უცხო ენის შესწავლა და ბავშვის ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცხო ენის შესწავლა და ბავშვის ასაკი

რამდენად მიზანშეწონილია ეს? რა მეთოდია ამისთვის უფრო ეფექტური?” ელისო, 24 წლის დედა

“ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეიძლება შევასწავლოთ, რაც გნებავთ, მივაწოდოთ სხვადასხვა სახის ცოდნა, თუ ამისთვის გამოყენებული იქნება შესატყვისი მეთოდები!” - ამას ამტკიცებს ამერიკელი პროფესორი ჯ. ბრუნერი.

რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი უცხო მეტყველების მოსმენას, უცხო ენაზე წარმოთქმულ სიტყვებს, მით უფრო სწრაფად გახდება ის მისთვის გასაგები. თუ ბავშვი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, სადაც ერთი მშობელი და, კიდევ უფრო უკეთესი, ორივე მშობელი ერთმანეთს ესაუბრება რამდენიმე ენაზე, კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევასწავლოთ ბავშვს უცხო ენა, აღარ წარმოიშვება. ბავშვი ხომ პირდაპირ ისრუტავს მშობლებისგან თითოეულ სიტყვას! მაგრამ თუ თქვენს ოჯახში არ არიან პოლიგლოტები, მაინც არსებობს უამრავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პატარას გავუღვივოთ ინტერესი უცხო ენის მიმართ.

ძალდატანების გარეშე

საუკეთესო ვარიანტია, უცხო ენაში მეცადინეობა დავიწყოთ იმ ბავშვთან, რომელიც უკვე საკმაოდ გამართულად საუბრობს მშობლიურ ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის გონებაში ნამდვილი ქაოსი იქმნება. უპირველესი პირობაა - არავითარ შემთხვევაში არ ჩავატაროთ ბავშვთან მეცადინეობა ძალდატანების მეთოდით ან რაიმე მოლაპარაკებითა და შეთანხმებით. არ არის საჭირო, სხვადასხვა დაპირებით აიძულოთ, გააკეთოს ის, რაც არ სურს და არ აინტერესებს. თუ ბავშვი უარს აცხადებს და თავს შორს იჭერს უცხო ენის შესწავლისგან, უცხო სიტყვების გამეორებისგან, მაშინ ჯობს დავიცადოთ, მივცეთ პატარას გარკვეული დრო და შემდეგ კიდევ ვცადოთ მისი დაინტერესება. შესწავლის მეთოდი უნდა იყოს საინტერესო და არა თავს მოხვეული. უცხო ენის სწავლება საჭიროა დავიწყოთ სასაუბრო მეტყველებით. ბავშვი ადვილად აღიქვამს ასოებს, თუ უკვე იცის სიტყვა. ბუნება თვითონ გვიბიძგებს ასეთი მეთოდებისკენ. მშობლიური ენის შესწავლას ჩვენ ვიწყებთ სასაუბრო მეტყველებით. თავდაპირველად ვისმენთ, ვიმეორებთ, წარმოვთქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვსწავლობთ წერასა და კითხვას. ერთი გაკვეთილის, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობის კორექტირება დამოკიდებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე. მეცადინეობა რეკომენდებულია დასაწყისისათვის დღეში 15 წუთი. სწავლება უნდა ჩატარდეს ჩვეულებრივი თამაშის ან ხატვის პროცესში, ძერწვისას, კომპიუტერთან თამაშის დროს. თუ ოჯახში არის უფროსი ბავშვი, რომელიც სწავლობს უცხო ენას სკოლაში ან დამატებით, ცალკე პედაგოგთან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პატარას დაინტერესებაც. უმცროსებს ყოველთვის აქვთ უფროსებისადმი მიბაძვის მოთხოვნილება. ეს შეიძლება მოხერხებულად გამოვიყენოთ. შეეცადეთ როლური თამაშების ორგანიზება: დედაშვილობანა, მაღაზიობანა, ავტობუსით მგზავრობა ან მანქანით გასეირნება, ექიმობანა და ა.შ. ამ თამაშების მსვლელობისას ბავშვი დაიმახსოვრებს ახალ სიტყვებს. ბავშვები ადრეულ ასაკში საერთოდ კარგად იმახსოვრებენ, მაგრამ ასეთივე წარმატებით ივიწყებენ ნასწავლ მასალას, თუ მისი გამეორება არ ხდება. ყოველდღიური გამონათქვამები: “დილა მშვიდობისა”, “ღამე მშვიდობისა”, “გმადლობთ”, “ბოდიში”, სიტყვები: “მომეცი!”, “აიღე!” ფერების აღმნიშვნელი სიტყვები (“წითელი”, “თეთრი”, “შავი” და ა.შ.) უნდა გაიმეოროთ მშობლიური ენიდან ნაცნობ სიტყვებთან მონაცვლეობით. თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვები უცხო ენის შემსწავლელ სპეციალურ განმავითარებელ ცენტრებში მეცადინეობენ, კარგი იქნება, თუ გაკვეთილებს დაესწრებიან მათი მშობლებიც, მათ უნდა აწარმოონ ჩანაწერები. მაშინ ისინი შინ ბავშვებთან ერთად შეძლებენ გაიმეორონ განვლილი მასალა. ასე ბავშვებს შეახსენებთ გაკვეთილზე შესწავლილ მასალას და კიდევ უფრო განამტკიცებთ მას.

გამოავლინეთ ინტერესი!

დღეისათვის ბავშვების უმეტესობა ინგლისურს (ან სხვა უცხო ენას) დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობს. ამ პერიოდში მათ ასევე სჭირდებათ მშობლების დახმარება. ეს აუცილებელიც კია. ასე რომ, უნდა დაინტერესდეთ იმით, თუ რას სწავლობს თქვენი შვილი უცხო ენისა გაკვეთილზე. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ უნდა გამოიჩინოთ ყურადღება და მოიკრიბოთ ნებისყოფა. თუ თავიდანვე მიჰყვებით პატარასთან ერთად უცხო ენის დაუფლებას, მას სირთულეები აღარ დაემუქრება. პრობლემების წარმოქმნისთანავე ბავშვებს ინტერესი უქრებათ. ბავშვი, როგორც წესი, დიდ ინტერესს იჩენს უცხო ენის მიმართ, თუ გრძნობს, რომ ეს მას კარგად გამოსდის. ამიტომ აუცილებელია, ის შევაქოთ და წავახალისოთ, ვაგრძნობინოთ თანადგომა, თუ მას რაიმე უძნელდება. ადამიანს, რომელიც ბავშვების აღზრდით არის დაკავებული, დიდი მოთმინება სჭირდება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს თავს უფლება, ბავშვს ხმამაღალი ტონით ესაუბროს, პატარამ არ უნდა შეამჩნიოს, რომ უფროსი მას გაღიზიანებული ესაუბრება, მეცადინეობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული თვით ბავშვის განწყობაზე. არ ღირს მეცადინეობის ჩატარება, თუ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს ან ეძინება. რაც უფრო მეტ მოთმინებასა და სიყვარულს, მზრუნველობასა და ყურადღებას გამოვიჩენთ ჩვენი შვილების მიმართ, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ ისინი ცხოვრებაში.