედეგად აფორიაქებული ბავშვი?
- ამისთვის არ არის საჭირო მედიკამენტური ჩარევა. საკმარისია, შევასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე მასთან ერთად, თანაც ამ დროს მეგობრებთან საუბრით კი არ უნდა ვიქცევდეთ თავს, არამედ მუდმივი კონტაქტი გვქონდეს ბავშვთან, ვეთამაშოთ, ვესაუბროთ.

2. ვეცადოთ, არ დავუგვიანოთ კვება და ძილი, თორემ გაჭირვეულდება. ჯერ დღის ძილი დაერღვევა, მერე - ღამისაც.

3. ვეცადოთ, წლამდე არ ვატაროთ სტუმრად - ხალხმრავლობა, უცხო ხალხის სიმრავლე ბავშვის ნერვული სისტემისთვის ძლიერი სტრესია.

4. დაძინებამდე ორი საათით ადრე შევწყვიტოთ ემოციური თამაშები, ჩავურთოთ მშვიდი, მელოდიური მუსიკა. ეს ყოველგვარ დამამშვიდებელ საშუალებაზე უკეთ მოქმედებს.

5. დავიცვათ ძილისწინა რიტუალი - ვაბანაოთ, ჩავაცვათ პიჟამა, ჩავაწვინოთ საწოლში, მოვუყვეთ ზღაპარს, ვუმღეროთ იავნანა. ეს ყველაფერი ყოველ ღამით გავიმეოროთ.

6. ვეცადოთ, ხშირად არ ვცვალოთ ავეჯის განლაგება იმ ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს - ცვლილებები პატარას აფორიაქებს და აწუხებს.

7. ვარიდოთ მძაფრ ემოციებს, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითსაც. არ დავასწროთ ოჯახურ კონფლიქტს, კამათს, უსიამოვნო საუბარს.

8. შევუქმნათ ოჯახში კომფორტული მიკროკლიმატი. ბავშვი ძალზე ფაქიზად რეაგირებს დედის ემოციებზე, გრძნობს მის განწყობას, ამიტომ ვეცადოთ, არ დავანახვოთ უგუნებობა, ბრაზი.

9. ნერვული სისტემის ძლიერ აღგზნებას იწვევს ტელევიზორი და კომპიუტერი. სამ წლამდე ბავშვს საერთოდ ნუ მისცემთ კომპიუტერზე, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონზე თამაშის უფლებას.

10. თავქვეშ ამოუდეთ ხმელი პიტნით, ცერეცოთი ან ლავანდით ამოვსებული ბალიში ან ტომსიკა. ცვალეთ ისინი და დააკვიდით ბავშვის რეაქციას - ასე დაადგენთ, რომელი არომატი უფრო მოსწონს. ურიგო არ იქნება, დაალევინოთ ძილის წინ ამავე მცენარეების ჩაი - ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ძილისთვის განაწყობს ბავშვს.

დაბოლოს, თუ პატარას ჩაძინება უჭირს, ნუ დაკარგავთ წონასწორობას, დაუყვავეთ და მოთმინებით დაელოდეთ, როდის ჩაეძინება, მერე კი გაღიზიანების მიზეზი მოძებნეთ და ეცადეთ, აღმოფხვრათ.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-07-2015
gazebss
პატარასს როცა გაზები აწუხებსს მაგ შემტხვევასი საკმარისად ტბილად არ აცვია განსაკუტრებიტ მუცელზე და პეხებზე. პამპერსსის გავსებასს ნუ დაელოდებიტ ეტყობა ცივი პიშებიც აცივებსს ბავშვის ორგანიზმს და ვერა ტბება. პეხები სჰეუტყუპეტ და ბაგლა აასევინეტ მერე მუხლებსჰი მოახრევინეტ და მუცლამდე აუტანეტ განტავისუპდება გაზებისგან.ჭუჭუ ტუ აქვსს დაჭიტლებული ექიმტან მიიყვანეტ მარილების დაგროვება შეიდლება ჰქონდეს ჭუჭუში. ალბატ აწუხებსს და მაგიტომ ვერ იდზინებსს. ჯამრტელობასს ვუსურვებ ვაჟკაცს.
თარიღი : 01-07-2015
nazi
რა მიხვედრა უნდა მაგას .ბებო უყვარს და მასტან უნდა.ეტყობა თბილი ქალია.ბავსვს უყვარს მოფერება.
თარიღი : 29-03-2015
meride
დაძინება კიარა 2 წელი არც მე მძინებია არც ჩემს შვილს და არც ჩემს მეუღლეს . თუ ჩემს ოთახში ეძინა სულ ღრიალებდა ვერ გავიგეტ რა ატირებდა რა აწუხებდა რა უნდოდა ექიმი არ დაგვიტოვებია თბილისში არც იგნორი შველოდა არცმოფერება არც ჭამა მოკლედ არაფერი არც დამამშვიდებლები... საკმარისი იყო ჩემს დედამთილს გაეყვანა თავისთან რომ იძინებდა . ახლაც მაინტერესებს რატომ ვერ იძინებდა ან მე და ჩემი მეუღლე რას ვუშლიდით :))))))
თარიღი : 26-02-2015
gazebi
Patara არის1 თვის და გაზები აწუხებს ხშირათ ასევე ჭუჭუა აქვს დაწითლებული და იის აწუხებს რა ვქნათ
რეკომენდებული პროდუქტები
ხელს უწყობს ძლიერი ორგანიზმის ჩამოყალიბებას.30პასტილი
ფასი: 29.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
წარმოდგენილ ვიდეოში განვიხილავთ დამატებით კვების შეტანის სქემას 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში,
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად